Dropbox-მა განაახლა თავისი პროგრამა Android პლატფრომაზე 2.0 ვერსიამდე. სრულიად იქნა განახლებული დიზაინი და დაამატებულ იქნა ახალი ფუნქციონალი.


რამოდენიმე ახალი ფუნქცია:

ფავორიტები: გინდათ ზუსთად იცოდეთ რომ ფაილი ყოველთვის არის სმარტფონში? ეს ფუნქცია იზრუნებს იმაზე, რომ ფაილი ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი ოფლაინში.
მასიური ატვირთვა: ახლა უკვე არ მოგიწევთ თითოეული ფაილის ცალკე ატვირთვა, მონიშნეთ რამოდენიმე ფაილი, ფოტო ან ვიდეო, რომლებიც ფონურ რეჟიმში აიტვირთება ღღუბელში.
ფაილების სახელის გადარქმევა: შესაძლებელი იქნება ფაილებისა და ფოლდერების სახელის გადარქმევა.
Ice Cream Sandwich-ის მხარდაჭერა: პროგრამა ოპტიმიზებულია Android-ის უახლეს ვერსიებთან.

ასევე განახლებულია გალერეის დიზაინი და დამატებულია სხვა მრავალი ფუნქცია.

 

ჩინურმ კომპანია Meizu-მ წარმოადგინა ფლაგმანური კომუნიკატორი MX, რომლის შესახებაც ჭორი გამოჩნდა ზაფხულში.

როგორც იუწყებიან, სმარტფონი გაყიდვაში გამოვა 1 იანვრიდან, რომელსაც გააჩნია 1,4-გიგაჰერციანი ორბირთვიანი პროცესორი Samsung Exynos 4210 და 16 გბ ინტერგრირებული ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება. მოგვიანებით, 2012 წელს ხელმისაწვდომი გახდება მოდელი ოთხბირთვიანი ჩიპით და 32 გბ მეხსიერებით.

კომუნიკატორს აქვს 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS-მიმღები, 0,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი კამერა პანორამული გადაღების და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 1080р ფორმატში, სიჩქარით 30 კადრი წამში.

სენსორული დისპლეის ზომა შეადგენს 4 დიუმს; ხოლო მისი გარჩევადობა არის  640×960 წერტილი. ასევე ნახსენებია, ორი მიკროფონი, MicroUSB პორტი და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით  1 600 მა/სთ. აპარატის სისქე შეადგენს 10,3 მმ-ს.

თავდაპირველად სმარტფონს ექნება არსებითად მოდიფიცირებული ოპერაციული სისტემა Android 2.3.5 დასახელებით Flyme OS; მოგვიანებით ხელმისაწვდომი იქნება განახლება Android 4.0-მდე. მხარდაჭერილია HSPA+ მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდჭერა.

Meizu MX-ის ფასი — იწყება 470 დოლარიდან.

წყარო: Meizu

 

თუ გსურთ სრულად აკონტროლებდეთ თუ როგორ ამუშავებს თქვენი ანდროიდი მესიჯებს და ზარებს ნებისმიერ სიტუაციაში მაშინ თქვენ გჭიდებათ Call Master – რომელიც Android Market-ში არის ხელმისაწვდომი.

ამ პროგრამის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ ზარები და მესიჯები სპეციფიური ნომრებიდან გარკვეული დროის შემდეგ, გადააგზავნოთ ზარი ხმოვან ფოსტაზე, შეინახოთ ზარები და წერილები პრივატულ საცავში, პროგრამის უმთავრესი ნაწილი სრულად ავტომატიზებულია და თქვენ ერთხელ კონფიგურაციის შემდეგ შეგიძლიათ დაივიწყოთ მისი არსებობა.

გსურთ დაბლოკოთ ზარები სამსახურიდან უიქენდებზე? არ გინდათ წერილების მიღება 10 ან 11 საათის მერე? გინდათ არ გამოჩნდეს ზოგიერთი კონტაქტის ზარი ან წერილი  და საიდუმლოდ შეინახოთ? მაშინ ეს პროგრამა თქვენთვისაა :-)

 

 

 

მოგესალმებით ყველას ვისაც გაქვთ ანდროიდ სმარტფონები, პლანშეტები, ტელევიზორები, რადიომიმღებები და თუნდაც მაცივარი და სარეცხი მანქანა :-) ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საიტი გთავაზობთ სიახლეების ახალ სერიას, ანდროიდის პროგრამებით და ცოცხალი ფონებით !

ყველაფერი გაცილებით მარტივია ანდროიდზე ვიდრე სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე, პროგრამების უმრავლესობა უფასოა და მათი დაყენება მარტივად არის შესაძლებელი პირდაპირ Android Market-დან.

მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ Android-ზე ქართული ენისა და კლავიატურის დაყენების მანუალს და საუკეთესო მოდიფიკაციებსა და რომებს თქვენი რობოტებისათვის.

ველოდებით თქვენს კომენტარებს და კითხვებს, რომლებზეც პასუხი შემდეგ გამოშვებაში იქნება აუცილებლად !

მაშ ასე, ახალი პროგრამები  ყოველკვირეულად !

Clean Widgets

ეს არის შესანიშნავი ვიჯეტების კოლექცია, თქვენი ჰოუმსქრინებისთვის. თქვენ შეგიყვარდებათ თქვენი ანდროიდ მოწყობილობის ინტერფეისი. პაკეტში შედის ციფრული საათი, აკუმულატორის ვიჯეტი, ენერგომოხმარების და ქსელების მართვის ვიჯეტები. საათის ვიჯეტს აქვს როგორ 12/24 ასევე AM/PM რეჟიმი და შეხებისას შეუძლია შესაბამისი პროგრამების გამოძახება.

Photobooth

ეს არის პატარა უტილიტა, რომლითაც შეიძლება გააერთიანოთ ფოტოები ერთ სურათად, რომ შემდგომ გააზიაროთ ის სოციალურ ქსელებში. შეგიძლიათ შემოიტანოთ ფოტოები მოწყობილობის გალერეიდან ან გადაიღოთ ახალი კამერის საშუალებით. შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ განლაგება, მიმდევრობა და საბოლოო ზომა, რის შემდეგაც მარტივად გააზიარებთ Twitter-ში, Flickr-ში, Google+ ან  Facebook-ში რამდენიმე შეხებით.

YouTube Preview Image

Volume Rocker

Volume Rocker არის ხმის კონტროლერი, რომელიც უფრო კარგად ახერხებს ხმის მართვას ვიდრე სმარტფონის სტანდარტული მართვის სისტემა. მარტივი და სწრაფი, შეგიძლიათ ხუთი წინასწარ არჩეული პარამეტრის დაყენება და შედეგ სწრაფად გააქტიურება. თქვენი პრესეტები ხელმისაწვდომი იქნება ამოცანათა პანელიდან და გეცოდინებათ თუ რომელი მათგანია გააქტიურებული მიმდინარე მომენტში. პროგრამას აქვს მრავალფეროვანი თემები და ლამაზი ინტერფეისი.

RLW Live Wallpaper Free by Mariux

RLW არის შესანიშნავი ცოცხალი ფონი რომელიც შედგება მრავალი მბრუნავი წრისაგან და აქვს უამრავი პარამეტრის შეცვლის საშუალება.

RLW არის პირველი ცოცხალი ფონი, რომელსაც აქვს გარეშე თემების მხარდაჭერა და თქვენ შეგიძლიათ უამრავი მათგანი გადმოწეროთ Android Market-დან. გაითვალისწინეთ, რომ RLW იყენებს OpenGL აჩქარებას და არ იყენებს თქვენს აკუმულატორს უმოწყალოდ :-)

YouTube Preview Image

Spectrum ICS LWP

Spectrum ცოცხალი ფონი, არის უმშვენიერესი აბსტრაქტული ფერების და ნაწილაკების მოძრაობა. დიზაინი თავსებადია ახალი Android 4.0 Ice Cream Sandwich-ის თემებთან.

 

ASUS-ის თავმჯდომარემ ჯონ შიიმ (Jonney Shih) AsiaD-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ პლანშეტური კომპიუტერის PadFone-ის შეძენა შესაძლებელი იქნება 2012 წელს.

ფაქტიურად სიახლე წარმოადგენს ორ მოწყობილობას გაერთიანებულს ერთში: უკანა კორპუსზე არის სპეციალური განყოფილება, რომელშიც თავსდება სმარტფონი. ამასთან ერთად პლანშეტი წარმოადგენს დოკ-სადგურს კომუნიკატორისთვის, რომელიც ზრდის კომპიუტერის შესაძლებლობას.

PadFone-ის მახასიათბლებიდან ცნობილია: სენსორული დისპლეის დიაგონლი, რომელიც შეადგენს 4,3-დიუმს, ხოლო პლანშეტის ეკრანი — 10 დიუმი; პროგრამული პლატფორმის როლს ასრულებს ოპ.სისტემა Android Ice Cream Sandwich (4.0). მოწყობილობის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე ASUS გეგმავს პლანშეტის Transformer Prime-ის გაყიდვებს, რომელიც არის მესამე თაობის nVidia Tegra-ს პლატფორმაზე.

წყარო:  TechConnect Magazine

 

23 ოქტომბერს ოპერატორმა Sprint-მა დაიწყო «GooglePhone» Admiral-ის გაყიდვები, რომელიც დაამზადა კომპანია Motorola Mobility-მ.
აპარატი შესრულებულია მძლავრ კორპუსში ამერიკული სამხედრო სტანდარტის MIL-STD-810G-ის შესაბამისად: ის უძლებს ვარდნას და დარტყმას, ის ასევე დაცულია წყლის წვეთებისგან, მტვრისგან, რყევისგან, ვიბრაციისგან და ტემპერტურის ვარდნისგან.
სმარტფონში გამოყენებულია ერთბირთვიანი პროცესორი Qualcomm ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს. 3,1-დიუმიანი სენსორული დისპლეის ქვეშ, რომლის გარჩევადობაც არის 480×640 წერტილი განთავსებულია კლავიატურა QWERTY განლაგებით.
სიახლის არსენალში შედის: ფლეშ-მოდული მოცულობით 4 გბ, მათავარი 5-მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური განათებით (მხარდაჭერილია ვიდეოს ჩაწერა 720p ფორმატში), MicroSD-სლოტი, Wi-Fi-ადაპტერი (802.11b/g/n), Bluetooth 2.1 მოდული, GPS-მიმღები, ელექტრონული კომპასი და აკუმულატორი მოცულობით 1 860  მა/სთ. ოპ.სისტემა — Android 2.3.
Admiral განკუთვნილია CDMA ქსელებში გამოსაყენებლად. აპარატის ღირებულება შეადგენს 100 დოლარს (ორწლიანი სააბონენტო კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში).
წყარო: Motorola Mobility
 

Google-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა განაცხადა, რომ Android-ის მართვის ქვეშ მყოფი ტელეფონების და პლანშეტების ყოველდღიური აქტივაციების რაოდენობამ მიაღწია 550 ათასს.

მაისში ეს მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 400 ათასს, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — დაახლოებით 300 ათასს. ასე რომ, ახლა ყოველთვიურად მოხმარებაში შედის 16 მილიონზე მეტი  Android-გაჯეტი, ხოლო ჯამში ამ პლატფორმაზე აქტივირებულ მოწყობილობათა რიცხვი, პეიჯის თქმით, დაახლოებით 190 მილიონს შეადგენს.

წინა წელს ანალიტიკოსების შეფასებით, Android OS სმარტფონების ოპერაციული სისტემების მსოფლიო ბაზრის 22,7 პროცენტს იკავებდა. 2011 წლისათვის კი, ეს პლატფორმა როგორც მოსალოდნელი იყო გახდება ლიდერი 38,5%-ით, ხოლო უკვე 2012 წლისათვის დაიკავებს მობილური ოპერაციული სისტემების ბაზრის ნახევარს. comScore-ის მონაცემების მიხედვით Android ახლა კომუნიკატორების ამერიკული ბაზრის 43,7%-ს ფლობს.

Google-ის მმართველმა ასევე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Google+-ში უკვე 40 მილიონზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული. აგვისტოს დასაწყისში სერვისის მომხმარებლების რიცხვი დაახლოებით 25 მილიონს შეადგენდა. Google+ გახდა ყველა სწრაფად მზარდი სოციალური მიმართულების ვებ-რესურსი მთელ ინტერნეტის ისტორიაში.

წყარო: Electronista

 

 

კომპანია Motorola Mobility-იმ დაანონსა მძლავრი სმარტფონი RAZR 4,3-დიუმიანი დისპლეით, რომელიც არის Android 2.3.5-ის პლატფორმაზე.

აპარატი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში, რომლის სისქეც შეადგენს 7,1 მმ-ს. სენსორული Super AMOLED Advanced ეკრანი, რომელსაც გააჩნია qHD (960×540 წერტილი) გარჩევადობა, დაცულია დაზიანებისგან Gorilla Glass-ის მინით. სიახლეში გამოყენებულია ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ხოლო ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მეხსიერბა — 16 გბ (კომპლექტში შევა MicroSD-ბარათი იგივე მოცულობით). მოწყობილობას, ასევე გააჩნია Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS მიმღები, ელექტრონული კომპასი, HDMI ინტერფეისი და USB 2.0 პორტი.

RAZR-ს აქვს ორი კამერა: 1,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა და მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 1080р ფორმატში. კვებას უზრუნველყოფს, აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 780 მა/სთ; ენერგომოხმარების ამცირებს პროგრამული უზრუნველყოფა SmartActions, რომლის მეშვეობითაც, როგორც გვარწმუნებენ ავტონომიურად მუშაობის დრო საუბრის რეჟიმში, აღწევს 12,5 საათამდე. სიახლე ბაზარზე გამოჩნდება ნეობრის დასაწყისში. აშშ-ში სმარტფონების გაყიდვებით დაკავდება ოპერატორი Verizon Wireless, სახელით Droid RAZR. მოწყობილობის ღირებულება სააბონენტო ორ წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში იქნება, 300 დოლარი.

წყარო: Motorola Mobility

 

დღეს, თბილისის დროით 6:00-ზე ჩატარდა Google-სა და Samsung-ის ერთობლივი ღონისძიება სადაც წარმოდგენილ იქნა ახალი ფლაგმანი და ოპერაციული სისტემა.

მოდით მოკლედ განვიხილოთ შემდეგი თაობის ნექსუსი – Galaxy Nexus:

                                                                                        Android 4.0 

Android 4.0, Ice Cream Sandwich არის სრულიად ახალი დიზაინისა და მოწყობის Android ოპერაციული სისტემა. ჩაკეტილი ეკრანი, ვიჯეტები, შეტყობინებები, მრავალამოცანიანობა და ყველაფერი განახლდა და გახდა მარტივი, ლამაზი და უფრო ჭკვიანი.

                                                                                     სახით გახსნა

სახით გახნა ნიშნავს იმას, რომ თქვენს Galaxy Nexus-ს გახსნით ერთი გაღიმებით. არანაირი რთულად დამახსოვრებადი პაროლი, უბრალოდ შეხედეთ ტელეფონს თვალებში.

                                                                                      Android Beam

თქვენ მარტივად შეძლებთ გაუზიაროთ კონტაქტები, საიტები, პროგრამები, რუქები, მიმართულებები და YouTube-ის ვიდეოები ყველას თქვენს გარშემო. უბრალოდ მიუახლოვეთ ერთმანეთს NFC-ს მქონე ანდროიდ მოწყობილობები და შეახეთ, რომ გადასცეთ ინფორმაცია.

                                                                                                         ხმით ბეჭდვა                                                                                             

ხმით ბეჭდვისას თქვენ შეძლებთ დაინახოთ თქვენს მიერ წარმოთქმული ტექსტი. დააჭირეთ მიკროფონს კლვიატურაზე და თქვენი საუბრის მეშვეობით აკრიფეთ და გააზავნეთ SMS, email ან უბრალოდ ტექსტი, რომლის აკრეფაც გსურთ.

 

                                                                                            Google+

Google+-ის საშუალებით საჭირო ინფორმაციის საჭირო ხალხთან გაზიარება გაცილებით მარტივი იქნება. Messenger-ის საშუალებით შეძლებთ მეგობრების ჯგუფთან ერთად ისაუბროთ და მოაწყოთ ჰენგაუთები ვიდეო ჩატების საშუალებითაც 9 მონაწილეს შორის.

                                                                                                              პანორამული კამერა
                                                                                                      

Galaxy Nexus-ს აქვს მაღალი ხარისხის კამერა დიაფრაგმის ნულოვანი დაგვიანებით, ავტომატური ფოკუსით, საუკეთესო გადაღებით ღამის პირობებში და მარტივი, ინტუიციური ინტერფეისით. შეგიძლიათ გადაიღოთ პანორამული სურათები შემდგომი შეწებების გარეშე. გადაიღეთ შესანიშნავი ფოტოები და 1080p ვიდეო, დაარედაქტირეთ და გაუზიარეთ ყველას პირდაპირ თქვენი ტელეფონიდან.

 

                                                                                          ეკრანი

Galaxy Nexus-ს აქვს მსოფლიოში პირველი 4.65 დიუმიანი მაღალი-გარჩევადობის SuperAMOLED ეკრანი, რაც იდეალურია ტექსტის ვიდეოსა და თამაშებისთვის. ეკრანის გარჩევადობა არის 720p, ვიდეო გამოიყურება უნიკალურ ზომაში და ფერებში, ხოლო მოწყობილობის ოდნავ მრუდე დიზაინი ყურებისას ყველაზე კომფორტულია თქვენს ხელში.

 

                                                                                      სისწრაფე და 4G

Galaxy Nexus მუშაობს 4G (LTE ან HSPA+) სიჩქარეებზე, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტით უყუროთ ფილმებს, ისაუბროთ ვიდეო ჩატის გამოყენებით. 1.2 გიგაჰერციანი ორ ბირთვიანი პროცესორი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თამაშებს და სწრაფ ვებ-ბრაუზინგს.

იხილეთ ვიდეო:


 

იხილეთ ღონისძიების სრული ვიდეო

წყარო: Google

 

უკვე Android აპლიაკციების გაშვება შესაძლებელი იქნება iPad-ზე და სხვა ბევრ Android-ისგან განსხვავებულ მოწყობილობებზე. ეს შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციის Alien Dalvik 2.0-ის მეშვებით, რომელიც დამზადებულია შვეიცარიული კომპანიის Myriad-ის მიერ. იდეაში ის წარმოადგენს ვირტუალურ Java მანქანას, რომელშიც შესაძლებელი იქნება APK აპლიკაციების შესრულება, რეალურ Android OS-თან მიბმის გარეშე. მწარმოებლების მიზანი არ არის თავისი პროდუქტის კონკრეტული მომხმარებლისთვის მიწოდება, არამედ მისი მიწოდება სხვადასხვა მოწყობილობების მწარმოებლებისთვის, იმიტომ რომ მათ ჰქონდეთ Android აპლიკაციების მხარდაჭერა. ამას გარდა, ვირტუალური მანქანების შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ მათ შეძლეს სხვადასხვა OS ვერსიებს და აპლიკაციებს შორის «უთანხმოების» მოგვარება. რაც მწარმოებლებს პროგრამის წერის საშუალებას მისცემს Android სტანდარტით, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა მოწყობილობების ფართო სპექტრში. კომპანია Myriad თავისი პროდუქციის დემონსტრაციას CTIA Enterprise & Applications-2011-ის გამოფენაზე გეგმავს.

წყარო: techcrunch და cnet

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache