Feb 192011
 

ზომბი–ჰორორის, Dead Island–ის დამუშავება გრძელდება, იუწყება გამომცემლობა Deep Silver.

პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, რის შემდეგაც თამაში უბრალოდ გაქრა. თუმცა 2009 წელს პოლონურმა სტუდია Techland–მა მოულოდნელად განაცხადა, რომ «დამუშავება სრული დატვირთვით მიმდინარეობს და პროექტი მშვენივრად გრძნობს თავს». რა თქმა უნდა! ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ისევ ჩამოწვა «მდუმარება», და ბოლოს: ჩვენ ისევ მოგვაწოდეს ინფორმაციის ნაგლეჯი.

პროექტის დასრულება 2011 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. თამაში PC-ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვა.

მოთამაშეს მოუწევს ტროპიკულ კუნძულზე გამგზავრება, სადა მოულოდნელად გავრცელდა ზომბოეპიდემია. მოსიარული მკვდრები ანადგურებენ დარჩენილ სიცოცხლეს, ჭამენ ნებისმიერ მოსიარულე არსებას და თავიანთი სუნითა და გარეგნობით აშინებენ «წესიერ ოჯახში» გაზრდილ გოგონებს. შესაძლოა თამაშს RPG–ელემენტებიც დაემატოს, მაგალითად პერსონაჟთა რამდენიმე კლასი, მთავარი გმირის «წავარჯიშება», იარაღის კოსტუმიზაცია… ზომბების «ხერხვაზე» მნიშვნელოვანი, თქვენთვის, გადარჩენაა. «ცეცხლსასროლი იარაღი გაქვთ, თუმცა ძალიან ცოტაა ტყვია» — გვაფრთხილებენ მდუმარე პოლონელები. თუმცა ეს ხომ კუნძულია და არა არსენალი?..

თამაშის თრეილერი:

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: Eurogamer

Dec 062010
 

მესამე სახის კონსოლური ჰორორ-შუთერის Dead Space 2-ის დემოვერსია წლის ბოლოს გამოჩნდება.

თამაში მუშავდება სტუდია Visceral Games-ის მიერ, ხოლო მის გამოსვლაზე გამომცემოლობა Electronic Arts ზრუნავს. პროექტი განკუთვნილია, მხოლოდ, შემდეგი პლატფორმებისთვის: PC, PS3 და Xbox 360.

Dead Space 2-ის გმირი — ჩვენთვის კარგად ცნობილი ინჟინერი აიზეკ კლარკი. მას ისევ უწევს კოსმოსში წესრიგის დამყარება. საშინელი კოსმოსური არსებები და სამთავრობო აგენტები ჩვენი მიღწევების მონაწილეები და მოწმეები არიან.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=VKyHZCRkOaY

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: VG247.

Oct 302010
 

გამომცემლობა WB Games გვპირდება, რომ ჰორორ-შუთერ F.E.A.R. 3-ს გამოუშვებს 2011 წლის მარტში. დასახელებულია ზუსტი თარიღიც 22.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში რელიზი გადატანილი იყო 2011 წლისათვის. მიზეზი ჩვეულია Day 1-ის დეველოპერებს ” უნდა ქონდეთ დამატებითი დრო პროექტის ბოლომდე მწყობრში მოსაყვანად”. თამაში გამოვა პერსონალური კომპიუტერებისათვის, Xbox 360 და PS3-სთვის.

სიუჟეტის დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ყველა გმირს აქვს უნიკალური თვისება, რაც გასვლის სტილი ტავისებურებების შეცვლას გვპირდება. ამ შესაძლებლობების შეთავსებით ( ერთი — ტელეკინეზს ფლობს კარგად, მეორე კარგად ისვრის და ა.შ) იწყობა თამაშის ახალი რეჟიმი. ამას გარდა თამაშში გასვლა “კოოპერაციითაც” იქნება შსაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ F.E.A.R-ის სერიას “საფუძველი ჩაეყარა” 2004 წელს კომპანია Monolith Games-ის მიერ.

F.E.A.R-ის თრეილერი:

გამოყენებულია VG247-ის მასალები.

Sep 282010
 

გამომცემლობა Microsoft Game Studios-მა, როგორც წინა კვირას შეგვპირდა, შეგვატყობინა დამატება Alan Wake: The Writer-ის რელიზის დრო და ფასი.

ფსიქოთრილერი Alan Wake-ის ადონი, რომელიც ფინურმა კომპანია Remedy-იმ შექმნა, რომელმაც სახელი გაითქვა “მაქს პეინით”, გამოჩნდება 12 ოქტომბერს. რელიზი იწნება ციფრული (მხოლოდ Xbox Live-ის ქსელში) მისი ფასია $7.

შეგახსენებთ, რომ Remedy-ის ხელმძღვანელის მატიას მილრინის თქმით (Matias Myllrinne), The Writer გახდება მეორე და ბოლო თამაშის დამატება. დამატება წერტილს დაუსვამს თავის კოშმარებში დაკარგული მწერლის ჩახლართულ ისტორიას: მოთამაშეებს ახსოვთ, რომ ეს სურეალისტური სამყარო არის ბატონი უენკის წიგნების პროექცია.  The Writer-ის სიუჟეტს არ ახმაურებენ; ცნობილია მხოლოდ ის, რომ “ჩვენ მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს, ამოვიცნობთ ყველა გამოცანას და წერტილს დავუსვამთ ალანის მენტალურ ტანჯვას”.

გამოყენებულია VG247-ის მასალები

Sep 092010
 

კომპანია Konami-იმ წარმოადგინა ჰორორი Silent Hill 8. შეიძლება ითქვას, რომ ანონსი ფორმალური: პროექტის შესახებ პირველად ცნობილი გახდა ივნისში, გამოფენა Е3-ზე (მაგრამ გამოფენაზე თამაშზე თითქმის არაფერი ითქვა, გამოქვეყნდა მხოლოდ ერთი მოკლე რგოლი).

თამაშს ქმნის ჩეხური სტუდია Vatra Games. თამაში იქმენება მხოლოდ PS3 და Xbox 360-ისთვის. რელიზი დაგეგმილია 2011 წლისთვის.

საინტერესოა ისიც, რომ გამომცემლებმა გადაწყვიტეს არ შეიტანონ მნიშნელოვანი ცვლილებები. “ჩვენ ძირითადი იდეის ერთგულები ვრჩებით: საშინელებამდე შევაშინოთ მოთამაშეები”, — განაცხადა Konami-ის ხელმძღვანელმა სინჯი ჰირანომ (Shinji Hirano).

ჩვენ მოგვიყვებიან პატიმარ მერფი პენდლტონის ისტორიას. ციხეში გადაგზავნისას ის მანქანა რომელშიც პატიმარი იჯდა მოყვა ავარიაში და მერფი ხვდება ქალაქ საილენთ-ჰილში. ხოლო შემდეგ ჩვენი გმირი ცდილობს ამ საშინელებიდან თავის დაღწევას.

Silent Hill 8-ის თრეილერი:

წყარო: Eurogamer.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache