Jan 312010
 

65AAE809-72B6-48DC-80AB-7B7A8FE14A8D.jpg

დიდი ხნის მოლოდინის შემედეგ Mozilla-ამ გამოუშვა თავისი ბრაუზერი მობილურისთვის. ჯერ ჯერობით მხოლოდ Maemo (Nokia N800, N810 და N900) მაგრამ მალე გამოვა, WinMobile-ის და დანარჩენი პლატფორმებისთვის.

ბრაუზერს აქვს დამატებული (AdBlock Plus)-ის მხარდაჭერა, რაც აშკარად გამოარჩევს მას თავისი კონკურენტებისგან.

Firefox-ის გადმოსაწერად საკმარისია სმარტფონის ბრაუზერში ავკრიფოთ http://firefox.com/m

ასევე ხელმისაწვდომია: Windows, Mac OS X, და Linux ვერსიებიც.

Jan 312010
 

ქსელში სულ ორი ჭორი დადის Windows Mobile 7-ის შესახებ, რომელიც ორმა ავტორიტეტულმა დასავლურმა ბლოგმა გაავრცელა. გამოცემა TechCrunch-მა ექსკლუზიურად გაარკვია, რომ ახალი WM 7 იქნება წარმოდგენილი MWC-ზე თებერვალში და იქნება iPhone OS-ის მსგავსი პლატფორმა. ნაწილობრივ მას ექნება უკუ მხარდაჭერაც წინა ვერსიებთან და ინტერფეისის რედაქტირების საშუალებაც დამატებითი გარსების სახით. ამის გარდა მასში იქნება მრავალამოცანიანობა. მწარმოებლებისთვის ის იმ შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი თუ გარკვეულ მოთხოვნებსა და სპეციფიკაციებს დააკმაყოფილებს მათი მოწყობილობა.

როგორც Gizmodo იტყობინება, WM 7-ის საბაზრო სახელი იქნება უბრალოდ “Seven”, მასში იქნება HD-ვიდეო და Zune-ის მსგავსი ინტერფეისი. სავარაუდო მინიმალური ტექნიკუირი მოთხოვნა იქნება 1 გიგაჰერციანი პროცესორი.

Jan 312010
 

AE09825B-4291-4BEA-A8A8-D9F52DF8D5CE.jpg

კომპანია HTC გამოუშვებს HTC HD2-ის Android ვერსიას სახელით HTC Supersonic. ის აღჭურვილი იქნება 4,3 დიუმიანი OLED-ეკრანით.

ტექნიკური სპეციფიკაციები ანალოგიური იქნება, იმის გარდა რომ ექნება უფრო ენერგოტევადი აკუმულატორი, გაუმჯობესებული კამერა და WiMAX-ის მხარდაჭერა.

Jan 312010
 

15F50E30-40F7-41E2-A33A-D7EB313201F4.jpg

თუ თქვენ Nokia N900 და N810 კომუნიკატორების ბედნიერი მფლობელები ხართ და გინდათ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ რომ თქვენი მოწყობილობები ტექნოლოგიებს ფეხდაფეხ მიყვებიან, მაშინ აუცილებლად ნახეთ Fairefox, რომელმაც მობილური ვერსიის დებიუტი გააკეთა სწორედ Maemo OS-ზე. შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამწუთას, ვერსია 1.0 გამოვა უკვე Weave Sync ფუნქციონალით, რომელიც შეინახავს თქვენს რჩეულებს, ტაბებს, ისტორიას და პაროლებს იმისათვის რომ რამოდენიმე მოწყობილობაზე ერთდროულად ისარგებლოთ ერთი პროფილით.  ფლეშის მხარდაჭერა არასტაბილურია და ის სტანდარტულად გამორთულია, მაგრამ მისი გააქტიურება მარტივად პარამეტრებიდან არის შესაძლებელი. გადმოიწერეთ და აუცილებლად დაატესტირეთ მოზილას ახალი პროდუქტი.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache