Apr 232011
 

Apple-ს სვლაა (Aeromental-2–ის ფოტო).

კომპანია Samsung–მა შეასრულა დანაპირები და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის ბრალდების საპასუხოდ Apple–ის წინააღმდეგ სასამართლოში სამი საჩივარი შეიტანა.

შეგახენებთ, რომ კონფლიქტი Apple–ის მხრიდან დაიწყო,  სტივ ჯობსის იმპერიამ სამხრეთ–კორეული კომპანია პლანშეტური კომპიუტერებსა და Galaxy სმარტფონებში დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დაკოპირებაში დაადანაშაულა. «სამსუნგმა» მაშინვე მიანიშნა, რომ ამ პრეტენზიაზე პასუხის გაცემას არ დააყოვნებდა.

დღეისათვის Apple–ის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ–კორეაში, გერმანიასა და იაპონიაშია შეტანილი. ჯობსის კომპანია დადანაშაულებულია რამდენიმე პატენტის უფლების დარღვევაში, რომელიც მონაცემთა უკაბელო გადაცემას ეხება. კონკრეტულად, საუბარია სიგნალის გადაცემის დროს ენერგომოხმარების შემამცირებელ საშუალებაზე, შეცდომების კორექციასა და ა.შ.

Samsung–ის მტკიცებით, დაპატენტებული ტექნოლოგია არაკანონიერად გამოიყენება iPhone–სა და iPad–ში. კორეელები Apple–გან ფულად კომპენსაციასა და დაცული პროდუქციის მომავალში გამოყენების აკრძალვას მოითხოვენ.

წყარო: რეიტერი

George Rogava

 Leave a Reply

(required)

(required)

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache