ალბათ, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს Samsung–ის მუქარა Apple–ის მიმართულებით, რომელიც რადიკალური ზომების მიღებას ითვალისწინებდა. როგორც ჩანს მუქარა ძალაშია და სამხრეთ კორეელები არ აპირებენ უკან დახევას. iPhone 4S–ის გაცნობა ნორმალურად ვერც კი მოვასწარით, რომ, ორი სარჩელით, Samsung–მა უკვე მიმართა სასამართლოს. მოთხოვნა: iPhone 4S–ის საფრანგეთისა და იტალიის ბაზრიდან ამოღება. ინფორმაცია, მომხდართან დაკავშირებით, Samsung–ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა.

ყველასათვის ნათელია Samsung Electronics–ის ქმედება — მან სპეციალურად შეიტანა სარჩელი ოდნავ ადრე, რადგან სასამართლო პროცესი iPhone 4S–ის მასიურად გაყიდვაში შემოსვლამდე დასრულდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple–ს Samsung–ის პატენტის უფლების დარღვევაში ედება ბრალი. საუბარია Wideband Code Division Multiple Access–ზე (WCDMA), რომელიც 3G–ტელეფონებისთვის არის განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტექნოლოგია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ტელეკომუნიკაციის სისტემებისა და სხვადასხვა მოწყობილობების საიმედო მუშაობაში.

წყარო: SamsungTomorrow

 

უკვე Android აპლიაკციების გაშვება შესაძლებელი იქნება iPad-ზე და სხვა ბევრ Android-ისგან განსხვავებულ მოწყობილობებზე. ეს შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციის Alien Dalvik 2.0-ის მეშვებით, რომელიც დამზადებულია შვეიცარიული კომპანიის Myriad-ის მიერ. იდეაში ის წარმოადგენს ვირტუალურ Java მანქანას, რომელშიც შესაძლებელი იქნება APK აპლიკაციების შესრულება, რეალურ Android OS-თან მიბმის გარეშე. მწარმოებლების მიზანი არ არის თავისი პროდუქტის კონკრეტული მომხმარებლისთვის მიწოდება, არამედ მისი მიწოდება სხვადასხვა მოწყობილობების მწარმოებლებისთვის, იმიტომ რომ მათ ჰქონდეთ Android აპლიკაციების მხარდაჭერა. ამას გარდა, ვირტუალური მანქანების შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ მათ შეძლეს სხვადასხვა OS ვერსიებს და აპლიკაციებს შორის «უთანხმოების» მოგვარება. რაც მწარმოებლებს პროგრამის წერის საშუალებას მისცემს Android სტანდარტით, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა მოწყობილობების ფართო სპექტრში. კომპანია Myriad თავისი პროდუქციის დემონსტრაციას CTIA Enterprise & Applications-2011-ის გამოფენაზე გეგმავს.

წყარო: techcrunch და cnet

 

ელოდებოდით ლამაზ და ადვილ ჯეილბრეიქს iOS 4.3.1 ვერსიისათვის? დღეს თქვენ გაგიმართლათ: Dev-Team-მა გამოაქვეყნა redsnow 0.9.6rc9 ორივე Windows და Mac OS X პლატფორმებისთვის, რაც ჩვეულებრივ მოკვდავებსაც აძლევს საშუალებას გაათავისუფლოს მათი მოწყობილობები ეფლის ხელბორკილებისგან :-) მხარდაჭერილია მხოლოდ iPhone 3G, iPhone 3GS (GSM); iPod touch 3G, 4G; iPad 1 და Apple TV 2G. ალბათ მოელოდით iPad2-ის ჯეილბრეიქსაც, მაგრამ სამწუხაროდ ეს შუძლებელია, კუპერტინოში მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო :-) ასევე ultrasnow-ის მომხმარებლებს ურჩევს Dev-Team, რომ მოითმინონ განახლებამდე და თვალყური ადევნონ ჯგუფის ტვიტერს, სადაც სიახლეები იქნება გამოქვეყნებული. მოკლედ ესტუმრეთ ჯგუფის საიტს და მოიმარჯვეთ შესაბამისი ფირმვერი !

 

Toshiba-ს ავსტრალიური ქვეგანყოფილების გენერალურმა მენეჯერმა რობ უილკინსონმა (Rob Wilkinson) კომენტარი გააკათა პლანშეტური კომპიუტერის Apple iPad 2-ის გამოსვლის შესახებ.

უილკინსონის განცხადებით Toshiba-s პლანშეტი, რომელიც არის Android 3.0 ვერსიის ბაზაზე ჯობია «აიპადს» მთელი რიგი პარამეტრებით. შეგახსენებთ, რომ Toshiba-მ თავისი პლანშეტი წარმოაგინა Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე. მოწყობილობას აქვს 10,1-დიუმიანი დისპლეი, ორბირთვიანი ARM-პროცესორი (პლატფორმა nVidia Tegra), 32 გბ მეხსიერება, Wi-Fi, GPS და ა.შ.

«ჩვენი პლანშეტი ცოტა უფრო მძიმეა ვიდრე აიპადი, მაგრამ სამაგიეროდ (Toshiba-773 გრ Apple-613 გრ ), მას აქვს ბევრი ფუნქცია, რომელიც არ გააჩნია iPad 2-ს», — აღნიშნა რობ უილკინსონმა. თუმცა მენეჯერს დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

ობიექტურად თუ შევადარებთ, ზოგიერთი პარამეტრებით Toshiba-ს პლანშეტი მართლაც აღემატება «აიპადს». მაგალითად, iPad 2-ის გარჩევადობა შეადგენს 1024×768 პიქსელი, ხოლო Toshiba-ს პლანშეტის გარჩევადობა არის 1280×800 პიქსელი. გარდა ამისა, მოწყობილობას გააჩნია მოხსნადი აკუმულატორული ელემენტი, USB და Mini USB პორტები.

სავარაუდოდ Toshiba-ს პლნაშეტის ღირებულება იქნება (500-დან 830 დოლარამდე).

გამოყენებულია SmartHouse-ის მასალები.

 

Apple-მა წარმოადგინა შემდეგი თაობის პლანშეტი iPad 2

ipad2.jpg

რით განსხვავდება iPad 1-საგან:

- ახალი დიზაინი. ის 33%-ით თხელია და მისი სისქე 8.8 მილიმეტრს შეადგენს – უფრო თხელი ვიდრე iPhone 4. ის 10%-ით მსუბუქია წინამორბედზე. ახალი პლანშეტი ორ ფერშია წარმოდგენილი – თეთრი და შავი. გაყიდვაში პირველაი თეთი მოდელები იქნება მხოლოდ.

ipad2-1.jpg

აღინიშნება წარმადობის საგრძნობი მომატება A5 ჩიპის წყალობით, რომელიც არის ორბირთვიანი პროცესორი. მისი გრაფიკული წარმადობა 9-ჯერ აღემატება A4-ის სიმძლავრეს.

- ორი კამერა. პირველი ვიდეოს იწერს 720p ხარისხში. ასევე შესაძლებელია განვახორციელოთ FaceTime ვიდეო-ჩატი.

- ჩაშენებული გიროსკოპი.

iOS 4.3

ახალი პლანშტში iOS-ის ახალი ვერსიია დაყენებული.

- საგრძნობლად არის გაზრდილი Safari-ის წარმადობა – ახლა მობილურ ვერსიაში გამოყენება JavaScript-ის ძრავა Nitro, რომელიც მანამდე Mac OS X-ში გამოიყენებოდა.

- iTunes Home Sharing. მომენტალური წვდომა ნებისმიერ iTunes ვიდეოსთან თქვენი კომპიუტერიდან და კონტენტის სტრიმინგი WiFi ქსელის საშუალებით.

- გაუმჯობესებული AirPlay

ახალი პროგრამები:

- Photo Booth
- iMovie უკვე iPad-ის ვერსია, რომელიც არის ვიდეო რედაქტორი რამოდენიმე აუდიო ბილიკის მხარდაჭერით, ახალი თემებით, AirPlay სერვისით, და კონტენტის პოპულარულ ვიდეო ჰოსტინგებზე განთავსებით.
- Garage Band. შეგიძლიათ შეაერთოთ გიტარა, აქვს 250 ბილიკი და სრულიად თავსებადია დესკტოპ ვერსიათსან.

ახალი აქსესუარები:

- HDMI გადამყვანი. 1080p მხარდაჭერით. ავტომატურად მუხტავს მოწყობილობას როცა უყურებთ ვიდეოს დიდ ეკრანზე.

- ახალი შალითები, რომლებიც ავტომატურად ააქტიურებს iPad-ს გახსნისას.

ipad-accessory.jpg

უცვლელი დარჩა:

- ეკრანი
- აკუმულატორის მუხტი
- ფასები (499$ -829)

დამატებითი დეტალები და სრული განხილვა ჩვენს საიტზე, უახლოეს დღეებში !

 

კომპანია DisplaySearch–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის პორტატული კომპიუტერების ბაზრის მოცულობა შეაფასა.

ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მოფლიოში, დაახლოებით, 59,6 მლნ მობილური PC გაიყიდა, რაც კვარტალური გამოთვლებით 8%–ით მეტია, ხოლო წლიური გამოთვლებით — 17%–ით.

ლიდერის პოზიციას, 17,2 %–ითა და 10,2 მლნ გაყიდული მოწყობილობით, Apple არავის უთმობს. თუ არ ჩავთვლით პლანშეტ iPad–ს, რომლის გაყიდვების მოცულობამ, წინა კვარტალში, 7,33 მლნ ერთეულს მიაღწია, სტივ ჯობსის კომპანია რეიტინგში მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იქნება.

მეორეზეა Hewllett-Packard, რომელმაც 9,3 მლნ პორტატული კომპიუტერის რეალიზება შეძლო, რაც ბაზრის 15,6%–ს შეესაბამება. 14%–ით სამეულს ხურავს Acer: სამი თვის განმავლობაში მან 8,4 მლნ მოწყობილობა გაყიდა.

შემდეგ მოდიან Dell და Toshiba შესაბამისად 9,9 (5,6 მლნ გაყიდული პორტატული კომპიუტერი) და 8,6% (5,1 მლნ).

წყარო: DisplaySearch

 

გამოვიდა “არაჩაბმული ჯეილბრეიქის” ანუ ციხიდან სრული გაქცევის ექსპლოიტი შემდეგი iOS 4.2.1 მოწყობილობებისათვის

iPhone 3G
iPhone 3GS с ნებისმიერი ჩამთვირთი სექტორით
iPhone 4
iPod Touch 2G
iPod Touch 3G
iPod Touch 4G
iPad

რას ნიშნავს ეს?

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების მფლობელებს ვისაც გსურთ დააყენოთ პროგრამები ყიდვის გარეშე ანუ სანამ იყიდით დაატესტიროთ :-)  ასევე სისტემაში ჩხიკინ-ფართის მოყვარულებს, უბრალოდ დაინტერესებულ პირებს ვინც დაიტანჯა ჩემსავით 4.2.1 ვერსიის iPad-ზე ყოველი გადატვირთვის შემდეგ თავიდან “დააჯეილოს” სისტემა ! შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაამარქაფოთ თქვენი i-მოწყობილობები, ჩაასხათ უახლესი ფირმვერი ნომრით 4.2.1 (იგულისხმება restore) რის შემდეგაც გაუშვით “მწვანე შხამი” !

სანამ საიტი greenpois0n.com კომაშია მომხმარებლების დიდი რაოდენობით შეგიძლიათ გადმოწეროთ ექსპლოიტი ჩვენი საიტიდან  greenpois0n-osx_rc5.2.zip

ირჩევთ გამოიყენოთ მხოლოდ SIM FREE (ანუ არა განბლოკილი) მოწყობილობებისთვის !

პროგრამა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მაკინტოშისთვისაა გამოსული !

 

კომპანია Strategy Analytics–ის შეფასებით, Google Android–ის პლანშეტური კომპიუტერების წილი გასული წლის ბოლო მეოთხედში, 2010 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ათჯერ გაიზარდა.

ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 2,1 მლნ Android–პლანშეტი გაიყიდა. შედარებისთვის: მესამე კვარტლაში ამ მოწყობილობების მოწოდება 100 ათას შეადგენდა. ბაზარზე, ამ OS-ის პლანშეტების წილი 2,3–დან 22%–მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მესამე მეოთხედში Apple პლანშეტური ბაზრის 95%–ს აკონტროლებდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 75%–მდე ჩამოვიდა. iPad–ის მიწოდების რაოდენობამ 7,33 მლნ ერთეულს მიაღწია, ანუ 2010 წლის მესამე მეოთხედთან შედარებით 74%–ით გაიზარდა.

დღეისათვის ყველაზე გაყიდვად Android-პლანშეტს კომპანია Samsung–ის Galaxy Tab წარმოადგენს, რომლის გაყიდვების მოცუობამ 2 მლნ ერთეულს გადააჭარბა. უახლოეს მომავალში «გუგლპლანშეტების» წარმოებას, სხვა, ისეთი მსხვილი კომპანიებიც აპირებენ, როგორიცაა Motorola. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ Apple iOS–სა და Android–ის პლანშეტური კომპიუტერების საბაზრო წილები 2012 წლისათვის გათანაბრდება.

წყარო: Bloomberg

 

შეძლებს კი სტივ ჯობსის იმპერია ანალიტიკოსის ოპტიმისტური პროგნოზიზ გამართლებას? (რეიტერის ფოტო).

ანალიტიკოსები Apple-ის პროდუქციის, პლანშეტურ კომპიუტერ iPad-სა და კომუნიკატორ iPhone-ის გაყიდვების უსწრაფეს ზრდას პროგნოზირებენ.

Wedge Partners-ის სპეციალისტის ბრაიან ბლეირის აზრით, მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 45-48 მლნ ერთეულს მიაღწიოს. 2010 წელს, როგორც მოსალოდნელია, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით, 13,5 მლნ «აიპადი» გაიყიდება.

ასევე, ბატონი ბლეირი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელთან შედარებით, 2011 წელს iPhone-ბის რეალიზაცია, დაახლოებით, ორჯერ გაიზრდება — 48-50-დან 100 მლნ ერთეულამდე.

თუმცა, ასეთ ოპტიმისტურ შედეგს ყველა არ იზიარებს. მაგალითად, საინვესტიციო ბანკის Oppenheimer-ის სპეციალისტს იაირ რეინერს მიაჩნია, რომ მომავალ წელს iPad-ისა და iPhone-ის გაყიდვების რაოდენობა, შესაბამისად, 23 და 52 მლნ ერთეულს არ გადააჭარბებს.

თავად Apple-ის მონაცემებით, კომპანიამ გასულ ფინანსურ კვარტალში (რომელიც 25 სექტემბერს დასრულდა) 4,19 მლნ «აიპადის» რეალიზება მოახერხა. ასევე, iPhone-ის გაყიდვების რაოდენობამ 14,1 მლნ ერთეულს მიაღწია, რაც 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით მეტია. თუ Apple-ის პროდუქციაზე მოთხოვნა მსგავსი ტემპებით გაგრძელდა, Wedge Partners-ის ანალიტიკოსის ვარაუდი შესაძლოა გამართლდეს კიდეც.

წყარო Apple Insider.

 

გამოვიდა iTunes 10.1 განახლება, რომელიც არის მოსამზადებელი ეტაპი iOS 4.2 ოპ. სისტემის მხარდაჭერითვის. გათვალისწინებულია AirPlay სერვისი AppleTV-თვის და ახალი iOS-ის ფუნქციონალური მხარდაჭერა iPhone 3G, 3GS და iPgone 4-თვის.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache