კომპანია Wacom სექტემბერში დაიწყებს ორიგინალური კომპიუტერული აქსესუარის Inkling-ის გაყიდვებს, რომელიც განკუთვნილია მხატვრებისთვის, ილუსტრატორებისთვის და დიზაინერებისთვის.

Inkling წარმოადგენს ელექტრონული და ბურთულიანი კალმის ჰიბრიდს. ქაღალდზე მელნით შესრულებული ესკიზები და ნახატები იწერება სპეციალურ მიმღებში, რომელიც მიბმულია ფურცლის ზედა ნაწილზე. ამასთანავე აღიქმება, არამარტო მხატვრის ყველა მოძრაობა, არამედ დაწოლის სიმძიმე (ამოიცნობა 1 024 დონემდე დაწოლა). გარდა ამისა, შესაძლებელია გამოსახულებაზე ფენების დადებაც. იმისთვის, რომ ნახატი გადავიდეს ციფრულ გამოსახულებაში საკმარისია მიმღების კომპიუტერთან მიერთება: ეს კეთდება USB-კაბელის დახმარებით. თანმხლები პროგრამული უზრუნველყოფის Sketch Manager-ის საშუალებით ხდება ფაილების შენახვა სხვადასხვა ფორმატში, ასევე ფენების დამატება ან წაშლა და ა.შ. გამოსახულება შეიძლება პირდაპირ გადაგზავნილი იყოს სხვადასხვა გრაფიკული რედაქტირების პროგრამაში — მაგალითად Adobe Photoshop.

Inkling-ის კომპლექტში, კალმის და მიმღების გარდა შედის, აკუმულატორული ელემენტი, დამტენი მოწყობილობა, USB-კაბელი და დამატებითი მელნის კარტრიჯები (ოთხი ცალი).

სიახლის ღირებულებაა დაახლოებით 200 დოლარი.

გამოყენებულია Wacom-ის მასალები.

 

3 წელიც არ გასულა იმის შედეგ რაც გამოვიდა Graphire Wireless, როცა Wacom-მა დღს წარმოადგინა უკაბელო დამატება პროფესიონალური პლანშეტების ოჯახში ოჯახში Inotus 4.

სამუშაო ზედაპირის ფართობი ოდნავ მცირეა ვიდრე M-მოდელში, იწონის 100 გრამით მეტს და ღის 30$-ით მეტი. ეს იდეალური ვარიანტია იმათთვის ვისაც პლანშეტის სხვა და სხვა ადგილას გადატანა უწევს.

დეტალურ სეციფიკაციებს გაეცანით ოფიციალურ საიტზე.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache