კორპორაცია Toshiba-მ IFA 2011-ის გამოფენაზე (2–7 სექტემბერი, ბერლინი, გერმანია) წარმოადგინა, მსოფლიოში პირველი SDHC ფორმატის ფლეშ-ბარათი უკაბელო კავშირის Wi-Fi-ს მხარდაჭრით.

სიახლემ მიიღო დასახელება FlashAir და მისი მოცულობაა 8 გბ. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე აღწევს 6 მბ/წ-მდე; სამუშაო ტემპერატურა — მინუს 25-დან პლიუს 85 გრადუსამდე ცელსიუსით.

ფელშ-ბართს აქვს IEEE 802.11b/g/n სტანდარტის და WEP, TKIP, AES (WPA, WPA2) პროტოკოლების მხარდაჭერა. მისი ზომები შეადგენს 32×24×2,1 მმ-ს, ხოლო წონა — 2 გ.

ბარათი FlashAir პირველ რიგიში განკუთვნილია ციფრულ ფოტოაპარატბში გამოსაყენებლად. ნიმუშები გამოჩნდება ნოემბერში; ხოლო მასიური წარმოება დაგეგმილია 2012 წლის თებერვალში. ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.

გამოყენებულია Toshiba-ს მასალები.

 

IEEE 802.22 არის სტანდარტი Wireless Regional Area Network (WRAN) (უკაბელო რეგიონული მასშტაბის ქსელი) რომელიც იყენებს  სიცარიელეებს (white spaces) სატელევიზიო სიხშირეების სპექტრში.

მთავარი განსხვავება წინა სტანდარტებისგან ის არის რომ ახალი სტანდარტი უფრო შორ მანძილზე მუშაობს. ერთი გადამცემი სადგურის სიგნალი, ყოველგვარი დახმარებისა და გამაძლიერებლების გარეშე აღწევს 100 კილომეტრამდე მანძილში. მართლაც შთამბეჭდავია და მალე ის ძველ 802.11 a/b/g/n სტანდარტს ჩაანაცვლებს.

ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ არც ისე მალე, რამდენადაც უკაბელო მოწყობილობების უმრავლესობა დღეს არსებულ სტანდარტებზე მუშაობს თანაც მომხმარებლების მოთხოვნები უმეტესწილად დაკმაყოფილებულია. მეორე მხრივ, ტექნოლოგიების ცვლა დღეს სწრაფი ტემპებით ხორციელდება, ზოგიერთ ქვეყანაში ანალოგური ტელევიზია, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო შეიცვალა ციფრულით ძალიან მოკლე ვადებში. იგივე შეიძლება მოხდეს რამოდენიმე წელში და შეიცვალოს WiFi  სტანდარტიც.

სიხშირეების დიაპაზონი, რომელთანაც მუშაობს ახალი სტანდარტი არის 54 დან 698 მეგაჰერცამდე. ასე და ამგვარად, ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია 22 მეგაბიტამდე 100 კილომეტრის რადიუსში ერთი საბაზისო სადგურის მეშვეობით. შესაძლოა ზუსტად ამ სტანდარტმა შემოუერთოს გლობალურ ქსელს დაშორებული რეგიონები, რომლის მაცხოვრებლებსაც დღემდე არ აქვთ ინტერნეტი ან იხდიან სერიოზულ გადასახადებს.

ახლა უკვე, როცა ახალი სტანდარტი დამტკიცებულია, მისი გამოყენება შესაძლებელია კომერციული ორგანიზაციების მიერ, რათა შეიქმნას მოწყობილობები ახალი ტექნოლოგიის შესაბამისად. და თუ მწარმოებლები მოინდომებენ, ახალი სტანდარტი საკმაოდ ჩქარა შემოვა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა ახალ ტექნოლოგებთან ერთად.

 

 

ამერიკელმა სტუდენტმა რაიან გიერამ (Ryan Guerra)  შექმნა მოწყობილობა, რომელიც გადასცემს WiFi-სიგნალს 1600 მეტრზე უფრო მეტ მანძილზე.

თვითნაკეთი კონსტრუქცია, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, შედგება ჩვეულებრივი WiFi ადაპტერისგან, კომპიუტერისაგან Linux-ის მართვის ქვეშ და ექსპერიმენტული კონვერტორით, რომელიც ამცირებს სიხშირეს 2,4 გიგაჰერციდან (არხის სიგანე 20 მეგაჰერცი) 560 მეგაჰერცამდე (სატელევიზიო არხი, 5 მეგაჰერცი სიგანით). გამოსასვლელში კონვერტერზე მიერთებულია ჩვეულებრივი ანტენა, რომელის შეიძლება სახლის გარეთაც დამონტაჟდეს.

ამ ანტენას გაშლილობის დიაგრამა 60°-მდე აქვს ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ამიტომაც სიგნალის მიღებას შეძლებს ყველა ის ვინც მოხვდება ამ სექტორში. გამომდინარე იქიდან რომ არხის სიგანე ოთხჯერ შემცირდა 20 მეგაჰერციდან 5-მდე, პროპორციულად შემცირდება ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეც, რაც ბუნებრივია.

როგორც ცდებმა აჩვენა, სიხშირის შემცირება უზრუნველყოფს სიგნალის უკეთეს მიღებას ცუდი ხედვის პირობებში, მაგ: ხეების ხშირ ფოთლებში. რეალურ პირობებში სიგნალი წარმატებით ტრანსლირდებოდა 1600 მეტრზე მეტ მანძილზე, არაპირდაპირი ხედვის პირობებში. რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ტექნოლოგიამ იმუშაოს, საჭიროა ორივე მხარეს გვქონდეს ერთნაირი მიმღებ-გადამცემები.

უნდა აღინიშნოს, რომ რაიან გიერა არ არის ჩვეულებრივი სტუდენტი, არამედ არის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის მონაწილე, რომელმაც გასულ წელს მოიგო ა.შ.შ-ს სამეცნიერო საოგადოების გრანტი 1,8$ მლნ ტენოლოგიის შექმნისთვის რომელიც საშუალებას იძლევა გადაიცვეს ინფორმაცია გამოუყენებელ სიხშირეებზე ტელეარხებს შორის ე. წ.  white spaces.

ეს არ არის პირველი მცდელობა, როცა გამოიყენება ტელესიხშირეები ინფორმაციის გადასაცემად. ორნახევარი წლის წინ ამერიკის ერთ პატარა ქალაქში ქოლდვილი (ვირჯინიის შტატი) შეიქმნა საქალაქო ქსელი გამოუყენებელ ტელესიხშირეებზე, რომელიც ითვლება პირველ პროექტად მთელს მსოფლიოში, რომელსაც კომპანიები Microsoft და Dell კურირებდნენ.

ასეთ სისტემაში ყველაზე ძნელია, სიხშირეების კოორდინაცია ყველა გადამცემი მოწყობილობისათვის, რომ მათ ერთმანეთს არ შეუშალონ ხელი. თუ გამოვიყენებთ WiFi სტანდარტის შესაბამის სისტემას Carrier Sense Multiple Access (CSMA), ბევრი მოწყობილობის ერთდროული მუშაობისას საგრძნობლად დაეცემა ქსელის გამტარუნარიანობა. შესაძლოა ახალი ქსელისთვის ახალი პროტოკოლიც შექმნან, რაზეც უკვე დიდი ხანია მუშაობს კომპანია Microsoft)

 

 

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache