კომპანია Kogan იწყებს პორტატული კომპიუტერის Agora-ს გაყიდვებს, რომელიც არის Intel-ის პლატფორმაზე და აღჭურვილია 11,6-დიუმიანი დისპლეით.

ნოუთბუქი ფუნქციონირებს Google Chromium OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, რომელიც უფრო მეტად გათვლილია ვებ-აპლიკაციებთან და ონლაინ სერვისებთან სამუშაოდ.

კომპიუტერს აქვს 1,3-გიგაჰერციანი პროცესორი Celeron M ულტრა-დაბალი ენერგომოხმარებით; აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტომატურ რეჟიმში მუშაობის დრო — 3,5 სთ-მდე. სიხალეს გააჩნია SSD მოცულობით 30 გბ და 1 გბ ოპერატიული მეხსიერება.

Agora-ს სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის: Wi-Fi-ადაპტერი, ქარდრიდერი «3 1-ში», ვებ-კამერა, Bluetooth-კონტროლერი, სამი USB პორტი, D-Sub და HDMI ინტერფეისი. ეკრანის გარჩევადობა შეადგენს 1366×768 პიქსელი. ნოუთბუქის ზომები — 290×195×26 მმ, წონა — 1,3 კგ.

Kogan უკვე იღებს წინასწარ შეკვეთბს, ხოლო ლეპტოპის ღირებულება არის 370 დოლარი.

გამოყენებულია Kogan-ის მასალები.

 

ამ კვირაში სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ) ჩატარებულ Google I/O 2011-ის კონფერენციაზე,  კომპანია Google-მა, წარმოადგინა პირველი სერიული ნოუთბუქები,  Chrome OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

«ქრომბუქი» (Chromebook) პირველ რიგში გათვლილია ვებ-აპლიკაციაებისთვის და ონლაინ სერვისებისთვის. Google ხაზს უსვამს, რომ ლეპტოპების ჩატვირთვა გრძელდება სულ რაღაც 8 წამი. სიახლეებს, ინტერნეტის უკაბელო კავშირისთვის, აქვთ Wi-Fi და 3G მოდულები. ასევე აქვთ თანამედროვე ვებ-სტანდარტების და Adobe Flash-ის მხარდაჭერა.

პირველი «ქრომბუქები» იქნებიან Samsung Series 5 Chromebook და Acer Chromebook-ის ლეპტოპები, რომლებიც გაყიდვაში გამოვა 15 ივნისს აშშ-ში, დიდბრიტანეთში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში და ესპანეთში. (სხვა ქვეყნებში მათი მიწოდება დაიწყება შედარებით მოგვიანებით.)

Samsung-ის მინი-ნოუთბუქი აღჭურვილია 12,1 დიუმიანი დისპლეით, რომლის გარჩევადობა არის 1280×800 წერტილი, მას ექნება ორბირთვიანი პროცესორი Atom N550 (1,5 გჰც) ან N570 (1,66 გჰც) , ქარდრიდერი «4-1-ში», ვებ-კამერა, Wi-Fi კონტროლერი, 3G-მოდემი (არჩევით), ორი USB 2.0 პორტი და D-Sub ბუდე. მინი-ნოუთბუქის ავტომატური მუშაობის დრო აღწევს 8,5 საათს. მისი წონა — 1,48 კგ. Series 5 Chromebook-ის Wi-Fi-ვერსიის ღირებულა – $429, ხოლო მოდიფიკაცია 3G მოდულით — $500.

Acer «ქრომბუქს» აქვს ანალოგიური მახასიათებლები, მაგრამ აღჭურვილია 11,6-დიუმიანი ეკრანით და HDMI ციფრული ინტერფეისით. ნოუთბუქი იწონის 1,34 კგ-ს და ავტომატური მუშაობის დრო შეადგენს 6 საათს. მისი ღირებულება იწყება $350-დან.

ბიზნეს მომხმარებლებს და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს «ქრომბუქების» შეძენა შეეძლებათ გამოწერით. დამკვეთები, კომპიუტერის გამოყენებისთვის და თანმხლები ონლაინ სერვისების წვდომისათვის, ყოველთვიურად გადაიხდიან $20–28, ხოლო მიმწოდებლები უზრუნველყოფენ «ჰარდვეარის» კომპონენტის უფასო« აფგრეიდს» და გაფუჭებული ნაწილის გამოცვლას.

გამოყენებულია Google-ის მასალები.

 

Chrome Web Store–ის მთავარი გვერდი.

ამიერიდან, ბრაუზერ Chrome–ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია პროგრამების ონლაინი მაღაზიიდან, Chrome Web Store–დან სასურველი პროგრამების, თამაშებისა და სხვ. გადმოწერა. სიახლის შესახებ Google I/O 2011–ის კონფერენციაზე (10–11 მაისი, სან–ფრანცისკო, კალიფორნია, ა.შ.შ) გახდა ცნობილი.

Chrome Web Store გასული წლის დეკემბერში შეიქმნა და Google–ის ევენთამდე მხოლოდ ა.შ.შ–ში მოქმედებდა. მაღაზია ბრაუზერ Chrome–სა და ოპერაციული სისტემა Chrome OS–ის მომხმარებელს უამრავ ფასიან და უფასო პროგრამებს სთავაზობს, რომელთა უმეტესობა განკუთვნილია ინტერნეტის მომხმარებელთათვის, თუმცა ზოგიერთი ოფლაინშიც მუშაობს.

კონკრეტულად, მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის თემები, თამაშები, ელექტრონული გაზეთები და ჟურნალები, პროგრამები, მათემატიკური უტილიტები, საოფისე ხელსაწყოები და მრავალი სხვა.

 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung Google I/O-ს კონფერნციაზე ( 10-11 მაისი, სან-ფნარცისკო, აშშ) წარმოადგენს თავის პირველ ნეტბუქს Chrome OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

ნეტბუქს კოდური დასახელებით Alex-ს გააჩნია ორბირთვიანი პროცესორი Intel Atom N550 ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც. კომპიუტერი მიიღებს 2 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, SSD-ს და ქარდრიდერს.

დისპლეის გარჩევადობა შეადგენს 1280×800 წერტილი; დიაგონალი არ სახელდება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, 3G მოდული, ვებ-კამერა, Ethernet-ადაპტერი USB და D-Sub ინტერფესი.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

2011 წლის იანვრიდან ბრაუზერში Chrome, გამოჩნდა SPDY (SoeeDY) პროტოკოლის მხარდაჭერა, ის ჩართულია SSL ტრაფიკისათვის Google-ის სერვერებზე. აქედან გამომდინარე, ყველა საიტი, რომელიც Google-ს ეკუთვნის, იტვირთება გაცილებით სწრაფად Chrome-ში ვიდრე ნებისმიერ სხვა ბრაუზერში. ოთხი თვის განმავლობაში Chrome-ის მომხმარებლები იღებენ ძალიან ბევრგ ვებ-გვერდს Google-დან HTTP-ის გარეშე.

ვიღაცას შეიძლება ძველი ისტორიაც გაახსენდეს კომპანია მაიკროსოფტთან დაკავშირებით, რომელმაც “გააუმჯობესა მისი Internet Explorer ბრაუზერი ისე, რომ მისივე IIS სერვერები პასუხობდნენ უფრო ჩქარა ვიდრე Apache. თუმცა აქ საქმე სულ სხვა რამეშია, საუბარია არა რამე ტიპის მონოპოლიაზე, არამედ სწარფ ინტერნეტზე ყველასთვის, რაც Google-ს ყველაზე მეტად აწყობს.

პროტოკოლი SPDY სრულიად ღიაა. შესაბამისი პროქსი სერვერის დაძვრა ნებისმიერს შეუძლია (მაგალითად მოდული Apache სერვერისთვის) ხოლო კლიენტის მხარდაჭერა შეუძლია ნებისმიერი ბრაუზერის დეველოპერს.

სტანდარტების ცვლილების ნაცვლად აქ შემოთავაზებულია ექსპერიმენტული და ღია გადაწყვეტილება. ეს არის ყველაზე კარგი მიდგომა ფართოდ გამოყენებული სტანდარეტების გაუმჯობესაებისათვის, რომელთა შეცვლად ერთბაშად შეუძლებელია. იგივე მაიკროსოფტმაც დაამტკიცა მსგავსი მიდგომის ეფექტურობა, როცა გამოუშვა XHTMLHTTPRequest, რომელიც Outlook Web Access-ში არის გამოყენებული.
HTTP 1.1 ვერსია შემუშავებულ იქნა 1996 წელს, როცა ვები გაცილებით მარტივი იყო, ამიტომაც ის დღეს გაფართოებას საჭიროებს. HTTP 1.2 SPDY 44-64%-ით აჩქარებს ვებ-საიტების ჩატვირთვას, სხვა და სხვა ხრიკების საშუალებით: მოთხოვნების მულტიპლექსირება, მოთხოვნების პრიორიტეტების შეცვლა, HTTP სათაურების შეკვეცა.

SPDY შეერთებების ნახვა Chrome-ში შესაძლებელია რეალურ დროში, თუ ავკირფავთ მისამართის ზოლში chrome://net-internals, შევალთ ტაბში SPDY და ავარჩევთ View live SPDY sessions.

წყარო: Habrahabr.ru

 

სერიული მინიკომპიუტერები Google Chrome OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება Computex 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ზაფხულის პირველ დღეებში.

ვებ-წყაროების ინფორმაციით, ნეტბუქებს Chrome OS-ით ამზადებენ ისეთი კომპანიები როგორებიც არიან: AcerASUSSony და Samsung. მოწყობილობები ბაზარზე წარმოდგენილნი იქნებიან Intel-ის და nVidia Tegra-ს მეორე თაობის ჩიპებით.

კომპიუტერების მასიური წარმოება Chrome OS-ით, სავარაუდოდ ათვისებული იქნება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან. მა მოწყობილობების ღირებულება იქნება, 250-დან 600-დოლარამდე.

შეგახსენებით, რომ პირველი ნეტბუქი Chrome OS-ით დაანონსებული იყო, გასული წლის დეკემბერში.

გამოყენებულია DigiTimes-ის მასალები.

 

 

 

 

 

 

 

Google-ის გენერალური დირექტორი ერიკ შმიტი ( Eric Schmidt).

კომპანია Samsung გეგმავს, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს თავისი პირველი პროდუქტი Google TV-ის ინტერაქტული ტელევიზიის პლატფორმის მხარდაჭერით.

Google TV აერთიანებს ტრადიციულ ტელევიზიას და ინტერნეტს. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია მოხერხებულად წვდომის მიღება ვებ-საძიებელზე და ასევე გასართობ, ინფორმაციულ და სხვა ქსელურ რესურსზე ტელევიზორის ეკრანის მეშვეობით.

პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ «სამსუნგი» აპირებდა Google TV გამოყენებას, გამოჩნდა წინა წლის შემოდგომაზე. თუმცა, ვებ-წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი გახადა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა იმის გამო, რომ Google-მა მოითხოვა Intel Atom CE4100-ის გამოყენება «სისტემა ჩიპზე», ხოლო Samsung დაინტერესებულია საკუთარი აპრატული პროდუქტის გაყიდვით.

Bloomberg-ის ინფორმაციით, საბოლოოდ Google-მა შეარბილა შეზღუდვები და მწარმოებლებს შესთავაზა უფრო თავისუფალი არჩევანი მიკროჩიპების ასარჩევად, ინტერაქტიული ტელევიზიის პლატფორმისთვის.

თუ Samsung დაიწყებს ტელევიზორების გამოშვებას Google TV-ის ბაზაზე, მათ ექნებათ Samsung-ის პროცესორები და Google-ის პროგრამული უზრუნველყოფა: ოპერაციულის სისტემა Android და ბრაუზერი Chrome.

გამოყენებულია Bloomberg-ის მასალები.

 

კომპანია Google-მა განახლებული ბრაუზერის, Chrome 9-ის სტაბილური ვერსიის გამოსვლის შესახებ განაცხადა.

ვებ-ბრაუზერი მწარმოებლების მხრიდან ხასიათდება როგორც პროდუქტი გაზრდილი მწარმოებლობით, WebGL-ის მხარდაჭერით.

განახლებული Chrome-ის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა — ფუნქცია Chrome Instant, Google-ის «მყისიერი ძებინის» ანალოგი. მომხმარებელმა საკმარისია დაიწყოს ხშირად გამოყენებადი ვებ-გვერდის მისამართის აკრეფვა, რომ ის ავტომატურად ჩაიტვირთება ბრაუზერში.

გარდა ამისა, Chrome 9-ში ინტეგრირებულია მაღაზია Chrome Web Store, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის უამრავი პროგრამა, თამაშები, ბრაიზერის თემები და ა.შ. თუმცა ჯერჯერობით სერვისი მხოლოდ ა.შ.შ-შია ხელმისაწვდომი.

 

დღეს (7 დეკემბერი) კომპანია Google ატარებს პრეზენტაციას სანფრანცისკოში (აშშ). როგორც მოსალოდნელია, დღეს შედგება მაღაზია Chrome Web Store-ის გაშვება, რომელიც დააანონსებული იყო მაისში. Chrome Web Store-ში ხელმისაწვდომი იქნება, პროგრამები Chrome-ის (ინტერნეტ-ბრაუზერი) და Chrome OS-ის(ოპერაციული სისტემა)  მომხმარებლებისთვის.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ 7 დეკემბერს წარმოდგენილი იქნება პირველი ნეტბუქი Chrome OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

ასევე აღსანიშნავია, რომ გუშინ  (6 დეკემბერი) შედგა Nexus S-ის და Android 2.3 ვერსიის ანონსი.

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

 

Chromium-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ფოტოგრაფიები თუ როგორი იქნება Chrome OS-ის ინტერფეისი პლანშეტებზე.

სურათების ავტორია Google Chrome-ის დიზაინერი გლე მერფი (Glen Murphy)


წყარო TechCrunch

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache