Nov 022010
 

swanksalot-ის ფოტო.

Strategy Analytics-ის კვლევის თანახმად, Apple პლანშეტების მსოფლიო ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია.

ანალიტიკოსების შეფასებით, გასულ კვარტალში, სულ 4,4 მლნ პლანშეტი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 26%-ით მეტია 2010 წლის მეორე მეოთხედის რეზულტატთან შედარებით, როცა სულ 3,5 მლნ ერთეულის რეალიზება მოხდა.

გასულ კვარტალში, სულ გაყიდული პლანშეტური კომპიუტერებიდან, iPad-ის წილი 4,19 ერთეულს შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Apple შესაბამისი სეგმენტის 95%-ს ფლობს.

თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ახლო მომავალში სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვლება, რადგან უმსხვილესი მწარმოებლები, რომლებიც აწარმოებენ მოწყობილობებს Windows 7-ისა და Android-ის მართვის ქვეშ, Apple-თან საბრძოლველად უკვე მზად არიან.  Android-ის წილი პლანშეტების ბაზარზე ჯერჯერობით ძალიან მცირეა — დაახლოებით 2,3%.

ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, 19,5  მლნ პლანშეტური კომპიუტერი გაიყიდება, ხოლო 2011-ში, როგორც მოსალოდნელია, ბაზრის მოცულობა 55 მლნ ერთეულს გადააჭარბებს.

წყარო რეიტერი.

George Rogava

 Leave a Reply

(required)

(required)

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache