Apr 182012
 

პლანშეტური კომპიუტერის ASUS Transformer Pad 300-ის ფასი 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 32 გბ-ანი ფლეშ-სივრცით შეადგენს დაახლობეით 400 დოლარს. მინი-კომპიუტერი, რომელსაც გააჩნია 10,1-დიუმიანი ეკრანი შესრულებულია  nVidia Tegra 3-ის პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ოთხ მთავარი გამომთვლელ ბირთვს, გრაფიკულ კონტროლერს GeForce-ს და ასევე დამხმარე დაბალვოლტიან ბირთვ-კომპანიონს.

სიახლეს აქვს უკაბელო კავშირის Bluetooth 3.0 და Wi-Fi ადაპტერები, ორი კამერა (1,2- და 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით), ელექტრონული კომპასი, მიახლოვების და განათების სენსორები. დისპლეის გარჩევადობაა 1280×800 წერტილი; ხილვადობის კუთხე — 178 გრადუსამდე. მხარდაჭერილია 10-წერტილიანი მულტითაჩ „ინტერფეისი“. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობა აღწევს 10 საათამდე. მოძრავი კლავიატურის შეერთებისას დამატებით ელემენტთან ერთად მაშვენებლი იზრდება 15 საათამდე. პლანშეტში დაინსტალირებული იქნება ოპ. სისტემა Android 4.0 Ice Cream Sandwich, ხოლო მისი მიწოდება დაიწყება 22 აპრილიდან.

YouTube Preview Image

წყარო: Computerworld

Apr 142012
 

კომპანია Samsung-მა დაასახელა პლანშეტური კომპიუტერების Galaxy Tab 2-ის გაყიდვების დაწყების თარიღი და ღირებულება, რომლებიც იქნებიან Android 4.0 Ice Cream Sandwich-ის მართვის ქვეშ. Galaxy Tab 2-ის ხაზში შევიდა მოწყობილობები 7,0 და 10,1 დიუმიანი დიაგონლით. უმცროსი ვერსიის გარჩევადობა არის 1024×600 წერტილი, ხოლო უფროს ვერსიას გააჩნია 1280×800 წერტილი გარჩევადობა. გაჯეტებს აქვთ 1-გიგაჰერციანი პროცესორები ორი ბირთვით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, 3-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, ასევე დამატებითი წინა კამერა 0,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით ვიდეოზარებისთვის, უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერი, GPS-მიმღები, MicroSD-სლოტი და აქსელერომეტრი.

7-დიუმიან ეკრანს გააჩნია 8 გბ ჩაშენებული მეხსიერება. მისი ზომები შეადგენს 190×120×10,3 მმ-ს; წონა — 345 გ. 10-დიუმიან ვერსიის აღჭურვილობაში შედის ფლეშ-სივრცე ტევადობით 16 გბ. მისი ზომები — 253×173×8,5 მმ; ხოლო წონა — 580 გ. შეკვეთების მიღება Galaxy Tab 2 (7.0)-ზე დღეს დაიწყება და მისი ფასი იქნება  $250; ხოლო მათი მიწოდება მოხდება 10 დღის შემდეგ. მოწყობილობა Galaxy Tab 2 (10.1)-ის შეკვეთა ხელმისაწვდომი გახდება 4 მაისიდან ღირებულებით $400; მიწოდების დასაწყისი — 13 მაისი.

წყარო: PCWorld

Apr 132012
 

კორპორაცია Toshiba მეორე კვარტლის დასრულებამდე დაიწყებს პლანშეტების Excite 7.7-ის, Excite 10-ის და Excite 13-ის გაყიდვებს. რომლებსაც გააჩნათ 7,7, 10,1 და 13,3 დიუმიანი სენსორული დისპლეი შესაბამისად.

პროგრამულ-აპარატული ბაზა

ყველა კომპიუტერი შესრულებულია nVidia Tegra-ს მესამე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ოთხ მთავარ გამომთვლელ ბირთვს ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც, ასევე დამხმარე დაბალვოლტიან ბირთვს და გრაფიკულ კონტროლერს GeForce-ს. ოპ. სისტემა — Android 4.0 Ice Cream Sandwich.

მოწყობილობებს აქვთ 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, სტერეფონური დინამიკები, მთავარი 5-მეგაპიქსელიანი კამერა, წინა კამერა 2-მეგაპიქსელიანი მატრიცით და MicroUSB პორტი. ეკრანი დაცულია Gorilla Glass-ის დამცავი მინით.

Excite 13

სიახლე გამოირჩევა დიდი თაჩსქრინით ბაზარზე ხელმისაწვდომი პლანშეტური კომპიუტერებისგან, რომელსაც გააჩნია 1600×900 წერტილი გარჩევადობა. ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ მისი წონის გამო გაჯეტის გამოყენებისას შეიქმნება დისკომფორტი, რაც დააფრთხობს მყიდველებს. ბაზრის მონაწილეების აზრით კი, ეს პროდუქტი გათვლილი იქნება გარკვეული ტიპის მომხარებლებზე.

პლანშტის განკარგულებაშია MicroHDMI პორტი და SD-სლოტი; ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხანგძლივობა აღწევს 13 საათამდე. სისქე შეადგენს 10 მმ-ს; ხოლო წონა — დაახლოებით 1 კგ. სიახლე გაყიდვაში გამოვა ივნისში, 32 და 64 გბ-ანი ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერებით, ხოლო მისი ღირებულება იქნება $650 და $750 შესაბამისად.

Excite 10

მინი-კომპიუტერს აქვს 10,1-დიუმიანი ეკრანი (1280×800 პიქსელი) და გააჩნია 10-წერტილიანი «მულტითაჩ» ინტერფეისის მხარდაჭერა. მოწყობილობის მახასიათბლები ასე გამოიყურება: MicorHDMI პორტი, SD-სლოტი, კორპუსი სისქით 9 მმ და 10 საათამდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის საშუალება. ამ მოდელის შეძენა შესაძლებელი იქნება მაისიდან 450, 530 და 650 დოლარად 16, 32 და 64 გბ-ანი მეხსიერებით.

Excite 7.7

ხაზის უკანასკნელი წარმომდგენელი აღჭურვილია MicroSD სლოტით და AMOLED-პანელით, რომლის გაჩევადობაც არ კონტრეტდება. კორპუსის სისქე — სულ რაღაც 7,5 მმ; ხოლო მოწყობილობის წონა შეადგენს 380 გ-ს. ივნისში გაყიდვაში გამოვა მოდიფიკაციეები 16 და 32 გბ-ანი მეხსიერებით 500 და 580 დოლარად.

 

YouTube Preview Image

წყარო: MarketWatch

Oct 252011
 

ASUS-ის თავმჯდომარემ ჯონ შიიმ (Jonney Shih) AsiaD-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ პლანშეტური კომპიუტერის PadFone-ის შეძენა შესაძლებელი იქნება 2012 წელს.

ფაქტიურად სიახლე წარმოადგენს ორ მოწყობილობას გაერთიანებულს ერთში: უკანა კორპუსზე არის სპეციალური განყოფილება, რომელშიც თავსდება სმარტფონი. ამასთან ერთად პლანშეტი წარმოადგენს დოკ-სადგურს კომუნიკატორისთვის, რომელიც ზრდის კომპიუტერის შესაძლებლობას.

PadFone-ის მახასიათბლებიდან ცნობილია: სენსორული დისპლეის დიაგონლი, რომელიც შეადგენს 4,3-დიუმს, ხოლო პლანშეტის ეკრანი — 10 დიუმი; პროგრამული პლატფორმის როლს ასრულებს ოპ.სისტემა Android Ice Cream Sandwich (4.0). მოწყობილობის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე ASUS გეგმავს პლანშეტის Transformer Prime-ის გაყიდვებს, რომელიც არის მესამე თაობის nVidia Tegra-ს პლატფორმაზე.

წყარო:  TechConnect Magazine

Oct 232011
 

ფრანგულმა კომპანიამ eviGroup-მა დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი SmartPaddle 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით.

ის არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ერთბირთვიან პროცესორს Atom N455-ს ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს; ასევე  შემოთავაზებულია 32 გბ-ანი SSD-ს ან 120 გბ-ანი HDD-ის დაყენება. ეკრანის გარჩევადობა — 1024×60 წერტილი.

პლანშეტს გააჩნია უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 2.1 ადაპტერები, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, სტერეოფონური დინამიკები, სიმ-ბარათის სლოტი, სამი USB-პორტი და ასევე MicroHDMI ინტერფეისი.

SmartPaddle-ის სისქე შეადგენს 14,6 მმ-ს, ხოლო წონა — 890 გ. აკუმულატორული ემელენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობა აღწევს ხუთ საათამდე. ოპერაციულ სისტემის როლს ასრულებს Windows 7, დამატებითი საფირმო ინტერფეისით Scale 3D. ფასი — 550 ევროდან.

წყარო: eviGroup

Oct 232011
 

კომპანია Pioneer Computers Australia-მ დაიწყო შეკვეთების მიღება მინ-კომპიუტერზე DreamBook Wi5, რომელიც არის Intel Atom-ის აპარატულ პლატფორმაზე.

სიახლე წარმოადგენს სმარტფონის და პლანშეტის ჰიბრიდს. ის შესრულებულია «სლაიდერის» ფორმფაქტორზე: მოძრავი 5-დიუმიანი სენსორული დისპლეის ქვეშ განთავსებულია კლავიატურა QWERTY-განლაგებით. ეკრანის გარჩევადობა — 1024×600 წერტილი; მხარდაჭერილია «მულტითაჩ» ტექნოლოგია.

გაჯეტს აქვს პროცესორი Atom Z515, რომელიც ფუნქციონირებს 1,2 გჰც სიხშირეზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ხოლო ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა შეასაძლებელია იყოს: 16, 32 და 64 გბ. DreamBook Wi5-ს გააჩნია უკაბელო კავშირის Bluetooth 2.0 და Wi-Fi ადაპტერები, GPS-მიმღები, 0,3-მეგაპიქსელიანი კამერა, MicroSD სლოტი, USB 2.0 და Mini USB პორტები, დინამიკები და ბუდე ყურსასმენებითვის. ასევე არის სიმ-ბარათის ბუდე; მხარდაჭერილია მეოთხე თაობის ქსელებში მუშაობა.

მინი-კომპიუტერის ზომები — 178×85×26,5 მმ, წონა — 438 გ. შესაძლებელია Windows 7-ის ოპერაციული სისტემის დაყენება. სიახლის ღირებულება არის 1 000 დოლარი.

წყარო: Pioneer Computers Australia

Oct 122011
 

უკვე Android აპლიაკციების გაშვება შესაძლებელი იქნება iPad-ზე და სხვა ბევრ Android-ისგან განსხვავებულ მოწყობილობებზე. ეს შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციის Alien Dalvik 2.0-ის მეშვებით, რომელიც დამზადებულია შვეიცარიული კომპანიის Myriad-ის მიერ. იდეაში ის წარმოადგენს ვირტუალურ Java მანქანას, რომელშიც შესაძლებელი იქნება APK აპლიკაციების შესრულება, რეალურ Android OS-თან მიბმის გარეშე. მწარმოებლების მიზანი არ არის თავისი პროდუქტის კონკრეტული მომხმარებლისთვის მიწოდება, არამედ მისი მიწოდება სხვადასხვა მოწყობილობების მწარმოებლებისთვის, იმიტომ რომ მათ ჰქონდეთ Android აპლიკაციების მხარდაჭერა. ამას გარდა, ვირტუალური მანქანების შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ მათ შეძლეს სხვადასხვა OS ვერსიებს და აპლიკაციებს შორის «უთანხმოების» მოგვარება. რაც მწარმოებლებს პროგრამის წერის საშუალებას მისცემს Android სტანდარტით, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა მოწყობილობების ფართო სპექტრში. კომპანია Myriad თავისი პროდუქციის დემონსტრაციას CTIA Enterprise & Applications-2011-ის გამოფენაზე გეგმავს.

წყარო: techcrunch და cnet

Oct 062011
 

Amazon-ის შეკვეთების შიდა სისტემის მონაცემებით, პირველი ხუთი დღის განმავლობაში 250 ათასი ახალი პლანშეტის, Amazon Kindle Fire-ის წინასწარი შეკვეთა გაფორმდა.

მათ შორის პირველ დღეს გაიყიდა 100 ათასი ცალი. ცალსახად, ამ მაჩვენებლებით ეს იქნება პლანშეტების ერთერთი ყველაზე წარმატებული სტარტი, რომელიც არის Google სისტემის მართვის ქვეშ.

მაგალითად: Samsung-მა პირველ თვეს გაყიდა 6000-ამდე პლანშეტი Galaxy Tab. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Kindle Fire გააუმჯობესებს «სამსუნგის» მაჩვენებლებს. თუმცა Amazon-ს, ჯერ კიდევ დიდი გზას აქვს გასავლელი Apple-ის რეკორდამდე. პირველ დღეებში გაიყიდა 300 ათასამდე iPad, საუბარია პირველი თაობის პლანშეტზე. ერთ თვეში ეს რიცხვი გაიზარდა მილიონამდე. ჯერჯერობით Apple გაყიდვებში უსწრებს თავის კონკურენტებს.

შეგახსენებთ, რომ Kindle Fire-ს გააჩნია ორბირთვიანი პროცესორი TI OMAP4 ტაქტური სიხშირით 1 გჰც, 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1024×600 პიქსელი 8 გბ ფლეშ-მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი, USB 2.0 პორტი, სტერეოფონური დინამიკები და 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურასასმენებითვის.

წყარო: deepapple.com

Sep 252011
 

Intel-მა და Google-მა განაცხადეს, რომ ოპერაციული სისტემა Android, ოპტიმიზირებული იქნება Atom პროცესორებთან სამუშაოდ.

ინიციატვია, რომელმაც გაიჟღერა IDF 2011-ის ფორუმზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სან-ფრანცისკოში (კალიფორნია აშშ), დააჩქარებს Atom-ის ჩიპებით მობილური მოწყობილობების გამოჩენას ბაზარე, ასევე გაიზრდება პლანშეტების და მობილურების მწარმოებლების ინტერსესი Intel-ის აპარატული გადაწყვეტილების მიმართ.

IDF 2011-ზე დემონსტრირებული იყო კომუნიკატორების და პლანშეტური კომპიუტერების პროტოტიპები  Android-ის მართვის ქვეშ Intel Medfield-ის პლატფორმაზე.

Medfield-ის ფუძე — 32-ნანომეტრიანი Atom-ის ბირთვი მცირე ენერგომოხმარებით და ტაქტური სიხშირით 1,86 გჰც. გრაფიკული ქვესისტემის მწარმოებლურობით Medfield ოთხჯერ აღემატება თანამედროვე Moorestown პლატფორმას.

პლანშეტის პროტოპის სისქე არის 8,9 მმ. გაჯეტს გააჩნია 10-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1280×800 პიქსელი, ორი კამერა და სავარაუდოდ NFC მოდული. ოპერაციული სისტემა — Android 3.2 (Honeycomb).

გამოყენებულია Intel-ის მასალები.

Sep 202011
 

 

BUILD-ის კონფერენციაზე (კალიფორნია, აშშ) წარმოდგენილი იყო პლანშეტური კომპიუტერის საცდელი ნიმუში, რომელიც არის nVidia-ს ახალი თაობის აპარატულ პლატფორმაზე. გაჯეტს აქვს «სისტემა ჩიპზე», კოდური დასახელებით  Kal-El. მის შემადგენლობაში შედის,  ოთხი გამომთვლელი ბირთვი სიხშირით 1,5 გჰც და 12-ბირთვიანი გრაფიკული კონტროლერი GeForce ( გარჩევადობა 1920×1200 პიქსელი). nVidia-ს განცხადებით, Kal-El მწარმოებლურობით ხუთჯერ აღემატება Tegra-ს მეორე თაობის ჩიპებს. 

აღსანიშნავია, რომ ნაჩვენები პროტოტიპი ფუნქციონირებს Windows 8-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. დისპლეის ზომები არ სახელდება, თუმცა სავარაუდოდ დისპლეის ზომა იქნება 10 დიუმი. სავარაუდო მონაცემებით, პლატფორმა  Kal-El უზურნველყოფს ავტონომიურ რეჟიმში მუშაობას ხანგძლივი დროის განმავლობაში.

პირველად Kal-El პლანშეტები შესაძლოა გამოჩნდეს წლის ბოლომდე. ჭორების თანახმად, ასეთ მოწყობილობას ამზადებს კომპანია ASUS.

წყარო: Geek.com

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache