David Machakhelidze

May 142012
 

როგორც იქნა გამოვიდა Galaxy Note-ის ანდროიდის უახლეს ვერსიამდე განახლება, როგორც ჩვენს წინა პოსტში ვიტყობინებოდით მან მიიღო Premium Suite-ის სრული განახლებული პაკეტი და Android 4.0.4 ვერსიის საბაზისო ფუნქციონალი. რა თქმა უნდა უკვე განვაახლე ჩემი Note და მინდა აღვნიშნო, რომ მოწყობილობა გაცილებით უფრო სწრაფად მუშაობს, საგრძნობლად არის გაუმჯობესებული გრაფიკული შესაძლებლობები და სტილუსით მუშაობა უფრო კომფორტულია ვიდრე წინა ვერსიებში.

განახლების მისაღებად შედით პარამეტრებში>ტელეფონის შესახებ>პროგრამის განახლება

ხოლო root-ის მფლობელებმა (გამოცდილმა მომხმარებლებმა) შეგიძლიათ განაახლოთ შემდეგი ბმულიდან http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=1646088

May 072012
 

სმარტფონი Samsung Galaxy S III, რომლის გარშემოც იყო უამრავი საუბრები, ჭორები და ინფორმაციის გაჭონვები, წუხელ იქნა ოფიციალურად წარმოდგენილი ლონდონში. როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ ეს აღმოჩნდა სენსორული მონობლოკი ერთი აპარატული ღილაკით და ორი სენსორით ეკრანის ქვეშ (რაც Samsung-ის გუგლოფონებისთვის ჩვეულებრივი ამბავია) Super AMOLED ეკრანის დიაგონიალი 4,8 დიუმს შეადგენს და მისი გარჩევადობა HD 720p ანუ 1280×720 წერტილია. კამერის მატრიცა 8 მეგაპიქსელიანია და ეს ყველაფერი იმართება Android 4.0 ოპ. სისტემით. სმარტფონის გამოთვლით სიმძლავრეს უზრუნველყოფს ოთხ ბირთვიანი Samsung Exynos პროცესორი.

Samsung Galaxy S III გამოირჩევა მთელი რიგი ჭკვიანური დეტალებით, რომელიც მომართულია მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ. მასში რეალიზებულია ფუნქცია S-Voice, რომელიც არის ხმოვანი მართვის სისტემა.კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია არის Smart stay. რომლის დახმარებითაც 2-მეგაპიქსელია წინა კამერა უთვალთვალებს მომხმარებელს და განსაზღვრავს თუ როდის კითხულობს ის წიგნს ან ათვალიერებს ვებ-გვერს. ამ მომენტში ეკრანის განათებულობა ერთ დონეზე ნარჩუნდება, იმიტომ, რომ არ გადაიღალოს თვალები.მესამე გალაქტიკას აქვს კიდევ რამოდენიმე პროგრამული ფუნქცია: თუ ვკითხულობთ SMS შეტყობინებას ან ვუგზავნით ვინმეს საკმარისია ტელეფონი ყურთან მივიტანოთ, რომ ავტომატურად განხორციელდეს ზარი. საკმარისია ტელეფონი ავიღოთ ხელში, სისტემა ვიბრაციის საშუალებით შეგვატყობინებს გამოტოვებული მოვლენებსი შესახებ.

S Beam ფუნქცია (Google-ის ცნობილი Android beam ტექნოლოგიის განვითარებული ვარიანტი) საშუალებას იძლევა გავაზიაროთ მულტიმედიური კონტენტი ერთი სმარტფონიდან მეორეზე უბრალო შეხებით. ფუნქცია Buddy photo share-ს შეუძლია ფოტოგრაფიების ავტომატური გაგზავნა, მათთან ვინც კადრში მოხვდა AllShare Cast-ის საშუალებით და ფაილების გაზიარება AllShare Play-თი. ეკრანზე გამოსახული კადრი შეიძლება გამოვიტანოთ რამოდენიმე კომპიუტერზე, რომლებიც ერთსა და იმავე Wi-Fi ქსელშია.სმარტფონის ორივე კამერას შეუძლია ჩაიწეროს მაღალი ხარისხის ვიდეო. უმთავრესი კამერა გამოირჩევა ფოტოგრაფირების სისწრაფით. მასე მიყოლებით 20 კადრის გადაღება შუძლია. ამისთანა სერიის შემდეგ მომხმარებელს შულია აარჩიოს საუკეთესო კადრი და წაშალოს სხვა დანარჩენი. აპარატში არის NFC კავშირის მოდულია და Wi-Fi Channel Bondig რითაც აორმაგებს ქსელში ინფორმაციის გატარების სიჩქარეს.

 

საინტერესოა ისიც, რომ პრეზენტაციაზე დადასრურდა მარტში გავრცელებული ხმა იმის შესახებ, რომ სმარტფონსე ქნებოდა უმავთულო დამუხტვის საშუალება.

სმარტფონის ტექნიკური მონაცემები:

ოპ სისტემა: Android 4.0  Touchwiz Nature UX გარსით
ეკრანი: 4,8”, 1280х720, Super Amoled, Pentileპროცესორი: Samsung Exynos 4 Quadოპერატიული მეხსიერება: 1 გბ
მეხსიერება: 16/32/64 გბ + MicrosD + 50 გბ  Dropbox-ზეკამერა: 8 მეგაპიქსელი, ავტოფოკუსი, ფლეშ განათება, BSI, ვიდეოს ჩაწერა 1080pვებ კამერა: 1,9 მეგაპიქსელი, HD-ვიდეო ს ჩაწერა  30 კადრი წამში სიხშირით.კავში: 2G/3G/4G, Wi-Fi, Bluetooth 4.0, NFCნავიგაცია: GPS/ГЛОНАССსენსორები: პროგრამები, განათება, მიახლოება, გიროკომპასი, ბარომეტრი, ციფრული კომპასი.აკუმულატორი: 2100 მილიამპერი საათშიზომები: 136,6 x 70,6 x 8,6 მმწონა: 133г

ასევე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო რგოლები:

YouTube Preview Image YouTube Preview Image

აქვე იხილეთ Samsung Unpacked 2012 live-ის ვიდეოჩანაწერი:

YouTube Preview Image

წყაროები: SamsungThe Verge.

May 052012
 

ნუთუ დაგავიწყდათ, რომ ამ წელს მთავრდება მაიას კალენდარი და გველოდება საშინელი აღსასრული? აპოკალიფსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზია პლანეტა ნიბირუ, რომელიც დედამიწას უნდა დაეჯახოს. ზოგჯერ მას პლანეტა X-ში ურევენ.
NASA-ს უკვე ძალიან მობეზრდა, რომ უფოლოგები, პანიკიორები, ტროლები, ცხელ-ცხელის მოყვარულები და უბრალო სპამერებიც კი მის მეცნიერებს აცხადებენ წყაროდ და ამიტომაც გააკეთა განცხადება, რომ ოახლოეს მომავალში დედამიწას არ ელოდება განადგურება ზემოთ ხსენებული ობიექტებისაგან. უფრო მკაცრად რომ ვთქვათ ასეთი ობიექტები არ არსებობენ.

სიგიჟის ეს ისტორია იქიდან დაიწყო, რომ 1976 წელს ზაქარია სიტჩინმა გამოაქვეყნდა წიგნი “მეთორმეტე პლანეტა”, რომელშიც განათავსა შუმერული ტექსტის თავისი თარგმანი, რომელშიც თითქოს ნახსენებია პლანეტა ნიბირუ, რომელიც მზეს ყოველ 3 600 წელიწადში ერთხელ უახლოვდება. რამოდენიმე წლის შემდეგ თვითმარქვია მედიუმმა ნენსი ლიდერმა განაცხადა, რომ ის კონტაქტში შევიდა უცხოპლანეტელებთან, რომლებმაც ის გააფრთხილეს, რომ პლანეტა დედამიწას 2003 წელს შეეჯახებოდა. როცა ეს არ მოხდა აპოკალიფსის თარიღი 2012 წლამდე გადაწიეს – რომელიც მაიას კალენდარის თანახმად დიდი პერიოდის დასასრულია.

შემდეგ უკვე 210 წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ელენინის კომეტა (C/2010 X1) რის შემდეგაც უფოლოგებმა თქვეს, რომ ესაა ზუსტად ის დამღუპველი პლანეტა. კომეტა თუ პლანეტა – რა მნიშვნელობა აქვს ! იმის მაგივრად, რომ დედამიწას დაჯახებოდა ეს ობიექტი ზედმეტად მიუახლოვდა მზეს და გაიხლიჩა რამოდენიმე ფრაგმენტად.

თუმცა უფოლოგები არ დანებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა გამოთხარა Astrophysical Journal Letters-ის 1984 წლის ჟურნალებში სტატია სადაც საუბარი იყო რამოდენიმე ინფრაწითელი გამოსხივების წყაროზე, რომლებსაც არა აქვთ ანალოგი. მსგავსი შრომები ფართოდ არის გავრცელებული ასტრონომიაში, რომელსაც უფრო დეტალური გამოკვლევები მოყვება ხოლმე. რა თქმა უნდა მოგვიანებით გაირკვა, რომ უმრავლესობა ამ ობიექტებს შორის იყო შორეული გალაქტიკები და არა პლანეტები.

თვით ფაქტი, რომ პლანეტა იმდენად ექსცენტრიული ორბიტით შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. ის მზის სისტემის სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და მიიღებდა საპასუხო დარყმასაც სხვა პლანეტებისგან, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

ყველაზე მარტივი და გადამოწმებადი მოსაზრება ამისთანა პლანეტის არსებობის უარსაყოფად იმაში მდგომარეოს, რომ ობიექტი რომელიც 2012 წლის ბოლოსკენ უნდა დაეჯახოს დედამიწას, უკვე გამოჩნდებოდა შეუარაღებელი თავალითაც. მარტივი გამოთვლებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ის უკვე უნდა გამოჩენილიყო აპრილში უფრო კაშკაშად ვიდრე ჩვეულებრივი ვარსკვლავები რომლის დანახვაც ქალაქის ციდან არის შესაძლებელი და უნდა ყოფილიყო ისეთივე კაშკაშა როგორც მარსი მის ყველაზე მქრალ ფაზაში.

უფოლოგები ამბობენ, რომ პლანეტა უკვე დიდი ხანია რაც ჩანს, უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა აკრძალული, რათა არ მოხდეს პანიკა. თუმცა ძნელია ასობით ათასი ასტრონომის გაჩუმება. ასევე პროფესიონალებსაც თითქმის არ აქვთ მთავრობასთან არანაირი დამოკიდებულება გარდა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა. დევით მორისონმა NASA-ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტიდან აღნიშნა, რომ უმრავლესობა ინფორმაციას იღებს დამოუკიდებელი ასტრონომებისაგან.

ასევე არსებობს უბრალო ხალხიც, რომელთაც შეუძლიათ აიხედონ ცაში.

წყარო: compulenta.ru
Apr 182012
 

Samsung-ის  5.3 დიუმიანი GALAXY Note სმარტფონი, რომელის გაყიდვებმაც მოლოდინს გადააჭარბა, მალე მიიღებს Ice Cream Sandwich-ზე განახლებას. კომპანიამ აჩვენა ამ პროდუქტის განახლებაში შემავალი ფუნქციონალი ვიდეო რგოლის სახით, რომელზეც მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.

YouTube Preview Image
Apr 182012
 

შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველა ჭორი და ყალბი სურათები და მოსაწვევები, რადგან Samsung Mobile-მა უკვე გაუგზავნა ბრიტანეთის პრესას მოსაწვევები 3 მაისს დაგეგმილ “Samsung Unpacked” ღონისძიებაზე. გზავნილი შემდეგნაირია “მოდით და შეხვდით შემდეგ Galaxy-ს”. ასევე ცნობილი გახდა, რომ იქნება ამ ღონიძიების ლაივ სტრიმინგი 11 საათზე თბილისის დროით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

წყარო: SlashGear

Apr 112012
 

პლანეტების წყვილი, რომელიც ევროპელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაიბადა მაშინ როცა დიდი აფეთქებიდან სულ რაღა 950 მილიონი წელი იყო გასული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცნობილი პლანეტური სისტემა. მისი დაბადება ბევრ საინტერესო საკითხს იკავშირდება სამყაროს ევოლუციის ადრეული ეტაპისთვის.

მიუნხენის უნივერსიტეტის ობსერვატორიის (University Observatory Munich) მკვლევართა ჯგუფი და მაქს პლანკის საზოგადოება  (Max-Planck-Gesellschaft)იტყობინება, რომ აღმოაჩინეს პლანეტები  HIP 11952b და HIP 11952c, რომელიც HIP 11952 ვარსკვლავს ეკუთვნიან. ორივე პლანეტა არის იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტი. ისინი ვარსკვალვს 290 და 7 დღის განმავლობაში უვლიან გარშემო.

მსგავსი პლანეტური ისსტემები ცოტა არ არის, რომ არა ორი გარემოება: ამ პლანეტების  მშობელი ვარსკვლავი ძალიან ღარიბია მძიმე ელემენტებით და ძალიან ბებერია – მისი ასაკი არის 12,8 მილიარდი წელი.

გამოდის, რომ ეს პლანეტები რაღაცნაირად წარმოიშვნენ, მიუხედავად მეტალების მცირე რაოდენობისა პროტოპლანეტურ ღრუბელში. “არქეოლოგიური აღმოჩენა” დაგვეხმარება დავაზუსტოთ შეხედულებები კოსმოსის განვითარების ადღეულ პერიოდზე იმიტომ, რომ მეტალების მცირე შემცველობის მქონე ვარსკვალავებს პლანეტები ძალიან იშვიათად ჰყავთ.

პლანეტები ფორმიდრება ღრუბლებისაგან, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ნივთიერებებს, რომლებიც უფრო მძიმეა ვიდრე წყალბადი და ჰელიუმი. ასეთი ატომები პირველად წარმოიშობა პირველი მასიური ვარსკვლავების ბირთვებში და მერე გამოიტყორცენბა მათი აფეთქების შედეგად.

ასევე საკვირველი იყო ვარკვლავი HIP 13044b, რომელიც აღმოაჩინეს 2010 წელს. ისიც ერთ-ერთი უძველესია, მისი ასაკი არის 9 მილიარდი წელი (ორჯერ უფრო მეტი ვიდრე მზე და დედამიწა)

როცა ასტრონომებმა ის აღმოაჩინეს, ჩათვალეს რომ ეს იყო გამონაკლისი შემთვევა. ახლა კი გამოდის, რომ უძველესი პლანეტები არც ისე დიდი იშვიათობაა, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდი, როცა სამყაროში პირველი პლანეტები წარმოიშვა უფრო ძველია ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ მეცნიერები.

წყარო: MEMBRANA

 

Apr 102012
 

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო მთელი HI-TECH.GE-ის რედაქტორების სახელით. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია ჩვენ გადავედით GO Blog-ზე (www.go.ge) რომელიც აშუქებს სამომხმარებლო ელექტრონული მოწყობილობების, გაჯეტების და ზოგადად ტექნოლოგიების სიახლეებს. აქედან გამომდინარე ჩვენი ჯგუფი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა HI-TECH-ზე სიახლეების განთავსებას, მაგრამ ეს ასე არ იქენბა და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ოდნავ განსხვავებული თემებით, როგორიცაა ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება, მეცნიერება და ტექნიკა, ტექნოლოგიები მედიცინაში და უამრავ სხვა სფეროში. ამასთანავე იქნება სამომხმარებლო ელექტრონიკის უმთავრესი სიახლეებიც. ასე რომ დარჩით ჩვენთან.

Jan 232012
 

დღეს ჩემი მკითხველების ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ ქართულ ინტერნეტ სერვისზე, რომელიც ბიზნესებს თავაზობს მაღალი დონის საწყობის მართვის ელ-სისტემას, მოკლედ შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზს:

დღეს, 2012 წლის 23 იანვარს, გამოვიდა ახალი პროგრამა
invoice.ge, რომლის ავტორობა ეკუთვნის შპს “ც12″-ს.
პროგრამის განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის
მეპატრონეებისთვის, მაღაზიაში ყიდვა-გაყიდვის და
საწყობ(ებ)ის სამართავად.
invoice.ge არის ინტერნეტ-პროგრამა. ერთადერთი, რაც
მასთან სამუშაოდ არის საჭირო, არის ინტერნეტთან
შეერთებული კომპიუტერი.
მომხმარებელს არ მოუწევს არაფრის ინსტალირება და
არც ძვირადღირებული პროგრამისტის დაქირავება. ყველაფერი
გაცილებით მარტივია. საკმარისია ბრაუზერში აიკრიფოს
http://invoice.ge და სისტემა მზადაა სამუშაოდ!
ჩვენ უკვე ვიზრუნეთ იმაზე, რომ ყველაზე რთული
მოქმედებები შეგვესრულებინა და ავტომატიზაციამდე
მიგვეყვანა.
პროგრამის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება ადვილად
მართოთ თავისი კომპანიის საწყობ(ებ)ი და გასაყიდი
საქონლის ნუსხა. ასევე ადვილია კლიენტების და
მომწოდებლების აღრიცხვა. ოპერაციულად, შესაძლებელია
გაყიდვების, საწყობებს შორის საქონლის მოძრაობის და
შესყიდვების იოლად წარმართვა.
პროგრამა ავტომატურად ითვალისიწნებს ნებისმიერი სახის
ოპერაციას და მომხმარებელი ყოველთვის ინფორმირებულია
იმაზე თუ რამდენი საქონელი არის ამა თუ იმ საწყობში
და რა არის ამ საქონლის თვითღირებულება.
ასევე მარტივია ინვოისების და ზედნადებების ამობეჭდვა:
ამისთვის ღილაკზე ერთი დაჭერაა საკმარისი.
გარდა მოხერხებულობისა, ასე მუშაობას ის უპირატესობა
გააჩნია, რომ მომხმარებელი არ ხარჯავთ დროს იმაზე,
რაც რთული გასაკეთებელია. მას არ უხდება სერვერების
მოვლა, მონაცემთა რეზერვირება, პროგრამის მხარდაჭერა
და კომპიუტერის რესურსებზე ზრუნვა. მომხმარებელს შეუძლია
ფოკუსირებული იყოს იმაზე, რაც მას საუკეთესოდ გამოსდის
— საკუთარ ბიზნესზე.
პროგრამა ფასიანია, თუმცა ფასები საკმაოდ მოკრძალებულია;
ამასთან, ყოველ ახალ გახსნილ ორგანიზაციაზე, მოქმედებს
30 დღიანი უფასო პერიოდი.
რომ შევაჯამოთ, invoice.ge-ს ძლიერი მხარეებია:
1. ის მარტივია დასანერგად და გამოსაყენებლად;
2. ის ხელმისაწვდომია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ,
ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ;
3. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მრავალი საწყობის
მართვა (მათი რაოდენობა არაა ლიმიტირებული);
4. რამდენიმე მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად მუშაობა;
5. თქვენ ყოველთვის იცით, რომელ საწყობში რამდენი
საქონელი გაქვთ;
6. თქვენ ყოველთვის იცით საქონლის თვითღირებულება;
7. პროგრამა საკმაოდ იაფია და აქვს 30 დღიანი უფასო პერიოდი.
რა ანალოგები არსებობს ქართულ ბაზარზე?
დღესდღეობით ქართულ ბაზარზე, invoice.ge-ს
მსგავსი პროდუქტი არის http://apex.ge-ს მიერ
გამოშვებული პროგრამული უზრუნველყოფა. თუმცა აპექსის
შემოთავაზებას აკლია ის მობილურობა, რაც invoice.ge-ს.
ის ითხოვს საკუთარი სასერვერო ინფრასტრუქტურის ქონას და
ასევე საჭიროებს ინსტალაციას კონკრეტული ტიპის
ოპერაციულ სისტემაზე.
რა სიახლეები იგეგმება მომავალში?
ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი სიახლის დანერგვას.
ჩვენ უკვე ვმუშაობთ პროგრამის ახალ ვერსიაზე, რომელიც
ბევრად უფრო მარტივი, ბევრად უფრო ფუნქციონალური და
ბევრად უფრო გასაოცარი იქნება, ვიდრე მიმდინარე ვერსია.
მოკლედ კომპანიის შესახებ
invoice.ge-ს უკან დგას შპს ც12.
შპს ც12 დაარსდა 2012 წლის 5 იანვარს, მისი მთავარი მიზანია
კარგი პროგრამურლი უზრუნველყოფის გამოშვება.
სად შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება?
მეტი ინფორმაციის მოპოვება პროგრამის და კომპანიის შესახებ
შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:
კომპანიის ბლოგი: http://speedrails.wordpress.com/
invoice.ge-ს საიტი: http://invoice.ge

Dec 312011
 

HI-TECH.GE-ს გუნდი გილოცავთ ახალ 2012 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, წარმატებას და წინსვლას მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენ მუდამ ჩთქვენთან ვართ და ვიქნებით 2012 წლის განმავლობაში საინტერესო სიახლეებითა და პროექტებით. დარჩით ჩვენთან !

Dec 252011
 

Dropbox-მა განაახლა თავისი პროგრამა Android პლატფრომაზე 2.0 ვერსიამდე. სრულიად იქნა განახლებული დიზაინი და დაამატებულ იქნა ახალი ფუნქციონალი.


რამოდენიმე ახალი ფუნქცია:

ფავორიტები: გინდათ ზუსთად იცოდეთ რომ ფაილი ყოველთვის არის სმარტფონში? ეს ფუნქცია იზრუნებს იმაზე, რომ ფაილი ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი ოფლაინში.
მასიური ატვირთვა: ახლა უკვე არ მოგიწევთ თითოეული ფაილის ცალკე ატვირთვა, მონიშნეთ რამოდენიმე ფაილი, ფოტო ან ვიდეო, რომლებიც ფონურ რეჟიმში აიტვირთება ღღუბელში.
ფაილების სახელის გადარქმევა: შესაძლებელი იქნება ფაილებისა და ფოლდერების სახელის გადარქმევა.
Ice Cream Sandwich-ის მხარდაჭერა: პროგრამა ოპტიმიზებულია Android-ის უახლეს ვერსიებთან.

ასევე განახლებულია გალერეის დიზაინი და დამატებულია სხვა მრავალი ფუნქცია.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache