Jun 102011
 

კომპანია Sony Ericsson-მა დააანონსა მობილური ტელეფონი Mix Walkman, რომლის გაყდივებიც დაიწყება შემდეგი კვარტალიდან.

აპარატი, შესრულებულია მონობლოკურ კორპუსში, 3-დიუმიანი სენსორული დისპლეით და გარჩევადობით 240×400 წერტილი(არ არის «მულტითაჩ» ინტერფეისის მხარდაჭერა). მოწყობილობას აქვს კამერა 3,2-მეგაპიქსელიანი მატრიცით, FM-ტუნერი (RDS), Wi-Fi და Bluetooth კონტროლერები, MicroUSB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენისთვის და MicroSD სლოტი 32 გბ-მდე.

სიალხე პირველ რიგში განკუთვნილია მეალომანებსითვის. ტელეფონს გააჩნია SenseMe ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სურვილისამებრ «ფლეილისტის» შექმნა და მუსიკის ამომცნობი სისტემა TrackID. სიმღერების სწარფი მოძებნისთვის არის ღილაკი Zappin.

Mix Walkman განკუთვნილია GSM GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც ქსელებში სამუშაოდ. ხმოვანი მონაცემების გადაცემის რეჟიმში ავტომატური მუშაობის დრო შეადგენს 9 სთ-ს და 40 წუთს, მოლოდინის რეჟიმში — 465 საათამდე, ხოლო მუსიკის მოსმენის — 13 საათამდე.

ტელეფონის ზომები — 95,8×52,8×14,3 მმ, წონა — დაახლოებით 90 გ.

Mix Walkman-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

George Arakhamia

George Arakhamia

 Leave a Reply

(required)

(required)

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache