ინფორმაციის სწრაფი გადაცემის პროტოკოლები დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ჯერ ჯიდევ 3.0 ვერსიის მოწყობილობები არ გამოსულა, როცა Bluetooth Special Interest Group-მა მიიღო სპეციფიკაცია Bluetooth Core Specification Version 4.0. საინტერესოა ის, რომ მიმინარე წლის  მე-4 კვარტალში მწარმოებლები გვპირდებიან მოწყობილობებს ამ მოდულებით.

მოკლედ: მოწყობილიბებს საშუალება ექნებათ გაცვალონ ინფორმაცია 24 მეგაბიტი/წამში სიჩქარით. რაც გაცილებით სწრაფია ყველაზე გავრცელებულ Bluetooth 2.1-ზე, რომელსაც მხოლოდ 3 მეგაბიტი/წამში შეუძლია.

ახალი სპეციფიკაცია არ ამარო სისწრაფეს არამედ ენერგიის მოხმარების შემცირებასაც ითვალისწინებს. საქმე იმაშია, რომ დაბალი სიმძლავრის მოწყობილობებისათვის შემუშავებულია ენერგიის ეფექტური მოხმარების ახალი ალგორითმები.

ასევე გაძლიერებულია ინფორმაციული უსაფრთხოება, ახლა უკვე ყველაფერი რაც გადაიცემა დაიშიფრება პროტოკოლით AES-128. კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ გაზრდილია კავშირის მანძილი 100-ზე მეტ მეტრამდე.

როგორც შემქმენელბი ამბობენ, სტანდარტული “ტაბლეტივით” 3-ვოლტიანი CR2025 ბატარეა, Bluetooth 4.0 მოდულს რამოდენიმე წელი ეყოფა. საინტერესოა ამის შემოწმება, თუმცა ამის საშუალება მალე გვექნება.

მოკლედ Bluetooth 4.0-ის მთავარ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს:

— ენერგიის დაბალი მოხმარება;
— ინფორმაციის გადაცემის დიდი სიჩქარე,  24 მეგაბიტი/წმ;
— მოქმედების მანძილი, 100 მეტრზე მეტი.

 

8C5DBFB4-E786-4DAD-B823-C79BF08630BE.jpg

იაპონურმა კომპანია Murata გამოცხადა მინიატურული Bluetooth მოდულის შექმნის შესახებ, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა გაჯეტებში ჩასამაგრებლად.

შემმუშავლებლების განცხადებით, მიკროსქემა LBMA43PQN 30%-ზე უფრო მეტად კომპაქტურია წინა ჩიპებზე. მისი ზომებია – 3,5×3,5×1 მმ. აქვს Bluetooth  2.1+EDR ვერსიის სპეციფიკაცია.

ამის გარდა, ახალი მოდული მთლიანად შეესაბამება ყველაზე მკაცრ “მწვანე” სტანდარტს -კერძოდ, RoHS ევროკავშირის დირექტივას მავნე მატერიების შემცველობის შეზღუდვაზე.

ავღნიშნავთ, რომ ელექტრონული კომპონენტების მინიატურიზაცია არის თავისებურად “პროგრესის ძრავა” პორტატული მოწყობილობის შექმნის მხრივ: LBMA43PQN მსგავსი პროდუქტების გამოჩენის წყალობით, იგივე მობილური ტელეფონები ხედაბა უფრო თხელი. სწორედ ამიტომ  გამყიდველებმა შეწყვიტეს მათ ტელეფონებში SD ფორმატის ჩიპების გამოყენება და შეცვალეს ისინი miniSD-ით, ხოლო შემდეგ microSD-ით.

გამოყენებულია Akihabara News-ის მასალები

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache