ჩემი პოდკასტის მეორე გამოშვება
უფრო მოკლე, საინტერესო თემებით და რა თქმა უნდა ანალიტიკური მასალის განხილვით.
Podcast: Play in new window | Download
ჩემი პოდკასტის მეორე გამოშვება
უფრო მოკლე, საინტერესო თემებით და რა თქმა უნდა ანალიტიკური მასალის განხილვით.
Podcast: Play in new window | Download

Dell–ი აპირებს პლანშეტური კომპიუტერების წარმოებას, განაცხადა კომპანიის Tablet PC–ის პროდუქტის კატეგორიის უფროსმა მენეჯერმა ნირეი ჩობიმ (Neeraj Choubey).
არცისე დიდი ხნის წინ Dell–მა წარმოადგინა კომპაქტური პლანშეტი Mini 5. დემონსტრაცია გაიმართა Mobile World Congress 2010–ის ჩვენებაზე ბარსელონაში (ესპანეთი),
მოწყობილობა დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon–ის პლათფორმაზე და აღჭურვილია 5–დიუმიანი სენსორული დისპლეით. გაჯეტის შემადგენლობაში არის 5–მეგაპიქსელიანი კამერა, Wi-Fi და Bluetooth უკაბელო კონტროლერი, და ასევე 3G–ის მოდული მობილური ქსელებისთვის. Mini 5 ფუნქციონირებს Google Android–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
Dell–ის წარმომადგენლის სიტყვების თანახმად, კომპანია მომავალში გამოუშვებს კიდევ რამდენიმე პლანშეტურ PC–ს, რომელიც განსხვავებული იქნება ეკრანის დიაგონალითა და ფუნქციონალით, აღჭურვილი PC–ის დანიშნულებით. ამ მოწყობილობებზე პროგრამული პლადფორმის როლს Android–ი შეითავსებს.
ჩობი ასევე ამატებს, რომ მომავალში Dell პლანშეტების მფლობელებს ექნებათ რიგი გასართობი სერვისები.
გაჯეტის ბაზარზე გამოჩენის ვადა უცნობია.
გამოყენებულია Slashgear–ისა და BrightHand–ის მასალები.
მოდით განვიხილოთ თუ როგორ ჩავტვირთოთ ლინუქსის ბირთვი კომპიუტერზე რომელსაც ბიოსის ნაცვლად აქვს EFI
ამას წინათ ჩეემს მეგობარს აჩუქეს Macbook Pro 13.3 დიუმიანი დისფლეით. შემეძლო ძალიან მარტივად დამეყენებინა Ubuntu, SuSe ან Fedora მაგრამ ამჯერად რთული გზით წავედი და Gentoo-ს დაყენება გადავწყვიტე.
ინსტალაციამ უპრობლემოდ ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით კლავიატურის პრობლემას როცა LiveCD-დან ვიყავი ჩატვირთული, ბირთვი კონსოლს მხოლოდ vesafb-დან ხედავდა.
ერთადერთი, რამაც ცოტა მეტად შემაფერხა ეს იყო ბიოსის ემულაცია. მაკინტოშები ჩატვირთვისათვის იყენებენ Intel-ის EFI ტექნოლოგიას. ხოლო დანარჩენი ოპ. სისტემებისთვის Apple იყენებს ბიოსის ემულაციის დონეს. ზუსტად ამ ემულაციით იტვირთება Ubuntu მაკზე.
ბიოსის ემულაცია ერთი მხრიდან კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ტექნიკური და ჰაკერული თვალსაზრისით სუსტი და არაპროფესიონალური. მინდა ჩემი პრაქტიკული გადაწყვეტილება თქვენც გაგაცნოთ.
1. EFI იწყებს ჩატვირთვას ჩართვისთანავე.
2. ეშვება rEFIt, პროგრამა, რომელიც აფართოებს სტანდარტული ჩამტვირთის ფუნციონალს, იძლევა საშუალებას ჩატვირთვისას გამოვიყენოთ დამატებითი ბრძანებები და ა. შ.
3. ხდება FAT/HFS პარტიციები FAT/HFS (ext* არ არის მხარდაჭერილი) და ეძებს ჩამტვირთის ჩანაწერს, რომელშიც არის კატალოგი /efi/… და ჩამტვირთი ანარეკლები.
4. იტვირთება ანარეკლი Grub2 EFI FAT პარტიციიდან.
5. იტვირთება ლინუქსის ბირთვი /boot კატალოგიდან (+ initrd/initramfs თუ ეს მითითებული იქნება).
6. ბირთვი როგორც ჩვეულებრივ იტვირთება ძირეული პარტიციიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ფაილური სისტემის შერჩევა.
აღმოჩნდა რომ elilo ვერ ტვირთავს ლინუქსს კორექტულად ხოლო Grub 1.97.1 ითხოვს მცირე მოდიფიკაციას. ამიტომაც მე გამოვიყენე Grub2 და მოვახერხე მომეწყო /boot პარტიცია FAT ფაილურ სისტემაზე, მაგრამ ამის გამო ვარდება installkernel სკრიპტი რომელიც ბირთვის წყაროების კატალოგიდან ეშვება და ქმნის ბმულებს ახალისა და ძველ ბირთვის ანარეკლებზე.
EFI Grub2-ის ინსტალაცია მარტივია და მას ლინუქსის მცოდნე ადვილად შეძლებს.
ასევე აუცილებელია ბირთვის EFI-ის მხარდაჭერის ჩართვა. ახლა კი შეგიძლიათ მანიაკალურად დატკბეთ იმით რომ ლინუქსის ჩასატვირთად არ გჭირდებათ კიდევ ერთი დამატებითი რგოლი როგორიცაა ბიოსის ემულაცია. იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი პროპრიეტარული ინტერფეისია რომელიც თქვენი კონტროლის ქვეშ არაა და ვინ იცის რა იმალება მის უკან

კომპანია Shuttle, ცნობილი barebone–სისტემების და მცირე ფორმფაქტორის კომპიუტერების მწარმოებელი, დღეს განაცხადა ნეტტოპ XS35–ის გამოშვების შესახებ.
სიახლე აწყობილია Ion–ის მესამე თაობის აპარატულ პლათფორმზე, რომელის წარდგენაც ჯერ არ ყოფილა. ნეტტოპში გაერთიანებულია ორბირთვიანი პორცესორი Intel Atom ტაქტური სიხშირით 1,66 გჰც და nVidia (GT218)–ის დისკრეტული გრაფიკული კონტროლერი. ეს კავშირი იძლევა საშვალებას მაღალი ხარისხის ვიდეოს დამუშავების და ასევე შეუძლია გაუშვას მაღალი რესურსის მოთხოვნადი თამაშები.
მინი–დესკტოპი დაკომპლექტებულია 2,5-დიუმიანი მყარი დისკით, ქარდრიდერით და მრავალფორმატული DVD-ჩამწერით. ნეტტოპს პერიფერიული მოწყობილობებისთვის და დისპლეისთვის აქვს ხუთი USB პორტი, ციფრული ინტერფეისი HDMI და ანალოგური D-Sub კავშირი.
მთელი ელექტრონიკა განთავსებულია ნეტტოპის კორპუსში რომლის მოცულობაა 1000 კუბური სანტიმეტრი და სისქე 3,3 სანტიმეტრი. სიხალეს აქვს ძალიან კომფორტული ქულერი, რომელიც გამოსცემს დაბალ ხმას.
ნეტტოპი წარმოდგენილი იქნება CeBIT 2010–ის გამოფენაზე, რომელიც შედგება ჰანოვერში (გერმანია) 2–დან 6–მარტამდე.

გამოყენებულია Shuttle-ის მასალები.

კომპანია Mio Technology–მ წარმოადგინა GPS–ნავიგატორი Moov V780, რომელიც ფლობს გაფართოებულ მულტიმედიურ შესაძლებლობებს.
გაჯეტი აღჭურვილია 7დიუმიანი მაღალფორმატიანი სენსორული დისპლეით, 4 ან 8 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით, microSD–სლოტით, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის აპარატული მიმღებით, რომელიც მუშაობს Mio Spirit–ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად და სტანდარტული 3,5– მილიმეტრიანი აუდიო ბუდე.
Mio Moov V780 შეუძლია დაკომპლექტდეს DVB-T სტანდარტის ციფრული ტელევიზიის მიმღებთან, ასევე კავშირის მოდულებთან Wi-Fi (IEEE 802.11b/g), WiMAX ან 3G.
მოწყობილობას აქვს HD-ვიდეო 720p ფორმატის მხარდაჭერა.
მწარმოებელი ხაზს უსვამს, რომ ახალ მოწყობილობაში რეალიზებულია ახალი 3D-იტერფეისი, რომელიც გამოიყენება სერვერ YouTube–დან ვიდეოების სანახავად და ელექტრონული ფოსტისთვის. აღსანიშნავია, რომ Moov V780–თვის გვთავაზობენ სპეციალურ აქსესუარს–ქეისი QWERTYკავიატურით.

გამოყენებულია Mio Technology–ს მასალები.

ბრიტანულმა კომპანია Broadband Computer–მა გამოუშვა, დამწყებ მომხმარებელზე ორიენტირებული ნოუთბუქი Alex.
ლეპტოპი შეიმუშავეს იმ მიზნით, რომ მომხმარებელს არ ქონოდა არანაირი სირთულე.
მწარმოებლის თქმით, PC-ს საწყისი მონაცემები ძალიან მარტივია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარ–ჩვევებს და დაყენებული პროგრამების განახლება ხდება ავტომატურ რეჟიმში.
ამასთანავე მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალისტების დახმარებით.
ნოუთბუქზე ყენდება ოპერაციული სისტემა Linux სპეციალურად ოპტიმიზირებული და გამარტივებული ინტერფეისით.
პროგრმაში შესვლა შესაძლებელია მაუსის ერთი წკაპით, და სპლეციალური USB–გასაღებით, ინდივიდუალური პაროლი საშუალებას აძლევს ოჯახის თითოეულ წევრს, ქონდეს საკუთარი სამუშაო გარემო, დამალოს პირადი ფაილები და ა.შ.
Alex არის 15,4 დიუმიანი ლეპტოპი დაფუძნებული Intel Celeron T1600 პროცესორის ბაზაზე, ორი ბირთვით რომელთა სიხშირე არის 1,66 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა–1გბ. მყარი დისკის მოცულობა – 120გბ.
ნაოთბუქს აქვს Gigabit Ethernet და Wi-Fi ადაპტერი, 1,3 მეგაპიქსელიანი ვებ–კამერა, DVD-ჩამწერი და (ექვს-მოდულიანი) ბატარეა.
კომპიუტერი შემოთავაზებულია განახლების სერვისთან და ინტერნეტ კავშირთან ერთად.
გამოყენებულია Broadband Computer–ის და Electronista–ს მასალები.
სამი კომპანია, Aple, Google და Microsoft უკვე დიდი ხანია ჩაბმულები არიან სამმხრივ ომში რომელის მიზანია დომინირება. ისინი სხვა და სხვა ხარისხით უწევენ კონკურენციას ერთმანეთს რამოდენიმე სფეროში: ჰარდვერი, ოპ. სისტემები მობილური პლატფორმებისათვის და კომპიუტერებისათვის, სოფტი, გართობა, ინტერნეტ ძიება და ა. შ. დღეისათვის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ Google არის ვებ ძიების ლიდერი, Microsoft არის ოპ. სისტემების ბაზარზე უძლიერესი ხოლო Apple-ს აქვს ძალიან მყარი საფუძველი hi-end ჰარდვერის ბაზარზე, მუსიკისა და ვიდეოს გაყიდვებში და მედია მოწყობილობების ბაზარზე (iPod, iPhone და ა. შ.) რა თქმა უნდა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
Computerworld-ის ერთ ერთი რედაქტორი დაინტერესდა შემდეგით: გამომდინარე იქიდან რომ ყოველი მათგანი ცდილობს კონკურენტის ბაზარზე გავიდეს, მაშინ რომელია ყველაზე კარგად მომზადებული უახლოესი მომვლისათვის და რომელი მათგანი დამარცხდება?
მიუხედავად იმისა, რომ Apple ახლა მოწოდების სიმაღლეზეა და წინ მიიწევს, კომპანია ყველაზე სათუთია ამ სამს შორის. ეს იმითაა გამოწვეული, რომ Apple-ის წარმატება დამოკიდებულია ერთი ადამიანის გონებაზე, რომელიცაა სტივ ჯობსი.
უმრავლესობა კომპანიებისათვის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის შეცვლა უმტკივნეულოა, Apple-ის შემთხვევაში ეს ასე არ არის. Apple=ჯობსი ეს დამტკიცებული ფორმულაა. მის დაბრუნებამდე კომპანიაში 1996 წლის ბოლოსკენ Apple სულს ძლივს ითქვამდა. მან დახურა წამგებიანი პროექტები (მაგ. Newton) მისი გამჭრიახობით განვითარდა რამოდენიმე ძალიან წარმატებული პროექტი: Mac OS X, iPod, iPhone და iMac; მან აღადგინა კომპანია. წინა წელს ის დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ტოპ-მენეჯერად მსოფლიოში იმიტომ, რომ ჯობის მეთაურობით Apple-მ გაზარდა კომპანიის საბაზრო ღირებულება $150 მილიარდით.
ეს კარგიცაა და ცუდით ერთდროულად. სანამ ჯობსი საქმეშია – ყველაფერი კარგადაა. ის კომპანიას ვერ უხელმძღვანელებს მუდამ, ამავდროულად ახლოსაც არ არის ისეთი ვინმე, რომელიც მას შეედრება და კომპანიას გაუძღვება მისი გამჭრიახობით. როგორც Presto Gralla თვლის Computerworld-დან მისი წასვლის შემდეგ Apple ხანგრძლივი ვარდნის ფაზაში გადავა.
Apple-ის ბიზნეს მოდელი იმით განსხვავდება დანარჩენებისგან რომ ძალიან გავ ჰოლივუდური სტუდიის პოლიტიკას, რომელსაც სჭირდება ბლოკბასტერები და ჰიტები იმსათვის რომ მიიღოს სერიოზული მოგება. ჯობსის წასვლის შემდეგ ასეთი ჰიტები აღარ იქნება.
ამ სამ კომპანიას შორის მას ყველაზე დიდი შანსია აყვავდეს მომავალში. მას მონოპოლია აქვს ინტერნეტ ძიებაში, რაც ერთ-ერთ გადამწყვეტი ელემენტია კომპანიის ეკონომიკური ზრდისათვის. ეს Google-ს აძლევს საფუძველს და ფინანსებს ახალი მიმართულებების განვითარებისათვის.
თუმცა კომპანია ხანდახან არასისტემურ ნაბიჯებსაც დგამს მისი პროდუქტების პოპულარიზაციაში, მაგრამ ის სწრაფად მზარდ სექტორებზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით მობილური მოწყობილობები. ამისათვის Google კარგად არის მომზადებული და ის დიდ მოგებას მიიღებს მობილური მოწყობილობების ბუმიდან. თუმცა ის ვერ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს Microsoft-ს, მაგრამ, ამ ბაზარზე რომ ძლიერი მოთამაშე იქნება უდაოა.
და ბოლოს, Microsoft, რომელიც შეიძლება განვათავსოთ Apple-სა და Google-ის შორის. Apple-გან განსხვავებით მას არ სჭირდება მეგა-ჰიტები განვითარებისთვის. ოპერაციული სისტემების და საოფისე პროგრამების ბაზარი და ასევე კორპორაციული გადაწყვეტილებები კომპანიის მუდმივ ზრდას უზრუნველყოფს. Google ვერ შეძლებს მისი მონოპოლიის დანგრევას.
Windows 7-ის წარმატებამ აჩვენა, რომ ახალი ოპ. სისტემის გამოშვებას შეუძლია მოგების მოტანა. Win 7-ის გაყიდვების ზრდამ კომპანიას ერთ კვარტალში ძალიან დიდი მოგება მოუტანა ვიდრე გასულ წელს მთლიანად. მეორე მხრიდან Microsoft ვერ შეძლებს ძიების ბაზარზე აჯობოს Google-ს, თუმცა Bing არც ისე ცუდი პროექტია და მისი პოტენციალი მხედველობაში უნდა მივიღოთ.
ასე რომ წინ თუ გავიხედავთ შეიძლება ვთქვათ რომ Goole ძალიან სწრაფად განვითარდება, Microsoft შეინარჩუნებს მის პოზიციებს ხოლო Apple დაკარგავს იმ ჯადოსნურობას, რომელსაც სტივ ჯობსი აძლევს დღეს.
ამ თემაზე უფრო ვრცლად ამ კვირის ბოლოს პოდკასტში ვაპირებ საუბარს და იმედია თქვენც დაინტერესდებით და გამოთქვამთ თქვენს აზრს კომენტარებში…
აი ისიც, მონობლოკების ფანატებისთვის საოცნებო: MSI Wind Top all-in-ones, ეს ტოპ მოდელი გამოირჩევა ტექნოლოგიების ბოლო სიტყვით. სრული მაღლი ხარისხის გარჩევადობა, 3D ფუნქციონალი 120 ჰერციანი ეკრანით. Intel-ის Core i7 პროცესორი და მულტითაჩი. მოდელი წარმოდგენილი იქნება როგორც 24 ასევე 22 დიუმიანი ვარიანტიც. მოკლედ პირველივე შანსი, როგორც კი მექნება ამ მოწყობილობას აუცილებლად შევიძენ და დავატესტირებ.

კომპანია Onkyo–იმ დაიწყო DE41 1 სერიის «ყველაფერი ერთში» სამაგიდო კომპიუტერების გაყიდვა.
ახალი მონობლოკი არის nVidia Ion–ის აპარატულ პლათფორმაზე. დესკტოპს აქვს ორბირთვიანი პროცესორი Atom 330, რომელიც მუშაობს 1,6გჰც ტაქტური სიხშირით. ვიდეოსისტემა იყენებს ინტეგრირებულ გრაფიკულ ადაპტერს GeForce 9400M, DirectX 10–ის პროგრამული ინტერფეისის მხარდაჭერით.
სამაგიდო კომპიუტერის ბაზური კონფიგურაცია აღჭურვილია 2გბ ოპერატიული მეხსიერებით და მყარი დისკი მოცულობით 320გბ. მონობლოკის თხევადკრისტალურ პანელს აქვს 21,5 დიუმიანი დიაგონალი და Full HD–გაფართოვება 1920×1080 პიქსელი.
დესკტოპს აქვს მრავალფორმატიანი DVD-ჩამწერი, ქარდრიდერი, უკაბელო კავშირის ადაპტერი Wi-Fi (802.11b/g) და სტერეოფონული დინამიკები. სიახლის ზომებია — 537×374×76,3–210 მმ.
Onkyo DE411 ღირებულება შეადგენს 1 000 დოლარს Windows 7 Home Premium ოპერაციული სისტემასთან ერთად.
გამოყენებულია TechConnect Magazine–ის მასალები.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია SIMFi–ის გამოშვების შესახებ — SIM-ბარათები Wi-Fi–ის მხარდაჭერით რომელითაც ჩვეულებრივი მობილური შეიძლება ვაქციოთ როუტერად. SK Telecom–მა მოიწონა SIM-ბარათის პროტოტიპი 1 გბ მეხსიერებით, პროცესორით და Android–ის პლათფორმით.
მწარმოებელი ირწმენება, რომ SIM-ბარათი გამოგდგება ერთი ტელეფნიდან სხვა ტელეფონში ყველა სამომხმარებლო ინფორმაციის გადასტანად. SIM-ბარათს აქვს USB 2.0–ის მხარდაჭერა, და რაც საინტერესოა, სრულიად შესაძლებელია კლავიატურასთან, მაუსთან და სხვა პერიფერიულ მოწყობილობებთან ერთად გამოყენება (საინტერესოა, როგორ?).
სამწუხაროდ, ეს ტექნიკის საოცრება ნაკლებად სავარაუდოა რომ წარამოებაში გამოვა სერიული სახით. SK Telecom თავისი პროტოტიპით უბრალოდ სურს გვაჩვენოს, რომ დღეს უკვე ტექნოლოგიას შეულძლია კომპონენტების მინიატურიზაცია.
გამოყენებულია engadget–ის მასალები.
HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache