კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ნოუთბუქები Chronos. 15,6 და 14 დიუმიაინი ეკრანის დიაგონალით.

პორტატული კომპიუტერები შესრულებულია Intel-ის პლატფორმაზე; მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოიყენება პროცესორი Core i7-2675QM ტაქტური სიხშირით 2,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულება — 8 გბ-მდე. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი Radeon HD6750M. არის DVD-მიმღები, 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და USB 3.0 პორტი. ინფრომაციის გადაცემის სიჩქარის გასაზრდელად, PC-ში რეალიზებულია ტექნოლოგია Diskeeper ExpressCache, რომლის მეშვეობითაც, SSD-ს (8 გბ) და HDD-ის (750 გბ) ბაზაზე, ფორმირდება მონაცემების შენახვის ჰიბრიდული ქვესისტემა.

ლეპტოპებს გააჩნიათ SuperBright ეკრანები, გარჩევადობით 1600×900 წერტილი და სიმკვეთრე 300 კდ/მ². აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუტვის შემთხვევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს 9 საათამდე. ამასთანავე, ტექნოლოგია Battery Life Plus იძლევა ელემენტის «სიცოცხლის» გახანგძლივების საშუალებას. 1 500 ციკლის დამუხტვის შემდეგ უზრუნველყოფს, ელემენტის საწყისი სიმძლავრის 80 %-მდე გაზრდას.

Samsung Chronos ნოუთბუქების ღირებულება იწყება 1 000 დოლარიდან.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

კომპანია Acer-მა IFA 2011-ის გამოფენაზე (ბერლინი, გერმანია) წარმოადგინა ულტრაბუქი Aspire S3, რომელიც აღჭურვილია 13,3-დიუმიანი დისპლეით.

კომპიუტერი არის Intel Sandy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე მეორე თაობის Core პროცესორით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს; გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს ინტეგრირებული ვიდეობირთვი Intel HD 3000. მონაცემების შენახვის ქვესისტემა შედგება მყარი დისკისგან მოცულობით 320 ან 500 გბ; ასევე შესაძლებელია SSD-ს დაყენება მოცულობით 240 გბ.

ეკრანის გარჩევადობა — 1366×768 პიქსელი. კომპიუტერს გააჩნია უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 4.0 ადაპტერები; აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობა აღწევს შვიდ საათამდე. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ლეპტოპს «ძილის» რეჟიმიდან გამოსასვლელადს სჭირდება ნახევარი წამი. მოწყობილობის სისქე — 13 მმ.

ულტრაბუქის Aspire S3-ის გაყიდვები დაიწყება სექტემბრიდან; ღირებულება — 800-დან 1 200 ევრომდე კონფიგურაციის მიხედვით.

გამოყენებულია Acer-ის მასალები.

 

კომპანია Lenovo-მ ბერლინში (გერმანია)  IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა თავისი პირველი ულტრაბუქი — მოდელი U300s, რომლის გაყიდვებიც დაიწყება ოქტომბერში.

პორტატული კომპიუტერი შესრულებულია Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე, რომლიც მოიცავს მეორე თაობის Core i7 პროცესორს ტექნოლოგიით Turbo Boost. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს; ხოლო მყარი დისკის მოცულობა 256 გბ-ს.

დისპლეის დიაგონალი — 13,3 დიუმი. ულტრაბუქს გააჩნია 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერი; ნახსენებია, აუდიოსისტემა SRS Premium Surround Sound, USB 3.0 პორტი და HDMI.

სიახლის კორპუსის სისქე  — 14,9 მმ; აკუმულატორული ელემეტნის ერთხელ დამუტვის შემთხვევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს 8 საათამდე. ულტრაბუქის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 200 დოლარად.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

 

Toshiba-მ  IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა თავისი პირველი ულტრაბუქი — Portege Z830 13,3-დიუმიანი დისპლეით.

კომპიუტერი იყენებს მეორე თაობის Core პროცესორს Intel Sandy Bridge-ის აპარატული პლატფორმების შემადგელობიდან. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 6 გბ-მდე; ხოლო მყარი დისკის მოცულობა — 128 გბ. ეკრანის გარჩევადობაა 1366×768 წერტილი.

ულტრაბუქს გააჩნია SD-რიდერი, უკაბელი კავშირის Wi-Fi კონტროლერი 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით, 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, USB 3.0 ვერსიის პორტი და ასევე D-Sub და HDMI კონექტორები. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს 8 საათამდე.

Portege Z830-ის სისქე შეადგენს 15,9 მმ-ს; ხოლო წონა 1,13 კგ-ს. ულტრაბუქის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 000 დოლარად.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

სექტემბერში კომპანია Samsung დაიწყებს, მეშვიდე სერიის მძლავრი ლეპტოპის 700G7A-ის გაყიდვებს, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.

ნოუთბუქს გააჩნია, 2-გიგაჰერციანი პროცესორი Core i7 ოთხი ბირთვით და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი, Radeon HD 6970M 2 გბ მეხსიერებით; 17,3-დიუმიანი დისპლეის გარჩევადობა — 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD).

ინფრომაციის გადაცემის სიჩქარის გასაზრდელად, კომპიუტერში რეალიზებულია ტექნოლოგია Diskeeper ExpressCache, რომლის მეშვეობითაც, ინფრომაციის შემგროვებლის (SSD) და ვინჩესტერის (HDD) ბაზაზე, ფორმირდება მონაცემების შენახვის ჰიბრიდული ქვესისტემა. მყარი დისკის მოცულობა შეადგენს 1,5 ტბ-ს, ხოლო ფლეშ-მეხსიერება 8 გბ-ს.

საიახლეს აქვს, USB 3.0 პორტი, HDMI ინტერფეისი, კლავიატურა განათებით, ოპტიკური Blu-ray-მიმღები ასევე Wi-Fi და Bluetooth 3.0 კონტროლერები. ნოუთბუქის ღირებულება სტანდარტული კონფიგურაციით — 1 800 ევრო.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

Dell-ის ნოუთბუქების ხაზი შეივსო მოდელით, Vostro V131, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.

ბიზნეს-კლასის ნოუთბუქს შესაძლებელია ჰქონდეს, Celeron ან Core პროცესორი. დისპლეის ზომა — 13,3 დიუმი, გარჩევადობა — 1366×768 პიქსელი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა სტანარტული კონფიგურაციით, შეადგენს 2 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა სიჩქარით 7 200 ბრუნი/წმ-ში — 320 გბ.

კომპიუტერს აქვს, ქარდრიდერი «8 1-ში», ქსელური ადაპტერები Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0; არის ორი USB 3.0 პორტი. პარამეტრების სია მოიცავს, კლავიატურას განათებით, ვებ-კამერას HD-ვიდეოს მხარდაჭერით და ასევე 3G ან 4G მოდულს (WiMAX ან LTE).

ავტომატური მუშაობის დრო, ერთხელ დამუხტვის შემთხევაში აღწევს 9,5 საათამდე. ოპერაციული სისტემა  — Windows 7 Home Premium (64-ბიტიანი ვერსია).

სიახლის შეკვეთა, უკვე დაწყებულია; ფასი — 500 დოლარიდან.

გამოყენებულია Dell-ის მასალები.

 

Dell-ის საიტზე გამოჩნდა, პორტატული კომპიუტერის  Latitude XT3 მახასიათებლები, რომლის არსებობაც ცნობილი გახდა თებერვალში.

ტრანსფორმირებად ნოუთბუქს გააჩნია 13,3-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1366×768 პიქსელი. სპეციალური სამაგრის საშუალებით ლეპტოპი გარდაიქმნება პლანშეტად. დისპლეიზე შესაძლებელია, რამოდენიმე თითით ერთდროულად (მხარდაჭერილია მულტითაჩ ტექნოლოგია) და ასევე კალმით ზემოქმედება.

კომპიუტერს აქვს, მეორე თაობის Core პროცესორი ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვით Intel HD 3000. გარე მონიტორთან შესაერთებლად, გათვალისწინებულია D-Sub და HDMI კონექტორები.

ნოუთბუქის არსენალში შედის: ოპტიკური მიმღები, ვებ-კამერა, მრავალფორმატიანი ქარდრიდერი და ასევე თითების ანაბეჭდის ამომცნობი სენსორი. Latitude XT3-ის მაქსიმალური კონფიგურაციით აღჭურვილია, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 3.0 ადაპტერებით, GPS-მიმღებით და ასევე 3G მოდულით.

Latitude XT3-ის ზომები შეადგენს 323×222×31 მმ-ს, წონა  — 2 კგ. მოწყობილობის გაყიდვები დაიწყება უახლოეს მომავალში; ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Dell-ის მასალები.

 

კომპანია gScreen-მა წარმოადგინა არასტანდარტული პროტატული კომპიუტერი SpaceBook, რომელიც შესრულებულია Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე. მსურველებს უკვე შეუძლიათ, შეუკვეთონ SpaceBook.

სიახლის მთავარი განსაკუთრებულობა — ორი  17-დიუმიანი დისპლეი (გარჩევადობა — 1920×1080 პიქსელი). ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ეკრანები იმალებიან ერთმანეთის უკან და მომხმარებელს გააჩნია წვოდმა, მხოლოდ ერთერთ მათგანზე. ხოლო საჭიროების შემთხევაში, სპეციალური მექანიზმის საშუალებით, თხ-პანელებს შეუძლიათ გვერდზე გაწევა.

SpaceBook-ის მწარმოებლებისთვის შეთავაზებულია ორი მოდიფიკაცია: პირველ მოდიფიაკაციაში შედის: პროცესორი  Core i5-560M ტაქტური სიხშირით 2,66 გჰც და 4 გბ ოპერატოული მეხსიერება; ხოლო მეორე მოდიფიკაციაში: ჩიპი Core i7-740QM ტაქტური სიხშირით 1,73 გჰც და 8 გბ RAM. მოწყობილობების ღირებულება არის —  $2 400 და $3 800 მოდიფიკაციების შესაბამისად.

ნოუთბუქებს აქვთ, გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTS 250M 1 გბ მეხსიერებით, მყარი დისკი მოცულობით  500 გბ, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი, ქარდრიდერი და ასევე DVD-რექორდერი. პროგრამული პლატფორმის როლს თამაშობს Windows 7-ის ოპერაციული სისტემა.

გამოყენებულია gScreen-ის მასალები.

 

კომპანია Lenovo-მ დაიწყო პორტატული კომპიუტერის IdeaPad Z575-ის გაყიდვები 15,6-დიუმიანი დისპლეით.

სიახლის ფუძე — პლატფორმა AMD Llano: მყიდველებისთვის გათვალისწინებულია ნოუთბუქის მოდელები ჰიბრიდული 32-ნანომეტრიანი პროცესორით E2-3000M ( ორი ბირთვი; 2,4 გჰც), A4-3300M (ორი ბირთვი; 2,5 გჰც) ან A6-3400M (ოთხი ბირთვი; 2,3 გჰც). ყოველ ჩიპს გააჩნია, გრაფიკული კონტროლერი DirectX 11-ის პროგრამული ინტერფეისის მხარდაჭერით.

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 ან 4 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა  — 320, 500 ან 750 გბ. კომპიუტერს, ასევე გააჩნია, DVD-რექორდერი, 0,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, ქარდრიდერი «5 1-ში» და ასევე Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth კონტროლერები.

ეკრანის გარჩევადობა — 1366×768 წერტილი; HDMI ინტერფეისის საშუალებით, შესაძლებელია გამოსახულების გადაცემა გარე მონიტორზე ან ტელევიზორზე. ლეპტოპის წონა — 2,6 კგ.

IdeaPad Z575 შემოთავაზებულია 530 დოლარიდან (64-ბიტიანი ოპერაციული სისტემით Windows 7 Home Premium).

გამოყენებულია Lenovo-ს მასალები.

 

კომპანია Pioneer Computers Australia-მ დაიწყო შეკვეთების მიღება, პორტატულ კომპიუტერ  DreamBook Power W27-0B-ზე 17,3-დიუმიანი დისპლეით.

სიახლის აპარატული ფუძე — AMD Brazos-ის პლატფორმა: საბაზისო კონფიგურაციაში, ნოუთბუქი აღჭურვილია ჰიბრიდული პროცესორით E-350 Zacate, რომელსაც აქვს ორი გამომთვლელი ბირთვი ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც და გრაფიკული კონტროლერი Radeon HD 6310 DirectX 11-ის მხარდაჭერით. ასევე შესაძლებელია, 1-გიგაჰერციანი ჩიპის C-50-ის შეკვეთა.

ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა  — 8 გბ. კომპიუტერს გააჩნია, მეხსიერება მოცულობით 1 ტბ(ან SSD 256 გბ), ოპტიკური მიმღები (DVD ან Blu-ray), ქარდრიდერი «9 1-ში», 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, ქსელური ადაპტერი  Gigabit Ethernet და  Wi-Fi. ეკრანის გარჩევადობა — 1600×900 ან 1920×1080 წერტილი.

DreamBook Power W27-0B-ს აქვს, სამი USB 2.0 პორტი,  D-Sub და HDMI ინტერფეისი. აკუმულატორის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტომატრუ მუშაობის დრო აღწევს  5–6 საათმდე. ნოუთბუქის ზომები — 413×270×14–41 მმ, წონა— 2,9 კგ.

ნოუთბუქის ღირებულებაა 600 დოლარი.

გამოყენებულია Pioneer Computers Australia-ს მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache