Dec 022010
 

კომპანია Samsung მალე წარმოადგენს მის პირველ ტელევიზორს, ინტერაქტიული ტელევიზიის Google TV-ის პლატფორმისთვის.

შეგახსენებთ, რომ: Google TV აერთიანებს ტელევიზიას და ინტერნეტს. პლატფორმა სატელევიზიო ეკრანის მეშვეობით უზრუნველყოფს ადვილ და მოხერხებულ წვდომას; ვებ-ძიებასთან, ასევე გასართობ, ინფორმაციულ და სხვა ქსელურ რესურსებთან. Google TV არის Android-ის ოპერაციულ სისტემაზე და აქვს ბრაუზერი Chrome.

გვაცნობებენ, რომ Samsung-ის ტელევიზორი Google TV-ის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება მომავალ წელს. არ არის გამორიცხული, რომ რომ მისი წარდგენა შედგეს CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ლას-ვეგასში (ნევადა, აშშ) 6-დან 9 იანვრამდე.

Samsung-პანელის ტექნიკური მახასითებლები ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, მოწყობილობის აპარატული პლატფორმა იქნება “სისტემა ჩიპზე” Intel Atom CE4100.

მსოფლიოში პირველი Google TV პლატფორმის ტელევიზორი გამოუშვა კომპანია Sony-მ. მოწყობილობას აქვს 24-დან 26-მდე დიუმის დიაგონალი და ღირებულება შეადგენს 600-დან 1400 დოლარამდე.

გამოყენებულია Bloomberg-ის მასალები.

George Arakhamia

George Arakhamia

 Leave a Reply

(required)

(required)

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache