Dec 142010
 

მიუხენის მეცნიერებათა აკადამიამ (გერმანია) IBM-თან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ევროპისთვის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის დაზმადებას ითვალისწინებს.

სისტემა SuperMUC განთავსდება ლაიბნიცის სახელობის სუპერკომპიუტერულ ცენტრში (გარხინგი, გერმანია) და გამოყენებული იქნება ევროპელი მეცნიერების მიერ კომპლექსური კველებისთვის შემდეგ სფეროებში: მედიცინა, ასტროფიზიკა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ SuperMUC-ს აქვს საფირმო გაგრილების სისტემა: მიკროპცესორის ტემპერატურას მიკროარხებში გამავალი წყალი დაარეგულირებს. IBM-ის განცხადებით, ეს ტექნიკური გადაწყვეტილება, სხვა სუპერკომპიუტერებთან შედარებით, SuperMUC-ს 40-პროცენტით ნაკლები ენერგომოხმარების საშუალებას მისცემს.

SuperMUC-ს გააჩნია Intel Xeon-ის 14 ათასი ჩიპი, რომლებიც მუშაობს IBM System x iDataPlex-ის სერვერში. როგორც, მოსალდნელია სისტემის წარმადობა მიაღწევს 3 პეტაფლოპს (კვინტილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში).შედარებისთვის: სუპერკომპიუტერების Top500-ის რეიტინგის ლიდერი — ჩინური სისტემა Tianhe-1A .

SuperMUC-ის გაშვება 2012 წლისთვის იგეგმება.

გამოყენებულია PC World-ის მასალები.

Dec 012010
 

კორპორაცია IBM-მა დღეს განაცხადა, ინფორმაციის გადაცემის სფეროში ტექნოლოგიური გარღვევის შესახებ, რომილთაც შესაძლებელი იქნება სუპერკომპიუტერების წარმოება გადავიდეს ექსაფლოპის ერაში — კვინტილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში.

IBM-მა იპოვა იაფი საშუალება გააერთიანოს ელექტრონული და ოფტიკური კომპონენტები ერთ სილიკონის დაფაზე. პერპექტიავაში ეს საშუალებას იძლევა, ჩიპებს შორის კომუნიკაცია განხორციელდეს შუქის იმპუილესებით და არა ელექტრონული სიგნალებით. შედაგად შესაძლებელი გახდება არხების გამტარუნარიანობის მკვეთრი გაზრდა.

IBM-ის ტექნოლოგიამ მიიღო, სახელი CMOS Integrated Silicon Nanophotonics —ინტეგრირებული სილიკონური ნანოფოტონიკა CMOS-ის ბაზაზე.  ტექნოლოგია ეფუძნება CMOS მიკროსქემების შექმნის სტანდარტულ მეთოდიკას და საშუალებას იძლევა განვათავსოთ სილიკონის დაფაზე ისეთი ელემენტები როგორიცაა: მოდულატორები, გერმანიუმის ფოტოდეტექტორები და მულტიპლექსორები ტალღის სიგრძის გაყოფის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია უზრუნველყოფს შევქმნათ ერთ ჩიპიანი ტრანსივერები ზომით 4×4 მმ, რომლებიც დაამუშავებს ინფორმაციას ტერაბაიტი წამში სიჩქარით.

IBM-ის შეფასებით 2020 შესაძლებელი გახდება შეიქმნას ექსაფლოპური წარმადობის გამოთვლითი კომპლექსები.

Nov 302010
 

კომპანია Bull-მა განაცხადა რომ შექმნა ევროპაში პირველი სუპერკომპიუტერი პეტაფლოპზე მეტი წარმადობით (კვადრილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში).

გამოთვლითი კომპლექსი Tera 100 დაპროექტებულია საფრანგეთის ატომური ენერგეტიკის კომისარიატის დაკვეთით. სისტემაში გამოყენებულია 17 480 Intel Xeon 7500 სერვერული პროცესორი. ჯამური ოპერატიული მეხსიერება 300 ტერაბაიტს შეადგენს. დისკური ქვესისტემის მოცულობა 20 პეტაბაიტს შეადგენს, რომელიც 500 გბ/წმ სიჩქარით მუშაობს.

Linpack ტესტის შედეგად Tera 100-ის მწარმოებლურობა 1.05 პეტაფლოპს შეადგენს. პიკური წარმადობა ამ დროს 1.25 პეტაფლოპია.  შედარებისათვის: ყველაზე მძლავრი სუპერკიმპიუტერის მწარმოებლურობა ა.შ.შ-ში ოუკრიჯის ნაციონალურ ლაბორატორიაში, შეადგენს 1,76 ტერაფლოპს.

სუპერკომპიუტერების მიმდინარე რეიტინგში ამ სისტემას მე-3 ადგილი ეკუთვნის თუ არ გავითვალისწინებთ სისტემას Tianbe-1A რომელიც ჩინეთში შეიქმნა და  მუშაობს 2,6 პეტაფლოპი წარმადობით.

მომზადებულია Bull-ის მასალებით

Nov 302010
 

ჩინეთის ნაციონალურ სუპერკომპიუტერულ ცენტრში მუშაობა დაიწყო ყველაზე მძლავრმა სუპერკომპიუტერმა მსოფლიოში – სისტემა Tianbe-1A.

როგორც Linpack ტესტმა აჩვენა სუპერკომპიუტერი მუშაობს 2,6 პეტაფლოპზე (კვადრილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში) შედარებისათვის: ყველაზე მძლავრი სუპერკიმპიუტერის მწარმოებლურობა ა.შ.შ-ში ოუკრიჯის ნაციონალურ ლაბორატორიაში, შეადგენს 1,76 ტერაფლოპს.

სისტემა Tianbe-1A შექმნა ჩინეთის თავდაცვითი  ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (NUDT). სისტემა აგებულია 14 336 Intel Xeon სერვერული პროცესორებითა და 7 168 nVidia Tesla M2050 ვიდეო ადაპტერებით. ასე რომ Tianbe-1A იყენებს ჰიბრიდულ CPU+GPU ტექნოლოგიას.

გამოთვლითი კომპლექსის ენერგომოხმარება 4,04 მეგავატს შეადგენს. როგორც შემქმნელები ამბობენ ეს სამჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე დასჭირდება 2.5 პეტაფლოპიან სისტემას მხოლოდ CPU ტექნლოგიის გამოყენებისას.

სუპერკომპიუტერი Tianbe-1A გამოყენებული იქნება რთული მეცნიერული გამოთვლებისათვის და კომპლექსური მოდელირებისათვის.

მომზადებულია  nVidia-ს მასალებით.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache