Sony-იმ ბერლინში (გერმანია) IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა საინტერესო სიახლე — დამატებითი პანელი, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი ნოუთბუქის ეკრანზე 3D-გამოსახულების ფორმირება.

გამჭვირვალე პანელი, რომლის სისქეც არის 3 მმ მაგრდება პორტატული კომპიუტერის დისპლეის წინ. 3D-ეფექტი მიიღება ორმაგი ლინზების სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობის კუთხის გაზრდას. სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად, არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები.

პანელის შესაძლებლობები დემონსტრირებულია 15,5-დიუმიანი ნოუთბუქის Vaio S-ის მაგალითზე. ამ კომპიუტერს აქვს 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი მოცულობით 1 ტბ-მდე, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, ოპტიკური მიმღები (DVD ან Blu-ray) და დისკრეტული ამაჩქარებელი Radeon HD 6630 1 გბ მეხსიერებით (არ აქვს ყველა მოდელს).

პანელის დამაგრების შემდეგ, აუცილებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, რომელიც ვებ-კამერის საშუალებით თვალყურს ადევნებს მომხმარებლის ადგილსამყოფელს. ეს ყველაფერი საჭიროა 3D-სურათების ოპტიმიზაცისათვის; ადამიანი უნდა იმყოფებოდეს, ეკრანისგან 30 სმ-დან 1 მ-მდე დაშორებით.

3D-პანელის შეძენა შესაძლებელი იქნება 130 ევროდ.

გამოყენებულია Nikkei Business Publications-ის მასალები.

 

ამ კვირაში სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ) ჩატარებულ Google I/O 2011-ის კონფერენციაზე,  კომპანია Google-მა, წარმოადგინა პირველი სერიული ნოუთბუქები,  Chrome OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

«ქრომბუქი» (Chromebook) პირველ რიგში გათვლილია ვებ-აპლიკაციაებისთვის და ონლაინ სერვისებისთვის. Google ხაზს უსვამს, რომ ლეპტოპების ჩატვირთვა გრძელდება სულ რაღაც 8 წამი. სიახლეებს, ინტერნეტის უკაბელო კავშირისთვის, აქვთ Wi-Fi და 3G მოდულები. ასევე აქვთ თანამედროვე ვებ-სტანდარტების და Adobe Flash-ის მხარდაჭერა.

პირველი «ქრომბუქები» იქნებიან Samsung Series 5 Chromebook და Acer Chromebook-ის ლეპტოპები, რომლებიც გაყიდვაში გამოვა 15 ივნისს აშშ-ში, დიდბრიტანეთში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში და ესპანეთში. (სხვა ქვეყნებში მათი მიწოდება დაიწყება შედარებით მოგვიანებით.)

Samsung-ის მინი-ნოუთბუქი აღჭურვილია 12,1 დიუმიანი დისპლეით, რომლის გარჩევადობა არის 1280×800 წერტილი, მას ექნება ორბირთვიანი პროცესორი Atom N550 (1,5 გჰც) ან N570 (1,66 გჰც) , ქარდრიდერი «4-1-ში», ვებ-კამერა, Wi-Fi კონტროლერი, 3G-მოდემი (არჩევით), ორი USB 2.0 პორტი და D-Sub ბუდე. მინი-ნოუთბუქის ავტომატური მუშაობის დრო აღწევს 8,5 საათს. მისი წონა — 1,48 კგ. Series 5 Chromebook-ის Wi-Fi-ვერსიის ღირებულა – $429, ხოლო მოდიფიკაცია 3G მოდულით — $500.

Acer «ქრომბუქს» აქვს ანალოგიური მახასიათებლები, მაგრამ აღჭურვილია 11,6-დიუმიანი ეკრანით და HDMI ციფრული ინტერფეისით. ნოუთბუქი იწონის 1,34 კგ-ს და ავტომატური მუშაობის დრო შეადგენს 6 საათს. მისი ღირებულება იწყება $350-დან.

ბიზნეს მომხმარებლებს და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს «ქრომბუქების» შეძენა შეეძლებათ გამოწერით. დამკვეთები, კომპიუტერის გამოყენებისთვის და თანმხლები ონლაინ სერვისების წვდომისათვის, ყოველთვიურად გადაიხდიან $20–28, ხოლო მიმწოდებლები უზრუნველყოფენ «ჰარდვეარის» კომპონენტის უფასო« აფგრეიდს» და გაფუჭებული ნაწილის გამოცვლას.

გამოყენებულია Google-ის მასალები.

 

ინტერნეტ მაღაზია Amazon – ზე უკვე შესაძლებელია Gigabyte T1000P – ის შეკვეთა – რომელიც წარმოადგენს ნეტბუკისა და პლანშეტური კომპიუტერის ჰიბრიდს.

ამ მოწყობილობას აქვს 10,1 – დიუმიანი სენსორული ეკრანი, გაფართოება 1366х768 ასევე აღჭურვილია 1,83 გიგაჰერციანი Intel Atom N470 – ის პროცესორით, 1გბ ოპერატიული მეხსიერებით და 250 გიგაბაიტიანი ვინჩესტერით. მას აქვს Windows 7 Starter Edition ოპერაციული სისტემა.

სავარაუდოდ ა პროდუქტის მასობრივი გაყიდვა, შეკვეთა დაიწყება ამ წლის 1 ივლისიდან, ხოლო მისი ფასი კი შეადგენს $ 699.

 

კომპანია Gateway-იმ, Netbook Summit-ის ღონისძიებაზე სან-ფრანცისკოში, წარმოადგინა მინი-კომპიუტერი LT2203.

სიახლე წარმოებულია AMD აპარატურული პლატფორმის ბაზაზე, იყენებს ერთ ბირთვიან  პროცესორს V105, ტაქტური სიხშირე არის  1,2 გჰც და დახარჯული სითბური ენერგის მაქსიმალური მაჩვენებელი არის  9 ვტ. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა-1 გბ. მყარი დისკზე შესაძლებელია 250 გბ-მდე მონაცემების შენახვა.

ნეტბუქს აქვს 10,1-დიუმიანი დისპლეი გაფართოებით 1024×600 პიქსელი. გრაფიკულ ჩვენებას უზრუნველყოფს ATI Radeon HD 4225 ვიდეოადაპტერი. HDMI ციფრული ინტერფეისის მეშვეობით შესაძლებელია მიუერთდეს მაღალი გარჩევადობის გარე მონიტორი.

მოწყობილობას აქვს უკაბელო კავშირის Bluetooth 3.0 და Wi-Fi კონტროლერები IEEE 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით. ვებკამერა და ქარდრიდერი. კვება მარაგდება 6-ელემენტიანი აკუმულატორული ბატარეიდან.

აპარატის გაყიდვის დაწყების თარიღი და ღირებულება უცნობია.

გთავაზობთ LT2203-ის დემონსტრირების ვიდეოს:

გამოყენებულია Liliputing-ის მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache