George Rogava

Apr 302012
 

ჩინურმა კომპანია JinXing Digital–მა ჯიბის სათამაშო კონსოლი, JXD S5110 გამოუშვა, რომელიც ვიზუალურად ძალიან გავს PlayStation Vita–ს.

მოწყობილობის „გული“ — ARM Cortex-A9–ის გიგაჰერცული პროცესორი, Mali400–ის გრაფიკული კონტროლერით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 512 მბ–ს უტოლდება; ჩაშენებულ ფლეშ–მოდულის — ტევადობა 4 ან 8 გბ–ს.

კორპუსის წინა მხარეს განთავსებულია მართვისა „ორგანოები“ და სენსორული დისპლეი, „მულტითაჩ“ ინტერფეისის მხარდაჭერით. ეკრანის ზომა 5 დიუმს უტოლდება, გაფართოება — 800×480 წერტილს.

გარდა ამისა, კონსოლის შემადგენლობაში შედის: 0,3 მეგაპიქსელიანი ცენტრალური კამერა, უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) ადაფტერი, MicroSD–სლოტი, HDMI–ინტერფეისი, USB პორტი და 3,5-მილიმეტრიანი (სტანდარტული) ბუდე ყურსასმენებისთვის. გაჯეტის ზომა 195×87×17 მმ–ს შეადგენს, წონა — 250 გრამს.

პროგრამული პლატფორმის სახით ოპერაციული სისტემა Android 4.0, Ice Cream Sandwich გამოიყენება. სიახლეს გააჩნია Nintendo 64–ის, GameBoy Advance–ის და SEGA MegaDrive–ის თამაშების გაშვების მხარდაჭერა.

ინფორმაცია საორიენტაციო ფასის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: JinXing Digital

Oct 172011
 

ალბათ, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს Samsung–ის მუქარა Apple–ის მიმართულებით, რომელიც რადიკალური ზომების მიღებას ითვალისწინებდა. როგორც ჩანს მუქარა ძალაშია და სამხრეთ კორეელები არ აპირებენ უკან დახევას. iPhone 4S–ის გაცნობა ნორმალურად ვერც კი მოვასწარით, რომ, ორი სარჩელით, Samsung–მა უკვე მიმართა სასამართლოს. მოთხოვნა: iPhone 4S–ის საფრანგეთისა და იტალიის ბაზრიდან ამოღება. ინფორმაცია, მომხდართან დაკავშირებით, Samsung–ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა.

ყველასათვის ნათელია Samsung Electronics–ის ქმედება — მან სპეციალურად შეიტანა სარჩელი ოდნავ ადრე, რადგან სასამართლო პროცესი iPhone 4S–ის მასიურად გაყიდვაში შემოსვლამდე დასრულდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple–ს Samsung–ის პატენტის უფლების დარღვევაში ედება ბრალი. საუბარია Wideband Code Division Multiple Access–ზე (WCDMA), რომელიც 3G–ტელეფონებისთვის არის განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტექნოლოგია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ტელეკომუნიკაციის სისტემებისა და სხვადასხვა მოწყობილობების საიმედო მუშაობაში.

წყარო: SamsungTomorrow

Oct 142011
 

მძლავრი და ხარისხიანი კავშირი სჭირდებათ არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არამედ სწრაფი ინტერნეტი და სტაბილური მიღება ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორია სამაშველო სამსახურებისთვისაც. მათ, ისე როგორც არავის, სჭირდებათ უპრობლემო და ხარისხიანი წვდომა მონაცემთა შიდა ბაზებთან კონლრეტული პრობლემების გადასაჭრელად.

ლოზანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინტელექტუალური სისტემების ლაბორატორიამ შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით  SMAVNET (Swarming Micro Air Vehicle Network), რომელიც Wi-Fi–ის განვითარების საშუალებას იძლევა.

სიგნალის ტრანსლაციაზე პასუხს აგებენ მსუბუქი საფრენი აპარატები, რომელთა ჰაერში გაშვება წამების მანძილზე ხორციელდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქსელი ჩვეულებრივი აპარატების საშუალებით იქმნება. გარდა ფრთებისა და ძრავებისა, დრონების ტექნიკურ შემადგენლობაში შედის ლითიუმ–პოლიმერული აკუმულატორი, რომლიც უზრუნველყოფს ძრავების მუშაობას, ასევე ავტოპილოტის სისტემა, რომელიც მონაცემებს ჩაშენებული GPS–მიმღებით იჭერს, გიროსკოპები, წნევის რამდენიმე სენსორი და მოწყობილობა, რომელიც მეზობელი აპარატიდან მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=pfYs5C8D4uk

სამწუხაროდ დრონის მუშაობის ხნაგრძლივობა ჯერჯერობით საკმაოდ დაბალია — სულ რაღაც 30 წუთი, თუმცა თავად იდეა საკმაოდ პერსპექტიული ჩანს. მთავარია გახანგრძლივდეს აპარატის მუშაობ დროში, რასაც დიდად შეუწობს ხელს მზის ენერგიის მიმღები პანელები (მაგალითად Solar Impulse) და მსგავსი დრონები აუცილებლად გახდება ყველაზე გავრცელებული ინტერნეტ საშუალება.

წყარო: lis2.epfl

Oct 132011
 

მავნე პროგრამა, რომელმაც კრიჩის ავიაბაზის კომპიუტერებში შეაღწია, საიდანაც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების დრონების უმეტესობა იმართება, კლავიატურიდან შეყვანილ ყველა ინფორმაციას იპარავს. მასთან გამკლავება კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ვირუსი, რომელიც კეილოგერს მოიცავს, ორი კვირის წინ პენტაგონის უსაფრთხოების სისტემის, Host-Based Security System–ის საშუალებით აღმოაჩინეს. ავღანეთის ცაზე მფრინავ დრონებს პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნიათ, არც ინფორმაციის გაჟონვა დაფიქსირებულა, მიუხედავად ამისა საფრთხის რისკი მაინც მაღალია, აღნიშნავენ ექსპერტები.

სანდო წყაროები, დეტალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ახმაურებენ, თუმცა სამხედროები თავადაც ვერ გარკვეულან ყველაფერში. მაგალითად, მათ არ იციან იყო თუ არა ვირუსი სპეციალურად გაშვებული და რა მაშტაბით გავრცელდა. თუმცა მათ იციან, რომ შეტევა დახურული ინფორმაციის მქონე კომპიუტერების მიმართულებითაც განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ა.შ.შ–ს სპეციალისტები, უსაფრთხოების მიზნით, კასპერსკის ლაბორატორიის ანტივირუსს იყენებენ, შექმნილი პრობლემის ლიკვიდირება მაინც ვერ მოხერხდა. შესაბამისად მყარი დისკებიდან, პროგრამა BCWipe–ის საშუალებით, ყველა ინფორმაციის წაშლის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ავღანეთში, ერაყსა და პაკისტანში შეერთებული შტატების ორასზე მეტი სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო აპარატია განლაგებული. მათ უსაფრთხოებაზე კი შეიძლება ერთი რამ ითქვას — 2009 წელს ერაყელი მებრძოლებს, 26$–ად შეძენილი პროგრამის საშუალებით, ხელში ჩაუვარდათ მრავალსაათიანი ვიდეო მასალა, რომელიც დრონების საბორტო კამერების მიერ იყო გადაღებული.

წყარო: Wired

 

Oct 052011
 

საძიებო სისტემის მონსტრის მიერ Motorola Mobility–ის შეძენამ, და რაც მთავარია მობილურ ტექნოლოგიებში 17 000–ზე მეტ პატენტზე წვდომამ, სმარტფონების, პლანშეტებისა და სხვა კომუნიკატორების ბაზარზე უმსხვილეს მოთამაშეებთან შედარებით, Google–ს ბევრად უფრო ხელსაყრელი პოზიციაზე ყოფნის საშიალება მისცა.

კომპანია Gartner–ის ანალიტიკოსის, მაიკლ გარტენბერგის აზრით, 12,5 მ.ლ.რ.დ. დოლარად Google–ის მიერ Motorola Mobility–ის შეძენა, Android–მოწყობილობების სხვა მწარმოებლებისთვის ნამდვილი «ღამის კოშმარი» გახდა. ისეთი კომპანიებს, როგორებიც არიან Samsung და HTC გააჩნიათ «გუგლფონების» ფართო არჩევანი, თუმცა ამიერიდან Google–ის ყველა სიახლეზე წვდომას პირველი Motorola მიიღებს, რაც სრულიად მოკლავს ბაზარზე კონკურენციას.

თუმცა, 1 ოქტომბერს, ტელეინტერვიუში, Google–ის ყოფილმა CEO–მ, როგორც იქნა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, Android–ის ეკოსისტემა წარომადგენს პრიორიტეტს, აქედან გამომდინარე მისი კომპანია არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს Motorola–ს სასიკეთოდ, თუ ეს ზიანს მიაყენებს «გუგლფონების» სხა მწარმოებლებს. «ჩვენ გვჭირდება ხისტი და ძლიერი კონკურენცია Android–ის ბაზარზე, ჩვენ არ ვითამაშებთ მოყვარულების როლს».

წყარო: Bloomberg

Aug 302011
 

პირველი სახის შუთრი, Hard Reset, გაყიდვაში 2011 წლის 13 სექტემბერს გამოჩნდება.

პოლონური სტუდიის, Flying Wild Hog პროექტი ონლაინ–დისტრიბუციის სისტემის, Steam–ის საშუალებით გავრცელდება. მისი ფასი — $30.

როგორც დეველოპერები იუწყებიან, ჩვენ გველოდება მომავლის კიბერ–სამყაროში გასეირნება, სადაც, რობოტებთან ბრძოლის შედეგად, Homo Sapiens–ის უმეტესობა განადგურდა. გადარჩენილებმა თავი ქალაქ ბეზოარს შეაფარეს. ჩვენ (მაიორი ფლეტჩერი) მოგვიწევს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მანქანების მიერდ ალყაში მოქცეული ქალაქის დაცვა.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

Aug 292011
 

MMO-თამაშის, Star Wars: The Old Republic–ის პირველი ბეტა ტესტირება სტარტს იღებს პარასკევს — 2 სექტემბერს.

კომპანია BioWare, რომელიც თამაშის დამუშავებით არის დაკავებული, ეგრეთწოდებული ბეტა–უიქენდის მოწყობას გეგმავს. მოკლედ რომ ვთქვათ ტესტირება პარასკევიდან კვირის ჩათვლით ჩატარდება; ყოველ კვირას ტესტირების შემადგენლობა შეიცვლება: დეველოპერები მონაწილეებს შემთხვევითი წესით აირჩევენ. გსურთ მოსინჯოთ ძალები? დარეგისტრირდით პროექტის ოფიციალურ საიტზე.

თამაშის სიუჟეტი აღწერს მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა ფილმებში მიმდინარე მოვლენებზე, სამი ათასი წლით ადრე. სითხები ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულები, ხოლო მათი რესპუბლიკა ემუქრება გალაქტიკურ რესპუბლიკას, ჯედაების ორდენს და მთელს თავისუფალ მსოფლიოს. პლანეტა კორიბანზე სითხები ხსნიან თავიანთ აკადემიას, სადაც ამზადებენ ახალ სახეობებს, რესპუბლიკასთან საბრძოლველად. ჩვენ შეგვეძლება ერთ-ერთი მხარის არჩევა და შემდეგ კი ჩავერთვებით “ვარსკვლავური ომების” სამყაროში.

Star Wars: The Old Republic–ის სრული ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გამომცემლობა Electronic Arts თამაშის PC-ვერსიის გამოსვლას მიმდინარე წლის მიწურულისთვის გვპირდება.

თამაშის თრეილერი:

წყარო: VG247

Aug 272011
 

ცნობილია სარბოლო ექშენის, Twisted Metal–ის ჩრდილო ამერიკული რელიზის ზუსტი თარიღი — 2012 წლის 14 თებერვალი. ინფორმაცია გაავრცელა პროექტის მთავარმა დიზაინერმა და ხელმძღვანელმა, დევიდ ჯეფმა  (David Jaffe).

Sony Computer Entertainment–ის (SCE) ამერიკულ განყოფილებას თამაშის გამოშვება 4 ოქტომბრისთვის უნდოდა, თუმცა დაუსახელებელი მიზეზების გამო თამაშის რელიზი გადაიდო. ევროპული რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში მხოლოდ PS3–სთვის იწერება; სტუდია — Eat Sleep Play.

მომხმარებელს ელოდება «დაუნდობელი ბრძოლები» უამრავი იარაღითა და მოტოციკლებით, მსუბუქი ავტომობილებით, ფურგონებითა და ვერტმფრენებითაც კი. რბოლა და სროლა შესაძლებელი იქნება როგორც ერთმომხმარებლიან, ასევე ონლაინ რეჟიმში (16 მოთამაშე).

თამაშის დემონსტრაცია:

წყარო: Eurogamer

 

Aug 262011
 

კომპანია Apple–მა, ევროპაში, Samsung–ის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიებს შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს სასამართლო გარჩევები. სტივ ჯობსის იმპერია სამხრეთ კორეულ მწარმოებელს, iPad–დან და iPhone–დენ დიზაინის, სამომხმარებლო ინტერფეისისა და გაფორმების დაკოპირებაში ადანაშაულებს. «სამსუნგი» კი Apple–ს მონაცემთა უკაბელო გადაცემის, ენერგომოხმარების შემემცირებელი საშუალებისა და შეცდომების კორექციის პატენტის უფლების დარღვევაში სდებს ბრალს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიის სასამართლომ დროებით აკრძალა Samsung Galaxy Tab 10.1–ის ევროპაში გაყიდვა. ახლა კი ჰოლანდიის სასამართლომ გამოიტანა ანალოგიური სარჩელი Samsung–ის სამი სმარტონის მისამართით — Galaxy S, Galaxy S II და Galaxy Ace.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დასახელებულ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოიყენება Apple–ის ტექნოლოგია, რომელიც ციფრული ფოტოგრაფიის კოლექციის ნავიგაციას ეხება. გარდა ამისა სასამართლომ უარყო Apple–ის ყველა პრეტენზია, მათ შორის ბრალდება, თითქოსდა  Galaxy აკოპირებს «აიფონის» დიზაინს.

ზემოთხსენებული გადაწყვეტილება ეხება Samsung–ის ჰოლანდიურ წარმომადგენლობას, რომელსაც ამიერიდან ეკრძალება ჩამოთვლილი სმარტფონების გაყიდვა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ფინეთში, ირლანდიაში, შვედეთში, შვეიცარიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. დადგენილება ძალაში 13 ოქტომბრიდან შევა; მანამდე, კომუნიკატორებში პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით, Samsung–ს საშუალება ეძლევა მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.

ასევე იუწყებიან, რომ Apple–სა და Samsung–ს შორის გაჩაღებული დავას, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, 2012 წლის 30 ივნის შეერთებული შტატების სასამართლოც განიხილავს.

წყარო: რეიტერი

Aug 242011
 

გამოვიდა მესამე სახის ექშენის, Warhammer 40,000: Space Marine–ის დემოვერსია, იუწყება სტუდია Relic Entertainment.

დემო ხელმისაწვდომია სამივე პლატფორმისათვის: PC, Xbox 360 და PS3. PC-ის მფლობელებს სიახლის გადმოწერა შეუძლიათ Steam–სისტემიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ დააჭიროთ ამ ბმულს. ჩვენს განკარგულებაშია ორი დონე, სადაც ჩვენ მოგვიწევს კოსმოსური ორკების განადგურება და რეაქტიული კოსმოდესანტური ზურგჩანთით ფრენა.

რაც შეეხება თამაშის სრულფასოვან რელიზს, რომელზეც გამომცემლობა THQ ზრუნავს — 6 სექტემბერს ა.შ.შ–სა და კანადაში, 9–ში — ევროპაში. სისხლისმსმელმა ორკება დაიპყრეს პლანეტა–სამჭედლო, სადაც იწარმოება კაცობრიობის ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი იარაღები. ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის დაკარგვა დაუშვებელია, ამიტომაც ულტრამარინების ორდენი გვაგზავნის ჩვენ, პირდაპირ ჯოჯოხეთის შუაგულში.

თამაშის თრეილერი:

წყარო: VG247

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache