Feb 092011
 

კომპანია Capcom–მა Devil May Cry 4: Refrain–ის iOS–ვერსიის რელიზის შესახებ განაცხადა. თამაშის შეძენენა სადისტრიბუციო სისტემა App Store–ში უკვე შესაძლებელია.

თამაშის მობილური ვარიანტი სტუდია Capcom–ში შეიქმნა. ორიგინალური პროექტი, 2008 წელს, PC-ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვიდა. iOS–თამაშის ღირებულება $6,99–ს შეადგენს.

სიუჟეტი უცვლელი დარჩა: ერთხელ, ერთ–ერთ სამხედრო შეხვედრაზე ვიღაც დანტემ (თამაშის მთავარი გმირი) შეაღწია და წევრების უმეტესობა დახოცა, თუმცა ძალიან ბევრი მათგანი დემონი იყო. იმისათვის, რომ გავიგით დანტეს მოტივები უნდა დავხუროთ 10 მისია და გავანადგუროთ ყველა მოწინააღმდეგე, ბოსების ჩათვლით. მთავარი გმირი აღჭურვილია რამდენიმე პისტოლეტით, ხმლით და «დემონური მკლავით».

ვიდეო–რგოლი თამაშიდან:

წყარო: Eurogamer

Jun 212010
 

თამაშის სიუჟეტი ვითარდება Metal Gear Solid 2: Sons of Liberty–ის და Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots–ს შორის. შემქმნელების თქმით, ახალი თამაში სერიალის თაყვანისმცემლებს აუხსნის, თუ რატომ გახდა მეოთხე ნაწილის გმირი, სახელად რაიდენი (Raiden), კიბერნინძა.

პროექტის ხელმძღვანელმა მინეშ კიმურამ (Minesh Kimura) დაადასტურა ზემოთთქმული და დაამატა, რომ მომავალ თამაშში გაერთიანებული იქნება რამდენიმე ჟანრი. მიუხედავად იმისა, რომ Metal Gear Solid: Rising შეიძლება მივაკუთვნოთ hack and slash ჟანრს, ასევე მასში იქნება stealth–ის ელემენტები. გარდა ამისა, ახალი თამაში ბევრად უფრო «სწრაფი» იქნება ვიდრე მისი წინამორბედები. რაიდენის მთავარ იარაღს — ხმალს — როგორც თამაშის მწარმოებლები იუწყებიან დაემატება რამდენიმე სხვა ტიპის იარაღიც.

ჯერჯერობით თამაშის შესახებ სხვა ინფორმაცია და გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ თამაში გამოვა შემდეგი პლადფორმებისთვის: PlayStation 3, Xbox 360 და PC.

გთავაზობთ თამაშის პირველ გეიმფლეი რგოლს:

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache