Jan 132011
 

კომპანია IDC-იმ პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მეოთხე კვარტლისა და მთლიანი, 2010 წლის მდგომარეობა შეაფასა.

ანალიტიკოსების გამოთვლებით, წინა კვარტალში, დესკტოპების, ნოუთბუქების, ნეტბუქებისა და პლანშეტების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა — დაახლოებით 92,1 მლნ. ეს მაჩვენებელი 2,7%-ით მეტია 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით.

მიწოდების მოცულობით Hewlett-Packard ლიდერობს — 18 მლნ რეალიზებული PC და ბაზრის 19,5%. ერთი წლით ადრე კომპანია 20,2% აკონტროლებდა.

Dell, რომელიც 2010 წლის მესამე კვარტალში მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა, ოქტომბრიდან დეკემბრამდე 11,1 მლნ გაყიდული კომპიუტერით, მეორე ადგილზე გადმოინაცვლა. ეს მაჩვენებელი ბაზრის 12,1%-ს შეესაბამება.

კომპანია Acer, რომლის მინი-ნოუთბუქებზე მოთხოვნა შედარებით დაეცა, მესამე ადგილს იკავებს: გაყიდვებმა 9,8 მლნ ერთეული შეადგინა, ანუ სულ რეალიზებული კომპიუტერების 10,6%.

შემდეგ მოდიან Lenovo და Toshiba, შესაბამისად 9,6 და 5,3 მლნ გაყიდული PC და ბაზრის 10,4 და 5,8%.

2010 წელს, საერთო ჯამში, 346,2 მლნ კომპიუტერი გაიყიდა. უმსხვილესი მწარმოებლების ხუთეულში შედიან: HP (64,2 მლნ, 18,5%), Dell (43,4 მლნ, 12,5%), Acer (42,4 მლნ, 12,3%), Lenovo (34,2 მლნ, 9,9%) и Toshiba (19,1 მლნ, 5,5%).

წყარო: IDC

George Rogava

 Leave a Reply

(required)

(required)

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache