Apr 142012
 

კომპანია Zotac-მა დააანონსა, სამაგიდო მინი კომპიუტერი, Zbox Nano XS AD11 Plus, AMD Brazos-ის აპარატულ პლატფორმაზე.

შემქნელები სიახლეს უწოდებენ, “ყველაზე პატარა კომპიუტერს დღეისათვის, რომელსაც გააჩნია სამაგიდო კომპიუტერის ფუნქციონალური შესაძლებლობები”. Nettop-ის ზომები — 106×106×37 მმ.

გამოყენებულია AMD E-450-ის პროცესორი, ორი გამომთვლელი ბირთვით , სიხშირე არის 1,65 გჰც და გრაფიკული კონტროლერი Radeon HD 6320 DirectX 11-ის მხარდაჭერით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს. მონაცემთა შესანახად გამოყენებულია 64 გბ-იანი SSD.

Nettop აქვს Gigabit Ethernet-ის ქსელის კონტროლერი, მრავალფორმატიანი ქარდრიდერი, კომბინირებული eSATA/USB 2.0 პორტი, HDMI ინტერფეისი, ორი USB 3.0 და ორი USB 2.0 შესაერთებელი. კომპლექტში შედის  შიდა უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი 802.11n-ის მხარდაჭერით.

Zbox Nano XS AD11 Plus-ის ფასი იქნება 360 დოლარი იქნება (ოპერაციული სისტემის გარეშე).

წყარო: Geeky Gadgets

Sep 172010
 

კომპანია Always Innovating-მა წარმოადგინა  არაჩვეულებრივი გაჯეტი — ჰიბრიდული ტრანსფორმირებადი კომპიუტერი Smart Book.

აწყობილად სიახლე ჩვეულებრივ ნეტბუქს გავს. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ კლავიატური გამოძრობა და მუშაობა მოწყობილობასთან როგორც პლანშეტთან და რათქმაუნდა ბრძანებების შეყვანა სენსორული დისპლეის მეშვეობით ხდება.

უფრო მეტიც, ეკრანის ნაწილლ იკავებს განყოფილება მინი კომპიუტერისათვის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად, ინტერნეტში სამუშაოდ ან ვიდეოზარების განხორციელებაში IP-ტელეფონების ქსელში. კლავიატურაზე განთავსებულია USB–HDMI პორტი, ასევე მოყვება გამოერთებადი ფლეშ-ბრელოკი 2გბ მეხსიერებით.

Smart Book-ის “გულს” წარმოადგენს პროცესორი ARM Cortex-A8. კომპიუტერს აქვს 512მბ ოპერატიული მეხსიერება 256ფლეშ-მოდულით; მოწყობილობას კომპლექტში ასევე მოყვება MicroSD ბარათი 8გბ ტევადობით. ეკრანის დიაგონალია 8,9 დიუმი; აქვს უკაბელო კავშირის ადაპტერები Bluetooth 2.1 და Wi-Fi (802.11 b/g/n). პროგრამულ პლატფორმად შეიძლება გამოყენებული იქნებს Ubuntu, Android, Chrome OS ან საფირმო ოპერაციული სისტემა AIOS.

Smart Book-ის კომპონენტების ცალკე შეკვეთაც შესაძლებელია ან ერთად და ფასი შეადგენს 550 დოლარს.

აი თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი:

წყარო: Always Innovating.

Sep 152010
 

კომპანია Dell-მა კომფერეცნია IDF 2010-ზე სან-ფრანცისკოში წარმოადგინა მინი-ნოუთბუქი, რომელიც შეიძლება გადავაკეთოთ პლანშეტურ კომპიუტერად. სიახლის სახელია Inspiron Duo.

ერთი შეხედვით მოწყობილობა ჩვეულებრივ ნეტბუქს გავს, მაგრამ მისი დისპლეი დამაგრებულია ჩარჩოებით ორი გორგოლაჭით. (იხ. ფოტო და ვიდეო). მათი დახმარებით შესაძლებელია ეკრანის გადაბრუნება და კლავიატურაზე მისი უკანა მხრით დადება. საბოლოოდ გამოვა პლანშეტი 10 დიუმიანი ტაჩსკრინით.

როგორც ცნობილია კომპიუტერს აქვს ორბირთვიანი, 1,5გჰც ჩიპი Intel Atom N550 და მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 7 Home Premium-ზე.

Dell Inspiron Duo-ის გაყიდვები დაიწყება 2010 წლის ბოლოს.

წყარო:Engadget.

Feb 262010
 

Неттоп Shuttle XS35 появится в магазинах во втором квартале.

კომპანია Shuttle, ცნობილი barebone–სისტემების და მცირე ფორმფაქტორის კომპიუტერების მწარმოებელი, დღეს განაცხადა ნეტტოპ XS35–ის გამოშვების შესახებ.

სიახლე აწყობილია Ion–ის მესამე თაობის აპარატულ პლათფორმზე, რომელის წარდგენაც ჯერ არ ყოფილა. ნეტტოპში გაერთიანებულია ორბირთვიანი პორცესორი Intel Atom ტაქტური სიხშირით 1,66 გჰც და nVidia (GT218)–ის  დისკრეტული გრაფიკული კონტროლერი. ეს კავშირი იძლევა საშვალებას მაღალი ხარისხის ვიდეოს დამუშავების და ასევე შეუძლია გაუშვას მაღალი რესურსის მოთხოვნადი თამაშები.

მინი–დესკტოპი დაკომპლექტებულია 2,5-დიუმიანი მყარი დისკით, ქარდრიდერით და მრავალფორმატული DVD-ჩამწერით. ნეტტოპს პერიფერიული მოწყობილობებისთვის და დისპლეისთვის აქვს ხუთი USB პორტი, ციფრული ინტერფეისი HDMI და ანალოგური D-Sub კავშირი.

მთელი ელექტრონიკა განთავსებულია ნეტტოპის კორპუსში რომლის მოცულობაა 1000 კუბური სანტიმეტრი და სისქე 3,3 სანტიმეტრი. სიხალეს აქვს ძალიან კომფორტული ქულერი, რომელიც გამოსცემს დაბალ ხმას.

ნეტტოპი წარმოდგენილი იქნება CeBIT 2010–ის გამოფენაზე, რომელიც შედგება ჰანოვერში (გერმანია) 2–დან 6–მარტამდე.

გამოყენებულია Shuttle-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache