Might & Magic: Heroes VI–ის ღია ბეტა ტესტირება 28 ივნისს დაიწყება, გვპირდება ფრანგული გამომცემლობა Ubisoft.

სტრატეგიით გართობას, სხვებზე ადრე, ისინი შეძლებენ, რომლებიც თამაშის წინასწარ შეკვეთას მისცემენ. რა თქმა უნდა, «ბეტაზე» წვდომას სხვებიც აიცულებლად მიიღებენ, მაგრამ აი როდის? — უცნობია. თქვენ მოგიწევთ სამი ერთმომხმარებლიანი მისიის, ქსელური ბრძოლების ერთი რუკისა და რამდენიმე გმირის დატესტვა.

სრულფასოვანი რელიზი 8 სექტემბერს შედგება და რა თქმა უნდა მხოლოდ PC-ზე.

სტუდია Black Hole–ის მიერ დამუშავებული «გმირების» მეექვსე ნაწილი Heroes of Might and Magic V–ის გაგრძელებას წარმოადგენს. აშანში გამგზავრების შემდეგ ჩვენ გავიგებთ თუ რა მოხდა Heroes V–ის სიუჟეტიდან ოთხასი წლის შემდეგ. საუკუნეების განმავლობაში, ზოგიერთი მთავარანგელოზი სამყაროს დაპყრობისა და დემონების განადგურებას საგულდაგულოდ გეგმავდა. თუმცა მათი საწადელის განხორციელებას ხელს გრიფონების დინასტია უშლის, რომელთაც წარმოვადგენთ ჩვენ.

ბეტა–ვერსიის თრეილერი:

წყარო: VG247

 

კომპანია «აკელა» გევედრებათ, რომ არ გაიაროთ იმ მაღაზიასთან ახლოს, სადაც კომპიუტერული თამაშის დისკები იყიდება. ალბათ, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ გაყიდვაში გამოვიდა ახალი პროექტი, სახელწოდებით «APOX: უდაბნოს ომი».

APOX — რეალური დროის პოსტაპოკალიფსური სტრატეგია, რომელიც კაცობრიობის აღსასრულსა და დაუმთავრებელ ომებზე მოგვითხრობს. რატომ დადგა სამყაროს აღსასრული არავინ არ იცის: თუმცა, ზოგი ამბობს მზის კატაკლიზმებზე, სხვები რაღაც კომეტას ახსენებენ. მოკლედ, მოთამაშის უმთავრესი პირობა — გადარჩენა: ჩვენი უმთავრესი მიზანია მოვიცილოთ კონკურენტები და დავეუფლოთ საწვავისა და იარაღის დარჩენილ ნაწილს.

სტუდია BlueGiant–ის დეველოპერები აცხადებენ, რომ ისინი კინოტრილოგიის, « შეშლილი მაქსის» შთაგონებით მოქმედებდნენ. შედეგიც სახეზეა: ციხესიმაგრედ გადაქცეული ბენზინგასამართი სადგურები, უამრავი კრიმინალური დაჯგუფება, იარაღსა და ჯავშანში ჩამჯდარი მანქანები… მხოლოდ მელ გიბსონს ვერ იპოვით ვერსად. თუმცა არის ასობით რუკა, დონეების რედაქტორი, «კოოპერატივი», ასევე, მულტიფლეერ რეჟიმი 32 მოთამაშის მხარდაჭერით.

ყოველი შემთხვევისთვის: პლატფორმა — მხოლოდ PC.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=PzW39q3maRk

წყარო: «აკელა».

 

შვედურმა კომპანია Paradox Interactive–მა წარმოადგინა ახალი, გლობალურ–ისტორიული სტრატეგია — Sengoku.

პროექტის სახელწოდება პირდაპირ კავშირშია იაპონურ, სენგოკუს პერიოდთან, რომელიც XV–დან XVII–მდე გრძელდებოდა და ცნობილია როგორც «მეომარი სამეფოების პერიოდი». იმ დროისათვის იაპონია ფეოდალურ სახელმწიფოს წარმოადგენდა, დაყოფილი იყო მრავალ პროვინციად, რომლებსაც «უფრო ძლიერი» სამურაები მართავდნენ.

მოთამაშე სათავეში ჩაუდგება ერთ–ერთ ასეთ კლანს. თუმცა თამაში ასე არ იწყება. თავიდან უნდა მოვიპოვოთ ლიდერობა, ხოლო შემდეგ გამოუცხადოთ ომი სხვა ოჯახებს. მომხმარებელს შეუძლია მართოს არმია, აიყვანოს ნინძები, დაამყაროს დიპლომატიური და ეკონომიკური კონტაქტი…

თამაში მხოლოდ PC-ზე გამოვა. გამოსვლის თარიღი — «ოდესმე».

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=OLNMkcbDZWE

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: VG247

 

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იმათთვის, ვინც Facebook–ში უკვე აიღო მოსავალი და ისევ ელოდება «შემოდგომის» დადგომას. დღეიდან, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ თავი დაანებონ მიწის ჩიჩქნას და გახდნენ «მილიონერები!» — MONOPOLY Millionaires, თამაში რომელიც EA-ს შიდა სტუდიაში შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Wii–ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვიდა პროექტი MONOPOLY Streets, რის შემდეგაც Electronic Arts–მა გადაწყვიტა მიემართა სოციალური ქსელებისთვის და აი შედეგიც — კიდევ ერთი გასართობი Facebook–გეიმერებისთვის.

თამაშის ძირითადი წესები უცვლელი დარჩა: შეიძინეთ უძრავი ქონება, აიძულეთ სხვა მოთამაშეები ყოველ სტუმრობაში გადაგიხადონ ფული, გამოიმუშავეთ მილიონი, გადით დამკაში (თუ დამკები — ეს სხვა თამაშია?). მხოლოდ ეხლა, ონლაინში და აზროვნებით ახლობელ ადამიანებთან ერთად შეგიძლია მულტი მილიონერი გახდეთ!

მოკლედ, მეგობრებო, ემოციებს არ აყვეთ, თამაში ჯერ კიდევ ბეტა–ტესტირების რეჟიმშია. რა არის ეს? — რთული ასახსნელია.

წყარო: Electronic Arts

 

გამომცემლობა THQ–მ რეალური დროის სტრატეგიის, Dawn Of War II: Retribution–ის ბეტა–ვერსიის ხელმისაწვდომობის პირობები ახსნა.

არსებობს ორი გზა. ისინი, ვინც Steam–ის სტემაში თამაშის წინა ვერსიის გამოსვლისას დარეგისტრირდნენ, «ბეტას» ზედმეტი დამატებითი პირობების გარეშე მიიღებენ: საკმარისია სისტემაში ჩართვა და თამაშის გადმოქაჩვა. დანარჩენებისთვის აუცილებელია მიაკითხონ საიტ Dawn of War Community–ს, შექმნან ექაუნთი და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვონ ბეტა–ვერსიის აქტივაციის გასაღები.

ტესტირება 24 თებერვალს, გვიან ღამით შეწყდება. ბეტა–ვერსიაში იქნება ექვსივე რასა, ყველა ქვედანაყოფი და რამდენიმე რუკა ქსელური ბრძოლებისთვის.

სრულფასოვანი თამაშის რელიზი 1 მარტს შედგება. თამაშის სიუჟეტი ვითარდება Dawn Of War II: Chaos Rising–ში წარმოდგენილი ისტორიიდან ათი წლის შემდეგ. აურილიას სექტორში ისევ დიდი ვნებათაღელვაა: ორკები პირატობენ, ილდარები ისევ რაღაც არტეფაქტს ეძებენ, ხოლო ტირანიდების გილდი ყველა ცოცხალი არსების შესაჭმელად ემზადება…

მწარმოებელი — სტუდია Relic; პლატფორმა — PC.

თამაშის თრეილერი:

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: VG247

 

მულტიფლეიერ PC-სტრატეგია Elements of War გაყიდვაში გამოვიდა, აცხადებს მოსკოვური გამომცემლობა «ნოვი დისკ».

პროექტი, რომელიც პეტერბურგის სტუდიამ Lesta-მ დაამზადა, სრულფასოვან ონლაინ რეჟიმში აერთიანებს მთელს მსოფლიოს, თუმცა მომხმარებელს, ასევე შეუძლია კამპანიის დახურვაც. კომპლექტში შედის, როგორც, თავად Elements of War, ასევე 30-დღიანი წვდომა ქსელში.

«სინგლში» ფლეიერი გააკონტროლებს რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ა.შ.შ-ს გაერთიანებულ ძალებს, რომლებიც ცდილობენ გლობალური კლიმატური კატასტროფის დარეგულირებას. ტრაგედიის მიზეზი თავად სამხედროები არიან. ექსპერიმენტალური იარაღის გამოცდისას, თავიდან მათ გაანადგურეს ვაშინგტონი, ხოლო შემდეგ «გააბედნიერეს» დანარჩენი მსოფლიო.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Yzo5mavncm8

წყარო: «ნოვი დისკ».

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache