Nov 292010
 

კომპანია OnLive იწყებს  MicroConsole-ის გაყიდვებს თავისი კომპიუტერული და ვიდეოთამაშების სერვისისათვის.

სისტემა OnLive, რომელიც წარმოდგენილი იქნა წინა წლის შემოდგომაზე, იყენებს ვებ-სერვერების მასივს თამაშების შენახვისა და გაშვებისათვის. გამოსახულების ტრანსლირება ხდება ინტერნეტის მეშვეობით ვიდეონაკადის ფორმატში, ასევე სერვისი რეაგირებს მომხმარებლის ბრძანებებზე რეალურ დროში. ეს იძლევა საშუალებას თუნდაც დაბალი მონაცემების მქონე მოწყობილობებზევითამაშოთ მაღალი სისტემური მოთხოვნების მქონე თამაშები.

დღემდე OnLive-ის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ პერსონალური კომპიუტერების მფლობელთათვის. ბაზარზე MicroConsole-ის გამოჩენის შემდეგ კი სერვისით სარგებლობა უკვე ტელევიზორითაც გახდება შესაძლებელი: ერთადერთი, რაც მომხმარებლებს დაჭირდებათ ეს იქნება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

“მიკროკონსოლი” აღჭურვილია ციფრული HDMI ინტერფეისით და აქვს Bluetooth-ის მხარდაჭერა. ქსელთან დასაკავშირებლად აქვს Ethernet-კონტროლერი; ამას გარდა, დეველოპერებმა მოწყობილობაში გაითვალისწინეს ორი USB-პორტი პერიფერიების მისაერთებლად — მაგალითად, კლავიატურა და თაგვი. მოწყობილობასთან ერთად კომპლექტში შედის უკაბელო ჯოისტიკი. კონსოლის ზომები — 124×81×22, წონა — 250 გრ.

MicroConsole-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო 18 ნოემბრიდან, ხოლო შემკვეთებისათვის მიღება დაიწყება 2 დეკემბერს. მოწყობილობის ფასი შეადგენს $100; თამაშების ყიდვა მომხმარებელს დაუჯდება 4 დან 50 დოლარამდე.

გამოყენებულია OnLive-ის მასალები.

Apr 022010
 

Стоимость новинки составляет 999 рублей.

კომპანია Canyon-მა წარმოადგინა მინიატურული Wi-Fi-ადაფტერი CNP-WF518N2.

სიახლე განკუთვნილია პორტატული და პერსონალური კომპიუტერებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ უკაბელო კავშირის ინტეგრირებული კონტროლერი. ასევე, Canyon CNP-WF518N2 IEEE 802.11n სტანდარტის მხარდაჭერით (ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე — 150 მბიტ/წ) გამოადგება იმ მომხმარებლებსაც, რომლის მოუთბუქებს და PC კომპიუტერებს გააჩიათ მოძველებული მოდული IEEE 802.11b/g-ის მხარდაჭერით.

ადაფტერი უერთდება პერსონალურ კომპიუტერს USB 2.0 ინტერფეისის მხარდაჭერით. მოდელი აღჭურვილია გასაშლელი ანტენით; გააჩნია WEP, WPA და WPA2 ალგორითმული დაშიფვრის მხარდაჭერა. მოწყობილობაში მოთავსებულია Realtek RTL8188SU ჩიპი.

CNP-WF518N2-ის მოცულობა — 25×12×8 მმ, წონა — 5 გ.

გამოყენებულია Canyon-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache