Apr 192012
 

Bethesda Softworks-მა გამოაქვეყნა Action/RPG, Dishonoured-ის, სადებიუტო ტრეილერი.

თამაში შექმნილია Arkane Studios და Dark Messiah of Might and Magic-ის მიერ. პროექტზე მომუშავე სპეციალისტთა გამოცდილება, მართლაც რომ შთამბეჭდავია, Deus Ex: Human Revolution, BioShock 2 და Half-Life 2, ეს იმ თამაშების სია არის, რომელთა შექმნაშიც, მათ დიდი წვლილი მიუძღვით.

ვიდეო თამაშის სიუჟეტი, ინდუსტრიალურ, რეტრო-ფუტურისტულ სამყაროში ვითარდება, სადაც ტექნოლოგიები, მისტიკა და მაგია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თამაშის მთავარი გმირი, იმპერატორის ყოფილი პირადი მცველი, სახელად კორვო (Corvo) გახლავთ, რომელსაც მისი  დაცვის ქვეშ მყოფის მკვლელობაში სდებენ ბრალს.

Dishonoured-ის რელიზი, 2012 წლის მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი. თამაში Xbox 360, PS3 და PC პლატფორმებისთვის იქნება.

YouTube Preview Image

წყარო: videogamewriters

Apr 192012
 

007 Legends , მორიგი სათამაშო თავგადასავალი, რომლის მთავარი გმირი, ბრიტანელი საიდუმლო აგენტი, ნამდვილი ჯენტლმენი და სუპერშპიონი, ჯეიმს ბონდი (James Bond) იქნება.

გამომცემლობა Activision-ის განცხადებით,  ვიდეო თამაში, 007 Legends დამუშავების პროცესშია. წინასწარი ინფორმაციით, თამაშის გამოშვება, მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტი იქნება კინობონდიანას ნახევარსაუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი. ამ მომენტისთვის, 007 Legends, მხოლოდ ორი პლატფორმისთვის მუშავდება, Xbox 360-სთვის და PS3-სთვის. პროექტს ხელმძღვანელობს Eurocom, რომელმაც James Bond 007: Nightfire-ის კონსოლ ვერსიები შემოგვთავაზა. Eurocom-ის ბოლო ნამუშევარი, Wii პლატფორმისთვის შექმინილი, GoldenEye 007-ის რემეიქი გახლავთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდეო თამაშის სიუჟეტი, კინო ფილმის ექვს სხვადასხვა სცენარს აერთიანებს.

თამაში გვთავაზობს შემდეგ კამპანიებს: ერთმომხმარებლიანი, მულტიფლეიერული და Mi6 Ops Missions რეჟიმს, რომლის დებიუტი, GoldenEye 007-ის რემეიქში შედგა.

წყარო: Eurogamer

Apr 142012
 

Electronic Art-მა გამოაქვეყნა, სტუდია Danger Close Games-ის შემოქმედების, Medal of Honor: Warfighter-ის პირველი კადრები.

ვიდეოში ნაჩვენებია, იმ ფრაგმენტების გაფართოებული ვერსია, რომელიც წარმოდგენილი იყო თამაშის დებიუტ ტრეილერში. კადრები საკმაოდ შთამბეჭდავია, დამაინტრიგებელი რეჟისურული დადგმა და ეფექტური ვიზუალური გაფორმება. ნაკლების მოლოდინი ნამდვილად არ გვქონდა, რადგან Warfighter-ის, გრაფიკულ ხარისხზე პასუხისმგებელი ხომ Frostbite 2.0  ძრავია, რომელმაც მშვენივრად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები Battlefield 3-ში.

EA-ს შემოქმედებითმა დირექტორმა, რიჩარდ ფერელიმ (Richard Farrelly), პორტალ CVG-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გაგვიზიარა რამოდენიმე დეტალი თამაშის შესახებ:

”ჩვენ  გაგვაჩნია საკუთარი აზრი და შეხედულება ამა თუ იმ დეტალისადმი. Warfighter და Battlefield 3-ს შორის მართლაც რომ დიდი სხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს საერთო ძრავი გააჩნია. რათმაუნდა არის რამოდენიმე მსგავსებები, მაგალითისთვის: აფეთქება-განადგურება და გამაოგნებელი განათება”.

შეგახსენებთ, რომ Medal of Honor: Warfighter, გამოსვლის თარიღი 23 ოქტომბერია. თამაში Xbox 360, PS3 და PC პლატფორმებისთვის იქნება.

YouTube Preview Image

წყარო: computerandvideogames

Apr 122012
 

დათქმულ ვადაზე ცოტა ხნით ადრე, კომპანია Sony-მ, საკუთარ YouTube-არხზე, მესამე პირის შუთერის, Lost Planet 3-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ამის კვალდაკვალ, გამომცემლობა Capcom-მა გაგვიზიარა პირველადი ინფორმაცია, თამაშის შესახებ.

მაშასადამე, Capcom-ის დაკვეთით, სტუდია Spark Unlimited ქმნის Lost Planet-ის მესამე ნაწილს. სიახლე გამოჩნდება 2013 წლის დასაწყისში. პლატფორმების სია იგივე რჩება, როგორიც იყო მისი წინამორბედებისთვის: PC, Xbox 360 და PS3. თამაშის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გველის როგორც ერთმომხმარებლიანი კამპანია, ასევე რამოდენიმე ქსელური რეჟიმი.
Lost Planet 3 წარმოადგენს თამაშის პირველი ნაწილის პრეისტორიას; ჩვენ კვლავ გველის პლანეტა E.D.N.III-ის ყინულოვანი უდაბნოები. კომპანია Nevec-მა ეს-ეს არის დაიწყო პირველი ნაკადის დასახლება, როდესაც მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: პლანეტაზე აღმოჩნდნენ მტრულად განწყობილი გიგანტური მწერისებრი არსებები. კომპანია Nevec ჯერ კიდევ არ გამხდარა სასტიკი მმართველი, ამიტომაც იგი დაეხმარება ჩვენს გმირს,მეშახტეს სახელად Jim, რომელიც ჩართული იქნება აგრესიულ უცხოპლანეტელების წინაამღდეგ ბრძოლაში.

YouTube Preview Image

წყარო: VG247

Aug 302011
 

პირველი სახის შუთრი, Hard Reset, გაყიდვაში 2011 წლის 13 სექტემბერს გამოჩნდება.

პოლონური სტუდიის, Flying Wild Hog პროექტი ონლაინ–დისტრიბუციის სისტემის, Steam–ის საშუალებით გავრცელდება. მისი ფასი — $30.

როგორც დეველოპერები იუწყებიან, ჩვენ გველოდება მომავლის კიბერ–სამყაროში გასეირნება, სადაც, რობოტებთან ბრძოლის შედეგად, Homo Sapiens–ის უმეტესობა განადგურდა. გადარჩენილებმა თავი ქალაქ ბეზოარს შეაფარეს. ჩვენ (მაიორი ფლეტჩერი) მოგვიწევს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მანქანების მიერდ ალყაში მოქცეული ქალაქის დაცვა.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

Aug 192011
 

გამომცემლობა SEGA–მ მესამე სახის კონსოლური შუთერის, Binary Domain–ის რელიზის ზუსტი თარიღი დაასახელა: 14 თებერვალს თამაში ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, ხოლო 17–ში — ევროპაში.

თამაში, ტოსიჰიტო ნაგოსის (Toshihiro Nagoshi) ხელმძღვანელობით, რომელიც გეიმერებისთვის კარგად არის ცნობილი Yakuza–ს სერიიდან, სტუდია SEGA Japan–ში იქმნება. Binary Domain მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა.

თამაშის სიუჟეტი მომავალში (2080 წელი) ვითარდება. ადამიანებსა და მოაზროვნე რობოტებს შორის მიმდინარეობს ომი გადარჩენისათვის. პრობლემის გადაჭრა საერთაშორისო სამშვიდობო ძალებს მოუწევს, რომელიც ტოკიოში გადასხეს. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია «ტაქტიკურ ელემენტებსა და კოორდინირებულ მუშაობაზე».

თამაშის თრეილერი:

წყარო: Joystiq

Jul 272011
 

Battlefield 3–ის, როგორც ბეტა–, ასევე ალფტა–ტესტირებაში მონაწილეობის უფლებას ჩვეულებრივი მოთამაშეებიც მიიღებენ, გულშემატკივრების აქტიური მოთხოვნის შემდეგ, განაცხადა სტუდია DICE–მა.

შეგახსენებთ, რომ დეველოპერების თქმით, ვინც შეიძენს თამაშ Medal of Honor: Limited Edition–ს (MoH) ტესტირებაზე წვდომას ყველაზე ადრე მიიღებს.

თუმცა, ცნობილი გახდა, რომ «ალფაში» მონაწილეთა რაოდენობა შეძღუდულია, გაუმართლებთ მხოლოდ იმათ ვისაც აირჩევენ დეველოპერები. თუ გნებავთ სცადოთ ბედი, ამისათვის აუცილებელია სტუდიის სიახლეთა ბმულში დარეგისტრირება. რა მატერიალები შევა ალფა–ვერსიაში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დეველოპერები გვაფრთხილებენ: მთავარი აქცენტი ტექნიკურ ასპექტებსა და სერვერულ ნაწილზე იქნება გაკეთებული.

ხოლო სექტემბერში სტარტს იღებს ყველასათვის ხელმისაწვდომი ბეტა–ტესტირება. თამაშის სრული ვერსიის გამოსვლაზე პასუხს Electronic Arts აგებს. პლატფორმა — PC, PS3 და Xbox 360. პროექტი ჩრდილოეთ ამერიკაში 25 სექტემბერს გამოჩნდება, ხოლო ევროპაში 28 სექტემბერს.

თამაშის E3 თრეილერი:

წყარო: Eurogamer

Jun 242011
 

კომპანია Valve–მა ქსელური შუთერი, Team Fortress 2 უფასო გახადა. ამიერიდან ვისაც კი სურვილი აქვს შეუძლია უფასოდ ჩამოტვითოს თამაში, ამისთვის საჭიროა უბრალოდ Steam–ში დარეგისტრირება.

გასული კვირას Valve–მა გახსნა Steam–ის სპეციალური განყოფილება უფასო თამაშებისთვის, თუმცა მანდ მხოლოდ MMO–თამაშებს თუ შეხვდებოდით. შემდეგ დეველოპერებმა განაცხადეს, რომ დიდი სიამოვნებით გამოუშვებდნენ რაიმე კარგს ყველასთვის და აი შედეგიც.

იმათთვის, ვისაც არ სმენია Team Fortress 2–ის შესახებ, აგიხსნით: თამაში არასდროს არ მოითხოვდა რაიმე სააბონენტო გადასახადს, თუმცა როგორც ყველა პროდუქტი ესეც ფულზე იცვლებოდა. გარდა ამისა, თამაშს დაამატეს ოფლაინ სავარჯიშო რეჟიმი დამწყებთათვის, იარაღები და ახალი რუკები.

რას შეეხება დეველოპერების შემოსავალს, ისინი ფულს სპეციალურ შიდა მაღაზიაში მომხმარებელთა მიერ შეძენილი ნივთებისგან მიიღებენ. სხვათა შორის, დამწყებებს ექნებათ რამდენიმე შეზღუდვა: ინვენტარის ნაკლები სლოტი და ზოგიერთი სავაჭრო ლიმიტი.

თამაშის ერთ–ერთი თრეილერი:

წყარო: Eurogamer

Jun 222011
 

პირველი სახის შუთერი, Duke Nukem Forever ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, იუწყება სტუდია Gearbox.

თავდაპირველად, ჯერ კიდევ თამაშის რელიზამდე, დემოზე წვდომა მხოლოდ Borderlands–ის სპეციალური გამოშვების მფლობელებს ჰქონდათ, ხოლო გუშნიდელი დღიდან დიუკის ხილვა შეუძლია ყველას ვისაც აქვს PC ან Xbox 360: საკმარისია Steam–ის ან Xbox Live–ის სისტემაში ჩართვა.

რა თქმა უნდა დემო PS3–ზეც გამოვა, თუმცა «ოდნავ მოგვიანებით». «ჩვენ ვმუშაობთ სპეციალისტებთან Sony–დან, რათა რაც შეიძლება სწრავად მოვამზადოთ დემორელიზი», — აზუსტებენ Gearbox–ში.

თუ თქვენ შეიძენთ Duke Nukem Forever–ს, მაშინ გაიგებთ უცხოპლანეტელების შემოტევაზე, რომლებიც დედამიწის დაპყრობას გეგმავენ. ლას–ვეგასის ცაზე გამოჩნდა უცხოპლანეტელების ხოლმალდი, საიდანაც გამოდიან სხვადასხვა შეხედულებისა და სიძლიერის არადედამიწელები. სამყაროს ბედი ქარიზმატულ დიუკზე არის დამოკიდებული…

წყარო: Eurogamer

Jun 212011
 

კონსოლური შუთერი, Binary Domain 2012 წლის თებერვალში გამოვა, იუწყება გამომცემლობა SEGA. თამაში ერთდროულად ყველა რეგიონისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

გასული წლის მიწურულს დაანონსებული პროექტი, ტოშიჰირო ნაგოსის (Toshihiro Nagoshi) ხელმძღვანელობით,  სტუდია SEGA Japan–ში მუშავდება. ეს პიროვნება კარგად არის ცნობილი Yakuza–ს სერიის მოყვარულთათვის. სიახლე PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა.

თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს კიდევ ერთ პრობლემურ მომავალზე. ამჯერად დამნაშავე კომპანია AMADA აღმოჩნდა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის შექმნა მოახერხა. რობოტებმა დამოუკიდებლობა მოისურვეს, გარდა ამისა მათ სიცოცხლის დომინანტურ ფორმად გახდომაც გადაწყვიტეს, ხოლო ამისთვის საჭიროა კონკურენტების ჩამოშორება — საუბარია ადამიანებზე. დიდი ხნის განმავლობაში სრულყოფილი მანქანები იკრეფდნენ ძალას და სწავლობდნენ მასკირებას (მათი გარეგანი შეხედულება არ განსხვავდება ადამიანებისგან), თუმცა ერთხელ… როგორც ყველა თამაშში, სუსტი რატომღაც ერევა ძლიერს…

ჩვენ მოგვიწევს წინააღმდეგობის ორგანიზაციის წევრის როლის მორგება. ჯგუფთან შეთანხმებული მუშაობით (მთავარი აქცენტი გაკეთებულია კოოპერატივ რეჟიმზე) უნდა დავამარცხოთ ბოროტება.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache