Aug 242011
 

კომპანია Sony Ericsson მეოთხე კვარტალში დაიწყებს, კომუნიკატორის Live with Walkman-ის გაყიდვებს.

აპარატი შესრულებულია მონბლოკის ტიპის კორპუსში; სენსორული დისპლეის ზომა შეადგენს 3,2 დიუმს (გარჩევადობა — 320×480 წერტილი). არის ორი კამერა: წინა ვიდეოზარებისთვის და მთავარი 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც შეუძლია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 720р ფორმატში. სიახლეს გააჩნია, MicroSD სლოტი, FM-ტუნერი, GPS მიმღები და ასევე Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები.

სიახლეს აქვს, პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც; პროგრამული პლატფორმის როლს ასრულებს Android 2.3 (Gingerbread). მოდელის ზომებია: 56,5×106×14,2 მმ, ხოლო წონა— 115 გ. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტონომიური მუშაობის დრო ხმოვანი მონაცემების გადაცემის რეჟიმში, აღწევს 14 საათამდე და 600 საათამდე მოლოდინის რეჟიმში. მხარდაჭერილია, GSM და HSPA მობილური ქსელები.

სიახლე აღჭურვილია, მედიაფლეერის ჩასართველი აპარატული ღილაკით. ნახსენებია, მჭიდრო ინტეგრაცია სოციალურ ქსელთან Facebook-თან და საფირმო ფუნქცია მუსიკის იდენტიფიკატორი TrackID. xLOUD ტექნოლოგიის საშუალებით, შესაძლებელია მთავარი დინამიკის მოცულობის (ხმის) გაზრდა.

Live with Walkman-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

Aug 172011
 

კომპანია Vuzix-მა გამოუშვა სათვალე Wrap 1200, რომელიც განკუთვნილია ჩვეულებრივი და 3D-კონტენტის საყურებლად.

სიახლეს გააჩნია, დისპლეები გარჩევადობით 852×480 პიქსელი. ეკრანზე ფორმირდება გამოსახულება, რომელიც  75-დიუმიან ტელევიზორზე, სამი მეტრის მანძილიდან დათვალიერებული სურათების ეკვივალენტურია. განახლების სიჩქარე არის 60 ჰც. მხარდაჭერილია  NTSC და PAL სისტემები.

კომპანია Vuzix, ასევე გვთავაზობს სათავლის ვერსიას Wrap 1200VR-ს, რომელსაც აქვს  DVI, D-Sub ბუდეები და USB 2.0 პორტი.

კვება ხორციელდება აკუმულატორული ელემენტიდან; სათვალის წონა არის  85 გ.

სიახლის შეძენა შესაძლებელია, 500 დოლარად.

გამოყენებულია Vuzix-ის მასალები.

Aug 012011
 

Sony-მ შეავსო Walkman-ის ჯიბის ფლეერების ხაზი  მოდელებით NWZ-A860, NWZ-S760BT და NWZ-E460-თ ფლეშ-მეხსიერების ბაზაზე. მათი გაყიდვა დაიწყება სექტემბერში.

ფლეერი NWZ-A860 აღჭურვილია 2,8-დიუმიანი დისპლეით  WQVGA (400×240 პიქსელი) გარჩევადობით; ჩაშენებული მეხსიერების მოცულობამ შეიძლება შეადგინოს 8 ან 16 გბ. Bluetooth-ის მხარდაჭერის საშუალებით აუდიოსიგნალის გადაცემა შესაძლებელია უკაბელო ყურთსასმენზე, ავტომანქანის სტერეო ან აკუსტიკურ სისტემაზე. ამ მოდელის ღირებულებაა 179 – 219 დოლარი.

მოდელს NWZ-S760BT-ს გააჩნია 8 გბ მეხსიერება, 50 საათამდე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მუსიკის მოსმენის რეჟიმში და 10 საათამდე-ვიდეოს ყურების რეჟიმში. 2-დიუმიან დისპლეის აქვს გარჩევადობა 320×240 წერტილი. მოწყობილობის კომპლექტში შედის კაბელიანი და უკაბელო ყურთსასმენები. ფლეერის ღირებულება არის 149 დოლარი.

მოდელს, NWZ-E460 ექნება 4, 8, და 16 გბ მეხსიერება, შესაბამისად მათი ღირებულება იქნება 79, 89 და 109 დოლარი. დისპლეი არის 2 დიუმიანი, გარჩევადობით (320×240 წერტილი); როგორც ცნობილია მისი ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა იქნება 50 საათი.

ყველა მოდელში რეალიზებულია საფირმო ტექნოლოგია Clear Audio, რომელიც უზრუნველყოფს ხმის გაწმენდას წყვეტის და ხმაურისაგან. ასევე ნახსენებია SenseMe სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სურვილის მიხედვით შეირჩეს სიმღერების სია.

გამოყენებულია Sony-ის მასალები.

May 122011
 

კომპანია Pioneer-მა წარმოადგინა მულტიმედიური კომპიუტერული მაგიდის Microsoft Surface-ის საკუთარი ვერსია.

სიახლემ მიიღო WWS-DT101-ის ჩვენება, მისი დიაგონალი არის 52 დიუმი და აქვს Full HD (1920×1080 პიქსელი) გარჩევადობა. ასევე აქვს «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა: მაგიდას შეუძლია ამოიცნოს ერთდროულად 10 წერტილის შეხება, რაც საშუალებას იძლევა, სენსორულ ზედაპირზე ერთდროულად ისარგებლოს რამოდენიმე მომხმარებელმა.

WWS-DT101-ის ბაზაში დევს Intel Core i7 პროცესორის კომპიუტერი, 64-ბიტი Windows 7 ოპერაციული სისტემის და დამატებით დაპატენტებული პროგრამული უზრუნველყოფა. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა არის 6 გბ. ასევე აქვს Wi-Fi კონტროლერი და USB-პორტები. მაგიდას აქვს უკაბელო კავშირის ტექნოლოგიის მხარდაჭერა TransferJet-ის მოქმედების უახლოეს რადიუსში, რომელიც საშუალებას იძლევა რამოდემინე სანტიმეტრის დაშორებით გადასცეს ინფორმაცია 560 მბიტ/წ-ის სიჩქარით. ამასთან არ არის სავალდებულო რთული კონფიგურაციის შეერთების და წვდომის გამოყენება.

Pioneer მედიამაგიდის შეკვეთების მიღება დაიწყევა ივლისში; მოწყობილობის ფასი — უცნობია.

გამოყენებულია Pioneer-ის მასალები.

Mar 152011
 

ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაამზადეს “ზემინიატურული” ვიდეოკამერა, რომელიც როგორც მოსალოდნელია გამოყენებული იქნება მედიცინაში, საავტომობილო ინდუსტრიაში და ა.შ.

მოწყობილობას აქვს კუბის ფორმა და მისი სიგრძე შეადგენს 1 მმ-ს. სიახლე არის მსოფლიოში ყველაზე პატარა ვიდეოკამერა.

გამოსახულების გადაცემის წერტილოვანი გარჩევადობა — 250×250 ანუ მიახლოვებით 0,063 მეგაპიქსელი.

მოწყობილობის ფასი სავარაუდოდ არ იქნება ძვირი. როგორც მოსალოდნელია მინი-კამერის მასიური წარმოება დაიწყება მომავალი წლიდან.

გამოყენებულია CNET-ის მასალები.

Jan 112011
 

CES 2011-ის გამოფენაზე Samsung-მა წარმოადგინა, მსოფლიოში ყველაზე თხელი Blu-ray-პლეერი, რომელსაც აქვს 3D-კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა. მოწყობილობის კორპუსის სისქე — 23 მმ.

სიახლეს აქვს, სტანდარტული მატერიალების გარდაქმნის საშუალება მოცულობითში («quasi-3D ») და ასევე ინტერნეტ-წვდომის მხარდაჭრა. ტელევიზორის ეკრანის მეშვეობით, მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ Facebook-ით, YouTube-ით, Twitter-ით და მსაგვსი საიტებით.

პლეერის აქვს მეტალის კორპუსი; შესაძლებელია მისი კედელზე დამაგრება. სხვა ტექნიკური მახასიათებლების, გაყიდვაში გამოსვლის და საორიენტაციო ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

გამოყნებულია PC World-ის მასალები.

Jan 092011
 

კომპანია Samsung-მა წარმოადგინა Galaxy Player YP-GB1. პიველი ინფორმაცია მის შესახებ გამოჩნდა გასული წლის აგვისტოში.
Samsung Galaxy Player YP-GB1 არის, ფლაგმანური სმარტფონის,  Samsung I9000 Galaxy S-ის ”შემცირებული” ვერსია. მას მოაშრეს ფიჭურ ქსელებში მუშაობის მოდული, 5-მეგაპიქსელიანი კამერა შეამცირეს 3,2-მდე. მოწყობილობას აქვს წინა კამერა ვიდეოზარისთვის, რომლის განხორციელება შეიძლება მხოლოდ ინტერნეტში.
მოწყობილობა მუშობს Android 2.2 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, რომელსაც აქვს SamsungApps და Android Market აპლიკაციების მხარდაჭერა. მოწყობილობას გააჩნია Hummingbird-ის გიგაჰერციანი პროცესორი.
მოწყობილობის აღჭურვილობაშია: 4-დიუმიანი Super Clear LCD (TFT) დისპლეი გარჩევადობით 480×800 წერტილი, Bluetooth 3.0, Wi-Fi და GPS  ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები. ასევე, გათვალისწინებულია სლოტი MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათისთვის. ჩაშენებული მეხსიერების მოცულობა არ სახელდება. ასევე ცნობილია რომ ამ მოდელს შეუძლია HD-ვიდოეს ჩვენება. მისი ელემენტის ტევადობა — 1 200 მა/სთ.
სავარაუდოდ მოწყობილობის პრეზენტაცია შედგება CES 2011-ის გამოფენაზე (6-9 იანვარს, ლას-ვეგასი. ნებადა, აშშ.) აქვე გახდება ცნობილი მისი ღირებულებაც.

გამოყენებულია Samsung Hub-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache