დღეს ჩემი მკითხველების ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ ქართულ ინტერნეტ სერვისზე, რომელიც ბიზნესებს თავაზობს მაღალი დონის საწყობის მართვის ელ-სისტემას, მოკლედ შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზს:
დღეს ჩემი მკითხველების ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ ქართულ ინტერნეტ სერვისზე, რომელიც ბიზნესებს თავაზობს მაღალი დონის საწყობის მართვის ელ-სისტემას, მოკლედ შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზს:
საიტმა LiveScience ამერიკელ მკვლევარებს სთხოვა დაესახელებინათ წინა წლის ყველაზე გამორჩეული სიახლეები და აი მათი პასუხებიც.
მაიკლ მანი, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი:
“ცოტა რთული შეკითხვაა, ვფიქრობ რამოდენიმე ნამუშევარი აუცილებლად უნდა იქნეს ნახსენები, რომლებმაც ნათელი გახადეს ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებს და კლიმატის ცვალებადობას შორის, ასევე სტივენ რამსტორფის კვლევები, ტედ პრეფერის და სხვების, რომლებმაც შემოგვთავაზეს გადაგვეხედა ზღვის დონის პროგნოზირებადი ზრდა ამ საუკუნეში შეფასებასთან შედარებით, იმ შეფასების, რომელიც წარმოადგინეს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის დასკვნას”. ბოლო მონაცემებით, ზღვის დონის საშუალო მატება 1,8 მეტრით ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით არც ისე წარმოუდგენელია.
რაც შეეხება ზოგადად მეცნიერებას, კანდიდატები საკმაოდ ბევრია, მაგრამ როგორც ფიზიკოსს (მე თითქმის დავასრულე დისერტაცია თეორიტიკულ ფიზიკაში) არ შეიმიძლია არ დავასახელო ჰიგსის ბოზონი. თუ აღმოჩენა დადასტურდება, ეს იქნება თანამედროვე მეცნიერების უდიდესი გამარჯვება.
სკოტ სტოლტენბერგი, ლინკოლნში, ნებრასკას შტატის უნივერსიტეტის ქცევითი გენეტიკის მკვლევარი:
” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოკვლევა, რომელიც გამოქვეყნდა 2011 წელს, პირველად აჩვენა, რომ იმპრინტირებულ გენს შეუძლია გავლენა მოახდინოს სოციალურ ქცევასზე. იმპრინტინგი — ეს არის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულირდება შთამომავლობის გენების ექსპრესია. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელმა მშობელმა გადასცა შესაბამისი ალელი. მაგალითად, მამისგან იმპრინტინგებულ გენში ხდება მხოლოდ მისი მამისგან მიღებული გენის ექსპრესიტება, ხოლო დედისგან მიღებულის კი არა.
ალისტერ გარფილდმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გენი Grb10, რომელიც მონაწილეობს უჯრედულ სიგნალიზაციაში და ექსპრესირდება თავის ტვინში, გამოიხატება მხოლოდ მამისეულ ალელში და თაგვებში გამოიხატება სოციალურ დომინირებაში. ეს ნიშნავს, რომ ქცევის გენეტიკური არქიტექტურის შესწავლისას აუცილებელია, თუ რომელი მშობლისგან აქვს ადამიანს გენი. ამ მომენტისადმი ყურადღების არ მიქცევა არის სწორედ იმის მიზეზი, რომ დღემდე მცირედაა შესწავლილი გენეტიკის გავლენა ადამიანის ქცევაზე”.
კრისტინა კილგროვი, ჩაპელ-ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ანტროპოლოგი:
“2011 წლის შემოდგომაზე ანტროპოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ორი მნიშვნელოვანი სტატია “შავი სიკვდილის შესახებ” — პანდემიის, რომელმაც XIV საუკუნეში თითქმის ნახევარი ევროპა ამოხოცა. 99 ადამიანის კბილებიდან და ძვლებიდან, რომლებიც დაკრძალულები იყვნენ ლონდონის ერთ-ერთ სასაფლაოზე, კრისტენ ბოსმა, ვერენა შუემანმა და მათმა კოლეგებმა წარმატებით გამოყვეს დნმ-ი და 20 მათგანში აღმაჩინეს დაავადება Yersinia pestis-ის კვალი. ჯგუფმა ასევე მოახდინა ბაქტერიის მთლიანი გენომის რეკონსტრუირება და შევიდა ისტორიაში, რადგან ეს არის ძველი პათოგენის პირველი სრული თანმიმდევრულობა. აღმოჩნდა, რომ ძველი გენომი მცირედით განსხვავდება მისი თანამედროვე ვერსიისაგან. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ყველა დღევანდელი შტამპი წარმოქმნილია სწორედ “შავი სიკვდილისაგან”. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელობაში პანდემია არც ისე საშიშია, მკვლევარებმა წამოჭრეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მაღალი სიკვდილიანობა გახდა სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგი: არაჯანსაღი კლიმატის, მოუსავლიანობის და მოსახლეობის იმუნიტეტის დაქვეითების.
პანდემია წარსულის დაავადება არ არის. რამოდენიმე ხნის წინ მან იფეთქა სამხრეთ ამერიკაში და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ პანდემია შეიყვანა აღმავალი დაავადებების რიგებში. ბოსის და შუემანის ნამუშევარმა ასევე აჩვემა, რომ Y. pestis ევოლუციონირდებოდა “შავი სიკვდილის” დროსაც და რომ, ძველი და თანამედროვე შტამპები საკმაოდ გვანან ერთმანეთს, პათოგენები მუტიებენ და თანდათან ვითარდებიან, ამიტომ ახალი პანდემია შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ მომენტში. თუმცა “შავი სიკვდილი” მედიცინის დღევანდელი განვითარების პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია.
მოლეკულური ტექნოლოგიები, რომლითაც სარგებლობდნენ ბოსი და შუენემანი, გზას ხსნის არა მხოლოდ ისეთი დაავადებების ევოლუციონირების გაგებისაკენ როგორიცაა სიფილისი და ტუბერკულიოზი, არამედ ასევე თანამედროვე პანდემიების შემთხვევაში მიკროორგანიზმების შესწავლისაკენ”.
სტივენ სტერნსი, იელის უნივერსიტეტის, ევოლუციური ბიოლოგიის და ეკოლოგიის პროფესორი:
“ვფიქრობ, წლის მთავარი გარღვევა იყო პოტენციურად დასახლებული პლანეტების აღმოჩენა. თუ ჩვენ ვიპოვით სიცოცხლეს სხვა პლანეტებზე (ეს ახლა რეალურია როგორც არასოდეს), ამას ექნება უდიდესი გავლენა ჩვენს შეხედულებაზე ჩვენი ადგილის შესახებ სამყაროში. თუ ჩვენ მათ შესწავლასაც მოვახერხებთ, ამით ძალიან ბევრს ახალს გავიგებთ ჩვენს საკუთარ ბიოლოგიაზე, ევოლუციის მიერ სხვა არჩეულ გზასთან შედარებით”.
მეტ სპოინჰეიმერი, ბოულდერში, კოლორადოს უნივერსიტეტის ანტროპოლოგი:
“ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკუსია, რომელიც წინა წელს გაიმართა, მიეძღვნა, პირობებს, რომლებში ცხოვრობდნენ ძველი გომინინები. ტიმ უაიტი და მისი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ დახურულ, ტყიან გარემოში, ხოლო ტურე სერლინგი თავის თანამშრომლებთან ერთად კი ამბობდა რომ ისინი ცხოვრობდნენ ღია, მშრალ გარემოში. ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი როლი ადამიანის ევოლუციის გაგებაში”.
ძენ ფოლკსი, ტეხასის უნივერსიტეტის თავის ტვინის, ქცევის და ევოლუციის მკვლევარი:
“ჩვენ წარმატებით მივიწევთ წინ, ფუნქციონალური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენებაში აზრების წაკითხვისთვის. ბევრი მეცნიერი იკვლევს ტყუილის ნეირონულ საფუძვლებს, რამაც მიგვიყვანა იდეამდე, რომ გამოგვეყენებინა მრტ აპარატი სიცრუის დეტექტორის სახით. ის გახდა იმდენად პოპულარული, რომ მას “ლეგენდების დამანგრევლების” ერთი სერიაც მიუძღვნეს”.
ამ სტატიაში წარმოდგენილია მანქანის მოტყუების ძალიან მარტივი მეთოდი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა საშუალებას, გავიგოთ, რომ დღევანდელობაში ნეირობიოლოგიის პერსპექტიული დარგი ჯერ მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაშია”.
გამოყენებულია LiveScience-ის მასალები.
ტყუპი აპარატების GRAIL-A და GRAIL-B-ს მოგზაურობამ მთვარის მიმართულებით, რომელმაც სტარტი 10 სექტემბერს აიღო, დასრულდა ჩვენი თანამგზავრის ორბიტაზე.
ზონდების ახლანდელ ორბიტას აქვს ელიფსური ფორმა რომლის სიმაღლეც ~90 დან ~8 360-მდე კილომეტრია, ხოლო მთვარის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ისინი 11,5 საათში ახორციელებენ. თავდაპირველად მოძრაობის ასეთ ტრაექტორიაზე გადავიდა GRAIL-A, რომლის მანევრიც დასრულდა 1 იანვარს. ხოლო უკვე 2 იანვარს მას შეუერთდა GRAIL-B.
უახლოეს დროში სპეციალისტები დაიწყებენ GRAIL-ის ორბიტის სიმაღლის შემცირებას, და ნელ-ნელა მიუახლოებენ მას წრის ფორმას. მარტში, როდესაც დაიწყება მეცნიერული დაკვირვების პროგრამა, აპარატები იმოძრავებენ მთვარის ზედაპირიდან ~55 კმ-ზე, და ერთ სრულ ბრუნს მის გარშემო დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.
მისიის ძირითადი დანიშნულება გახდება ჩვენი თანამგზავრის გრავიტაციული ველისა და შიდა აგებულების შესწავლა. GRAIL-A და GRAIL-B, რომლებიც იმყოფებიან ერთ ორბიტაზე ერთმანეთისაგან არც ისე შორს, შეამოწმებენ გრავიტაციული ძალების მოქმედებას, რომელიც იცვლება რელიეფის ცვალებადობასთან ერთად. ასეთმა ცვლილებებმა უნდა გამოიწვიოს GRAIL-A-ს გადაადგილება GRAIL-B-სთან მიმართებაში, რასაც დააკვირდებიან და დაარეგისტრირებენ მეცნიერები.
ყოველი ზონდი ასევე აღჭურვილია მცირე ზომის კამერა MoonKAM-ით, რომელიც უკან აგზავნის მაღალი გარჩევადობის სურათებს. მის მუშაობას გააკონტროლებენ არა NASA-ს თანამშრომლები, არამედ უბრალო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აარჩევენ გადაღების კონკრეტულ ადგილს და დროს, და თავიანთ გადაღებულ მთვარის უკვე მზა სურათებს თვალს მიადევნებენ MoonKAM-ის ვებ-გვერდზე.
GRAIL-A უახლოვდება მთვარეს:
გამოყენებულია NASA-ის მასალები.
HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache