Nov 082010
 

Sharp Galapagos 003SH.

როგორც მოსალოდნელი იყოSharp-მა წარმოადგინა ორი ”გუგლფონი” 3D-დისპლეით. მოდელები Galapagos 003SH და 005SH გაიყიდება მხოლოდ იაპონიაში ადგილობრივი ფიჭური ოპერატორის SoftBank-ის მიერ. პირველი სიახლის შეძენა შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე მოდილის შეძენა მომავალი წლის თებერვალში.

ორივე სმარტფონი აღჭურვილია 3,8-დიუმიანი სენსორული ASV-დისპლეით (Sharp Advanced Super View TFT), წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA) და «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოსახულების დანახვა სპეციალური სათავალის გარეშე. სავარაუდოდ, ეკრანი იყენებს parallax barrier-ის ეფექტს.

მოდელ Sharp Galapagos 003SH-ს აქვს 9,6-მეგაპიქსელიანი კამერა CCD-მატრიცაზე ავტოფოკუსით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში. მოწყობილობას, ასევე აქვს 400 მბ ჩაშენებული მეხსიერება, Bluetooth მოდული, Wi-Fi და GPS. სმარტფონი –– Qualcomm Snapdragon-ის გიგაჰერცულ პროცესორზე, ხოლო პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია Android 2.2-ის ოპერაციული სისტემა.

Sharp Galapagos 005SH-ს გააჩნია მოძრავი QWERTY-კლავიატურა, 512 მბ მეხსიერება და კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით. ამ ჩამონათვალზე მთავრდება მოდელებს შორის განსხვავება.

Sharp Galapagos 005SH.

გამოყენებულია Sharp-ის მასალები.


George Arakhamia

George Arakhamia

 Leave a Reply

(required)

(required)

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache