MMO-თამაშის, Star Wars: The Old Republic–ის პირველი ბეტა ტესტირება სტარტს იღებს პარასკევს — 2 სექტემბერს.

კომპანია BioWare, რომელიც თამაშის დამუშავებით არის დაკავებული, ეგრეთწოდებული ბეტა–უიქენდის მოწყობას გეგმავს. მოკლედ რომ ვთქვათ ტესტირება პარასკევიდან კვირის ჩათვლით ჩატარდება; ყოველ კვირას ტესტირების შემადგენლობა შეიცვლება: დეველოპერები მონაწილეებს შემთხვევითი წესით აირჩევენ. გსურთ მოსინჯოთ ძალები? დარეგისტრირდით პროექტის ოფიციალურ საიტზე.

თამაშის სიუჟეტი აღწერს მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა ფილმებში მიმდინარე მოვლენებზე, სამი ათასი წლით ადრე. სითხები ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულები, ხოლო მათი რესპუბლიკა ემუქრება გალაქტიკურ რესპუბლიკას, ჯედაების ორდენს და მთელს თავისუფალ მსოფლიოს. პლანეტა კორიბანზე სითხები ხსნიან თავიანთ აკადემიას, სადაც ამზადებენ ახალ სახეობებს, რესპუბლიკასთან საბრძოლველად. ჩვენ შეგვეძლება ერთ-ერთი მხარის არჩევა და შემდეგ კი ჩავერთვებით “ვარსკვლავური ომების” სამყაროში.

Star Wars: The Old Republic–ის სრული ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გამომცემლობა Electronic Arts თამაშის PC-ვერსიის გამოსვლას მიმდინარე წლის მიწურულისთვის გვპირდება.

თამაშის თრეილერი:

წყარო: VG247

 

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MMORPG თამაშის, Guild Wars 2–ის თაყვანისმცემლებს თამაშით გართობა მიმდინარე წლის მიწურულს შეეძლებათ.

აქციონერებთან გამოსვლისას, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ჯაო ლიმ (Jaeho Lee) თამაშის დღევანდელ მდგომარეობაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა. NCsoft–ის შვილობილი ArenaNet უკვე ტესტავს პროექტის ალფა–ვერსიას და «ბეტას» გამოსაშვებად ემზადება. თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ასევე, რამდენიმე სიტყვა ითქვა თამაშის რელიზის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ბატონმა ლიმ მიანიშნა, რომ თამაში 2012 წელს გამოჩნდება.

Guild Wars 2–ში მოქმედება პირველი ნაწილის სიუჟეტიდან 250 წლის შემდეგ ვითარდება. ოკეანის სიღრმეში მიწა ირყევა, იღვიძებს ხუთი ძლევამოსილი დრაკონი, ტირიის სამყაროში სიკვდილი და ნგრევა ბუდობს… «თითოეულ რასას აქვს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობები და მხოლოდ მათი გამოყენებით არის შესაძლებელი დრაკონების დამარცხება», — აცხადებენ მწარმოებლები.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

 

ММО-თამაშის, APB: Reloaded–ის ღია ბეტა–ტესტირება მალე დაიწყება, აცხადებს სტუდია GamersFirst.

APB დამუშავდა და გამოვიდა კომპანია Realtime Worlds–ის მიერ, რომელიც 2010 წელს გაკოტრდა. თუ მიზეზს გავითვალისწინებთ შედეგი ლოგიკურია: პროექტზე, რომლის გამოსვლაზე 250 ადამიანი ზრუნავდა, ხუთი წელი და $100 მლნ დაიხარჯა. საბოლოოდ თამაშის შექმნის სრული უფლება კომპანია K2 Network–ზე გადავიდა.

განახლებული ვერსიაზე წვდომა 18 მაისიდან იქნება შესაძლებელი, როცა ქსელში პროექტის ბეტა–ვერსია გამოჩნდება. ყველაზე მოუთმენლები თამაშით გართობას ოდნავ ადრე შეძლებენ; ამისათვის საჭიროა GamersFirst–ზე დარეგისტრირება, ბიულეტენის გამოწერა და ცოტა იღბალი.

საცდელი ვერსიის გავრცელება სრულიად უფასოდ მოხდება, თუმცა, სპეციალურ შიდა მაღაზიაში, გადაიხდიან მხოლოდ ისინი, რომელთაც დამატებითი მასალის მიღება სურთ.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

 

მრავალმომხმარებლიანი როლური თამაში Rift გაყიდვაში გამოჩნდა.

დღეს შედგა ჩრდილო–ამერიკული რელიზი, ხოლო ევროპელებისთვის სერვერზე წვდომა 4 მარტიდან იქნება შესაძლებელი. სტუდია Trion Worlds–ის პროექტი მხოლოდ PC-ზე გამოვიდა. თამაშის ევროპულ რელიზზე ფრანგული კომპანია Ubisoft ზრუნავს.

Rift — ეს არის ისტორია ტელარას ჯადოსნურ ქალაქზე. დღეისათვის ის განადგურების პირას არის, რადგან ქალაქის დამცველი ბეჭედი შესუსტდა, რის შედეგადაც გაჩნდა პორტალები, საიდანაც საშინელი მონსტრები გამოდიან. ჩვენი მიზენია შევუერთდეთ ერთ–ერთ მებრძოლ ფრაქციას და დავხუროთ ეს პორტალები.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=THBJb0Qg0n0

წყარო: Gamespot

 

Trion World Network, ერთ კვირაში, მულტიფლეიერული RPG თამაშის, Rift: Planes of Telara–ს ყველასათვის ხელმისაწვდომ ბეტა–ვერსიას გამოუშვებს.

ის 15 თებერვალს გამოჩნდება და ხელმისაწვდომი 21–მდე იქნება.

მოთამაშეები გაეცნობიან ორ ფრაქციას, რამდენიმე სათამაშო ზონას და მიწისქვეშეთს, ასევე სამ PvP–არენას. გმირის განვითარება 42–ე დონემდე არის შესაძლებელი. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

თამაში მხოლოდ PC-ზე გამოვა: 1 მარტს ა.შ.შ–სა და კანადაში, ხოლო 4 მარტს ევროპაში. ყოველ თვიური გადასახადი $14,99–შ შეადგენს (ან $9,99–ს, თუ შეიძენთ ნახევარწლიან ანგარიშს).

Planes of Telara — მოგზაურობა ტელარას მაგიურ სამყაროში. მისი დამცველი ჯადოსნური ბეჭედი შესუსტდა და სულ უფრო გახშირდა ხარვეზები — გაჩნდა პორტალები, საიდანაც გამოდინა საშინელი მონსტრები, რომლებთანაც მოუწევს მოთამაშეს შებრძოლება…

თამაშის თრეილერი:

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: Eurogamer

 

გამომცემლობა Sony Online Entertainment-მა (SOE), რომელიც ონლაინ თამაშების წარმოებითა და გამოშვებით არის დაკავებული, სამი ახალი პროექტის შესახებ განაცხადა. საუბარია MMO ჟანრის თამაშებზე: The AgencyFree Realms და PlanetSide Next.

The Agency, რომელიც მთელი მსოფლიოს ჯაშუშურ ორგანიზაციებზე მოგვითხრობს, PC და PS3 პლატფორმებისთვის გამოვა. SOE-მ ხაზგასმით განაცხადა, რომ კომპანიის მთლიანი ძალები ამ თამაშის შექმნაზეა გადართული და მისი რელიზი წლის მეორე ნახევარში შედგება.

Free Realms გაყიდვაში 2009 წელს გამოვიდა, თუმცა მხოლოდ PC ვერსია. SOE San Diego უკვე მუშაობს მის PS3 ვერსიაზე. კომპანიის პრეზიდენტი, ჯონ სმიდლი (John Smedley) დარწმუნებულია, რომ თამაში მზის შუქს მარტში იხილავს.

…და ბოლოს, PlanetSide Next. თუ ინტერნეტ რესურსებს დავეყრდნობით, ეს გახლავთ MMOFPS PlanetSide-ის გაგრძელება, რომელიც 2003 წელს გამოვიდა. ბატონი სმიდლის თქმით, თამაშის მსოფლიო რელიზი 2012 წლის მეორე კვარტალში შედგება.

მწარმოებლები The Agency-ზე საუბრობენ:

წყარო: Eurogamer

 

დამოუკიდებელი ბულგარული კომპანია Masthead Studios ასრულებს თავის მრავალმომხმარებლიან როლურ, სამეცნიერო ფანტასტიკურ თამაშ Earthrise-ზე მუშაობას.

როგორც ცნობილია თამაში გამოჩნდება 2011 წლის 4 თებერვალს. რელიზი შედგება მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერებზე. ხოლო ეხლა თქვენ გაქვთ შანსი შეიტანოთ განაცხადი თამაშის ბეტა ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად.

სიუჟეტით Earthrise უფრო მეტად გავს ფილმს Aeon Flux ვიდრე Fallout-ს (Masthead თანამშრომლობს Interplay-სთან, Fallout Online-ის შექმნაში). მოთამაშეებს მოუყვებიან კაცობრიობის სამწუხარო ისტორიას, რასაც საბოლოოდ თამაშში ცივ ომამდე მივყავართ. მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, მეცნიერებმა შემქნეს პიროვნებების გენეტიკური ბანკი Continoma Project, რაც იძლევა ადამიანების კოპირების საშუალებას. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მსოფლიო მშვიდობით, ძმობით და ერთობით თამაში არ აიგება. ამიტომ ადამიანები გაიყვნენ ფრაქციებად და დაიწყო…

ტრადიციული ММО – მასშტაბური ქვესთების სახით, PvP-ბრძოლები, პერსონაჟის განვითარება და ა.შ.

თამაშის თრეილერი:

გამოყენებულია Masthead Studios-ის მასალები.

 

მულტიფლეიერ PC-სტრატეგია Elements of War გაყიდვაში გამოვიდა, აცხადებს მოსკოვური გამომცემლობა «ნოვი დისკ».

პროექტი, რომელიც პეტერბურგის სტუდიამ Lesta-მ დაამზადა, სრულფასოვან ონლაინ რეჟიმში აერთიანებს მთელს მსოფლიოს, თუმცა მომხმარებელს, ასევე შეუძლია კამპანიის დახურვაც. კომპლექტში შედის, როგორც, თავად Elements of War, ასევე 30-დღიანი წვდომა ქსელში.

«სინგლში» ფლეიერი გააკონტროლებს რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ა.შ.შ-ს გაერთიანებულ ძალებს, რომლებიც ცდილობენ გლობალური კლიმატური კატასტროფის დარეგულირებას. ტრაგედიის მიზეზი თავად სამხედროები არიან. ექსპერიმენტალური იარაღის გამოცდისას, თავიდან მათ გაანადგურეს ვაშინგტონი, ხოლო შემდეგ «გააბედნიერეს» დანარჩენი მსოფლიო.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Yzo5mavncm8

წყარო: «ნოვი დისკ».

 

კომპანია Blizzard-მა, MMORPG World of Warcraft-ის გაგრძელების,  Cataclysm-ის გაყიდვების პირველადი ციფრები დაასახელა…

… და გაირკვა, რომ World of Warcraft: Cataclysm ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში გახდა.

პირველ დღეს პროექტმა 3,3 მლნ ასლს გადააჭარბა, რაც წინა რეკორდთან შედარებით 500 ათასით მეტია, რომელიც, ასევე WoW-ადონმა — Wrath of the Lich King-მა დაამყარა, როცა 2008 წელს 24 საათში 2,8 მლნ ეგზეპლარი გაიყიდა. Blizzard-მა სხვადასხვა რეგიონში გაყიდვების ზუსტი ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ცნობილია, რომ რელიზიდან ერთ კვირაში, ევროპაში 1,46 მლნ ასლი გაიყიდა.

Cataclysm მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამოვიდა. თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს, თუ რა მოუვიდა აზეროტს მას შემდეგ, რაც Deathwing-მა გაიღვიძა. დრაკონის გამოღვიძებამ მთლიანად შეცვალა სამყაროს სახე: გამოჩნდა ახალი ტერიტორიები, გაქრა ძველი, შეიცვალა ლანდშაფტი და კლიმატი… აზეროტში მოგზაურობისას მოთამაშეს 3 500-ზე მეტი ქვესტის შესრულება და გმირის 85 დონემდე აყვანა მოუწევს.

თამაშის თრეილერი:

თამაშის კოლექციური გამოშვების დემონსტრაცია:

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: VG247

 

World of Warcraft-ის ვეტერანები დროა პენსიაზე გავიდნენ

კომპანია Blizzard-მა აღიარა, რომ ქმნის ახალ თამაშს, კოდური სახელწოდებით Titan.

წლის დასაწყისში დეველოპერები რაღაც ახალ MMO-თამაშზე მიგვანიშნებდნენ, რომელიც World of Warcraft-ის ალტერნატივა უნდა გამხდარიყო. როგორც ჩანს ეს სწორედ ის არის.

World of Warcraft-ის აღმასრულებელი პროდიუსერის, ფრენკ პირსის თქმით, Titan — ეს არის გლობალური ონლაინ თამაში, რომელიც დამუშავების პროცესშია. «ჯერჯერობით ჯობია პრესა არ შეწუხდეს ამ თემაზე, — აცხადებს პირსი. — ეს იქნება ახალი თაობის MMO, ასევე ჩვენ დავუკავშირდით საუკეთესო პროგრამისტებს და ვაპირებთ მათ პროექტში შემოერთებას».

Blizzard-ის სამომავლო გეგმები.

წყარო: Eurogamer

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache