ცნობილია სარბოლო ექშენის, Twisted Metal–ის ჩრდილო ამერიკული რელიზის ზუსტი თარიღი — 2012 წლის 14 თებერვალი. ინფორმაცია გაავრცელა პროექტის მთავარმა დიზაინერმა და ხელმძღვანელმა, დევიდ ჯეფმა  (David Jaffe).

Sony Computer Entertainment–ის (SCE) ამერიკულ განყოფილებას თამაშის გამოშვება 4 ოქტომბრისთვის უნდოდა, თუმცა დაუსახელებელი მიზეზების გამო თამაშის რელიზი გადაიდო. ევროპული რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში მხოლოდ PS3–სთვის იწერება; სტუდია — Eat Sleep Play.

მომხმარებელს ელოდება «დაუნდობელი ბრძოლები» უამრავი იარაღითა და მოტოციკლებით, მსუბუქი ავტომობილებით, ფურგონებითა და ვერტმფრენებითაც კი. რბოლა და სროლა შესაძლებელი იქნება როგორც ერთმომხმარებლიან, ასევე ონლაინ რეჟიმში (16 მოთამაშე).

თამაშის დემონსტრაცია:

წყარო: Eurogamer

 

 

ცნობილია, საფეხბურთო სიმულატორის  Pro Evolution Soccer 2012-ის (PES 2012) ევროპული რელიზის თარიღი: გამომცემლობა Konami თამაშს გამოუშვებს 14 ოქტომბერს.

დღესდღეობით გათვალისწინებულია მხოლოდ PC, PS3 და  Xbox 360 პლატფორმები. ხოლო, როდის გამოვა PES 2012 Nintendo Wii, 3DS, PS2 და PSP პლატფორმებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

პროექტს ამზადებს შიდა სტუდია Konami Computer Entertainment Tokyo. ეს საფეხბურთო სიმულატორი არის,  FIFA 11-ის სერიის კონკურენტი, რომელსაც ამზადებს Electronic Arts. აქაც არის 11 ფეხბურთელი გუნდში, მწვანე მინდორი და მრგვალი ბურთი. ჩვენ გაგვაქვს გოლები, ვიღებით მონაწილეობას ჩემპიონატებში, ვიკეთებთ კარიერას… Konami-ის აქვს ლიცენზია UEFA Champions League, UEFA Europa League და UEFA Super Cup, ასე რომ ელოდეთ მათ გამოჩენას ამ პროდუქტში.

მწარმოებლები, როგორც წესი, საუბრობენ გაუმჯობესებულ ფიზიკაზე, ხელოვნურ ინტელქტზე, მსაჯების და ფეხბურთელების უფრო რეალურ ქცევებზე.

გამოყენებულია  Eurogamer-ის მასალები.

 

Mario & Sonic at the London 2012 Olympic Games–ის Wii-რელიზი მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება, იუწყება გამომცემლობა SEGA.

გასაგებია, რომ პრექტი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადას მიაძღვნა, თუმცა მარიო და სონიკი ოლიმპიურ დისციპლინებში შეჯიბრებას უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყებენ: ევროპაში თამაში 18 ნოემბერს, ხოლო ამერიკაში 15 ნოემბერს გამოვა.

ასევე დამუშავების პროცესშია ვერსია კონსოლ  Nintendo 3DS–სთვის, მაგრამ ის 2012 წლის თებერვალში გამოჩნდება. ორივე პროექტის დამუშავებაზე სტუდია SEGA Japan ზრუნავს.

ძვირფასო ბავშვებო, თქვენ შეხვდებით იტალიელ სანტექნიკოს მარიოს, რეაქტიულ ზღარბ სონიკსა და სხვა მრავალ გმირს, რომელიც კარგად არის ცნობილი ამ სერიის მოყვარულთათვის. სასურველი გმირისა და გუნდის არჩევის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს შეჯიბრება მძლეოსნობაში, ცურვაში, ჩოგბურთში… სრულიად თამაში შეტანილი იქნება 50–ზე მეტი ოლიმპიური დისციპლინა.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

 

გამომცემლობა Electronic Arts–მა ინტერნეტში თამაშ FIFA Manager 12–ის პირველი დეტალები გამოაქვეყნა.

პროექტი, რომელიც სტუდია Bright Future–ში იქმნება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მხოლოდ PC-ზე გამოვა. FIFA Manager — ეს არის სპორტული ეკონომიკის სიმულატორის სერია, რომელიც მთლიანად ფეხბურთს ეძღვნება. თამაში ჩვენგან არ ითხოვს დახვეწილ პასებს, სწრაფ სირბილს და გატანილ გოლებს. მთავარია — ფულის სწორად დათვლა და ჩვენი გუნდის წარმატებაზე ზრუნვა.

როგორც იუწყებიან, მეთორმეტე ნაწილში შვიდასამდე ცვლილება და განახლება იქნება შეტანილი, რადგან თამაშის თანაავტორი პროექტის მრავალი თაყვანისმცემელი გახდა. მოკლედ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაეგზავნა საკუთარი თხოვნა თამაშის სრულყოფასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ ხმების რაოდენობით ირჩევდნენ მხოლოდ საუკეთესოს. მთავარ სიახლეს 3D-რეჟიმი, ფეხბურთელებისა და მოწინააღმდეგე გუნდების მენეჯერების ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. ასევე შეიცვალა ტრანსფერების სისტემა და ფინანსების მართვა. ეს უკანაკნელი დიდად იქნება დამოკიდებული რეკლამაზე, რომელიც მოთამაშის მაისურზე იქნება გამოსახული.

წყარო: «1C-სოფტქლაბი»

 

თქვენი აზრით, რა ფერის ბარათს უჩვენებს ამ ეპიზოდის შემდეგ მსაჯი?

რელიზისთვის ემზადება FIFA–ს საფეხბურთო სერიალის მეთორმეტე ნაწილი, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts. თამაში სექტემბრის ბოლოს გამოვა: 27-ში — ჩრდილო–ამერიკაში და 30-ში — ევროპაში.

დამუშავება, რომელზეც პასუხს სტუდია EA Canada აგებს, მიმდინარეობს აბსოლიტურად ყველა მოწყობილობაზე გარდა სარეცხი მანქანისა და მაცივრისა: iPhone, iPad, iPod touch, Nintendo 3DS, PSP, PS2, PS3, Wii, Xbox 360 და PC.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ PC–ვერსიის გავრცელება მხოლოდ EA-ს ინტერნეტ–მაღაზიიდან , Origin–დან მოხდება. იმათთვის ვინც არ იცის FIFA–ს სერიალის შესახებ მოკლედ ავხსნი: ეს არის ტრადიციული საფეხბურთო სიმულატორი, სადაც ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა მატჩებში, ჩემპიონატებისა და თასების გათამაშებებში და ა.შ. რითი იქნება განსხვავებული FIFA 12? დეველოპერები, როგორც ყოველთვის, საუბრობენ «შეჯახების ფიზიკის, ანიმაციებისა და კომპიუტერული მოწინააღმდეგის გაუმჯობესებულ თამაშზე».

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

 

გამომცემლობა Microsoft Game Studios–მა ახალი სარბოლო სიმულატორის, Forza Motorsport 4–ის რელიზის შესახებ განაცხადა. თამაში, რომელიც მხოლოდ Xbox 360–სთვის იქმნება, 11 ოქტომბერს ა.შ.შ–სა და კანადაში, 14 ოქტომბერს ევროპაში და 20 ოქტომბერს იაპონიაში გამოვა.

Turn 10 Studios–ის დეველოპერები სიახლეს «რეალურ სარბოლო სიმულატორს» უწოდებენ, რომელიც Gran Turismo–ს PS3–სერიის უმთავრესი კონკურენტი გახდება. რატომაც არა? ენას ხომ ძვალი არა აქვს…

ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივი რბოლა, რომელიც გვახსენებს სხვადასხვა ამინდის ეფექტს, 80 მწაროებლის დაახლოებით 500 ავტომობილის დაზიანების სისტემას და რამდენიმე ათეულ სარბოლო ტრეკს. ასევე, თამაშს ექნება Kinect–ის მხარდაჭერა და Forza Motorsport 3–დან პროფილის იმპორტირების შესაძლებლობა (რაც უფრო კარგი რეზულტატი უჩვენეთ მესამე ნაწილში მით მეტ ავტომობილს მიიღებთ მეოთხეში).

ქსელური რეჟიმით გართობას ერთდროულად 16 მომხმარებელი შეძლებს. და ბოლოს, გექნებათ შესაძლებლობა შექმნათ საკუთარი ავტომობილების ვირტუალური კლუბი.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

 

სოციალურ ქსელ Facebook–ში «სიმპსონები» გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts.

ცნობილი გახდა, რომ EA ამ ქსელისთვის ერთდროულად ორ თამაშს შექმნის. პირველ პროექტს სამშენებლო სიმულატორი SimCity წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება მეორეს, ფლეშ–თამაში, რომელიც მულტ–სერიალის, The Simpsons–ის მოტივებზე არის შექმნილი; გავბედავ გაუწყოთ, რომ ორივე თამაში, სტუდია Playfish–ში იქმნება, რომელიც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ЕА–ს საკუთრება გახდა.

აი რა არის ცნობილი პირველ თამაშზე: SimCity–ში მომხმარებელს მოუწევს «ააშენოს ოცნების ქალაქი, მართოს მისი ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, გააუმჯობესოს ვირტუალური ხალხის ყოველდღიური ცხოვრება და ებრძოლოს ბუნებრივ კატაკლიზმებს». მოკლედ, ვისაც გითამაშიათ Zynga–ს CityVille ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ხოლო რაც შეეხება «სიმპსონებს», ჯერჯერობით, ინფორმაცია «მკაცრად გასაიდუმლოებულია».

The Simpsons–ის რელიზი მიმდინარე წლის სექტემბერში შედგება, ხოლო SimCity–ით გართობას, Facebook-გეიმერები ზამთარის დასაწყისში შეძლებენ.

(ჯანდაბა, ვებ რეალობის რა სისულელეებზე მიწევს წერა…).

წყარო: Eurogamer

 

რუსული სტუდია, Gaijin Entertainment კონსოლურ ავია–სიმულატორს, Birds of Steel–ს ამუშავებს.

ცნობილი გახდა, რომ Gaijin–მა და Konami–მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის PS3 და Xbox 360 ვერსიების შექმნის შესახებ. რელიზი 2012 წლის პირველ კვარტალში შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს სითბური ჭურვები, მახის სიჩქარე (1225 კმ/სთ), დახვეწილი აეროდინამიკა და მსგავსი «კომფორტი» არ ექნება, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშე ნამდვილად არ მოიწყენს. მოკლედ, თამაში «ყველაზე ცნობილ და სასტიკ საჰაერო ბრძოლებზე მოგვითხრობს»: გუადალკანალი, ბრძოლა მიდუეისთვის, ბრძოლა მარჯნის სღვაზე, შეტევა პერლ–ჰარბორზე და სხვ. ასევე უნდა ველოდოთ «ისტორიულად ზუსტ მისიებს», გამოგონილი ბრძოლების კომპლექტს, რვა საბრძოლო კამპანიასა და 100–ზე მეტ თვითმფრინავის მოდელებს.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Konami

 

ძალაინ საინტერესო თამაში იმათთვის, ვინც დაინტერესებულია სარკინიგზო ქსელის მუშაობის პრინციპით: «აკელამ» Trainz Simulator 12 დააანონსა.

პროექტის ლოკალიზაცია, რომლის დამუშავებაზე ავსტრალიური სტუდია Auran ზრუნავს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება დასავლურ რელიზს, მასზე პასუხს N3V Games აგებს.

ალბათ, თამაშის სახელწოდებიდანაც მიხვდებით, რომ ჩვენ მოგვიწევს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს ხელშია: ლოკომოტივები, ათასობით სარკინიგზო ობიექტი და შენობა–ნაგებობები, რეალურად არსებული მარშრუტების მოდელები… თუმცა მეთორმეტე ნაწილის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა — ეს არის მულტიფლეერ რეჟიმი, რომელიც გააერთიანებს ყველას, ვისაც უყვარს მატარებელი…

თამაშის თრეილერი:

წყარო: «აკელა»

 

შუქნიშნები, აღნიშვნები და სიჩქარის ნორმა მხოლოდ სუსტებისთვის არის, აცხადებენ დეველოპერები

დმაუშავების პროცესია, ღმერთმა უწყის რიგით რომელი, Need for Speed–ის მორიგი სარბოლო სერია, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts.

თავიდან, Need for Speed: The Run შემთხვევით დააანონსა მაღაზია ShopTo–მ, შემდეგ კი გამომცემლობამაც დაადასტურა თამაშის არსებობის ფაქტი. ამავდრიულად გამოჩნდა პირველი ვიდეო–რგოლიც. 2011 წლის 15 ნოემბერს პროექტი ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, ხოლო The Run ევროპის მზეს 18 ნეომბერს იხილავს. სიახლე, რომელისაც EA–ს შვილობილი Black Box ამუშავებს, PC-ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვა.

რას ველოდებით? — «არაკანონიერი და ძალიან სახიფათო რბოლები ა.შ.შ–ს ტერიტორიაზე». იმისთვის, რომ გადავრჩეთ საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდეთ სან–ფრანცისკოდან ნიუ–იორკამდე. «არავითარი წესები, არავითარი მოკავშირეები, არავითარი სიჩქარის შეძღუდვა! უბრალოდ საჭიროა ფინიშამდე პირველი მისვლა!» — აცხადებენ დეველოპერები.

The Run–ის სრულფასოვანი ანონსი Е3 2011–ის ჩვენებაზე შედგება.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=_23HBXNZi40

წყარო: VG247

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache