დღეს გამოვიდა Opera-ს განახლებული ვერსია ნომრით 10.51 Windows პლატფორმისათვის. მიმდინარე რელიზში აღმოიფხვრა უსაფრთხოების ბაგი, რომელიც 10.50 ვერსიაში აღმოაჩინეს თითქმის ახლა ასევე გამოასწორეს შეცდომების უმრავლესობა, რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან მომხმარებლებს, რომლებმაც აქტიურად შეატყობინეს დეველოპერებს შეცდომების შესახებ. ცვლილებათა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ამის გარდა ოპტიმიზაცია გაუკეთდა Carakan ძრავს, რის შედეგადაც 20%-ით გაიზარდა Javascript-ის დამუშავების სიჩქარე. ასევე ჩასმულია ავტომატური განახლების სისტემა, რომელიც წინა ვერსიებიდან განახლებას ძალიან გაამარტივებს. Opera 10.51-ის გადმოწერა შესაძლებელია მისი ოფიციალური ვებ-საიტიდან. MAC და Linux ვერსიები ცოტა მოგვიანებით გამოვა.
დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ შემეგი ბმულები:
Opera Desktop blog
Choose Opera




