Apr 272012
 

კომპანია Google-მა განაცხადა, ონლაინ სერვისის, Google Drive-ის გამოშვების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, უფასო ქსელურ საცავს სთავაზობს, ინტერნეტ სერვერებზე.

ახალი სერვისის გამოყენება შესაძლებელია, Windows-ის და Mac OS X -ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე, პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, ასევე Android სმარტფონების გამოყენებით (ახლო მომავალში იგეგმება iOS მხარდაჭერა). შენახულ ფაილებთან წვდომა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადგილიდან.

Google მომხმარებლებს სთავაზoბს 5გბ უფასო სივრცეს. დამატებითი მოცულობისთვის არსებობს ფასიანი ანგარიშები.

ფასების ცხრილი:

25 გბ-ის ფასი არის 2,49 დოლარი, ერთი თვის განმავლობაში,

100გბ — 4,99 დოლარი,

1ტბ — 49,99 დოლარი.

ფასიან მომხარებლებს Google სთავაზობს, Gmail-ის, 25 გბ მოცულობის საფოსტო ყუთს . მოცემულ მომენტში, სერვისი, მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.

YouTube Preview Image

წყარო: Google

Aug 072011
 

რაც მეტი მით უკეთესიო, ნათქვამია და მეც შევუდგები ამ მანუალის თარგმნას ძვირფასო გემუგელებო ! თან ნუ იფიქრებთ რომ თარგმანია მხოლოდ, მეც ამ მეთოდით ვისარგებლე ჩემი ჰაკინტოში ლომად რომ გადამექცია :-)

რაც მეტი მით უკეთესიო, ნათქვამია და მეც შევუდგები ამ მანუალის თარგმნას ძვირფასო გემუგელებო ! თან ნუ იფიქრებთ რომ თარგმანია მხოლოდ, მეც ამ მეთოდით ვისარგებლე ჩემი ჰაკინტოში ლომად რომ გადამექცია :-)
Jul 282011
 

კომპანია Elgato გვთავაზობს, კომპაქტურ TV-ტუნერს HDHomeRun-ს, რომლსაც შეუძლია, ნებისმიერი საშინაო კომპიუტერის გარდაქმნა ტელევიზორად.

მოწყობილობას აქვს, სატელევიზიო ანტენის და ასევე კაბელის შესაერთებელი ბუდე, რომლის მეშვეობითაც, ტუნერი უერთდება Ethernet-ქსელის მარშრუტიზატორს (router). HDHomeRun, იძლევა სხვადასხვა TV-პროგრამების ყურების საშუალებას ერთდროულად ორ კომპიუტერზე, Mac OS X-ის ან Windows-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

თუ, სახლში არის 802.11n სტანდარტის Wi-Fi-ქსელი, შესაძლებელია TV-სიგნალის გადაცემა უკაბელო კავშირით. კომპლექტში შედის, პროგრამული უზრუნველყოფა EyeTV 3, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, პროგრამის დაპაუზება, გადახვევა და ა.შ. გარანტირებულია, თავსებადობა  Windows 7 Media Center-თან.

HDHomeRun-ის შეძენა შესაძლებელია, 180 დოლარად.

გამოყენებულია Elgato-ს მასალები.

Jul 212011
 

მაკისტებს, არამაკისტებს, ჰაკინტოშისტებს და უბრალოდ უსაფრთხო და სტაბილური ოპ. სისტემის მოყვარულებს გილოცავთ ამ მოსალოდნელ რელიზს. სულ რაღაც 29,99 $ თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, მაღაზიაშივე იყიდოთ ახალი სისტემა და დააყენოთ თქვენს ნამდვილ მაკინტოშებზე, ხოლო ჰაკინტოშებზე ამ დღეებში შემოგთავაზებთ ინსტალაციის ინსტრუქციას !

სრული ინფორმაცია ნახეთ ოფიციალურ გვერდზე და Engadget-ის მიმოხილვაში.

Apr 302011
 

იაპონიაში მაისიდან დაიწყება ორიგინალური კლავიატურის Cool Leaf-ის გაყიდვები, რომელიც დაამზადა კომპანია Minebea.

სიახლეს აქვს სენსორული ღილაკები და არცერთი ფიზიკური ღილაკი, ხოლო მისი ზედაპირი არის იდეალურად გლუვი, რაც გამორიცხავს კორპუსის შიგინით ჭუჭყის და მტვერის მოხვედრას. Cool Leaf გამორთულ მდგომარეობაში გამოიყურება, როგორც სარკე, ხოლო ჩართულ მდგომარეობაში მასე გამოისახება სიმბოლოები.

კომპიუტერთან შესაერთებლად გამოიყენება USB ინტერფეისი. ჯერჯერობით მხარდაჭერილია, მხოლოდ Windows-ის ოპერაციული სისტემები, თუმცა მწაროებლების განცხადებით გამოვა Cool Leaf-ის მოდიფიკაცია იმ კომპიუტერებისთვის, რომელებიც არიან Mac OS X-ის ოპერაციულის სისტემის მართვის ქვეშ.

სენსორული კლავიატურის ლოკალიზებული ვერსია, რომელიც განკუთვნილი იქნება იაპონიისთვის გამოვა 13 მაისს, ხოლო მისი ღირებულება იქნება 320 დოლარი. Minebea ასევე გეგმავს Cool Leaf-ის წარდგენას სხვა რეგიონებისთვისაც.

გამოყენებულია Minebea-ს მასალები.

Apr 042011
 

ელოდებოდით ლამაზ და ადვილ ჯეილბრეიქს iOS 4.3.1 ვერსიისათვის? დღეს თქვენ გაგიმართლათ: Dev-Team-მა გამოაქვეყნა redsnow 0.9.6rc9 ორივე Windows და Mac OS X პლატფორმებისთვის, რაც ჩვეულებრივ მოკვდავებსაც აძლევს საშუალებას გაათავისუფლოს მათი მოწყობილობები ეფლის ხელბორკილებისგან :-) მხარდაჭერილია მხოლოდ iPhone 3G, iPhone 3GS (GSM); iPod touch 3G, 4G; iPad 1 და Apple TV 2G. ალბათ მოელოდით iPad2-ის ჯეილბრეიქსაც, მაგრამ სამწუხაროდ ეს შუძლებელია, კუპერტინოში მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო :-) ასევე ultrasnow-ის მომხმარებლებს ურჩევს Dev-Team, რომ მოითმინონ განახლებამდე და თვალყური ადევნონ ჯგუფის ტვიტერს, სადაც სიახლეები იქნება გამოქვეყნებული. მოკლედ ესტუმრეთ ჯგუფის საიტს და მოიმარჯვეთ შესაბამისი ფირმვერი !

Dec 172010
 

შემდეგი წლის პირველ ნახევარში კომპანია Apple გამოუშვებს მისი პროდუქტების განახლებულ ვერსიებს გამოუშვებს. კონკრეტულად: MacBook Pro და iMac-ის ახალ მოდელებს.

არსებული ინფორმაციის საფუძველზე, MacBook Pro ლეპტოპების ახალი ხაზი მინიმუმ ოთხი მოდელით იქნება წარმოდგენილი. iMac მხოლოდ დიდი ზომის დისფლეებით იქნება შეცვლილი. (ახლა მონობლოკები მხოლოდ 21,5 და 27 დიუმის ზომებში გამოდის)

მოსალოდნელია რომ ახალ მოდელებში იქნება Intel Sandy Bridge აპარატული პლატფორმა და ოქტომბერში ანონსირებული შემდეგი თაობის Mac OS X Lion ოპერაციული სისტემა.

წყაროები აღნიშნავენ, რომ 2010 წელს Apple საბოლოო ჯამში შეძლებს გაყიდოს 10 მილიონი ნოუთბუქი, ხოლო შემდეგ წელში ფირმას აქვს გაყიდვების 30-40%-ით გაზრდის შანსი.

ახალი პროდუქტების აწყობის შეკვეთა შესაძლოა მიიღონ კომპანიებმა: Quanta Computer და Foxconn Electronics, რომლებთანაც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

მომზადებულია DigiTimes და TechConnect Magazine-ის მასალებით

Nov 132010
 

გამოვიდა iTunes 10.1 განახლება, რომელიც არის მოსამზადებელი ეტაპი iOS 4.2 ოპ. სისტემის მხარდაჭერითვის. გათვალისწინებულია AirPlay სერვისი AppleTV-თვის და ახალი iOS-ის ფუნქციონალური მხარდაჭერა iPhone 3G, 3GS და iPgone 4-თვის.

Nov 052010
 

გამოვიდა Skype 5.0 ბეტა ვერსია Mac OS X პლატფორმისათვის, ახალი ინტერფეისით, რომელიც აადვილებს პროგრამის მოხმარებას და უფრო მეტად შეესაბამება Mac სტანდარტებს. პროგრამა ერთ მთლიან ფანჯარაშია გაერთიანებული და იყენებს სისტემის მისამართების წიგნს იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ დაურეკოთ, გაუგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები და SMS მეგობრებს მათი  სტატუსის მიუხედავად.

მას უკვე აქვს საკონფერენციო ვიდეო ზარების ფუნქცია – რა თქმა უნდა Skype-ის ბოლო ვერსიასთან Windows-ზე და მიმდინარებეტაზე მაკისთვის.

ამის გარდა განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

  • ახალი მართვის პანელი ზარების მართვის ღილაკებით.
  • სწრაფი ძიება ისტორიაში ჩატში და ძველი შეტყობინებების მოხერხებული დათვალიერება.
  • შეტყობინებების ოფლაინ მიწოდება
  • კონტაქტების პერსონალიზაცია
  • გაწყვეტილ ზარებზე სწრაფი დაბრუნება
  • მცურავი პანელი «კონტაქტების მონიტორი», რომელიც ონლაინში მყოფი მეგობრებისა და ჯგუფებს გვაჩვენებს.

ახალი ვერსიის ჩამოტვირთვა შეიძლება მისამართზე http://www.skype.com/intl/en/get-skype/on-your-computer/macosx/beta/

Jun 162010
 

გამოვიდა Mac OS X 10.6.4 განახლება, რომელშიც არ არის არანაირი ფუნქციონალური დამატება, მაგრამ ასწორებს ზოგიერთ ბაგსადა გაუმართაობას, ასევე შეიცავს Safari 5 – ინტერნეტ ბრაუზერს.

ჩამოტვირთვა უკვე დავიწყე და თუ აღმოვაჩინე რამე გასაკვირი ან მოულოდნელი აუცილებლად დავპოსტავ მოგვიანებით :-)

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache