Apr 182011
 

NFC–ს პოპულარობა დღითიდღე იზრდება (TheNoisecast.com–ის ფოტო).

კომპანია Juniper Research–ის ანალიტიკოსებმა კომუნიკატორების ბაზარზე Near Field Communication–ის (NFC) პერსპექტივები შეაფასეს.

NFC — უკაბელო კავშირის მაღალსიხშირული სისტემა მოქმედების მოკლე რადიუსზე, რომელიც 10 სმ მანძილს მოთავსებულ მოწყობილობებს შორის მონაცემების გაცვლის საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ NFC–გაჯეტის საშუალებით შესაძლებელია უკონტაქტო მეთოდით ყიდვებისა და მომსახურეობის (მაგალითად, მგზავრობა მეტროში) გადახდა, შეძენილ საქონელზე დამატებითი ინფორმაციის მიღება და ა.შ.

Juniper Research–ში მიაჩნიათ, რომ 2014 წლისათვის ყოველ მეხუთე სმარტფონში ჩაშენებული იქნება NFC–ჩიპი და მისი მოცულობა 300 მლნ ერთეულს მიაღწევს.

ანალიტიკოსების აზრით, ახალი ტექნოლოგია ყველაზე დიდ წარმატებას ჩრდილო–ამერიკასა და დასავლეთ–ევროპის რეგიონებში მიაღწევს.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს Nokia–ს ყველა კომუნიკატორს NFC–ის მხარდაჭერა ექნება. ამ ტექნოლოგიის გამოყენებას ისეთი გიგანტებიც გეგმავენ როგორიცაა Apple და Samsung.

…და ბოლოს, რამდენიმე ფიჭური ოპერატორი (მაგალითად, ამერიკული T-Mobile USAAT&T და Verizon Wireless) 2011 წელს მთელ რიგ სერვისებს გაუშვებს, რომელიც NFC–ს გამოყენებასთან იქნება დაკავშირებული.

წყარო: Juniper Research

George Rogava

 Leave a Reply

(required)

(required)

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache