როგორც ჩანს YouTube–საც «შემოაკლდა» ფული :(

ვიდეოს დაწყების წინ, ავტომატურად ირთვება სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გამორთვაც შეუძლებელია. რეკლამის ჩვენების დროს თუ ფლეერს დავაკლიკებთ ბრაუზერში იხსნება ახალი ფანჯარა, რომელსაც დამკვეთის საიტზე გადავყავართ.

PS: რეკლამა შეიძლება ჯერ ბევრს არც უნახავს, რადგან ასეთი ტიპის რეკლამების დამკვეთთა რაოდენობა ჯერჯერობით მცირეა.

 

YouTube-ის დამფუძნებლები, სტივ ჩენი (მარცხნივ) და ჩედ ჰარლი Webby Awards–ის დაჯილდოების 11–ე ცერემონიაზე (Webby Awards–ის ფოტო).

უახლოეს მომავალში ონლაინ სანიშნების პოპულარული სისტემა Delicious, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოდან, შეიცვლის მფლობელს.

იუწყებიან, რომ Yahoo!, რომელმაც Delicious 2005 წელს დაუსახელებელ ფასად შეიძინა, სერვისის გაყიდვაზე უკვე მოელაპარაკა YouTube–ის დამფუძნებლებს, სტივ ჩენსა და ჩად ჰარლის. გარიგების თანხა უცნობია, თუმცა ადრე აცხადებდნენ, რომ რესურსი შესაძლოა $1 ან $2 მლნ–ად შეფასდეს.

ონლაინ სანიშნების სისტემა, ჩენისა და ჰარლის მიერ დაარსებულ, კალიფორნიული ინტერნეტ კომპანიის, AVOS–ის მფლობელობაში გადავა. Delicious–ის მომავალმა მფლობელებმა პირობა დადეს, რომ მთელი რიგი ინოვაციური ფუნქციონალის დამატებით სერვის «ახალ დონეზე» გადაიყვანენ.

Delicious–ის გაყიდვა Yahoo!–ს ინიციატივა იყო, რომელიც «დაბალეფექტური» ონლაინ სერვისების გაყიდვას გეგმავს. გასული წლის ბოლოს კომპანიამ მრავალი არაძირითადი სერვისი გაყიდვის შესახებ განაცხადა.

წყარო: ფრანც პრესი

 

YouTube–ის დამფუძნებლები: ჩად ჰარლი (მარცხნივ) და სტივ ჩენი (WorkingWorld.com–ის ფოტო).

YouTube, პლანეტის უმთავრესი ვიდეოჰოსტინგი, მიმდინარე წელს, თანამშრომელთა რაოდენობის მესამედით გაზრდას აპირებს.

როგორც იუწყებიან, შტატების გაზრდა, საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის განვითარებისათვის, აუცილებელია. ცნობილი გახდა, რომ YouTube–ის თანამშრომელთა რაოდენობა 30%–ით გაიზრდება.

სპეციალისტთა რაოდენობა, რომლებიც YouTube–ში დაიწყებენ მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია. კომპანიის ახლობელი წყაროები აცხადებენ, რომ დღეისათვის, ვიდეოჰოსტინგის შტატი 600–დან 700 ადამიანამდე შეადგენს, ხოლო დაგეგმილია კიდევ 200 თანამშრომლის მიღება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მაშტაბურ გაფართოებას YouTube–ის მშობელი კომპანია, Google–იც გეგმავს. 2011 წელს Google–ის თანამშრომელთა არმია მეოთხედით გაიზრდება და დაახლოებით 6 200 სპეციალისტს მიიღებს. ასეთი მონაცემებით, წლის ბოლოს საძიებო სისტემის თანამშრომელთა რაოდენობა 30 000–ს გადააჭარბებს.

წყარო: Wall Street Journal

 

ზოგადად ვიდეო რგოლების სამონტაჟოდ საჭიროა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება და ასევე საკმარისი ტექნიკური გამოცდილებაც. თუმცა Google-ში თვლიან რომ ეს პროცესი უნდა იყოს მარტივი და სასიამოვნო. ამიტომაც მათ წარმოადგინეს ახალი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც ყველასთვის ძალიან ადვილი იქნება. ეს არის ონლაინ ვიდეოს რედაქტორი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ საიტის TestTube განყოფილებაში სხვა საინტერესო იდეებთან ერთად.

მას არ სჭირდება კომპიუტერზე დაყენება და შეუძლია:

  • გააერთიანოს თქვენს მიერ ატვირთული რამოდენიმე ვიდეო ერთ რგოლში;
  • მოჭრას სიუჟეტის დასაწყისი და ბოლო;
  • დაამატოს აუდიო ბილიკები AudioSwap-დან, რომელშიც ათეულობით ათასი სიმღერაა;
  • შექმნას ახალი ვიდეო, არ იფიქროთ ფაილების ფორმატებზე და რა თქმა უნდა ერთი წკაპით განათავსოთ ეს ყველაფერი YouTube- ზე ატვირთვის გარეშე

ნახეთ ვიდეო სადაც აღწერილია YouTube Video Editor:

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache