ნოემბერში კორპორაცია Sony იწყებს არასტანდარტული სიახლის — სატარებელი კინოთეატრის HMZ-T1-ის გაყიდვებს, რომელსაც აქვს 3D-კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა.

HMZ-T1-ის კომპლექტი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან — თავზე ჩამოსაცმელი მოდულისგან, რომლის მეშევეობითაც ფორმირდება სტერეოსკოპური გამოსახულება და პროცესორული ბლოკისგან, რომელსაც უერთდება სიგნალის წყარო (მაგალითად, Blu-ray ფლეერი).

თავზე ჩამოსაცმელ მოდულს აქვს ორი 0,7-დიუმიანი დისპლეი ორგანულ შუქდიოდებზე (OLED) გარჩევადობით 1280×720 პიქსელი. მოწყობილობა ახდენს გამოსახულების ფორმირებას, რომელიც აღიქმება, როგორც 750-დიუმიან ეკრანზე გამოსახული სურათი. ხილვადობის კუთხე ჰორიზონტალურად არის 45 გრადუსი.

მოდულის შემადგენლობაში, ასევე შედის აუდიობლოკი, რომელიც ქმნის მოცულობითი ჟღერადობის ეფექტს.

პროცესორულ ბლოკს გააჩნია HDMI ინტერფეისი; ამასთანავე ფუნქცია HDMI Pass-Through, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოსახულების ჩვენება არამარტო თავზე ჩამოსაცმელ მოდულზე, არამედ დამატებით დისპლეიზე და ტელევიზორზე. ბლოკის გაბარიტები — 180×36×168 მმ.

HMZ-T1-ის კომპლექტის შეძენა შესაძლებელია 800 დოლარად.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

 

კომპანია Transcend, ტაივანური ინსტიტუტის მხარდაჭერით (ITRI) ახლო მომავალში აპირებს ფლეშ-ბრელოკების გამოშვებას რეკორდული მოცულობით  — 2 ტბ-მდე.

ცნობილია, რომ Thin Card-ის მიერთება კომპიუტერთან, შესაძლებელია USB 3.0 ვერსიის ინტერფეისის საშუალებით, რომლის გამტარობის სიჩქარეც შეადგენს 5 გბიტ/წ-ს. ამ ზომებით სიახლე გაუტოლდება თანამედროვე ფლეშ-ბრელოკებს.

Transcend-მა უკვე წარმოადგინა Thin Card-ის ვერსია მოცულობით 16 გბ. ხოლო 2 ტბ-ანი ფლეშ-ბრელოკების წარმოების თარიღი და ღირებულება არ სახელდება. თუმცა დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება შესაძლებელია იყოს 600-დან 800 დოლარამდე.

შეაგახსენებთ, რომ თანამედროვე ფლეშ-ბრელოკების მაქსიმალური მოცულობა არის 256 გბ.

გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.

 

კომპანია Wacom სექტემბერში დაიწყებს ორიგინალური კომპიუტერული აქსესუარის Inkling-ის გაყიდვებს, რომელიც განკუთვნილია მხატვრებისთვის, ილუსტრატორებისთვის და დიზაინერებისთვის.

Inkling წარმოადგენს ელექტრონული და ბურთულიანი კალმის ჰიბრიდს. ქაღალდზე მელნით შესრულებული ესკიზები და ნახატები იწერება სპეციალურ მიმღებში, რომელიც მიბმულია ფურცლის ზედა ნაწილზე. ამასთანავე აღიქმება, არამარტო მხატვრის ყველა მოძრაობა, არამედ დაწოლის სიმძიმე (ამოიცნობა 1 024 დონემდე დაწოლა). გარდა ამისა, შესაძლებელია გამოსახულებაზე ფენების დადებაც. იმისთვის, რომ ნახატი გადავიდეს ციფრულ გამოსახულებაში საკმარისია მიმღების კომპიუტერთან მიერთება: ეს კეთდება USB-კაბელის დახმარებით. თანმხლები პროგრამული უზრუნველყოფის Sketch Manager-ის საშუალებით ხდება ფაილების შენახვა სხვადასხვა ფორმატში, ასევე ფენების დამატება ან წაშლა და ა.შ. გამოსახულება შეიძლება პირდაპირ გადაგზავნილი იყოს სხვადასხვა გრაფიკული რედაქტირების პროგრამაში — მაგალითად Adobe Photoshop.

Inkling-ის კომპლექტში, კალმის და მიმღების გარდა შედის, აკუმულატორული ელემენტი, დამტენი მოწყობილობა, USB-კაბელი და დამატებითი მელნის კარტრიჯები (ოთხი ცალი).

სიახლის ღირებულებაა დაახლოებით 200 დოლარი.

გამოყენებულია Wacom-ის მასალები.

 

კორპორაცია Toshiba-მ IFA 2011-ის გამოფენაზე (2–7 სექტემბერი, ბერლინი, გერმანია) წარმოადგინა, მსოფლიოში პირველი SDHC ფორმატის ფლეშ-ბარათი უკაბელო კავშირის Wi-Fi-ს მხარდაჭრით.

სიახლემ მიიღო დასახელება FlashAir და მისი მოცულობაა 8 გბ. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე აღწევს 6 მბ/წ-მდე; სამუშაო ტემპერატურა — მინუს 25-დან პლიუს 85 გრადუსამდე ცელსიუსით.

ფელშ-ბართს აქვს IEEE 802.11b/g/n სტანდარტის და WEP, TKIP, AES (WPA, WPA2) პროტოკოლების მხარდაჭერა. მისი ზომები შეადგენს 32×24×2,1 მმ-ს, ხოლო წონა — 2 გ.

ბარათი FlashAir პირველ რიგიში განკუთვნილია ციფრულ ფოტოაპარატბში გამოსაყენებლად. ნიმუშები გამოჩნდება ნოემბერში; ხოლო მასიური წარმოება დაგეგმილია 2012 წლის თებერვალში. ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.

გამოყენებულია Toshiba-ს მასალები.

 

ჩინურმა კომპანიამ Haier-მა  ბერლინში (გერმანია) IFA 2011-ის გამოფენაზე, წარმოადგინა ტელევიზორის პროტოტიპი, რომელსაც შეუძლია გონებრივ ბრძანებებზე რეაგირება.

მოწყობილობაში რეალიზებულია ტექნოლოგია  NeuroSky ThinkGear: სპეციალური გარნიტურა, რომელიც მომხმარებლს უკეთია თავზე აფიქსირებს ტვინიში მიმდინარე ტალღებს. გადაღებული მაჩვენებლები გარდაიქმნება ციფრულ გამოსახულებაში და გამოიყენება ტელევიზორის სამართავად. დემონსტრაციის დროს ნაჩვენები იყო, რომ სისტემა იძლევა «აზრების ძალით» ეკრანზე ვირტუალური კასრის «აფეთქების» საშუალებას. ამჟამად ხმის სიხშირის დარეგულირება ან არხების გადართვა ამ მეთოდით ჯერჯერობით მიუღწეველია, თუმცა პერსპექტივაში მსგავსი შესაძლებლობა შესაძლებელია იყოს რეალიზებული.

როდის გამოვა ტელევიზორები NeuroSky ThinkGear-ის მხარდაჭერით და რა ინქბა მისი ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია NeuroSky-ის მასალები.

 

კომპანია Etymotic Research-მა  წარმოადგინა ელექტრონული ყურსაცობები, HD-15, ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებულები არიან იმუშაონ ხმაურიან გარემოში ან მსგავს პირობებში, სადაც მოსალოდნელია მოულოდნელი მკვეთრი ხმაური.

ყურსაცოცობები, Etymotic HD-15, ახშობენ ხმაურს ადამიანისთვის საშიშ სიხშირეზე, თუმცა ამავდროულდ იძლევა ყველა სხვა ხმების მოსმენის საშუალებას, მათ შორის ლაპარაკის. ეს ყველაფერი ხდება მიკროფონების და ელექტრონული სქემების საშუალებით, რომლებიც აანალიზებენ აკუსტიკურ გარემოს.

დამცავი რეჟიმის გარდა, არის ხმის გაძლიერების ფუნქციაც. ეს ფუნქცია გამოსადეგია, თუ საჭიროა დაბალ ხმაზე საუბრის ან ფონური ხმების მოსმენა.

ყურსაცობები გათვალისწინებულია წარმოებებში, მშენებლობებზე, საქონლის საწყობებში და მსგავს ადგილებში გამოსაყენებლად.

გამოყენებულია Etymotic Research-ის მასალები.

 

კომპანია LG Electronics IFA 2011-ის გამოფენაზე (2–7 სექტემბერი, ბერლინი, გერმანია) წარმოადგენს, არასტანდარტულ კომპიუტერულ მაუსს LSM-100-ს, რომლის შესახებაც, პირველი ინფორმაცია გამოჩნდა იანვარში.

წარმოდგენილი მანიპულატორის განაკუთრებულობა მდგომარებს შემდეგში: მისი გამოყენება შესაძლებელია არამარტო კომპიუტერის ეკრანზე კურსორის სამართავად, არამედ გამოსახულების და დოკუმენტების დასასკანირებლად А3 ფორმატამდე. მომხმარებელს შეუძლია, მისთვის სასურველ დოკუმენტს გადაატაროს მაუსი და კორპუსზე განთავსებულ  სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით, მისცეს ციფრული სახე.

დასაკანირებული გამოსახულება ინახება, როგორც PNG, JPEG, TIFF, BMP, PDF, XLS ან DOC; პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც შედის მიწოდების კომპლექტში, შეუძლია ტექსტის ამოცნობა და დამუშავება.

მანიპულატორი აღჭურვილია, სენსორული ლაზერით, სტანდარტული მარჯვენა და მარცხენა ღილაკებით, უკან დაბრუნების ღილაკით და ბრუნვადი გორგოლაჭით. მოსალოდნელია, რომ სიახლის გაყიდვები ევროპაში, დაიწყება აგვისტოს ბოლომდე; მასუსი-სკანერის ღირებულება არის 150 დოლარი.

გამოყენებულია  LG Electronics-ის მასალები.

 

კომპანია Logitech-მა, წარმოადგინა კლავიატურა Wireless Solar Keyboard K750 for Mac, რომლის ღირებულებაც შეადგენს 80 ევროს.

სიახლე განკუთვნილია Apple-ის კომპიუტერებისთვის. კომპიუტერთან შესაერთებლად გამოიყენება უკაბელო კავშირი. კომპლექტში შედის, კომპაქტური გადამცემი USB ინტერფეისით. სიახლის სისქე — 8,5 მმ.

კლავიატურის მთავარი განსაკუთრებულობაა, ჩაშენებული მზის ელემენტი, რომელსაც შეუძლია იმუშაოს ბუნებრივ და ხელოვნურ სინათლეზე.

ელემენტი მუხტავს აკუმულატორს, რომელსაც შეუძლია კვებოს კლავიატურა სიბნელეში სამი თვის განმავლობაში (გვარწმუნებს მწარმოებელი).

Logitech აღნიშნავს, რომ სიახლის კონსტრუქციას არ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიც არის პოლივნილქლორდები.

გამოყენებულია Logitech-ის მასალები.

 

კომპანია Elgato გვთავაზობს, კომპაქტურ TV-ტუნერს HDHomeRun-ს, რომლსაც შეუძლია, ნებისმიერი საშინაო კომპიუტერის გარდაქმნა ტელევიზორად.

მოწყობილობას აქვს, სატელევიზიო ანტენის და ასევე კაბელის შესაერთებელი ბუდე, რომლის მეშვეობითაც, ტუნერი უერთდება Ethernet-ქსელის მარშრუტიზატორს (router). HDHomeRun, იძლევა სხვადასხვა TV-პროგრამების ყურების საშუალებას ერთდროულად ორ კომპიუტერზე, Mac OS X-ის ან Windows-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

თუ, სახლში არის 802.11n სტანდარტის Wi-Fi-ქსელი, შესაძლებელია TV-სიგნალის გადაცემა უკაბელო კავშირით. კომპლექტში შედის, პროგრამული უზრუნველყოფა EyeTV 3, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, პროგრამის დაპაუზება, გადახვევა და ა.შ. გარანტირებულია, თავსებადობა  Windows 7 Media Center-თან.

HDHomeRun-ის შეძენა შესაძლებელია, 180 დოლარად.

გამოყენებულია Elgato-ს მასალები.

 

კომპანია iDapt გვთავაზობს, კომპაქტურ დამტენ მოწყობილობას  i1 Eco-ს, რომელიც თავსებადია უმრავლეს თანამედროვე გაჯეტებთან.

სიახლის, უნივერსალობის საიდუმლო — ცვალდ კონტენტებში, რისი მეშევეობითაც, შესაძლებელია ენერგიის გადაცემა მრავალი ტიპის გაჯეტებზე, რომლებიც წარმოებულია სხვადასხვა კომპანიების მიერ. კომპლექტში შედის: iPod/iPhone-ის გადამყვანი და ასევე  Mini USB და MicroUSB კონექტორები. დამატებითი გადამყვანების შეძენა შესაძლებელია ცალკეულად.

iDapt i1 Eco-ს აქვს USB-პორტი, რაც იძლევა, ერთდორულად ორი მოწყობილობის დამუხტვის საშუალებას. სპეციალური სისტემა ავტომატურად თიშავს დამტენს, როცა ის წყვეტს მოქმედებას. პროცესორის ხელმეორედ ჩართვისთვის გათვალისწინებულია სპეციალური ღილაკი.

iDapt i1 Eco-ს შეერთება შეიძლება, როგორც ცვლად დენზე ანუ ელექტრო ქსელში, ასევე ავტომობილში არსებულ დენის წყარზე.

სიახლის, სავარაუდო ღირებულება არის 25 დოლარი.

გამოყენებულია iDapt-ის მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache