Apr 212012
 

კორპორაცია Sony-მ წარმოადგინა ახალი თხევადკრისტალური მონიტორის პროტოტიპი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო სისტემების ვიზუალიზაციისთვის და საოპერაციო კომპონენტებისთვის.

წარმოდგენილ პანელს გააჩნია 55-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობაა 1920×1080 პიქსელი (ფორმატი Full HD). კონტრასტი არის 4 000:1; სიმკვეთრე აღწევს 1 000 კდ/მ²-მდე.

Sony-ს უკვე გამოშვებული აქვს სამედიცინო მონიტორი 42 და 47 დიუმიანი დიაგონალით და 700 კდ/მ²  სიმკვეთრით. მათში გამოყენებული იყო ტექნოლოგია CCFL (Cold Cathode Fluorescent Lamp), რომლის მეშვეობითაც მატრიცის განათება ხორციელდებოდა ფლურესცენციული ნათურების ცივი კათედორის საშუალებით. ახალი პანელი აღჭურვილია შუქდიოდური განათებით.

ზაფხულში, Sony აპირებს, სამედიცინო დაწესბულებებისთვის 55-დიუმიანი თხევადკრისტალური-პანელების მასიური მიწოდების ორგანიზებას.

წყარო: Nikkei Business Publications

Apr 182012
 

კორპორაცია Sharp-მა განაცხადა, IGZO ტიპის დისპლეების გამოშვების დაწყების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ 7, 10 და 32 დიუმი. IZGO პანელი შესრულებულია ტრანზისტორების გამოყენებით ინდიუმის ოქსიდის, გალიუმის და თუთიის ბაზაზე. დისპლეებს აქვთ მაღალი გარჩევადობა და მცირე ენერგომოხმარება. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ დიდი ხილვადობის კუთხე და კარგი ფერების გადაცემა. 7-დიუმიანი ეკრანების გარჩევადობაა 1280×80 წერტილი. პიქსელების სიმჭიდროვე — 217 ppi (წერტილები დიუმზე).

10-დიუმიან პანელებს ეს მაჩვენებლები თანაბარი აქვთ 2560×1600 წერტილი და 300 ppi. 32-დიუმიანი დისპლეების აღჭურვილობაში შედის, გარჩევადობა 3840×2160 პიქსელი (140 ppi). მოსალოდნელია, რომ IZGO-ეკრანები გამოყენებული იქნება პლანშეტურ კომპიუტერებში, ულტრაბუქებში, სამედიცინო სისტემებში და ა.შ.

წყარო: Nikkei Business Publications

Oct 102011
 

კომპანია Toshiba-მ CEATEC Japan 2011-ის გამოფენაზე (4-8 ოქტომბერი, ტოკიო, იაპონია) წარმოადგინა ტელევიზორი Regza 55×3 55-დიუმიანი დიაგონალით.

სტანდარტულ 2D-მატერიალებთან მუშაობისას პანელის გარჩევადობა აღწევს 3840×2160 პიქსელამდე (ფორმატი Quad Full HD).

სიახლეს, ასევე გააჩნია სამგანზომილებიანი კონტენტის მხარდაჭერა — თუმცა, ამ შემთხვევაში გამოსახულების გარჩევადობა ნაკლებია. სტერეოსკოპური სურათების სანახავად არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები; ჩაშენებული სისტემა, რომელიც თვალყურს ადევნებს მაყურებლის მდგომარებას, უზრუნველყოფს 3D-ეფექტს რამოდენიმე ადამიანისთვის.

იაპონიაში ტელევიზორი Regza 55×3 გაყიდვაში გამოჩნდება დეკემბრის შუაგულში; საწყის ეტპაზე წარმოების მოცულობა იქნება 1 000 ცალი თვეში. მისი ფასი — $11 730; როდის გამოჩნდება მოწყობილობა სხვა ქვეყნებში, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: PhysOrg

Oct 052011
 

ნოემბერში კორპორაცია Sony იწყებს არასტანდარტული სიახლის — სატარებელი კინოთეატრის HMZ-T1-ის გაყიდვებს, რომელსაც აქვს 3D-კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა.

HMZ-T1-ის კომპლექტი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან — თავზე ჩამოსაცმელი მოდულისგან, რომლის მეშევეობითაც ფორმირდება სტერეოსკოპური გამოსახულება და პროცესორული ბლოკისგან, რომელსაც უერთდება სიგნალის წყარო (მაგალითად, Blu-ray ფლეერი).

თავზე ჩამოსაცმელ მოდულს აქვს ორი 0,7-დიუმიანი დისპლეი ორგანულ შუქდიოდებზე (OLED) გარჩევადობით 1280×720 პიქსელი. მოწყობილობა ახდენს გამოსახულების ფორმირებას, რომელიც აღიქმება, როგორც 750-დიუმიან ეკრანზე გამოსახული სურათი. ხილვადობის კუთხე ჰორიზონტალურად არის 45 გრადუსი.

მოდულის შემადგენლობაში, ასევე შედის აუდიობლოკი, რომელიც ქმნის მოცულობითი ჟღერადობის ეფექტს.

პროცესორულ ბლოკს გააჩნია HDMI ინტერფეისი; ამასთანავე ფუნქცია HDMI Pass-Through, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოსახულების ჩვენება არამარტო თავზე ჩამოსაცმელ მოდულზე, არამედ დამატებით დისპლეიზე და ტელევიზორზე. ბლოკის გაბარიტები — 180×36×168 მმ.

HMZ-T1-ის კომპლექტის შეძენა შესაძლებელია 800 დოლარად.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

Oct 022011
 

Sony-იმ ბერლინში (გერმანია) IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა საინტერესო სიახლე — დამატებითი პანელი, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი ნოუთბუქის ეკრანზე 3D-გამოსახულების ფორმირება.

გამჭვირვალე პანელი, რომლის სისქეც არის 3 მმ მაგრდება პორტატული კომპიუტერის დისპლეის წინ. 3D-ეფექტი მიიღება ორმაგი ლინზების სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობის კუთხის გაზრდას. სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად, არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები.

პანელის შესაძლებლობები დემონსტრირებულია 15,5-დიუმიანი ნოუთბუქის Vaio S-ის მაგალითზე. ამ კომპიუტერს აქვს 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი მოცულობით 1 ტბ-მდე, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, ოპტიკური მიმღები (DVD ან Blu-ray) და დისკრეტული ამაჩქარებელი Radeon HD 6630 1 გბ მეხსიერებით (არ აქვს ყველა მოდელს).

პანელის დამაგრების შემდეგ, აუცილებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, რომელიც ვებ-კამერის საშუალებით თვალყურს ადევნებს მომხმარებლის ადგილსამყოფელს. ეს ყველაფერი საჭიროა 3D-სურათების ოპტიმიზაცისათვის; ადამიანი უნდა იმყოფებოდეს, ეკრანისგან 30 სმ-დან 1 მ-მდე დაშორებით.

3D-პანელის შეძენა შესაძლებელი იქნება 130 ევროდ.

გამოყენებულია Nikkei Business Publications-ის მასალები.

Sep 292011
 

ვებ-წყაროების ინფორმაციით, წლის ბოლომდე კომპანია LG Electronics წარმოადგენს მძლავრ კომუნიკატორს LU6200-ს Android-ის პლატფორმაზე.

იუწყებიან, რომ ფლაგმანური აპარატი მიიღებს  1,5-გიგაჰერციან პორცესორს Qualcomm-ს ორი ბირთვით და გრაფიკული ამაჩქარებლით Adreno 220-ით. სენსორული დისპლეის დიაგონალი შეადგენს 4,5-დიუმს, ხოლო გარჩევადობა — 720×1280 წერტილი.

ნახსენებია ორი კამერა: წინა 1,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით (სავარაუდოდ 1080р ფორმატში). სხვა მახასიათბელები გამოიუყურება შემდეგნაირად: 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული მოცულობით 4 გბ, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, NFC მიკროჩიპი, TV-ტუნერი (DMB სტანდარტი) და აკუმულატორული ელემნტი მოცულობით 1 830 მა/სთ. სმარტფონის ზომები — 132,9×67,9×10,5 მმ, ხოლო წონა — 123 გ.

აღსანიშნავია, რომ სმარტფონს შეუძლია მუშაობა მეოთხე თაობის LTE მობილურ ქსელებში. მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Sep 282011
 

კორპორაცია Toshiba-მ IFA 2011-ის გამოფენაზე, (ბერლინი, გერმანია) სხვა მოწყობილობებთან ერთად წარმოადგინა სამაგიდო კომპიუტერი Qosmio DX730, კლასი «ყველაფერი ერთში», რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.

მონობლოკს შესაძლებელია ჰქონდეს Pentium ან მეორე თაობის Core i3/i5/i7 პროცესორები. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს; ხოლო მყარი დისკის მოცულობა — 2 ტბ-მდე. კომპიუტერს ექნება DVD-მიმღები ან  Blu-ray რექორდერი.

დისპლეის დიაგონალი — 23 დიუმი; ხოლო მისი გარჩევადობა — 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD). სიახლის განკარგულებაშია; TV-ტუნერი, ქარდრიდერი, ადაპტერი Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 კონტროლერები და ასევე 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა. გარდა ამისა, ნახსენებია Onkyo-ს აუდიოსისტემა ორი დინამიკით და საბვუფერით.

Qosmio DX730-ის«უმცროს» ვერსიას გააჩნია Intel-ის ინტეგრირებული ვიდეობირთვი; უფრო მძლავრ მოდიფიკაციაში შემოთავაზებულია დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GT 540M 1 გბ მეხსიერებით. კომპლექტში შედის დისტანციური მართვის პულტი.

მონობლოკის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Sep 252011
 

IFA 2011-ის გამოფენაზე, კომპანია  LG Electronics-მა წარმოადგინა  LW980T სერიის ტელევიზორები, რომლებსაც აქვთ 3D-კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა.

პანელების დიაგონალი არის 47 დიუმიდან 55-მდე; ხოლო მათი სისქე — 27,5 მმ. პლატფორმა Smart TV უზრუნველყოფს სხვადასხვა ონლაინ რესურსებთან წვდომას მაგალითად, ვიდეოპორტალებთან, გასართობ საიტებთან და ა.შ.

ტელევიზორებში რეალიზებულია, ჩვეულებრივი ორგანზომილებიანი კონტენტის სამგანზომილებიან გამოსახულებაში გადაყვანის ფუნქცია. სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად, აუცილებელია სათვალეები. რეჟიმი Dual View იძლევა საშუალებას, რომ თამაშის დროს ორმა მოთამაშემ დაინახოს განსხვავებული გამოსახულებები.

LW980T სერიის პანელები აღჭურვილები არიან ოთხი HDMI  და ორი USB პორტით; ასევე არის, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი. დისტანციური მართვის პულტი Magic Motion მუშაობს როგორც მაუსი, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია ტელევიზორის მართვა ხელის მოძრაობით.

LW980T ტელევიზორების ღირებულება შეადგენს 2 900 დოლარს; ცალკეულად შესაძლებელია 9.1 ფორმატის HX906TX აუდიოსისტემის შეძენა.

გამოყენებულია The Telegraph-ის მასალები.

Sep 112011
 

კომპანია Toshiba-მ ბერლინში (გერმანია) IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა «მსოფლიოში პირველი დიდი ზომის 3D-ტელევიზორი, რომელსაც არ სჭირდება სპეციალური საათვალეები სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად».

პანელს 55ZL2-ს აქვს 55-დიუმიანი დიაგონალი; ხოლო მისი გარჩევადობა  — 3840×2160 პიქსელი (ფორმატი Quad Full HD). 3D-ეფექტი მიიღება ორმაგი ლინზების სისტემის გამოყენების საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობის კუთხის გაზრდას, რაც აძლევს ერთდროულად ცხრა მაყურებელს ყურების საშუალებას.

სიახლეს გააჩნია Smart TV-ის პლატფორმის მხარდაჭერა, რომლიც შეუძლია იმუშაოს ინტერნეტ-კონტენტთან.  შესაძლებელია სატელევიზიო გადაცემების ჩაწერა გარე HDD-ზე, რომელიც მიერთებულია  USB პორტის საშუალებით.

ტელევიზორი Toshiba 55ZL2 ევროპულ ბაზარზე გაყიდვაში გამოჩნდება დეკემბერში; ხოლო მისი ფასი შეადგენს 8 000 ევროს.

გამოყენებულია Toshiba-ს მასალები.

Sep 102011
 

კომპანია Sharp-მა IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა ტელევიზორის პროტოტიპი, რომელსაც აქვს ზემაღალი გარჩევადობა Super Hi-Vision.

Sharp თავის პროდუქტს ეძახის, მსოფლიოში პირველ 85-დიუმიან 8K4K ფორმატის პანელს. მისი გარჩევადობა —  7680×4320 წერტილი, ხოლო პიქსელების რაოდენობა დაახლოვებით 33 მლნ. ეს 16-ჯერ (!) აღემატება, თანამედროვე Full HD ფორმატის დისპლეებს, რომლებსაც გააჩნიათ გარჩევადობა 1920×1080 წერტილი.

Super Hi-Vision პანელი შექმნილია NHK სპეციალისტების მხარდაჭერით. მისი სიმკვეთრე (სიკაშკაშე) — 300 კდ/მ². მსგავსი ტელევიზორების კომერციულ წარმოებაზე საუბარი, ჯერჯერობით არ არის, თუმცა პერსპექტივაში ეს ტექნოლოგია შეცვლის ამჯამინდელ, მაღალი გარჩევადობის სამაუწყებლო სისტემებს.

ზოგიერთი მონაცემებით, 8K4K ფორმატის სატესტო მაუწყებლობა დაიწყება 2020 წელს.

გამოყენებულია Dvice-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache