ცნობილია სარბოლო ექშენის, Twisted Metal–ის ჩრდილო ამერიკული რელიზის ზუსტი თარიღი — 2012 წლის 14 თებერვალი. ინფორმაცია გაავრცელა პროექტის მთავარმა დიზაინერმა და ხელმძღვანელმა, დევიდ ჯეფმა  (David Jaffe).

Sony Computer Entertainment–ის (SCE) ამერიკულ განყოფილებას თამაშის გამოშვება 4 ოქტომბრისთვის უნდოდა, თუმცა დაუსახელებელი მიზეზების გამო თამაშის რელიზი გადაიდო. ევროპული რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში მხოლოდ PS3–სთვის იწერება; სტუდია — Eat Sleep Play.

მომხმარებელს ელოდება «დაუნდობელი ბრძოლები» უამრავი იარაღითა და მოტოციკლებით, მსუბუქი ავტომობილებით, ფურგონებითა და ვერტმფრენებითაც კი. რბოლა და სროლა შესაძლებელი იქნება როგორც ერთმომხმარებლიან, ასევე ონლაინ რეჟიმში (16 მოთამაშე).

თამაშის დემონსტრაცია:

წყარო: Eurogamer

 

 

გამოვიდა მესამე სახის ექშენის, Warhammer 40,000: Space Marine–ის დემოვერსია, იუწყება სტუდია Relic Entertainment.

დემო ხელმისაწვდომია სამივე პლატფორმისათვის: PC, Xbox 360 და PS3. PC-ის მფლობელებს სიახლის გადმოწერა შეუძლიათ Steam–სისტემიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ დააჭიროთ ამ ბმულს. ჩვენს განკარგულებაშია ორი დონე, სადაც ჩვენ მოგვიწევს კოსმოსური ორკების განადგურება და რეაქტიული კოსმოდესანტური ზურგჩანთით ფრენა.

რაც შეეხება თამაშის სრულფასოვან რელიზს, რომელზეც გამომცემლობა THQ ზრუნავს — 6 სექტემბერს ა.შ.შ–სა და კანადაში, 9–ში — ევროპაში. სისხლისმსმელმა ორკება დაიპყრეს პლანეტა–სამჭედლო, სადაც იწარმოება კაცობრიობის ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი იარაღები. ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის დაკარგვა დაუშვებელია, ამიტომაც ულტრამარინების ორდენი გვაგზავნის ჩვენ, პირდაპირ ჯოჯოხეთის შუაგულში.

თამაშის თრეილერი:

წყარო: VG247

 

ფრანგული სტუდია Dontnod 2012 წლის მიწურულისთვის მესამე სახის სათავგადასავლო ექშენს, Adrift–ს გამოუშვებს. პროექტი PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ წინასწარი მონაცემებით, რადგან თამაშს ჯერჯერობით გამომცემელიც კი არ ჰყავს. უფრო ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია, როგორც დეველოპერები გვპირდებიან, უახლოესი მომავლისთვის იქნება ცნობილი.

მოთამაშეები მოხვდებიან 2084 წლის ნეო–პარიზში. თქვენ გელოდებათ ნამდვილი დისტოპია, შეთქმულებები და სრული ქაოსი. XXI საუკუნის დასაწყისში სოციალური ქსელების სწრაფი მომრავლება საშინელ შედეგებს მოიტანს, დარწმუნებულნი არიან მწარმოებლები. სამყაროს შთანთქავს ტექნოლოგია, კორპორაციები დაიწყებენ ადამიანის მეხსიერებისა და გონების მართვას, ხოლო მოგონებები ყველაზე ძვირფასი სავაჭრო პროდუქტი გახდება.

როგორც გვპირდებიან თამაშში იქნება ბრძოლები, სტელს–ელემენტები, თავსატეხები…

თამაშის ვიდეო რგოლი:

წყარო: VG247

 

ზეგ, 30 ივნის, ექშენ–RPG თამაშის, Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება იწყება, იუწყება კომპანია HanBitSoft.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩრდილო–ამერიკელ და ევროპელ გეიმერებს. ბეტა–ტესტირებაში მონაწილეობის მსურველები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ თამაშის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ხოლო რაც შეეხება სრულფასოვან რელიზზს, სიახლე მიმდინარე წლის მიწურულს გამოვა.

პროექტის ორიგინალს Hellgate: London ეწოდება და Flagship Studios–ისა და Namco Bandai–ის შვილობილს წარმოადგენს, რომელიც 2007 წელს გამოვიდა. თუმცა მაშინ თამაშიდან საკმაო შემოსავლის მიღება ვერ მოხერხდა და 2010 წელს პროექტზე სრული უფლება HanBitSoft–მა გადაიბარა. ამ უკანასკნელმა კი გადაწყვიტა თამაში სრულიად უფასო გაეხადა და შემოსავალი მხოლოდ დამატებითი მატერიალებიდან და ფუნქციებდან მიეღო.

გარდა ძველი კონტენტისა, თამაშს დაემატა ახალი PvP-არენები და Cow Room რეჟიმი, სადაც მოთამაშეს მოუწევს ზომბების დაუსრულებელ არმიასთან ბრძოლა.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Joystiq

 

Assassin’s Creed-ის ექშენ-სერიას Wii U-ზე გადაიტანენ, განაცხადა გამომცემლობა Ubisoft.

პროექტზე მუშაობა კანადურ სტუდია Ubisoft Quebec-ს ანდეს. თამაშის რელიზს 2012 წლმადე არ უნდა ველოდოთ და რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში, კონსოლის გამოსვლამდე. ცნობილი გახდა,რომ დამუშავების დროს თამაშის სიუჟეტში გამოყენებული იქნება უკვე გამოსული PC, PS3 და Xbox 360-ვერსიების მატერიალები.

ასასინების ორდენში მოხვედრის შემდეგ მოთამაშეს მოუწევს ტამპლიერებთან საიდუმლო ომის წარმოება. თამაშის მთვარი გმირი, სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით, შეძლებს საკუთარი გენეტიკური მეხსიერების წაკითხვას, ანუ გადაავლოს თვალი საკუთარი წინაპრის თავგადასავალს. მანიპულატორის სენსორული ეკრანის გამოყენებით ჩვენ შევძლებთ რუკის ნახვას, იარაღის არჩევას და ყველა თავსატეხის ამოხსნას, რომელიც სპეციალურად Wii-ვერსიისთვის მზადდება.

ასევე, Ubisoft-მა შეგვახსენა, რომ Assassin’s Creed: Revelations-ის PC, PS3 და Xbox 360-ვერსიები მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გამოვა, რომელიც ლეგენდარული გმირის, ეციოს ისტორიას დაასრულებს.

თამაშის თრეილერი:

წყარო: VG247

 

იაპონური სტუდია VanillaWare როლური 2D–ექშენის, Dragon’s Crown–ის შექმნით არის დაკავებული, რომელიც PlayStation 3–ზე გამოვა.

იუწყებიან, რომ რელიზი 2012 წელს შედგება. თამაში გახდება ერთგვარი სათავგადასავლო მულტიფლეერული საიდ–სქროლერი, რომელიც ოთხ მომხმარებლიან კოოპერატიულ რეჟიმზეა გათვლილი. მის გამოშვებაზე კომპანია UTV Ignition ზრუნავს.

Dragon’s Crown–ში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე კლასი, თითოეული განსაზღვრული შესაძლებლობებითა და უნარით. ჯგუფის შექმნის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს მიწისქვეშეთისა და უძველესი სამარხების გამოკვლევა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გავიგოთ «სამყაროსთვის სახიფათო, უძველესი დრაკონის» საიდუმლო.

ჩვენი გმირი, ომში ჩაბმის შემდეგ, დააგროვებს გამოცდილებას, ისწავლის ახალ ტექნიკას, მიიღებს უნიკალურ შესაძლებლობებს, იარაღსა და აბჯარს…

თამაშის თრეილერი:

წყარო: Joystiq

 

ექშენ–პროექტი, Darksiders II Nintendo–ს უახლეს კონსოლზე, Wii U–ზე გამოვა, იუწყება გამომცემლობა THQ.

თამაში, რომელიც სტუდია Vigil Games–ში იქმნება, მზის შუქს 2012 წელს იხილავს; U-რელიზი PS3, Xbox 360 და PC ვერსიების გამოსვლასთან ერთად შედგება.

რაც შეეხება თამაშის სიუჟეტს, მოქმედება Darksiders–ის ორიგინალის ისტორიის პარალელურად ვითარდება. პირველ ნაწილში ჩვენ ვიყავით აპოკალიფსის მხედარი, ომი. მეორე ნაწილში მოგვიწევს სიკვდილის როლოს მორგება. მოკლედ, ჩვენს გმირს მოუწევს ჭეშმარიტი დამნაშავის მოძებნა და ძმის გამართლება. არ იფიქროთ, რომ ჩვენი სიკვდილი გაძცალტყავებული პერსონაჟია — ის არის გრძელთმიანი მამაკაცი უზარმაზარი ბიცეფსით.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

 

ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft–მა კარგი და ცუდი ინფორმაცია გვაუწყა. მოდი ცუდით დავიწყოთ.

Beyond Good & Evil 2 (BG&E2) არსებულ პლატფორმაზე არასდროს არ გამოვა. სულ გვიმტკიცებდნენ, რომ თამაში ეს ესაა გამოვა, თუმცა საბოლოოდ ყველა ინფორმაცია PR-სიცრუე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მიშელ ანსელი ახალ პლატფორმას ელოდება, ანუ BG&E2–ს შეიძლება რამდენიმე წლით დავემშვიდობოთ.

«ჩვენი მთავარი პრიორიტეტი — არკადა Rayman Origins–ის შექმნა, — განაცხადა ანსელმა. — BG&E2-ის დამუშავება ძალიან შორს წავიდა, ამიტომ პროექტს ჩვენ არ დავხურავდთ. თუმცა ის მხოლოდ NextGen-კონსოლებზე გამოვა».

ახლა დავივიწყოთ ანსელის არეული აზრები და გადავიდეთ სათავგადასავლო ექშენზე — The Adventures of Tintin: The Game, რომელიც სტუდია Ubisoft Montpellier–ის მერ მუშავდება. თამაში CG–ფილმის, «ტინტინის თავგადასავალი: მარტორქის საიდუმლოს» მოტივებზე იქმნება, რომლის რეჟისორი სტივენ სპილბერგი (Steven Spielberg) გახლავთ. ხოლო თავად სურათი, იქმნება ბელგიური კომიქსის, «ტინტინის თავგადასავლის» მიხედვით, რომელიც პირველად 1929 წელს გამოჩნდა.

თამაშში გაერთიანებულა 3D–რბოლები, ქვესტები და ექშენი. პროექტი გამოვა PS3–ზე, Xbox 360–ზე, Wii–ზე, DS–სა და PC–ზე კინოპრემიერის დროს, რომელიც 23 დკემბერს შედგება.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

 

სტუდია Insomniac Games–მა წარმოადგინა თავისი ახალი პროექტი — ექშენი OverStrike.

გასულ კვირას დეველოპერები აცხადებდნენ, რომ მუშავდება სრულიად ახალი თამაში, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს უკვე გამოსულ პროექტებთა. გუშინ ჩვენ გავიგეთ, რომ OverStrike — ეს არის ოთხ მოთამაშეზე გათვლილი კოოპერატიული შუთერი.

პროექტი წარმოადგენს ახლო მომავალს, სადაც რომელიღაც საიდუმლო ორგაიზაცია, გადატრიალებითა და კანონის დაუმორჩილებლობით, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავს. მოთამაშეს მოუწევს ერთ–ერთი ელიტარული აგენტის როლის მორგება, რომელსაც ბოროტმოქმედებთან მუშაობა ევალება. თითოეულ გმირს გააჩინია უნიკალური თვისებები, შესაძლებლობები და იარაღი.

თამაშის დამუშავება 2012 წლამდე დასრულდება. პლატფორმები: PC, PlayStation 3 და Xbox 360.

თამაშის ვიდეო–რგოლი:

წყარო: Eurogamer

 

როლური ექშენი, Mass Effect 3, რომელიც სტუდია BioWare–ში იქმნება, 2012 წლის 6 მარტს გამოვა.

რა თქმა უნდა სასიამოვნოა გამოსვლის ზუსტი თარიღის ცოდნა, მაგრამ მთავარი სიახლე სულ სხვაა: BioWare–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რეი მუზიკამ (Ray Muzyka) განაცხადა, რომ კონსოლ Xbox 360–სთვის გამოსულ ვერსიას Kinect–ის მხარდაჭერა ექნება. არაფერი არ გეჩვენებათ, საუბარია მოწყობილობაზე რომელიც აანალიზებს თქვენს სხეულს, იმეორებს თქვენს მოძრაობას და ამ ყველაფერს გამოსახავს ეკრანზე.

«შეპარდი გაიმეორებს ყველა ჩვენს მოძრაობას, ხოლო მისი გუნდი დაემორჩილება თქვენს ხმოვან ბრძანებას», — ახსნა ბატომა მუზიკამ. Е3–ის პრეზენტაციაზე უჩვენეს დიალოგის დროს თუ როგორ ავირჩიოთ რეპლიკა. შეპარდის ხელქვეითები, როგორც ცხვრები, მოძრაობდნენ იმ მიმართულებით საითაც მათ უბრძანებდნენ, იმელაბოდნენ და ასრულებდნენ სხვა მსგავს ტაქტიკურ დეტალებს.

Mass Effect 3 დაასრულებს ისტორიას კაპიტან შეპარდსა და მის ომებზე განვითარებულ კოსმოსურ რასებთან.

Mass Effect 3–ის ხმოვანი რეჟიმისს დემონსტრაცია:

წყარო: Eurogamer

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache