როლური თამაში, Kingdoms of Amalur: Reckoning, რომელიც ჟანრის აღიარებული ოსტატებისგან იქმნება, 2012 წლის თებერვალში გამოვა, განაცხადა პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ტოდ მაკფერლეიმ (Todd McFarlane).

ComicCon 2011–ის ჩვენებაზე მაკფერლეიმ განაცხადა, რომ სტუდია 38 Studios და Big Huge Games თამაშის გამოშვებას «მომავალი წლის თებერვლისთვის გეგმავენ, თუ რა თქმა უნდა კომპანია Electronic Arts–მა საკუთარი კორექტირების შეტანა არ მოინდომა». EA–მ ამ განცხადებას შემდეგი პასუხი გასცა: «ჩვენ პირობა დავდეთ, რომ რელიზი 2012 წლის დასაწყისში შედგება, ასე რომ არაფრის დამატებას ჩვენ არ ვაპირებთ».

პროექტს ხელმძვანელობს შესანიშნავი სამეული: ბატონი მაკფერლეი, რომელმაც თავის დზროზე კომპიქსი «სპაუნი» შექმნა, პასუხს მთლიანად მხატვრულ მხარეზე აგებს. მთავარი დიზაინერის მოვალეობას კენ როლსტონი (Ken Rolston) ასრულებს, რომელიც ასევე TES III: Morrowind–ს ხელმძღვანელობდა. ხოლო რაც შეეხება სიუჟეტს, მასზე მწერალი რობერტ სალვატორე მუშაობს (R. A. Salvatore), ადამიანი, რომელიც Forgotten Realms–ის სამყაროს ქმნის. თამაში PC-ზე, PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა.

თამაშის თრეილერი:

წყარო: VG247

 

ზეგ, 30 ივნის, ექშენ–RPG თამაშის, Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება იწყება, იუწყება კომპანია HanBitSoft.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩრდილო–ამერიკელ და ევროპელ გეიმერებს. ბეტა–ტესტირებაში მონაწილეობის მსურველები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ თამაშის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ხოლო რაც შეეხება სრულფასოვან რელიზზს, სიახლე მიმდინარე წლის მიწურულს გამოვა.

პროექტის ორიგინალს Hellgate: London ეწოდება და Flagship Studios–ისა და Namco Bandai–ის შვილობილს წარმოადგენს, რომელიც 2007 წელს გამოვიდა. თუმცა მაშინ თამაშიდან საკმაო შემოსავლის მიღება ვერ მოხერხდა და 2010 წელს პროექტზე სრული უფლება HanBitSoft–მა გადაიბარა. ამ უკანასკნელმა კი გადაწყვიტა თამაში სრულიად უფასო გაეხადა და შემოსავალი მხოლოდ დამატებითი მატერიალებიდან და ფუნქციებდან მიეღო.

გარდა ძველი კონტენტისა, თამაშს დაემატა ახალი PvP-არენები და Cow Room რეჟიმი, სადაც მოთამაშეს მოუწევს ზომბების დაუსრულებელ არმიასთან ბრძოლა.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Joystiq

 

კომპანია «ნოვი დისკმა», რომელიც Dungeon Siege III–ის ლოკალიზატორი და გამომცემელია, მისი გაყიდვის დაწყების შესახებ განაცხადა.

მოკლედ, თამაშის სერევერები მუშაობას 17 ივნისიდან დაიწყებს. რელიზი PC-ზე, PlayStation 3–სა და Xbox 360–ზე შედგება. პროექტის დამუშავებაზე სტუდია Obsidian–მა იზრუნა, მის დასავლურ რელიზზე პასუხს გამომცემლობა Square Enix აგებს.

თუ გაინტერესებთ გეტყვით, რომ იბის სამეფოში პრობლემებია. ერთ დროს შეკრულ სახელწიფოში, სადაც იყო მონარქიული წყობილება, მხარდაჭერილი მეათე ლეგიონის მიერ, დღეისათვის სრული ქაოსი სუფევს. მონარქის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა დაიშალა, მეათე ლეგიონი შეთქმულებაში დაადანაშაულეს და თითქმის სრულიად გაანადგურეს, ძალაუფლებას მოწყორებული თავად–აზნაურები უწყვეტ ომებს აწარმოებენ, სამღვდელოება ინტრიგებს ხლართავს… მოკლედ, უჩვენოდ «წასულია საქმე».

თამაშის თრეილერი:

წყარო: «ნოვი დისკი»

 

სტუდია Lionhead Studios Fable–ს ახალ ნაწილზე, The Journey–ზე მუშაობს.

ჯერ კიდევ Fable 3–ში დეველოპერებს სურდათ დაემატებინათ Kinect–ის მხარდაჭერა, თუმცა მაშინ ამისტვის დრო ვერ გამოინახა, ხოლო თავად მოწყობილობა თამაშის რელიზიდან ერთი თვის შემდეგ გამოვიდა. მეოთხე ნაწილში ეს დანაკარგი ანაზღაურებულია. უფრო მეტიც, The Journey მხოლოდ ზემოთ ხსენებული კონტროლერისთვის გამოვა.

თამაშის რელიზზე გამომცემლობა Microsoft Game Studios ზრუნავს.

ჩვენ გველოდება ექსკურსია ალბიონის სამყაროში და ბოროტების მორიგი ულუფა, რომელიც სამყაროს განადგურებით ემუქრება. ტერეზე, სერიის გმირი, დაჭრილია. «მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და საშველად გმირების გამოძახება, მდგომარეობა ისე გართულდა, რომ არჩევანი თქვენზა, აბსოლიტურად უბრალო ადამიანზე შეჩერდა».

მაგრამ რაც მთავარია — მართვის უნიკალური სქემა, რომელიც Kinect–თან ურთიერთქმედებისთვის არის გათვლილი. სათამაშო ობიექტების კონტროლი, ბრძოლა შიშველი ხელებითა და იარაღის გამოყენებით, მაგიის გამოყენება — ამ ყველაფრის გაკეთებას ჩვენ ცალი ხელით შევძლებთ, რომლის ყველა მოქმედებას გაიმეორებს Microsoft-ის მანიპულატორი.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Joystiq

 

როლური ექშენი, Mass Effect 3, რომელიც სტუდია BioWare–ში იქმნება, 2012 წლის 6 მარტს გამოვა.

რა თქმა უნდა სასიამოვნოა გამოსვლის ზუსტი თარიღის ცოდნა, მაგრამ მთავარი სიახლე სულ სხვაა: BioWare–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რეი მუზიკამ (Ray Muzyka) განაცხადა, რომ კონსოლ Xbox 360–სთვის გამოსულ ვერსიას Kinect–ის მხარდაჭერა ექნება. არაფერი არ გეჩვენებათ, საუბარია მოწყობილობაზე რომელიც აანალიზებს თქვენს სხეულს, იმეორებს თქვენს მოძრაობას და ამ ყველაფერს გამოსახავს ეკრანზე.

«შეპარდი გაიმეორებს ყველა ჩვენს მოძრაობას, ხოლო მისი გუნდი დაემორჩილება თქვენს ხმოვან ბრძანებას», — ახსნა ბატომა მუზიკამ. Е3–ის პრეზენტაციაზე უჩვენეს დიალოგის დროს თუ როგორ ავირჩიოთ რეპლიკა. შეპარდის ხელქვეითები, როგორც ცხვრები, მოძრაობდნენ იმ მიმართულებით საითაც მათ უბრძანებდნენ, იმელაბოდნენ და ასრულებდნენ სხვა მსგავს ტაქტიკურ დეტალებს.

Mass Effect 3 დაასრულებს ისტორიას კაპიტან შეპარდსა და მის ომებზე განვითარებულ კოსმოსურ რასებთან.

Mass Effect 3–ის ხმოვანი რეჟიმისს დემონსტრაცია:

წყარო: Eurogamer

 

ხვალ, 31 მაისს, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოჩნდება როლური თამაში Hunted: The Demon’s Forge. ევროპული პრემიერა 2 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

პროექტი, რომელიც სტუდია inXile–ში შეიქმნა, PC-ზე, PlayStation 3–სა და Xbox 360–ზე გამოვა. შეგახსენებთმ, რომ inXile დაარსებულია ბრაიან ფარგოს მიერ, რომელიც ადრე Interplay–ში მუშაობდა და რომელსაც ეკუთვნის ისეთი კლასიკები, როგორებიც არის Fallout, თუ Bard’s Tale. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ახალი თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. პროექტის გამოსვლაზე კი Bethesda Softworks–ზრუნავს.

თამაშში მონაწილეობს ორი მთავარი გმირი — მოისარი ილარა და მოფარიკავე კადდოკი. ჩვენ მოგვიწევს განადგურებულ სამყაროში მოგზაურობა: შავი ძალები რაღაცას გეგმავენ, მიწისქვეშეთიდან მოჩვენებები ამოდიან, იკარგება ხალხი… იმისთვის, რომ გავერკვეთ ამ ყველაფერში აუცილებელია კელა მურში გამგზავრება…

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=EtgYtxf8VrU

წყარო: Gamespot

 

მიმდინარე წლის დასრულებამდე, შესაძლოა, ონლაინ RPG თამაშის, Hellgate–ის «ტრიუმფალური დაბრუნება» ვიხილოთ.

პროექტის ორიგინალი, Hellgate: London, შეგახსენებთ Flagship Studios–ის და Namco Bandai–ს პროდუქტს წარმოადგენს, რომლის რელიზი 2007 წლის 31 ოქტომბერს შედგა. თუმცა თამაში არ აღმოჩნდა მომგებიანი, როს გამოც 2009 წლის იანვარში ყველა სათამაშო სერვერი გაითიშა.

საწყის ეტაპზე მოსალოდნელია თამაშის დახურული ბეტა–ტესტირება, თუმცა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაეწეროს და 3–დან 5 ივნისამდე დატესტოს თამაში. მოგვიანებით Hanbitsoft, რომელიც 2010 წლისდან ფლობს თამაშს, დამატებით რამდენიმე სატესტო ეტაპს გეგმავს. მოსალოდნელია, ასევე, ბეტა–ვერსია.

ხოლო წლის ბოლოს Hellgate გამოვა როგორც სრულიად უფასო პროექტი. ანუ ჩვენ არ მოგვიწევს ძირითად კონტენტთან წვდომისთვის ფულის გადახდა, გადავიხდით მხოლოდ დამატებითი მატერიალებისა და ფუნქციებისთვის.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

 

სტუდია Bedlam Games–მა დაასრულა RPG თამაშის, Dungeons & Dragons: Daggerdale–ის ყველა ვერსიაზე მუშაობა, იუწყება გამომცემლობა Atari.

PC-სა და Xbox 360–ზე თამაში ხვალ, 25 მაისს გამოჩნდება, ხოლო PS3–ზე — 31 მაისს.

მოქმედება Forgotten Realms–ის გამოგონილ ქალაქში ვითარდება, რომელიც Dungeons & Dragons–ის წესების შესაბამისად არის შექმნილი. მოკლედ, არც ეცადოთ მოდუნებას ან ტაქტიკურ ბრძოლას: ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივია ექშენ–RPG, სადაც საჭიროა რაც შეიძლება რითმულად და სწრაფად ვაკლიკოთ მოწინააღმდეგის მიმართულებით.

თამაში შესაძლებელია ერთ–მომხმარებლიანი კამპანიით, ასევე დამატებულია «კოოპერატივ» რეჟიმი, რომელიც ოთხ ადამიანზეა გათვლილი.

D&D: Daggerdal დაყოფილია სამ ნაწილად. როდის გამოვა მეორე და მესამე ჯერჯერობით უცნობია.

თამაშის თრეილერი:

წყარო: GamersHell

 

როლური თამაშის, Dungeon Siege III–ის მწარმოებლები იუწყებიან, რომ პროექტის გაცნობას მის რელიზამდე შევძლებთ. გასაგებია, რომ საუბარია მის დემოვერსიაზე.

Obsidian Entertainment დემოს გამოშვებას ყველა პლატფორმაზე აპირებს, თუმცა არა ერთდროულად. გამომცემოლობა Square Enix–ში აცხადებენ, რომ კონსოლ Xbox 360–ის მფლობელები დემოვერსიის ჩამოტვირთვას 31 მაისიდან შეძლებენ, ხოლო PS3–სა და PC-ის — 7 ივნისიდან.

რაც შეეხება თამაშის სრული ვერსიის რელიზს: 17 ივნისი — ევროპა, 21 — ა.შ.შ და კანადა.

Dungeon Siege III–ში მოთამაშეებს მოუწევთ სამეფო იბში გამგზვრება. ერთ დროს შეკრულ სახელწიფოში, სადაც იყო მონარქიული წყობილება, მხარდაჭერილი მეათე ლეგიონის მიერ, დღეისათვის სრული ქაოსი სუფევს. მონარქის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა დაიშალა, მეათე ლეგიონი შეთქმულებაში დაადანაშაულეს და თითქმის სრულიად გაანადგურეს, ძალაუფლებას მოწყორებული თავად–აზნაურები უწყვეტ ომებს აწარმოებენ, სამღვდელოება ინტრიგებს ხლართავს… მოკლედ, უჩვენოდ «წასულია საქმე».

თამაშის თრეილერი:

წყარო: VG247

 

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MMORPG თამაშის, Guild Wars 2–ის თაყვანისმცემლებს თამაშით გართობა მიმდინარე წლის მიწურულს შეეძლებათ.

აქციონერებთან გამოსვლისას, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ჯაო ლიმ (Jaeho Lee) თამაშის დღევანდელ მდგომარეობაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა. NCsoft–ის შვილობილი ArenaNet უკვე ტესტავს პროექტის ალფა–ვერსიას და «ბეტას» გამოსაშვებად ემზადება. თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ასევე, რამდენიმე სიტყვა ითქვა თამაშის რელიზის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ბატონმა ლიმ მიანიშნა, რომ თამაში 2012 წელს გამოჩნდება.

Guild Wars 2–ში მოქმედება პირველი ნაწილის სიუჟეტიდან 250 წლის შემდეგ ვითარდება. ოკეანის სიღრმეში მიწა ირყევა, იღვიძებს ხუთი ძლევამოსილი დრაკონი, ტირიის სამყაროში სიკვდილი და ნგრევა ბუდობს… «თითოეულ რასას აქვს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობები და მხოლოდ მათი გამოყენებით არის შესაძლებელი დრაკონების დამარცხება», — აცხადებენ მწარმოებლები.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache