

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung უახლოეს თვეებში წარმოადგენს მძლავრ კომუნიკატორს Android 2.3.4 (Gingerbread) ვერსიის პროგრამულ პლატფორმაზე.
სმარტფონი სავარაუდოდ გამოვა, დასახელბით Galaxy S II Plus და მიიღებს ორბირთვიან პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც. შედარებისთივს: ფლაგმანური აპარატი Galaxy S II აღჭურვილია 1,2-გიგაჰერციანი ჩიპით. სიახლეს, სავარაუდოდ, ექნება 1 გბ ოპერატიული მეხსიერება.
აღსანიშნავია, რომ სმარტფონის დებიუტი შედგება ივლისში ან აგვისტოში. ეკრანის ზომა სავარაუდოდ იგივე იქნება რაც აქვს Galaxy S II-ს — 4,3 დიუმი.
დამკვირვებლები, ვარაუდობენ, რომ სმარტფონს მოუწევს კონკურენციის გაწევა iPhone-ის ახალი მოდელისთვის, რომელსაც, არსებული მონაცემებით კომპანია Apple დააანონსებს სექტემბერში. ჭორების თანახმად, აპარატი მიიღებს ორბრითვიან პროცესორს А5-ს და კამერას 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით ( iPhone 4-ს აქვს 5-მეგაპიქსელიანი კამერა).
გამეყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.
კომპანია ZionEyez-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება Eyez სათვალეებზე, რომელიც გაყიდვაში გამოვა შემოდგომიდან.
აღსანისშნავია, რომ ჩაშენებულ ვიდეოკამერს შეუძლია მატერიალების გადაღება 720р ფორმატში. აკუმულატორული ელემნტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, მოწყობილობის მუშაობის დრო არის სამი საათი.
ვიდეოსათვალეს აქვს MicroUSB პორტი, 8 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება და Bluetooth ადაპტერი. Eyez-აპლიკაციით, გადაღებული ვიდეო, რომელიც განკუთვნილია iPhone-თვის და Android-მოწყობილობებისთვის, შესაძლებელია გადმოწერილი იყოს სმარტფონზე და შემდეგ ფიჭური ქსელის საშუალებით განთავსდეს ინტერნეტში.
სათვალისთვის შესაძლებელია მინის შეცვლა, რაც მყიდველებს მისცემს საშუალებას აირჩიონ შესაბამისი ლინზები და ა.შ.
Eyez-ის ღირებულება შეადგენს $200, ხოლი ვინც გააფორმებს შეკვეთას 31 ივლისამდე მიიღებს ფასდაკლებას $50-მდე.
გამოყენებულია ZionEyez-ის მასალები.

ელოდებოდით ლამაზ და ადვილ ჯეილბრეიქს iOS 4.3.1 ვერსიისათვის? დღეს თქვენ გაგიმართლათ: Dev-Team-მა გამოაქვეყნა redsnow 0.9.6rc9 ორივე Windows და Mac OS X პლატფორმებისთვის, რაც ჩვეულებრივ მოკვდავებსაც აძლევს საშუალებას გაათავისუფლოს მათი მოწყობილობები ეფლის ხელბორკილებისგან
მხარდაჭერილია მხოლოდ iPhone 3G, iPhone 3GS (GSM); iPod touch 3G, 4G; iPad 1 და Apple TV 2G. ალბათ მოელოდით iPad2-ის ჯეილბრეიქსაც, მაგრამ სამწუხაროდ ეს შუძლებელია, კუპერტინოში მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო
ასევე ultrasnow-ის მომხმარებლებს ურჩევს Dev-Team, რომ მოითმინონ განახლებამდე და თვალყური ადევნონ ჯგუფის ტვიტერს, სადაც სიახლეები იქნება გამოქვეყნებული. მოკლედ ესტუმრეთ ჯგუფის საიტს და მოიმარჯვეთ შესაბამისი ფირმვერი !

გამოვიდა “არაჩაბმული ჯეილბრეიქის” ანუ ციხიდან სრული გაქცევის ექსპლოიტი შემდეგი iOS 4.2.1 მოწყობილობებისათვის
iPhone 3G
iPhone 3GS с ნებისმიერი ჩამთვირთი სექტორით
iPhone 4
iPod Touch 2G
iPod Touch 3G
iPod Touch 4G
iPad
რას ნიშნავს ეს?
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების მფლობელებს ვისაც გსურთ დააყენოთ პროგრამები ყიდვის გარეშე ანუ სანამ იყიდით დაატესტიროთ
ასევე სისტემაში ჩხიკინ-ფართის მოყვარულებს, უბრალოდ დაინტერესებულ პირებს ვინც დაიტანჯა ჩემსავით 4.2.1 ვერსიის iPad-ზე ყოველი გადატვირთვის შემდეგ თავიდან “დააჯეილოს” სისტემა ! შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაამარქაფოთ თქვენი i-მოწყობილობები, ჩაასხათ უახლესი ფირმვერი ნომრით 4.2.1 (იგულისხმება restore) რის შემდეგაც გაუშვით “მწვანე შხამი” !
სანამ საიტი greenpois0n.com კომაშია მომხმარებლების დიდი რაოდენობით შეგიძლიათ გადმოწეროთ ექსპლოიტი ჩვენი საიტიდან greenpois0n-osx_rc5.2.zip
გირჩევთ გამოიყენოთ მხოლოდ SIM FREE (ანუ არა განბლოკილი) მოწყობილობებისთვის !
პროგრამა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მაკინტოშისთვისაა გამოსული !
შეძლებს კი სტივ ჯობსის იმპერია ანალიტიკოსის ოპტიმისტური პროგნოზიზ გამართლებას? (რეიტერის ფოტო).
ანალიტიკოსები Apple-ის პროდუქციის, პლანშეტურ კომპიუტერ iPad-სა და კომუნიკატორ iPhone-ის გაყიდვების უსწრაფეს ზრდას პროგნოზირებენ.
Wedge Partners-ის სპეციალისტის ბრაიან ბლეირის აზრით, მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 45-48 მლნ ერთეულს მიაღწიოს. 2010 წელს, როგორც მოსალოდნელია, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით, 13,5 მლნ «აიპადი» გაიყიდება.
ასევე, ბატონი ბლეირი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელთან შედარებით, 2011 წელს iPhone-ბის რეალიზაცია, დაახლოებით, ორჯერ გაიზრდება — 48-50-დან 100 მლნ ერთეულამდე.
თუმცა, ასეთ ოპტიმისტურ შედეგს ყველა არ იზიარებს. მაგალითად, საინვესტიციო ბანკის Oppenheimer-ის სპეციალისტს იაირ რეინერს მიაჩნია, რომ მომავალ წელს iPad-ისა და iPhone-ის გაყიდვების რაოდენობა, შესაბამისად, 23 და 52 მლნ ერთეულს არ გადააჭარბებს.
თავად Apple-ის მონაცემებით, კომპანიამ გასულ ფინანსურ კვარტალში (რომელიც 25 სექტემბერს დასრულდა) 4,19 მლნ «აიპადის» რეალიზება მოახერხა. ასევე, iPhone-ის გაყიდვების რაოდენობამ 14,1 მლნ ერთეულს მიაღწია, რაც 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით მეტია. თუ Apple-ის პროდუქციაზე მოთხოვნა მსგავსი ტემპებით გაგრძელდა, Wedge Partners-ის ანალიტიკოსის ვარაუდი შესაძლოა გამართლდეს კიდეც.
წყარო Apple Insider.

გამოვიდა iTunes 10.1 განახლება, რომელიც არის მოსამზადებელი ეტაპი iOS 4.2 ოპ. სისტემის მხარდაჭერითვის. გათვალისწინებულია AirPlay სერვისი AppleTV-თვის და ახალი iOS-ის ფუნქციონალური მხარდაჭერა iPhone 3G, 3GS და iPgone 4-თვის.
კომპანია Sony-იმ გამოაცხადა მუსიკალური დოკი RDP-X50iP-ის გამოსვლის შესახებ, რომელიც განკუთვნილია Apple-ის ჯიბის მოწყობილობებისათვის.
სიახლე ერგება შემდეგ სმარტფონებს: iPhone 3G, iPhone 3GS და თანამედროვე მულტიმედიურ ფლეიერებს iPod. iPhone 4 თან თავსებადობაზე არაფერია ცნობილი.
მოწყობილობას აქვს ორი 76 მილიმეტრიანი დინამიკი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც შეადგენს 40 ვატს. ამის გარდა, Sony RDP-X50iP აქვს აუდიობუდე, რომლის მეშვეობითაც მას შეიძლება მიუერთდეს ნებისმიერი ჯიბის ფლეიერი. რათქმა უნდა დოკზე შესაძლებელია მოწყობილობების დატენვა. მოწყობილობის კომპლექტში შედის პულტი.
მოწყობილობის ზომებია – 356×158,1×151,9 მმ, წონა – 1,8კგ.
წყარო: Sony.













