May 082012
 

დარჩენილია ერთი კვირა Action-RPG Diablo III-ის რელიზამდე, თუმცა, მარკეტინგული კომპაანის Stern Agee-ის აზრით ბევრი რამ უკვე ნათელია. მაგალითად, თამაშის მწარმოებელი Activision Blizzard ელოდება აქციების ღირებელების მკვეთრ ზრდას.

Stern Agee-ის ანალიტიკოსის არვინდ ბატის (Arvind Bhatia) განაცხადებით, «თამაშს აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ გაიყიდოს 4 მლნ-ჯერ და აქედან 3,5 მლნ კომპიის რეალიზება მოხდება 2012 წლის დასრულებამდე». ეს ყველფაერი ეხება მხოლოდ PC და «მაკინტოშ» ვერსიებს. ცნობილია, რომ Blizzard აპირებს თამაში გამოშვებას კონსოლებისთვისაც, რისი მეშვეობითაც გაყიდვების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს რამოდენიმეჯერ. «Diablo II-ის მერე მესამე ნაწილი გამოდის 12 წლის შემდეგ და თამაშს აქვს უდიდესი პოტენციალი», — განაცხადა არვინდ ბატიმ.

რელიზის მომენტიდან (29 ივნისი 2000 წერლი) 14 თვის განმავლობაში Diablo II-ის გაყიდვებმა 4 მლნ კოპიას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ თამაშის  PC და «მაკინტოშ» ვერსიებს მსოფლიო პრემიერა შედგება 15  მაისს.

YouTube Preview Image

წყარო: VG247

Apr 262012
 

მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება, Pro Evolution Soccer (PES)-ის, ახალი სერიის გამოსვლა. Konami  შეეცდება კონკურენცია გაუწიოს Electronic Arts-ის პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორ FIFA-ს.

PES 2013, შემდეგი პლატფორმებისთვის გამოვა: Nintendo 3DS, PSP, PS2, PS3, Wii, Xbox 360 და PC.

თამაშის შექმნაზე მუშაობს Konami Computer Entertainment. სტუდიის განცხადებით, თამაშის სიახლე, PES FullControl იქნება, რომელიც შექმნილია თქვენი ფეხბურთელის, ზუსტი და დახვეწილი კონტროლისთვის. დიდი ყურადღება დაეთმობა, ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს. მაგალითისთვის, კრიშტიანო რონალდოთი თამაშის დროს, თქვენ დაინახავთ მის უნიკალურ თვისებებს, ფინტებს, ბურთის ფლობას, ყველაფერს რასაც იგი საფეხბურთო მოედანზე აკეთებს.

Pro Evolution Soccer 2013-ს ორი სათამაშო რეჟიმი ექნება, ერთმომხარებლიანი და მულტიფლეიერული.

YouTube Preview Image

წყარო: Eurogamer

Apr 192012
 

Bethesda Softworks-მა გამოაქვეყნა Action/RPG, Dishonoured-ის, სადებიუტო ტრეილერი.

თამაში შექმნილია Arkane Studios და Dark Messiah of Might and Magic-ის მიერ. პროექტზე მომუშავე სპეციალისტთა გამოცდილება, მართლაც რომ შთამბეჭდავია, Deus Ex: Human Revolution, BioShock 2 და Half-Life 2, ეს იმ თამაშების სია არის, რომელთა შექმნაშიც, მათ დიდი წვლილი მიუძღვით.

ვიდეო თამაშის სიუჟეტი, ინდუსტრიალურ, რეტრო-ფუტურისტულ სამყაროში ვითარდება, სადაც ტექნოლოგიები, მისტიკა და მაგია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თამაშის მთავარი გმირი, იმპერატორის ყოფილი პირადი მცველი, სახელად კორვო (Corvo) გახლავთ, რომელსაც მისი  დაცვის ქვეშ მყოფის მკვლელობაში სდებენ ბრალს.

Dishonoured-ის რელიზი, 2012 წლის მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი. თამაში Xbox 360, PS3 და PC პლატფორმებისთვის იქნება.

YouTube Preview Image

წყარო: videogamewriters

Apr 192012
 

007 Legends , მორიგი სათამაშო თავგადასავალი, რომლის მთავარი გმირი, ბრიტანელი საიდუმლო აგენტი, ნამდვილი ჯენტლმენი და სუპერშპიონი, ჯეიმს ბონდი (James Bond) იქნება.

გამომცემლობა Activision-ის განცხადებით,  ვიდეო თამაში, 007 Legends დამუშავების პროცესშია. წინასწარი ინფორმაციით, თამაშის გამოშვება, მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტი იქნება კინობონდიანას ნახევარსაუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი. ამ მომენტისთვის, 007 Legends, მხოლოდ ორი პლატფორმისთვის მუშავდება, Xbox 360-სთვის და PS3-სთვის. პროექტს ხელმძღვანელობს Eurocom, რომელმაც James Bond 007: Nightfire-ის კონსოლ ვერსიები შემოგვთავაზა. Eurocom-ის ბოლო ნამუშევარი, Wii პლატფორმისთვის შექმინილი, GoldenEye 007-ის რემეიქი გახლავთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდეო თამაშის სიუჟეტი, კინო ფილმის ექვს სხვადასხვა სცენარს აერთიანებს.

თამაში გვთავაზობს შემდეგ კამპანიებს: ერთმომხმარებლიანი, მულტიფლეიერული და Mi6 Ops Missions რეჟიმს, რომლის დებიუტი, GoldenEye 007-ის რემეიქში შედგა.

წყარო: Eurogamer

Apr 192012
 

 

GFK Chart-Track-ის სააგონტოს ცნობით, ბრიტანული ჩარტის ლიდერი, კვლავ საფეხბურთო სიმულატორი FIFA Street გახლავთ.

გასულ კვირას FIFA Street-მა, ჩარტში პირველი ადგილი, ექშენ Kinect Star Wars-ს დაუთმო. ეს ფაქტი დროებითი აღმოჩნდა, Kinect Star Wars-ზე მოთხოვნა 55%-ით შემცირდა, რის შედეგადაც იგი მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა.

FIFA Street-ის ევრო რელიზი 16 მარტს. თამაში გვთავაზობს 120 კოლექტივს და 35 სათამაშო მოედანს.

საფეხბურთო ვიდეო თამაშის შემდეგ მოდის, RPG, Mass Effect 3. წინა კვირასთან შედარებით, თამაშისადმი მოთხოვნა 34%-ით არის შემცირებული, მიუხედავად ამისა მან მაინც მოახერხა მესამე ადგილიდან, მეორეზე გადანაცვლება. თუკი სრულ მონაცემებს განვიხილავთ, დღეისათვის Mass Effect 3-ის გაყიდვების რაოდენობა (თუ არ ჩავთვლით ციფრულ დისტრიბუციას) შეადგენს 3,08 მილიონ ერთეულს.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი  FIFA 12 გახდა, EA -ს კიდევ ერთი პროექტი და მორიგი  საფეხბურთო სიმულატორი.

მიმდინარე კვირის ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. FIFA Street

2. Mass Effect 3

3. FIFA 12

4. Kinect Star Wars

5. Tiger Woods PGA Tour 13

6. Call Of Duty: Modern Warfare 3

7. The Elder Scrolls V: Skyrim

8. Battlefield 3

9. Mario & Sonic London 2012 Olympic Games

10. SSX

წყარო: Eurogamer

Apr 162012
 

Electronic Arts-ს გამოშვებული აქვს Need for Speed-ის 18 სერია, რომლებმაც სტუდიას 100 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.

EA-ის საკულტო თამაშის ყველა მოყვარულს, სასიამოვნო სიახლე ელის. კომპანიის  გადაწყვეტილებით, დაგეგმილია ვიდეო თამაშს ეკრანიზაცია. სტუდია მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ კინო სტუდიებთან, როგორიც გახლავთ Warner Bros., Sony Pictures და Paramount Pictures. ამ მომენტისთვის, Electronic Arts-თან პარტნიორობის ყველაზე დიდი შანსი, Paramount Pictures -ს გააჩნია.

როგორც ცნობილი გახდა, EA დიდ თანხებს გაიღებს იმისთვის, რომ შემქნან ხარისხიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი. სცენარზე ჯორჯ გატინსი (George Gatins ) მუშაობს, რომელიც ახალგაზრდული კომედიის, ”She’s Out Of My League”-ის აღმასრულებელ პროდიუსერი გახლდათ. ფილმის პროდიუსერი იქნება ცნობილი კინო სპეციალისტი, ჯონ გატინსი (John Gatins), რომლის უკანასკნელი ნამუშავერი  ”Real Steel” გახლავთ.

ამ დროისთვის, ფილმის სიუჟეტი უცნობია, თუმცა სავსებით რეალურია, რომ მისი სცენარი Need for Speed: The Run-ის მსგავსი გახდეს.

წყარო: Gamezone

Apr 142012
 

Electronic Art-მა გამოაქვეყნა, სტუდია Danger Close Games-ის შემოქმედების, Medal of Honor: Warfighter-ის პირველი კადრები.

ვიდეოში ნაჩვენებია, იმ ფრაგმენტების გაფართოებული ვერსია, რომელიც წარმოდგენილი იყო თამაშის დებიუტ ტრეილერში. კადრები საკმაოდ შთამბეჭდავია, დამაინტრიგებელი რეჟისურული დადგმა და ეფექტური ვიზუალური გაფორმება. ნაკლების მოლოდინი ნამდვილად არ გვქონდა, რადგან Warfighter-ის, გრაფიკულ ხარისხზე პასუხისმგებელი ხომ Frostbite 2.0  ძრავია, რომელმაც მშვენივრად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები Battlefield 3-ში.

EA-ს შემოქმედებითმა დირექტორმა, რიჩარდ ფერელიმ (Richard Farrelly), პორტალ CVG-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გაგვიზიარა რამოდენიმე დეტალი თამაშის შესახებ:

”ჩვენ  გაგვაჩნია საკუთარი აზრი და შეხედულება ამა თუ იმ დეტალისადმი. Warfighter და Battlefield 3-ს შორის მართლაც რომ დიდი სხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს საერთო ძრავი გააჩნია. რათმაუნდა არის რამოდენიმე მსგავსებები, მაგალითისთვის: აფეთქება-განადგურება და გამაოგნებელი განათება”.

შეგახსენებთ, რომ Medal of Honor: Warfighter, გამოსვლის თარიღი 23 ოქტომბერია. თამაში Xbox 360, PS3 და PC პლატფორმებისთვის იქნება.

YouTube Preview Image

წყარო: computerandvideogames

Apr 122012
 

დათქმულ ვადაზე ცოტა ხნით ადრე, კომპანია Sony-მ, საკუთარ YouTube-არხზე, მესამე პირის შუთერის, Lost Planet 3-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ამის კვალდაკვალ, გამომცემლობა Capcom-მა გაგვიზიარა პირველადი ინფორმაცია, თამაშის შესახებ.

მაშასადამე, Capcom-ის დაკვეთით, სტუდია Spark Unlimited ქმნის Lost Planet-ის მესამე ნაწილს. სიახლე გამოჩნდება 2013 წლის დასაწყისში. პლატფორმების სია იგივე რჩება, როგორიც იყო მისი წინამორბედებისთვის: PC, Xbox 360 და PS3. თამაშის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გველის როგორც ერთმომხმარებლიანი კამპანია, ასევე რამოდენიმე ქსელური რეჟიმი.
Lost Planet 3 წარმოადგენს თამაშის პირველი ნაწილის პრეისტორიას; ჩვენ კვლავ გველის პლანეტა E.D.N.III-ის ყინულოვანი უდაბნოები. კომპანია Nevec-მა ეს-ეს არის დაიწყო პირველი ნაკადის დასახლება, როდესაც მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: პლანეტაზე აღმოჩნდნენ მტრულად განწყობილი გიგანტური მწერისებრი არსებები. კომპანია Nevec ჯერ კიდევ არ გამხდარა სასტიკი მმართველი, ამიტომაც იგი დაეხმარება ჩვენს გმირს,მეშახტეს სახელად Jim, რომელიც ჩართული იქნება აგრესიულ უცხოპლანეტელების წინაამღდეგ ბრძოლაში.

YouTube Preview Image

წყარო: VG247

Apr 102012
 

შეუერთდით ომს დედამიწისთვის Mass Effect 3-ში! თამაშის მფლობელებს უკვე შეუძლიათ, სრულიად უფასოდ გადმოწერონ პირველი მულტიფლეიერული დამატება.
The Mass Effect 3 Resurgence Pack გვთავაზობს შემდეგ სიახლეებს: ახალი იარაღები, ახალი პერსონაჟები ყველა კლასისათვის, მათ შორის Asari Justicar, Batarian, Geth და Krogan Battlemaster. Resurgence Pack ასევე შეიცავს 2 ახალ რუკას Firebase Condor და Firebase Hydra-ს.
სტუდია BioWare-ის თამაში, რომელიც 6 მარტს გამოვიდა, მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდა ორთაბრძოლა მეთაურ შეპარდსა და მექანიკური რასის წარმომადგენლებს შორის. ეს ქმნილებები პერიოდულად სრულად ანადგურებენ მაღაგანვითარებულ ორგანულ სიცოცხლეს გალაქტიკაში, ხოლო მათი შეჩერების შანსი მხოლოდ ჩვენ გვაქვს.
The Mass Effect 3 Resurgence Pack-ის გადმოწერა შესაძლებელია 10 აპრილიდან PC და Xbox Live-სთვის, ხოლო PlayStation-სთვის 11 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

YouTube Preview Image

წყარო: Eurogamer

Aug 302011
 

პირველი სახის შუთრი, Hard Reset, გაყიდვაში 2011 წლის 13 სექტემბერს გამოჩნდება.

პოლონური სტუდიის, Flying Wild Hog პროექტი ონლაინ–დისტრიბუციის სისტემის, Steam–ის საშუალებით გავრცელდება. მისი ფასი — $30.

როგორც დეველოპერები იუწყებიან, ჩვენ გველოდება მომავლის კიბერ–სამყაროში გასეირნება, სადაც, რობოტებთან ბრძოლის შედეგად, Homo Sapiens–ის უმეტესობა განადგურდა. გადარჩენილებმა თავი ქალაქ ბეზოარს შეაფარეს. ჩვენ (მაიორი ფლეტჩერი) მოგვიწევს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მანქანების მიერდ ალყაში მოქცეული ქალაქის დაცვა.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache