May 122011
 

საავიაციო ექშენ–არკადა Ace Combat: Assault Horizon მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გამოვა, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai.

Namco–ს შიდა სტუდიის, Project Aces–ის მიერ დამუშავებული თამაში, მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა.

დეველოპერები «სრულფასოვან ერთმომხმარებლიან კამპანიასა» და ზოგიერთ მულტიფლეიერულ რეჟიმს გვთავაზობენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ. როგორც თამაშის წინა სერიებში, აქცენტი მასიურ საჰაერო ბრძოლებზეა გაკეთებული, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. დაივიწყეთ აეროდინამიკა, გადატვირთვა და ნამსხვრევები ძრავებში: Ace Combat — ეს არის ექშენი და სანახაობრივი აფეთქებები.

სხვათა შორის, Namco–ში, ასევე, განაცხადეს, რომ Project Aces Ace Combat–ის 3DS-ვერსიაზეც მუშაობს.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

Mar 272011
 

Guitar Hero III: Legends of Rock კომპანია Activision–ის ყველაზე წარმატებული პროექტი  გახდა, იუწყება ანალიტიკური კომპანია NPD Group.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ეს თამაში ყველაზე მომგებიანია ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში. რითმ–არკადა, რომელიც სტუდია Neversoft–ში შეიქმნა, 2007 წელს PS2–ზე, PS3–ზე, Wii–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ შტატებში, გაყიდვების მოცულობამ $830,9 მლნ–ს მიაღწია, რაც Call of Duty: Black Ops–ის (გამომცემლობა Activision) მანაცემებთან შედარებით, რომელიც რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, $43,5–მლნით მეტია.

შეგახსენებთ: თამაშ Guitar Hero–ს სერიებში მომხმარებელი მუსიკალური ჯგუფის ერთ–ერთი წევრის როლს ირგებს და ეკრანზე გამოსახული ნიშნების საშუალებით რითმულად აჭერს თითებს კონტროლერზე. თუ გაყიდვების რაოდენობას გადავხედავთ (გათვალისწინებულია მხოლოდ კონსოლები): ა.შ.შ–ში  11,62 მლნ ასლი გაიყიდა, ხოლო მთელს მსოფლიოში, დაახლოებით — 15,57 მლნ.

სიის მესამე ადგილზე ფიტნეს–სიმულატორი Wii Fit იმყოფება, რომელმაც კომპანია Nintendo–ს $736,6 მლნ მოუტანა. Wii Fit–ის თამაში მხოლოდ სპეციალური დაფის Balance Board–ის საშუალებით არის შესაძლებელი, ხოლო რითმ–არკადას კომპლექტში შედის პლასტმასის გიტარის მსგავსი სპეციალური მანიპულატორი.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=dNl7bX5UwGM

წყარო: Eurogamer.

Oct 272010
 

საჰაერო დუელი.

ვერტმფრენების სიმულატორი Apache: Air Assault გაყიდვაში 19 ნოემბერს გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა «1С».

თამაში მოსკოვის სტუდია Gaijin Entertainment-ში მუშავდება. პროექტის საზღვარგარეთულ ვერსიაზე (რუსეთის ფარგლებს გარეთ) კომპანია Activision ზრუნავს. პლატფორმების სია — PC, PS3 და Xbox 360.

ყველაფერი ძალიან მარტივია: მოთამაშეს მოუწევს, «XX საუკუნის ა.შ.შ.-ს არმიის საუკეთესო ვერტმფრენის», «აპაჩის» პილოტის როლის მორგება. ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში მრავლად არიან აფრიკელი პირატები, აზიელი მეამბოხეები, კრიმინალი კარტელები…

შემქმნელები აცხადებენ: ეს არ არის ბანალური არკადა, ეს არის რეალური სიმულატორი დახვეწილი აეროდინამიკური მოდელებითა და ლანდშაფტებით, რომელიც შექმნილია კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე დაყრდნობით. თქვენ გჯერათ მათი?

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Hck6RL_Asn0

წყარო «».

Oct 102010
 

გამომცემლობა Deep Silver-მა გამოაქვეყნა სარბოლო არკადის Nail’d-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი. ა.შ.შ-სა და გერმანიაში თამაში გამოჩნდება 30 ნოემბერს, ხოლო ევროპის სხვა ქვეყნები 2011 წლის იანვრამდე დაიცდიან. თამაშის შექმნაზე ზრუნავს პოლონური სტუდია Techland.

… და ბოლოს, თამაში დიდი ბრიტანეთის მზეს ვერ იხილავს თებერვლის დასაწყისამდე. «ბრიტანული პრემიერა დაგეგმილია 4 თებერვლისათვის», — აზუსტებენ გამომცემლები.

«ჩვენი თამაში უფრო დიდია, უფრო სწრაფია, უფრო მაღალია და უფრო გრძელია სხვა ნებისმიერ პროექტთან შედარებით!» — მოკრძალებულად აცხადებენ მწარმოებლები. მოთამაშეს მოუწევს კვადროციკლებითა და მოპედებით რბოლა. თუ მზად არ ხართ, ჯობია არ ჩართოთ ძრავა, რადგან თქვენ გელოდებათ გარდაუვალი სიკვდილი…

თამაშის თრეილერი:

წყარო Eurogamer.

Jul 202010
 

რითმ-არკადა Rock Band 3 გამოვა 2010 წლის ოქტომბერში, იტყობინებიან დეველოპერები Harmonix-დან.

“მსოფლიო პრემიერა შედგება 26 ოქტომბერს”, — დააზუსტა გამომცემლობა MTV Games-მა.Electronic Arts-მა, რომელიც პროექტის დისტრიბუციაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა რომ მთლიანი ვერსია, ტომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი გამოვა 29 ოქტომბერს. პროექტი იქმნება Xbox 360, PS3, Nintendo Wii და DS-ისათვის.

თამაშის შემქნელები PR განყოფილებასთან ერთად ერთ ხმაში აცხადებენ რომ ეს თამაში კიდევ ერთხელ გადაატრიალებს მუსიკალური თამაშების ინდუსტრიას. კონკრეტულად რას გულისხმობენ ისინი ჯერ-ჯერობით გაუგებარია. რადგან თამაშის პრინციპი იგივე რჩება, უნდა აირჩიო სასურველი მუსიკა და უნდა ჩაჯდე ტაქტში.

თუმცა რა თქმა უნდა თამაშში სიახლეებიც არის. თამაშში გამოჩნდება კლავიშის კონტროლერის მხარდაჭერა, რომელიც იქნება პიანინოს/ სინთეზატორის როლში. ასევე როგორც ცნობილია თამაშში იქნება Pro mode სადაც პლასმასის ინსტრუმენტების მაგივრად, ჩვეულებრივი ექვს სიმიანი გიტარის გამოყენება იქნება შესაძლებელი. “ეხლა თქვენ უკვე მარტო ღილაკებძე ჭერა კი არ მოგიწევთ არამედ შეძლებთ ნამდვილი გიტარის ათვისებასაც” — ღიმილით აცხადებენ მწარმოებლები.

წყარო: Eurogamer.

Jun 132010
 

კომპანია Warner Bros. – ის გამომცემლობამ დააანონსა ლეგენდარული თამაშის Mortal Kombat – ის შემდეგი ეპიზოდის გამოსვლის შესახებ.

თამაშის ლიცენზიის  მფლობელი კომპანია Midway Game, გაკოტრდა და შესაბამისად ლიკვიდირებული იქნა, ხოლო კომპანიის აქტივები, მათ შორის Mortal Kombat – ის ლიცენზია გაიტანეს გასაყიდად. თამაშის ლიცენზია შემდეგ შეიძინა Warner Bros. Entertainment – მა და მას შემდეგ თამაშის სერიათა გაგრძელების ბედი უცნობი იყო.

თამაშის შექმნით დაკავებულია სტუდია NetherRealm, რომლის ხელმძღვანელიცაა ედ ბუნი (Ed Boon), რომელიც 50 წლის განმავლობაში მუშაობდა Midway – ში, და იგი არის ერთ-ერთი ავტორი Mortal Kombat – ის წინა სერიებისა.თამაში იქმნება ახალ ბაზაზე.შემქმნელებმა გადაწყვიტეს რომ უარი ეთქვათ 3D – ზე .თამაშში ასევე იქნება რამდენიმე ახალი რეჟიმი — ორი-ორზე ჩხუბი და კოოპერატიული დაპირისპირების რეჟიმი.

თამაში 2011 წელს გამოვა PS3 – სა და Xbox 360 – ისათვის.

გამოყენებულია Eurogamer – ის მასალები.

May 072010
 

კომპანია Ubisoft-მა გამოუშვა ავიაციური არკადის Tom Clancy’s HAWX-ის გაგრძელება. თამაშის მეორე ნაწილი გამოვა Xbox 360, PS3, Wii და PC პლადფორმისთვის, რელიზის თარიღი — 2010 წლის შემოდგომა.

«თამაში მოთამაშეებს მისცემს საშუალებას განიცადონ საჰაერო ბრძოლის მძაფრი შეგრძნებები, რაც HAWX-ს აქცევს შესანიშნავ გართობად», — განაცხადეს Ubisoft-ის წარმომადგენლებმა. სულ ეს არის, ის ინფორმაცია რაც ცნობილია Tom Clancy’s HAWX 2-ის შესახებ.

პირველი ნაწილი შექმნილია Ubisoft Romania-ის მიერ, გასული წლის მარტში. თმაში იწყება პათოსური სიტყვებით ჩვეულებრივ ამერიკელ ბიჭზე — მომავლის სამხედრო პილოტზე. შტატისთვის ერთ საშინელ დღეს სამხედრო კორპორაცია აბუნტდა, რის გამოც მოგვიწია გამანადგურებლის შტურვალზე დაჯდომა, რათა დაგვემყარებინა წესრიგი ზეცაში.

თამაშის თრეილერი:

გამოყენებულია Eurogamer-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache