George Arakhamia

George Arakhamia

May 102012
 

კომპანია Micron-მა დაიწყო თავისი პირველი სრულფუნქციონალური ოპერატიული მეხსიერების მოდულის DDR4 DRAM-ის ნიმუშების მიწოდება.

DDR4 წარმოადგენს DDR-ის წინა თაობების ევოლუციონურ განვითარებას. ახალი თაობის მეხსიერება გამოირჩევა გაზრდილი სიხშირის მახასიათებლებით და კვების ძაბვის შემცირებით.

Micron-ის ნაწარმი, რომელიც დამზადებულია Nanya-სთან ერთად, იწარმოება 30-ნანომეტრიანი ტექნლოგიით 4 გბ-ანი მიკროსქემით. თავიდან მოდული DDR4 უზრუნველყოფს სიჩქარეს 2 400 მლნ-მდე გადაცემას წამში (megatransfers per second); პერსპექტივაში ეს მაჩვენებელი იზრდება 3 200 მლნ-მდე.

მოსალოდნელია, რომ 2013 წელს დაიწყება DDR4-ის კორპორატიული კლასის, მიკროსერვერების, პლანშეტური კომპიუტერების და სხვა მოწყობილობების აღჭურვილობის სეგმენტში შეტანა.

Micron გეგმავს ახალი თაობის მეხსიერების გამოშვებას RDIMM, LRDIMM, 3DS, SODIMM და UDIMM-ის მოდულების სახით.

წყარო: Micron

May 032012
 

BlackBerry World 2012-ის სცენაზე გამოვიდა RIM-ის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი ტორსენ ჰეინსი (Thorsten Heins), რომელმაც გარდა იმისა, რომ მოახდინა RIM-ის ახალი მობილური პლატფორმის ელემენტების დემონსტრირება, ასევე აჩვენა მსოფლიოს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ აპირებს დანებებას. RIM თავის იმედებს ამყარებს BlackBerry 10-ზე სრულიად ახალ პლატფორმაზე, რომელიც არის კონცენტრირებული ვირტუალურ კლავიატურაზე და უარს ამბობს ფიზიკურ კლავიატურის მემკვიდრეობაზე და BlackBerry 7-ზე. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის კომპანიის მობილურ ბაზარზე დარჩენის უკანასკნელი შანსი, RIM როგორც გამოიყენებს ამ შანს ის წარიმართება მისი მომავალი საბოლოო ჯამში. 

„მე აქ ვარ იმიტომ, რომ მე მჯერა იმ უნიკალური ფასეულობების, რასაც BlackBerry ყოველდღიურად სთავაზობს ჩვენს კლიენტებს“, — განაცხადა ტორსენ ჰეინნსმა. მან ისაუბრა RIM-ის პლატფორმის მთილან გადატვირთვაზე, რომელიც „გადავა შემდეგ დონეზე და იქნება უნიკალური. კომპანიის მიერ წარმოდგენილ BlackBerry 10 Dev Alpha-ს არ აქვს ფიზიკური კლავიატურა, რომელიც ყოველთვის მათი სავიზიტო ბარათი იყო . თუ ის არ იქნება რატომ გამოიყენებენ RIM-ის მოწყობილობებს მისი ფანები? და რა აიძულებს სხვა პლატფორმის მომხარებლებს გადავიდნენ BlackBerry-ის ტელეფონებზე?

აშკარაა, რომ პასუხი ამ კითხვებზე იმალება აპლიკაციებში. RIM-მა სცადა გაეკეთებინა საუკეთესო ჩაშენებული პროგრამები მოწყობილობისთვის — პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო მშვენიერი პროგრამული კლავიატურა და მოულდნელად ინოვაციური აპლიკაცია ფოტოკამერისთვის.

კომპანია საბოლოოდ არ გამორიცხავს ფიზიკურ კლავიატურას, თუმცა როდესაც მთავარი მოწყობილობა გამოდის მის გარეშე, ნათელი ხდება, რომ მიმდინარეობს ცვლილებები. ახალი პლატფორმა იმედის მომცემია. ახალი ინტერფეისი Flow იყენებს ჟესტებს, რაც იძლევა სწრაფი გადაადგილების საშუალებას დოკუმენტბის აპლიაკციებსა და ეკრანის აპლიკაციებს შორის. თითის სწარფი დაჭერით ეკრანზე გამოდის არჩეული პანელი. დემონსტრაციის დროს ყველაფერი მუშაობდა ხარისხიანად შეფერხებების გარეშე.

კომპანიის არსებული ვირტუალური კლავიატურა, რომელიც ნაცნობია BlackBerry Storm-ის მომხარებლებისთვის, მიიღებს პროგრამულ განახლებას დამატებითი კლავიატურის სახით. RIM-ის პროგრამული პორტფელიოს უფროსმა ვივეკ ბარდავაიმ განაცხადა, რომ ეს კლავიატურა იმახსოვერბს, როგორ ბეჭდავს მასზე მომხარებელი და ეწყობა მისი ბეჭდვის სტილს. მაგალითად, იმისთვის, რომ  შემთხვევით არ დააჭირო ღილკა I-ს O-ს მაგივრად.

ვირტუალური კლავიატურა ბევრ რამეში დამოკიდებულია ჟესტებზე. თუ ეკრანს ჩქარა შემოვაბრუნებთ ქვევით, მოწყობილობაზე გამოჩნდება სიმბოლოები და ციფრები. ხოლო ინტელექტურალური ტექსტური ტექნოლოგია გვთავაზობს სიტყვებს, რომლის განთავსებაც შესაძლებელია შეტყობინებაში. ბეჭდვის პროცესი ის სასიამოვნოდ გამოიყურება, რომ შესაძლებელია RIM-ის მომხმარებლება მალე დაივიწყონ ფიზიკური კლავიატურა, რომელიც უკვე დიდი ხანია შეიყვარეს.

ბოლოს დემონსტირერბული იყო BlackBerry 10-ის კამერის ფუნქციონალი. როდესაც კამერა ჩართულია, ის იმახსოვრებს ყველაფერს რასაც ხედავს. შესაბამისად, თუ ვინმემ გადაღების დროს დახუჭა თვალები, დროის წინა ან უკანა გადაწევის მეშევეობით, შესაძლებლია გადაღების დროს იდეალური მომენტის პოვნა, როდესაც ადამიანს თვალები გახელილი ჰქონდა. ცვილებების შეტანა შესაძლებელია სურათის არჩეულ მონაკვეთზე ისე, რომ სხვა ადგილბი დარჩება ხელშეუხებელი.

როგორც მოსალდნელია, BlackBerry 10 გამოვა შემოდგომაზე ახალ მოწყობილობზე, რომლებიც ოპტიმიზირებული იქნება პლატფორმასთან. დემონსტრაციამ აჩვენა, რომ პლატფორმას აშკარად აქვს პოტენციალი. თუ RIM შეძლებს დეველოპერების ყურადღების მიქცევას, სავარუდოდ ის დაბრუნდება ბაზარზე. თუნდაც ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით. მთავარია შეურთდებიან თუ არა მომხარებლები RIM-ის ახალ პლატფორმას.

YouTube Preview Image
May 022012
 

Dell-მა დაიწყო შეკვეთების მიღება მძლავრ პორტატულ კომპიუტერზე Alienware M17x 17,3-დიუმიანი დისპლეით.

სათამაშო ნოუთბუქი შესრულებულია Intel Ivy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე: მაქსიმალური კონფიგურაციით ის აღჭურვილია 4-ბირთვიანი პროცესორით Core i7-3820QM-ით, რომელიც ფუნქციონირებს 2,7 გჰც ტაქტურ სიხშირეზე (3,7 გჰც-მდე «ტურბო» რეჟიმში). ვიდეოსისტემისთვის ასარჩევად შემოთავაზებულია დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებული GeForce GTX 660M, GeForce GTX 675M და Radeon HD 7970M, რომლეთაგანაც თითოეულს გააჩნია 2 გბ მეხსიერება GDDR5.
ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 32 გბ-ს; შესაძლებელია 1 ტბ-ანი მყარი დისკი ან ორი 512 გბ-ანი SSD დაყენება. უმცროსი მოდელების ეკრანის გარჩევადობაა 1600×900 წერტილი; უფროსი ვერსიას აქვს 3D-პანელი გარჩევადობით 1920×1080 პიქსელი (Full HD).
ნოუთბუქის განკარგულებაშია მრავალფორმატიანი ქარდრიდერი, ოპტიკური Blue-ray მიმღები, Bluetooth 4.0 და Wi-Fi ადაპტერები, და ასევე 2,1-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა HD-ვიდეოს მხარდაჭერით. გარდა ამისა, ნახსენებია ოთხი USB 3.0 პორტი, HDMI Mini DisplyPort და D-Sub კონექტორები.
Alienware M17x-ის ფასი იწყება 1 500 დოლარიდან.
წყარო: Dell
Apr 302012
 

კომპანია Samsung-მა 15,6-დიუმიანი პორტატული კომპიუტერი Chronos გადაიყვანა Intel-ის ახალი თაობის აპარატულ პლატფორმაზე Ivy Bridge-ზე. ნოუთბუქი NP700Z5CH მიიღებს 22-ნანომეტრიან პროცესორს Core i7-3615QM-ს ოთხი 2,3-გიგაჰერციანი გამომთვლელი ბირთვით (3,3 გჰც-მდე ტურბო-რეჟიმში) და გრაფიკულ კონტროლერს HD Graphics 4000 DirectX 11-ის მხარდაჭერით. სტანდარტული კონფიგურაციით ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა არის 1 ტბ.

დისპლეი SuperBright-ს გააჩნია 1600×900 წერტილი გარჩევადობა და სიმკვეთრე 300 კდ/მ². კომპიუტერის შემადგენლობაში შედის: დისკრეტული ვიდეობარათი GeForce GT 640M 1 გბ მეხსიერებით, DVD-რექორდერი, მრავალფორმატიანი ქარდრიდერი, სტერეფონური დინამიკები 4 ვტ-ის სიმძლავრით, 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, Wi-Fi და Bluetooth 4.0 ადაპტერი, ორი USB 3.0 და ერთი — USB 2.0 პორტი.

Chronos-ის ზომები შეადგენს 362,1×238,5×23,9 მმ-ს, ხოლო ლეპტოპის წონა — 2,4 კგ. მოწყობილობაში დაინსტალირებულია ოპ. სისტემა Windows 7 Home Premium.

Chronos NP700Z5CH-ის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

წყარო: Softpedia

Apr 302012
 

ფიჭურ აპარატებზე მაღალი მოთხოვნის გამო, Samsung–ის ფინანსური მაჩვენებელი სწრაფი ტემპებით იზრდება.

2012 წლის პირველ კვარტალში, სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა $40,0 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც 2011 წლის იმავე პერიოდის რეზულტატთან შედარებით 22%–ით მეტია. გარდა ამისა, თითქმის 81%–ით გაიზარდა სუფთა მოგება და რეკორდულ მაჩვენებელს, $4,5 მლრდ–ს მიაღწია.

სამი თვის განმავლობაში კომპანიამ 93,5 მლნ სმარტფონის და ტელეფონის რეალიზება მოახერხა, შედეგად უმსხვილესი ფინური მწარმოებელი, Nokia, 83 მლნ გაყიდული ფიჭურა აპარატით, რიგით მეორე ადგილზე გადაბარგდა.

Samsung–ში აღნიშნავენ, რომ მობილური ტელეფონების განყოფილების მოგება პრაქტიკულად გასამმაგდა და $3,8 მლრდ–ს მიაღწია. საერთო ჯამში რეალიზებული „ყურმილებიდან“, კომუნიკატორების წილი 4,5 მლნ ერთეულს შეადგენს. დღეისათვის „სამსუნგი“ „ჭკვიანი ტელეფონების“ მსოფლიო ბაზრის 30,6%–ს აკონტროლებს.

წყარო: Reuters

Apr 282012
 

კომპანია LG Electronics-მა ევროპულ ბაზარზე დააანონსა «გუგლფონი» Optimus True HD LTE (მოდელი P936) მეოთხე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერით.

მობილურ აპარატს გააჩნია 4,5-დიუმიანი დისპლეი IPS-მატრიცით; ეკრანის გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (ფორმატი 720p). არის ორი კამრა: 1,3-მეგაპიქსელიანი წინა და მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც აქვს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესალებლობის მხარდაჭერა.

სმარტფონი აღჭურვილია 1,5-გიგაჰერციანი პროცესორით ორი გამომთვლელი ბირთვით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერებით და ასევე სტანდარტული სენსორების კრებულით.

ოპ. სისტემა — Android 2.3 Gingerbread; მოგვიანებით ხელმისაწვდომი იქნება განახლება Android 4.0-მდე (Ice Cream Sandwich).

პირველად სიახლე გამოჩნდება გერმანიის ბაზარზე; ხოლო შემდეგ დაიწყება გაყიდვები სხვა ქვეყნებშიც. ინფორმაცია მოწყობილობის ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

 

წყარო: SlashGear

Apr 272012
 

Samsung-ის უახლესი ჩიპი Exynos 4 Quad აუცილებლად გახდება მისი მომავალი ფლაგმანის Galaxy S 3-ის საფუძველი. კომპანიამ განაცხადა, რომ 32 ნანომეტრიანი 1.4 გიგაჰერციანი ოთხ-ბირთვიანი პროცესორი აორმაგებს გამოთვლების სიმძლავრეს ვიდრე მისი წინამორბედი. ასევე განხორციელებულია High-K Metal Gate ტექონილიგია, რომელიც ენერგიის მოხმარებას ამცირებას.

“პროგრამული პროცესორი სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რათა უზრუნველყოფილ იქნას პერსონალური კომპიუტერის მსგავსი ფუნქციონალი მობილურ მოწყობილობებზე” – ამბობს ჰანკილ იუნი, რომელიც არის პროდუქტების სტრატეგიის გუნდის ვიცე პრეზიდენტი. “Samsung-ის შემდეგი Galaxy მოწყობილობა, რომელსაც ექნება საგრძნობლად გაუმჯობესებული მრავალამოცანიანობა, და ენერგიის დაბალი მოხმარება ეფუძნება Exynos 4 Quad-ის სიმძლავრესა და ენერგიის გაუმჯობესებულ მართვას”. Samsung-მა ისიც დაადასტურა, რომ პროცესორს მიყიდის სხვა სმარტფონების მწარმებლებსაც.

წყარო: Engadget

Apr 272012
 

პლანშეტების და კომუნიკატორების ოპ. სისტემების ბაზარზე გამოჩნდება ახალი მოთამაშე, Mozilla-ს საზოგადოებამ  განაცხადება, რომ 2012 წლის დასარულს ან 2013 წლის დასაწყისში გამოვა პირველი მოწყობილობები Boot to Gecko-ს აპარატულ პლატფორმაზე. მობილური OS-ში მოთავსებულია Gecko ძრავი, რომელიც გამოიყენება კერძოდ ბრაუზერ Firefox-ში. პლატფორმა მიიღებს საკუთარ ინტერფეისს Web API, რომელსაც გააჩნია სტანდარტული ტელეფონის ფუნქციების მხარდაჭერა: ზარები, SMS, უკაბელო Bluetooth-კავშირი, NFC და ა.შ. მოსალოდნელია, რომ ოპ. სისტემა მჭიდროდ იქნება ინტგერირებული ვებ-აპლიკაცეიბთან დაინტერნეტ-სერვისებთან.

აღმასრულები დირექტორის გარი კოვაჩის (Gary Kovacs) სიტყვებით, სმარტფონები Boot to Gecko-ის ბაზაზე შემოთავზებული იქნება ხელმისაწვდომ ფასად, რაც ხელს შეუწყობს OS-ის პოპულარიზაციას. პირველი აპარატები Mozilla -ს ოპ. სისტემის მართვის ქვეშ წარმოდგენილი იქნება ბრაზილიაში, ხოლო მათი გავრცელებით დაკავდება ოპერატორი Telefonica Vivo. კომუნიკატორის ტექნიკური მახასიათებლები, ჯერჯერობით უცნობია.

YouTube Preview Image

წყარო: TechRadar

Apr 232012
 

წარმოდგენილია, Samsung Galaxy S III-ის ნიმუში, რომლის ანონსიც შედგება 3 მაისს ლონდონში. ჭორების თანახმად, კორპუსი, რომელიც გააჩნია მოწყობილობას, დროებითია და მას შეცვლიან ანონსამდე. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებლს საკამოდ მძლავრად გამოიყურება და სავრაუდოდ არ შეიცვლება:

CPU: Samsung Exynos Quad-Core, 1.4 GHZ
GPU: Mali-400
RAM: 1 GB
ROM: 16 GB
Battery: 2050 მა/სთ

სლოტი მეხსიერების ბარათისთვის, NFC-მიკრო-ჩიპი და ა.შ. ეკრანი — 4.6″, SuperAMOLED+ HD (1280×720).

YouTube Preview Image

წყარო: viddler

Apr 212012
 

კორპორაცია Sony-მ წარმოადგინა ახალი თხევადკრისტალური მონიტორის პროტოტიპი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო სისტემების ვიზუალიზაციისთვის და საოპერაციო კომპონენტებისთვის.

წარმოდგენილ პანელს გააჩნია 55-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობაა 1920×1080 პიქსელი (ფორმატი Full HD). კონტრასტი არის 4 000:1; სიმკვეთრე აღწევს 1 000 კდ/მ²-მდე.

Sony-ს უკვე გამოშვებული აქვს სამედიცინო მონიტორი 42 და 47 დიუმიანი დიაგონალით და 700 კდ/მ²  სიმკვეთრით. მათში გამოყენებული იყო ტექნოლოგია CCFL (Cold Cathode Fluorescent Lamp), რომლის მეშვეობითაც მატრიცის განათება ხორციელდებოდა ფლურესცენციული ნათურების ცივი კათედორის საშუალებით. ახალი პანელი აღჭურვილია შუქდიოდური განათებით.

ზაფხულში, Sony აპირებს, სამედიცინო დაწესბულებებისთვის 55-დიუმიანი თხევადკრისტალური-პანელების მასიური მიწოდების ორგანიზებას.

წყარო: Nikkei Business Publications

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache