Apple-მა გნაცხადა, რომ კომპანიის უდანაკარგო აუდიო კოდეკი, ALAC გახდება ღია კოდი (open source). ის მსგავსია FLAC კოდეკისა და იყენებს რთულ შეკუმშვის ალგორითმს, რომ უცვლელად გადმოსცეს ორიგინალური მატერიალი. პირველადი განსხვავება ის არის, რომ Apple-ის მოწყობილობები და პროგრამული უზრუნვლეყფოფა ვერ აღიქვამს FLAC-ს. (ყოველ შემთხვევაში ჩარევის გარეშე) მაგრამ შეუძლიათ ALAC ფორმატის გაშვება. გადაწყევეტილება რომ გამოსულიყო ALAC კოდეკი Apache-ის ლიცენზიის ქვეშ პირველ რიგში მიმართულია იმისკენ, რომ გამოვიდეს მრავალი პროგრამა და მოწყობილობა ამ სტანდარტის მხარდაჭერით. ნიშნავს, თუ არა ეს, რომ Apple-ის მუსიკალური ბიზნესი მალე iPod-ებს და iTunes გასცდება და სხვა პლატფორმებზეც იქნება, დრო გვაჩვენებს.
გამოვიდა iTunes 10.1 განახლება, რომელიც არის მოსამზადებელი ეტაპი iOS 4.2 ოპ. სისტემის მხარდაჭერითვის. გათვალისწინებულია AirPlay სერვისი AppleTV-თვის და ახალი iOS-ის ფუნქციონალური მხარდაჭერა iPhone 3G, 3GS და iPgone 4-თვის.
მოგესალმებით ძვირფასო hi-tech.ge-ს მკითხველებო და გილოცავთ შემოდგომის დადგომას !
როგორც იქნა დასრულდა ცხელი ზაფხული და შვებულებაში გატარებული შესანიშნავი დროც
თუმცა ყველაფერი წინაა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში ძალიან უხვი და ბარაქიანი შემოდგომა გველოდება.
ამ მოკლე შესავლის შემდეგ მინდა გახაროთ რომ Apple-მა შეპირებული შემოდგომის “ღონისძიება” უკვე მოაწყო სექტემბრის პირველში, სადაც წარმოადგინა ახალი პროდუქტები და ძველი პროდუქტების განახლება !
როგორც ყოველთვის ამ სპეციალურ ღონისძიებას კომპანიის CEO სტივ ჯობსი უძღვებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოვლენას სტივის მეგობარი და Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკიც ესწრებოდა.
პრეზენტაცია ახალი მაღაზიების წარდგენით დაიწყო და სტივ ჯობსმა სამი ახალი მაღაზიის გახსნის შესახებ ამცნო პუბლიკას.
როგორც სტივ ჯობსმა თქვა – კომპანიას აქვს 300 მაღაზია მსოფლიოს 10 ქვეყანაში (ა.შ.შ. კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, იაპონია, ავსტრალია და ჩინეთი) და ამ მაღაზიებში კვირის ზოგიერთ დღეს მილიონამდე ვიზიტორი დადის.
ჯობსმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებზეც რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება:
დღეისათვის გაყიდული iOS მოწყობილობების სრული რაოდენობა 120 მილიონს შეადგენს
ყოველ დღე აქტიურდება 230 000 ახალი iOS მოწყობილობა
ჩამოტვირთულია 6.5 მილიარდი პროგრამა AppStore-დან. 200 პროგრამა წამში !
რეგისტრირებულია სულ 250 000 პროგრამა, მათ შორის 25,000 პროგრამა iPad-ის თვის.
წარმოდგენილი იქნა ახალი განახლება iOS ოპერაციული სისტემისათვის, რომელშიც განხორციელებულ იქნა შემდეგი ცვლილებები:
შეცდომების გასწორება:
პროქსიმიტი სენსორი, Bluetooth, iPhone 3G-ის დაბალი წარმადობის პრობლემა
High Dynamic Range ფოტოები (მაღალი დინამიური დიაპაზონის ფოტოების გადაღება)
სატელევიზიო შოუების შეძენა
თამაშების ცენტრი
განახლება ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრის შუა რიცხვებიდან.
როგორც იქნა ანონსირებულ იქნა iOS 4.2 განახლება, რომელიც ფოკუსირებული იქნება მხოლოდ iPad-ზე !
ყველაფერი რაც iPhone-ში აქვს iOS 4.1 – iOS 4.2-ში უკვე iPad-ზე იქნება
უკაბელო ბეჭდვა პრინტერზე
AirPlay (აუდიო, ვიდეო და ფოტოების გადაცემა WiFi-ს საშუალებით)
ახლა კი გადავინაცვლოთ iPod-ის სამყაროში
როგორც სტივ ჯობსმა განაცხადა დღეისათვის გაყიდულია 275 მილიონი აიპოდი!
წინა ვერსიისგან განსხვავებით ჯობსმა გადაწყვიტა რომ დაებრუნებინა მოწყობილობისათვის ღილაკები, რადგან მხოლოდ ყურსასმენებზე განთავსებული პულტიდან და ხმოვანი ბრძანებებით მოწყობილობის მართვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა მომხმარებლებისათვის.
მცირე ზომა და ტანსაცმელზე მიმაგრების საშუალება
ადვილად მოსახმარი გახდა ღილაკების დამატებით
Genius მიქსები
VoiveOver (ხმოვანი მართვა)
15 საათი მუსიკის მოსმენის რეჟიმში
2 გიგაბაიტი მეხსიერება
ფასი ა.შ.შ-ში: 49$
ახალი ნანო ევოლუციის შემდეგ ეტაპზე დაემშვიდობა ეფლის Click Wheel-ს და სრულიად მულტი-თაჩ მოწყობილობად იქცა.
მულტი-თაჩ სამომხმარებლო ინტერფეისი
46%-ით მცირე და 42%-ით მსუბუქი ვიდრე წინამორბედი
ტანსაცმეზლე სამაგრი
ხმის დონის საკონტროლო ღილაკები
VoiceOver (ხმოვანი მართვა)
FM რადიო, Nike+, პედომეტრი და
29 ენის მხარდაჭერა
24 საათი მუსიკის მოსმენის რეჟიმში.
ფასები ა.შ.შ-ში:
16 გიგაბაიტი – 179 $
8 გიგაბაიტი – 149 $
როგორც მომხმარებლები ამბობენ აიპოდ თაჩი არის აიფონი ტელეფონის გარეშე მაგრამ სტივ ჯობსის განცხადებით iPod touch არა მხოლოდ მულტი-თაჩ ფლეერია ის აგრეთვე არის #1 პორტატიული სათამაშო კონსოლი, რომ მან გაყიდვებში გაასწრო Nintendo DS-სა და PlayStation Protable-ს ერთად აღებულს.
მას აქვს 50%-ზე მეტი წილი პორტატული სათამაშო კონსოლების ბაზარზე.
მასზე სულ ჩამოტვირთულ იქნა 1.5 მილიარდი თამაში და გასართობი პროგრამა.
ვნახოთ რითი გაუმჯობესდა ეს შესანიშნავი მოწყობილობა
Retina დისფლეი (4-ჯერ მეტი პიქსელი, 326 ppi, 24 ბიტი)
Apple A4 პროცესორი
3-ღერძიანი გიროსკოპი
iOS 4.1 – Game Center-ით
FaceTime – წინა კამერის საშუალებით
HD ვიდეოს გადაღება უკანა პანელზე განთავსებული კამერით.
40 საათი მუსიკის მოსმენის რეჟიმში
ფასები ა.შ.შ-ში:
8 გიგაბაიტი – 229$
32 გიგაბაიტი – 299$
64 გიგაბაიტი – 399$
ახალი iTunes გამოვიდა გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისით მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანი სიახლეა ვიდრე სტივ ჯობსის მიერ წარმოდგენილი ახალი სერვისი:
რომელიც არის ახალი სოციალური ქსელი მხოლოდ მუსიკისათვის სადაც შეგიძლიათ ვალყური ადევნოთ თქვენს საყვარელ არტისტებსა და თქვენი მეგობრების მუსიკალურ ინტერესებს.
ახალი ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პროგრამის ოფიციალური საიტიდან
განახლებული Apple TV
ახალ Apple TV-ს აქვს შემდეგი ტიპის პორტები !
WiFi
HDMI
Ethernet
ელექტრო ქსელი
ძველი+ახალი ფუნქციონალი:
ფილმები, ტელე-გადაცემები და მუსიკა
ყველაფერი HD ფორმატში (თუ არის ხელმისაწვდომი)
მედიის დაქირავება და არა ყიდვა
მოწყობილობას არა აქვს კონტენტის შესანახი საცავი
სტრიმინგი და არა სინქრონიზაცია
ფოტოების სლაიდშოუ
ჩუმი გრილი და პატარა
ასევე გათვალისწინებულია Netflix-ისა და YouTube-ის მხარდაჭერაც.
ფასი ა.შ.შ-ში: 99$
პრეზენტაციის დასასრულს სტივ ჯობსმა სცენაზე მოიწვია კრის მარტინი, რომელმაც პუბლიკას შეუსრულა ორი ძველი ჰიტი და ერთი ახალი (ჯერ კიდევ არ გამოსული) სიმღერა.
ამ მოკლე განხილვის შემდეგ აუცილებლად შემოგთავაზებთ კონკრეტული მოწყობილობებისა და სერვისების სრულ განხილვასაც უახლოეს პოსტებში და რა თქმ აუნდა სპეციალურ პოდკასტში დიმიტრი გოგელიასთან ერთად.
დღეს დილით გამოვიდა iTunes 9.2 რომელიც iPhone 4-ის გამოსვლას უკავშირდება !
iTunes 9.2 შევიდა შემდეგი სიახლეები და ფუნქციები:
iPhone 4-თან სრული სინქრონიზაცია;
წიგნების კითხვა და სინქრონიზაცია iPhone, iPod touch და iOS 4 ასევე iBooks 1.1;
PDF დოკუმენტების წიგნებად ორგანიზაცია და სინქრონიზაცია. PDF დოკუმენტების წაკითხვა iBooks 1.1-ის საშუალებით iPad-ზე, ასევე ნებისმიერ iPhone ან iPod touch-ზე რომელიც მუშაობს iPhone OS 4-ის მართვის ქვეშ.