Apr 302010
 

5E2192DD-7E69-415B-82AC-31016F554125.jpg

დღევანდელი განხილვის საგანი გახდა ASUS-ის ახალი N-სერიის ნოუთბუქი, წროედ რომ ის New Generation სერია რომელსაც გვპირდებოდა მწარმოებელი.

ნოუთბუქის სრული სახელია ASUS N61Jv. დაინტერესებული და ამასთანავე დაკვირვებული მომხმარებელი შემჩნევს ფირმის სერიების ცვლის კანონზომიერებას და ადვილად მიხვდება თუ რას ნიშნავს მიმდინარე სერიის ნომერი.

ახალ თაობაში ალბათ იგულისხმება სიახლეების მთელი რიგი: Intel Core i5; ჩიპსეტი Intel HM55 Express; ვიდეოსისტემა NVIDIA Optimus; USB 3.0 და 802.11n უკაბელო ქსელის ადაპტერი.

42C3E169-34A5-441B-904A-E3E53701770E.jpg

ორბირთვიანი პროცესორი Intel Core i5-520M რომელიც მუშაობს 2400 მჰც. ტაქტური სიხშირით და აქვს 3MB L3 ქეში (512კბ L2). გამოიყენება 32-ნანომეტრიანი ტექპროცესი და როგორც ამ ოჯახის სხვა პროცესორები აქვს ინტეგრირებული Intel HD Graphics ვიდეო სისტემა, რომელიც აპარატულ დონეზე ამუშავებს HD მატერიალებს. პროცესორის სხვა ღირსებებს შორის აღსანიშნავია Hyper-Threading და Turbo Boost, რომელიც 4 ერთდროული დინების დამუშავებას უზრუნვეყოფს და ასევე ზრდის ყველა ან რომელიმე ბირთვის სიხშირეს 2933 მეგაჰერცამდე. (პროცესორის ენერგომოხმარება გრაფიკასთან ერთად შეადგენს 35 ვატს) – მოკლედ რომ ვთქვათ შთამბეჭდავია ამ ზომის პროცესორში გაერთიანებული ფუნქციონალი და მერწმუნეთ ეს ყველაფერი იდეალურად მუშაობს.

დისკრეტული ვიდეობარათის როლს NVIDIA GeForce GT 325M ასრულებს, რომლის შესახებაც მოგვიანებით გიამბობთ. ნოუთბუქში არის DDR3 ტიპის 2G გიგაბაიტიანი ორი მოდული, სულ 4 გიგაბაიტი. 2.5 დიუმიან მყარ დისკზე Seagate არის 320 გიგაბაიტი სივრცე ინფორმაციის შესანახად.

პირველად, როცა ლეპტოპის ზედაპირს შეხედავთ შეიძლება დაინახოთ საკუთარი თავის გამოსახულება და იფიქროთ რომ ის ისეთივე პრიალაა და არ გესიამოვნოთ, მართლაც ის ლაკირებულია და აქვს მცირედი ფაქტურა და წინწკლები, რომლის გამოც შესაძლოა მასზე არ რჩება ანაბეჭდები და ცხიმები.

2D0D8E79-3C49-4654-9118-4068D5393979.jpg

შიგნით არის მოთავსებულია ფართო-ფორმატიანი ეკრანი 16 დიუმის დიაგონალით და გაფართოებით 1366ხ768 (16:9). მის ზემოთ არის 2 მეგაპიქსელიანი ვიდეო-თვალი ხოლო ქვევით ვერცხლისფერი მეტალის ბადე, რომლის ქვეშაც დამალულია Altech Lansing-ის სტერეო დინამიკები. დინამიკების გვერდებში არის პლასტმასის ჩასმები რომლებიც ან ლურჯად ან თეთრად ანათებს.

6F5C25A5-2384-442E-B086-1C5D8AC20B04.jpg

ბადის მარჯვენა მხარეს არის ჩართვის ღილაკი ოდნავი თეთრი ქვე-განათებით ხოლო მარცხნივ 5 კლავიში – Asus Express Gate და აუდიო სისტემის მართვისათვის.

DD5505B7-B11C-4ED4-945C-5188C30C7B50.jpg

კლავიატურა სრული ზომისაა და კორპუსის ზომიდან გამომდინარე მასზე ციფრების ბლოკიცაა დამატებული.

7AB4377E-6C85-4913-BCA9-C9B0988D5C2B.jpg

E7B2A5F3-9289-4715-A58A-A5895DFC95EF.jpg

კლავიატურის ქვემო არე სასიამოვნო შეგრძნების ზედაპირისგან შედგება, რომლის ცენტრშიც არის სენსორული პანელი, რომელიც საკმაოდ დიდი და კომფორტულია.

B0BF0CDB-8EF5-4088-B94E-81E9F1FDBDEE.jpg

AC872006-D8BA-46A7-979E-F91ADE2AD9F4.jpg

ფოტოებზე შეგიძლიათ ნახოთ მისი პორტები. ასე რომ მათ ჩამოთვლას მემგონი აზრი არ ექნება.

0C37B86A-3BB7-46D8-A9BC-EDBB01605498.jpg

893E4533-10FE-4A92-AD29-C7AD2FF65C21.jpg

C07B4CF0-EDD4-4516-BAF1-89F51893F03F.jpg

და რა თქმა უნდა USB 3.0 პორტი რომელიც მხოლოდ ერთია და ცისფრად არის შეფერილი.

3DA1BA11-D82C-416B-B864-0F821DF705BF.jpg

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეპტოპი ყურადღების ღირსია და მისი ყიდვა რეკომენდებული როგორც უბრალო ენთუზიასისტვის ასევე საშუალო დონის გეიმერისა და თუნდაც ბიზნესმენისათვის.

Apr 302010
 

ევროპულუმა  მობილურიმა ოპერატორმა Vodafone წარმოადგინა «გუგლფონი» 845, რომლის მახასიათებლები ცნობილი იყო რამოდენიმე კვირის წინ.

Vodafone 845 –– დამზადებულია  კომპანია Huawei Technologies-ის მიერ: აპარატის ღირებულება ხელშეკრულების გარშე — 150 ევრო. მოწყობილობის გაყიდვაში გამოსვლა დაიწყება მომავალ თვეში, ევროპის თორმეტ ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით).

კომუნიკატორი, ფუნქციონირებს ОС Android-ის 2.1 ვერსიის მართვის ქვეშ Vodafone 360 პლათფორმის და Google სერვივისების მხარდაჭერით. სიახლე აღჭურვილია 2,8-დიუმიანი სენსორული ეკრანით წერტილოვანი გაფართოვებით 320×240 (QVGA), 3-მეგაპიქსელიანი კამერით, უკაბელო კავშირის Wi-Fi (IEEE 802.11b/g) კონტროლერით, Bluetooth მოდულით და ასევე GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღებით.

მოწყობილობის ზომები –– 100×55×13 მმ.

გამოყენებულია Vodafone-ის მასალები.

Apr 292010
 

AC7E67FC-416B-4C49-ABD9-D41A22E686BD.jpg

შედგა Ubuntu “Lucid Lynx” 10.04 – ყველაზე პოპულარული ლინუქსის შემდეგი ვერსიის რელიზი.

მთავარი ცვლილებები:
ბირთვი 2.6.32,
მთლიანად ამოაგდეს HAL, რაც აჩქარებს ჩატვირთვა/გამორთვის დროს და დაძინების რეჟჲმიდან გამოსვლას,
GCC 4.4.3 ვერსია,
Python 2.6.5 ვერსია,
NVidia-ს დრაივერი Nouveau-ს ვერსია,
GNOME 2.30;
ამოღებულია GIMP
გააუმჯობესეს Ubuntu One,
დაემატა Ubuntu One Music Store მუსიკალური მაღაზია,
Ubuntu Software Center 2.0,
ახალი გრაფუკული გარსი (სრული რებრენდინგი),
დამატებულია პაკეტი Gwibber — რომელიც არის სოციალური ქსელების კლიენტი,
დაამატეს Pitivi ვიდეო რედაქტორი,
ასევე Simple Scan — მარტივი და მოხერხებული სკანირების პროგრამა;

ეკრანის ანაბეჭდები:

419383CF-895D-47EF-8B73-60A236ED0829.jpg

A4D4995F-42E3-4F11-9298-02A1CFED1BBB.jpg

CFF8A86A-B22B-40F4-9602-5164BA8D5CAA.jpg

LTS პერიოდი მიმდინარე რელიზისათვის არის 3-წელი
LTS პერიოდი სერვერული რედაქციისთვის არის 5-წელი

მიმდინარე მომენტისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ნახევრად-ოფიციალური რელიზი, ანუ ის ფაილები რომელებიც მალე იქნება განთავსებული ყველა სერვერზე ერთდროულად.

აი ტორენეტები რომლების საშუალებითაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ოპ. სისტემა:

Torrent: Desktop I386
Torrent: Desktop AMD64
Torrent: Server i386
Torrent: Server amd64
Torrent: Alternate i386
Torrent: Alternate amd64
Torrent: Netbook Remix i386

ქართული მირორის განახლებისთანავე შემოგთავაზებთ ბმულებს უკვე ოფიციალური სერვერებიდან.

Apr 292010
 

ჩინურმა კომპანია Eken-მა გამოუშვა პლანშეტური კომპიუტერი M001 7-დიუმიანი დისპლეით.

გაჯეტს გააჩნია 600-მეგაჰერციანი პროცესორი ARM ბირთვით; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 128 მბ-ს. ოპერაციული სისტემის და მონაცემების შესანახად გამოიყენება 2 გბ ფლეშ-მეხსიერება; შესაძლებელია Secure Digital-ის (მაქსიმუმ — 32 გბ) გამოყენება.

სენსორული ეკრანის გარჩევადობა არის 800×480 პიქსელი; ქსელური ადაპტერი — 10/100 Ethernet და Wi-Fi. მოწყობილობას ასევე გააჩნია პორტი მიკროფონის შესაერთებლად.

პლანშეტში პროგრამულ პლატფორმად გამოიყენებული იქნება Google Android ან Windows CE 6.0.

ინტერნეტ მაღაზიები უკვე გვთავაზობენ Eken M001-ს; გაჯეტის ფასი — 140–150 დოლარი.

გამოყენებულია Eken-ის მასალები.

Apr 292010
 

კომპანია Buffalo-მ წარმოადგინა მყარი (SSD) დისკი, სახელწოდებით SHD-PEHU3.

წარმოდგენილი სერიის მთავარი განსაკუთრებულობა –– USB 3.0 ინტერფეისის მხარდაჭერა, მაქსიმალური გაშვების სიჩქარე 5 გბიტ/წმ. სერიის ხაზი მოიცავს სამ მოდელს (SHD-PEH64U3-BK, SHD-PEH128U3-BK და SHD-PEH256U3-BK) მოცულობით 64, 128 და 256 გბ.

იაპონიის ბაზარზე სიახლე გამოჩნდება 2010 წლის მაისში. ყველაზე დაბალ ფასიანი მოდელის შეძენა შესაძლებელია 280 დოლარად, ხოლო ყველაზე ძვირიანი –– 1070 დოლარად.

გამოყენებულია Buffalo-ის მასალები.

Apr 292010
 

89BDD8E2-611A-40D3-9280-EB01FE727B6B.jpg

როგორც HP გვატყობინებს, მან გადაწყვიტა შეიძინოს Palm, 1,2 მილიარდ დოლარად. ხელშეკრულება შესრულდება 31 ივლისს, როცა HP გამოაქვეყნებს მისი მესამე კვარტალის ფინანსურ ანგარიშს. Palm-ის მიმდინარე ხელმძღვანელი ჯონ რუბენშტეინი (Jon Rubenstein) როგორც ჩანს დარჩება კომპანიაში, თუმცა რა თანამდებობაზე ჯერ-ჯერობით უცნობია.

ოფიციალური პრეს რელიზი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე

Apr 282010
 

გაიცანით — CHARLI. ადამიანის მსგავსი რობოტი Virginia Tech-გან, რომელსაც თავად მწარმოებლებმა უწოდეს «რობოტ-თინეიჯერი». როცა Honda ვერანაირ სიახლეს ვერ გვთავაზობს თავის რობოტ Asimo-ზე, კომპანია VTech-მა შექმნა მეტრანახევრიანი რობოტი. ამ ახალ, «შემსუბუქებულ» (აქედან მოდის პრეფიქსი L — Lightweight) ვერსიას შეუძლია არამარტო სირბილი, არამედ ახტომა, კარების გაღება, ყავის მორთმევა და ბევრი ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს ადამიანი ყოველ დღე.

Apr 282010
 

კომპანია LG Electronics-მა LU2300-ის მოდელთან ერთად წარმოადგინა Android-კომუნიკატორი SU950/KU9500. საუბარია ერთ მოწყობილობაზე, უბრალოდ პირველ ვერსიას მიიღებს კორეული ოპერატორი SK Telecom, ხოლო მეორეს –– KT.

სიახლე ფუნქციონირებს Android 2.1-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო მის ბაზაზე ჩადებულია Qualcomm Snapdragon-ის პლათფორმა (ტაქტური სიხშირე –– 1 მჰც).

აპარატი აღჭურვილია სენსორული დისპლეით წერტილოვანი გაფართოვებით 480×800 (WVGA) და 3,5 დიუამიანი დიაგონალით, 3,5-მილიმეტრიანი ყურასასმენის შესაერთებლით,  5-მეგაპიქსელიანი კამერით მატრიცით და ავტოფოკუსით, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღებით, T-DMB სტანდარტის ციფრული TV-მიმღებით, Wi-Fi და Bluetooth მოდულებით, 3 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით და microSD-ის ფორმატის ფელშ-ბარათის სლოტით. აკუმულატორის მოცულობა — 1 350 მა/სთ. ასევე გათვალისწინებულია DivX-ვიდეო და Dolby Mobile ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

LG SU950/KU9500-ის გაყიდვა დაიწყება  ივნისში.

გამოყენებულია LG Electronics-ის მასალები.

Apr 282010
 

ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია Toshiba გამოსაშვებად ამზადებს NB305 -ის განახლებულ ვერსიას 10,1 დიუმიანი დისპლეით.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალური მოდელი არის Intel Pine Trail-ის პლათფორმაზე, მოწყობილობა აღჭურვილია პროცესორით Atom N450 ტაქტური სიხშირით 1,66 მჰც, 1 გბ მეხსიერებით DDR2, ”ვინჩესტერით” 160 გბ და  Wi-Fi-ადაპტერით. ავტომატური მუშაობს დრო შეადგენს 11 საათს.

ახალ ნეტბუქში, NB305-10F-ში გამოყენებული იქნება Atom-ის ჩიპი, რომელიც არის N4x5-ის სერიიდან ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერით DDR3-1066  სიხშირე 1,66 მჰც ან 1,83 მჰც, მაგრამ მისი ოფიციალური წარდგენა ჯერ არ მომხდარა. RAM-ის მოცულობა — 1 გბ, ხოლო მყარი დისკის მოცულობა —250 გბ.

კომპიუტერის სხვა მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია Wi-Fi (802.11b/g/n) და  Bluetooth კონტროლერები, ქარდრიდერი და 0,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა. ეკრანს აქვს შუქდიოდური განათება წერტილოვანი გაფართოვებით — 1024×600.

სავარაუდოდ, NB305-10F-ის შეძენა შესაძლებელი იქნება 350 ევროდ (Windows 7 Starter Edition-ის ოპერაციული სისტემით).

გამოყენებულია Techconnect Magazine-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache