May 252010
 

კომპანია Dell-მა დაასახელა პლანშეტური კომპიუტერი Streak_ის გაყიდვების დაწყების თარიღი. მოწყობილობა მაღაზიებში გამოჩნდება შემდეგი თვის დასაწყისში.

Streak_ი იყენებს Qualcomm Snapdragon_ის აპარატულ პლატფორმას და ფუნქციონირებს  Google Android_ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, სპეციალურად შერჩეული ინტერფეისით. აპარატს აქვს 2გბ ინტეგრირებული ფლეშ მეხსიერება, რომლის გაზრდაც შესაძლებელია microSDHC ბარათების მეშვეობით მაქსიმუმ 32გბ მდე.

პლანშეტი აღჭურვილია 5 დიუმიანი სენსორული დისპლეით, 5 მეგაპიქსელიანი კამერით, უკაბელო კავშირის Wi-Fi კონტროლერით, Bluetooth_ით და 3G მოდულით მობილურ ქსელებთან დასაკავშირებლად. ამ  სიახლეს ასევე აქვს GPS  ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები. ყურსასმენებისთვის აქვს 3,5 მილიმეტრიანი ბუდე. მოწყობილობას აქვს UMTS/HSDPA/HSUPA 850/1900/2100 მჰც და GSM/EDGE 850/900/1800/1900 მჰც ქსელების მხარდაჭერა.

პირველად  პლანშეტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ფიჭური ოპერატორი O2_ის  და ტექნიკის მაღაზია Carphone Warehouse_ში. გაყიდვები ასევე დაიწყება სხვა ევროპულ ქვეყნებშიც და ამერიკაში.

თუ რა ეღირება პლანშეტი Streak_ი მწარმოებლი ჯერ არ ახმაურებს.

გამოყენებულია TechConnect Magazine_ის მასალები.

George Arakhamia

George Arakhamia

 Leave a Reply

(required)

(required)

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache