Google-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა განაცხადა, რომ Android-ის მართვის ქვეშ მყოფი ტელეფონების და პლანშეტების ყოველდღიური აქტივაციების რაოდენობამ მიაღწია 550 ათასს.

მაისში ეს მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 400 ათასს, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — დაახლოებით 300 ათასს. ასე რომ, ახლა ყოველთვიურად მოხმარებაში შედის 16 მილიონზე მეტი  Android-გაჯეტი, ხოლო ჯამში ამ პლატფორმაზე აქტივირებულ მოწყობილობათა რიცხვი, პეიჯის თქმით, დაახლოებით 190 მილიონს შეადგენს.

წინა წელს ანალიტიკოსების შეფასებით, Android OS სმარტფონების ოპერაციული სისტემების მსოფლიო ბაზრის 22,7 პროცენტს იკავებდა. 2011 წლისათვის კი, ეს პლატფორმა როგორც მოსალოდნელი იყო გახდება ლიდერი 38,5%-ით, ხოლო უკვე 2012 წლისათვის დაიკავებს მობილური ოპერაციული სისტემების ბაზრის ნახევარს. comScore-ის მონაცემების მიხედვით Android ახლა კომუნიკატორების ამერიკული ბაზრის 43,7%-ს ფლობს.

Google-ის მმართველმა ასევე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Google+-ში უკვე 40 მილიონზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული. აგვისტოს დასაწყისში სერვისის მომხმარებლების რიცხვი დაახლოებით 25 მილიონს შეადგენდა. Google+ გახდა ყველა სწრაფად მზარდი სოციალური მიმართულების ვებ-რესურსი მთელ ინტერნეტის ისტორიაში.

წყარო: Electronista

 

 

დღეს, თბილისის დროით 6:00-ზე ჩატარდა Google-სა და Samsung-ის ერთობლივი ღონისძიება სადაც წარმოდგენილ იქნა ახალი ფლაგმანი და ოპერაციული სისტემა.

მოდით მოკლედ განვიხილოთ შემდეგი თაობის ნექსუსი – Galaxy Nexus:

                                                                                        Android 4.0 

Android 4.0, Ice Cream Sandwich არის სრულიად ახალი დიზაინისა და მოწყობის Android ოპერაციული სისტემა. ჩაკეტილი ეკრანი, ვიჯეტები, შეტყობინებები, მრავალამოცანიანობა და ყველაფერი განახლდა და გახდა მარტივი, ლამაზი და უფრო ჭკვიანი.

                                                                                     სახით გახსნა

სახით გახნა ნიშნავს იმას, რომ თქვენს Galaxy Nexus-ს გახსნით ერთი გაღიმებით. არანაირი რთულად დამახსოვრებადი პაროლი, უბრალოდ შეხედეთ ტელეფონს თვალებში.

                                                                                      Android Beam

თქვენ მარტივად შეძლებთ გაუზიაროთ კონტაქტები, საიტები, პროგრამები, რუქები, მიმართულებები და YouTube-ის ვიდეოები ყველას თქვენს გარშემო. უბრალოდ მიუახლოვეთ ერთმანეთს NFC-ს მქონე ანდროიდ მოწყობილობები და შეახეთ, რომ გადასცეთ ინფორმაცია.

                                                                                                         ხმით ბეჭდვა                                                                                             

ხმით ბეჭდვისას თქვენ შეძლებთ დაინახოთ თქვენს მიერ წარმოთქმული ტექსტი. დააჭირეთ მიკროფონს კლვიატურაზე და თქვენი საუბრის მეშვეობით აკრიფეთ და გააზავნეთ SMS, email ან უბრალოდ ტექსტი, რომლის აკრეფაც გსურთ.

 

                                                                                            Google+

Google+-ის საშუალებით საჭირო ინფორმაციის საჭირო ხალხთან გაზიარება გაცილებით მარტივი იქნება. Messenger-ის საშუალებით შეძლებთ მეგობრების ჯგუფთან ერთად ისაუბროთ და მოაწყოთ ჰენგაუთები ვიდეო ჩატების საშუალებითაც 9 მონაწილეს შორის.

                                                                                                              პანორამული კამერა
                                                                                                      

Galaxy Nexus-ს აქვს მაღალი ხარისხის კამერა დიაფრაგმის ნულოვანი დაგვიანებით, ავტომატური ფოკუსით, საუკეთესო გადაღებით ღამის პირობებში და მარტივი, ინტუიციური ინტერფეისით. შეგიძლიათ გადაიღოთ პანორამული სურათები შემდგომი შეწებების გარეშე. გადაიღეთ შესანიშნავი ფოტოები და 1080p ვიდეო, დაარედაქტირეთ და გაუზიარეთ ყველას პირდაპირ თქვენი ტელეფონიდან.

 

                                                                                          ეკრანი

Galaxy Nexus-ს აქვს მსოფლიოში პირველი 4.65 დიუმიანი მაღალი-გარჩევადობის SuperAMOLED ეკრანი, რაც იდეალურია ტექსტის ვიდეოსა და თამაშებისთვის. ეკრანის გარჩევადობა არის 720p, ვიდეო გამოიყურება უნიკალურ ზომაში და ფერებში, ხოლო მოწყობილობის ოდნავ მრუდე დიზაინი ყურებისას ყველაზე კომფორტულია თქვენს ხელში.

 

                                                                                      სისწრაფე და 4G

Galaxy Nexus მუშაობს 4G (LTE ან HSPA+) სიჩქარეებზე, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტით უყუროთ ფილმებს, ისაუბროთ ვიდეო ჩატის გამოყენებით. 1.2 გიგაჰერციანი ორ ბირთვიანი პროცესორი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თამაშებს და სწრაფ ვებ-ბრაუზინგს.

იხილეთ ვიდეო:


 

იხილეთ ღონისძიების სრული ვიდეო

წყარო: Google

 

მძლავრი და ხარისხიანი კავშირი სჭირდებათ არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არამედ სწრაფი ინტერნეტი და სტაბილური მიღება ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორია სამაშველო სამსახურებისთვისაც. მათ, ისე როგორც არავის, სჭირდებათ უპრობლემო და ხარისხიანი წვდომა მონაცემთა შიდა ბაზებთან კონლრეტული პრობლემების გადასაჭრელად.

ლოზანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინტელექტუალური სისტემების ლაბორატორიამ შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით  SMAVNET (Swarming Micro Air Vehicle Network), რომელიც Wi-Fi–ის განვითარების საშუალებას იძლევა.

სიგნალის ტრანსლაციაზე პასუხს აგებენ მსუბუქი საფრენი აპარატები, რომელთა ჰაერში გაშვება წამების მანძილზე ხორციელდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქსელი ჩვეულებრივი აპარატების საშუალებით იქმნება. გარდა ფრთებისა და ძრავებისა, დრონების ტექნიკურ შემადგენლობაში შედის ლითიუმ–პოლიმერული აკუმულატორი, რომლიც უზრუნველყოფს ძრავების მუშაობას, ასევე ავტოპილოტის სისტემა, რომელიც მონაცემებს ჩაშენებული GPS–მიმღებით იჭერს, გიროსკოპები, წნევის რამდენიმე სენსორი და მოწყობილობა, რომელიც მეზობელი აპარატიდან მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=pfYs5C8D4uk

სამწუხაროდ დრონის მუშაობის ხნაგრძლივობა ჯერჯერობით საკმაოდ დაბალია — სულ რაღაც 30 წუთი, თუმცა თავად იდეა საკმაოდ პერსპექტიული ჩანს. მთავარია გახანგრძლივდეს აპარატის მუშაობ დროში, რასაც დიდად შეუწობს ხელს მზის ენერგიის მიმღები პანელები (მაგალითად Solar Impulse) და მსგავსი დრონები აუცილებლად გახდება ყველაზე გავრცელებული ინტერნეტ საშუალება.

წყარო: lis2.epfl

 

Amazon–ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯეფ ბეზოსი (Mario Tama / Getty Images–ის ფოტო).

კომპანია comScore–მ წამყვანი ონლაინ–მარკეტებისა და ინტერნეტ–მომსახურების (რომლებიც გაყიდვებს ეხება) მომხმარებელთა საერთო რაოდენობა შეაჯამა.

გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ივნისში Amazon–ს 282 მლნ «იუზერი» ეწვია, ანუ 15 წელს გადაცილებულ ინტერნეტ მომხმარებელთა 20,4%. მარტივად რომ ვთქვათ, ვებ–მაღაზიას პლანეტის ყოველი მეხუთე ადამიანი იყენებს, რომელსაც გააჩინა ინტერნეტთან წვდომა (მითითებულ ასაკობრივ კატეგორიაში).

223,5 მლნ სტუმრით, comScore–ს რეიტინგში, მეორე ადგილზე ინტერნეტ–აუქციონი eBay იმყოფება, ანუ ვებ–აუდიტორიის 16,2%. 156,8 მლნ მომხმარებლითა და 11,3%–ით სამეულს ჩინური პორტალი, Alibaba.com ხურავს.

საიტი, Apple.com, რომელიც ბრაუზერით 134,3 მლნ–ჯერ გაიხსნა, რეიტინგში მეოთხე ადგილზე იმყოფება. ეს მაჩვენებელი ვებ–აუდიტორიის თითქმის 10%–ს შეადგენს. რიგით მეხუთე იაპონური კომპანია  Rakuten აღმოჩნდა: 57,8  მლნ მომხმარებელი (4,2%).

გარდა ამისა, comScore–ს სიაში მოხვდნენ Wal-Mart (44,7 მლნ; 3,2%) და Hewlett-Packard (38,5 მლნ; 2,8%).

წყარო: comScore

 
Google-მა შეასრულა დაპირება და iPhone-ის მომხმარებლებისთვის გამოუშვა Google+ ის მობილური აპლიკაცია. მოულოდნელი არ იყო ის, რომ ის ძალიან ჰგავს ანდროიდის ვერსიას, სადაც მოთავსებულია მთავარი სტრიმი და ახლო მომხმარებლები, გაზიარება წერეებში და Huddle ჰენგაუთების მხარდაჭერა. ეს არ არის უნივერსალური პროგრამა, რაც ნიშნავს რომ iPad-ის მომხმარებლებს მოუწევთ ვებ აპლიკაციით სარგებლობა. იგივე შეიძლება iPod touch-ის ვერსიაზეც.
 

კომპანია Find People on Plus-მა მოამზადა, სტატისტიკა 947996 აქაუნთზე, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან, Google-ის ახალ სოციალურ ქსელში.

Google Plus-ის მომხმარებლების რუკა.

გთავაზობთ, მომხმარებლების, უფრო კონკრეტულ სტატისტიკას სქესის, პროფესიის და ქალაქების მიხედვით.

სტატისტიკა სქესის მიხედვით:

სტატისტიკა პროფესიის მიხედვით:

სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით:

და ასევე, საინტერესო დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენი მამაკაცი და ქალბატონი არიან ერთმანეთის გაცნობის ძიებაში:

 

წყარო: findpeopleonplus.com

 

თანხის ეს რაოდენობა მიუთითა Forbes-ის ექსპერტმა ბრიუს ურბინმა. გასაგებია, რომ  მისთვის არავის არ მიუწოდებია რამე ინფორმაცია, ყველა გამოთვლა მათ თვითონ შეასრულა. საინტერეოსა, რომ გამოთვლები ბრიუსის მეგობარმა ფილ ტერიმ გააკეთა, რომელიც Creative Good კომპანიის დამფუძნებელია. საერთოდ კი შეფასება, რომელსაც ეს ორი ექსპერტი აკეთებს საკმაოდ დამაჯერებელია. აღსანიშნავია რომ 2005 წელს News Corp-მა MySpace-ში გადაიხადა დაახლოებით ასეთივე თანხა, 580 მილიონამდე. მოდით ვნახოთ თუ რისგან შედგებოდა გამოთვლები ამ შემთხვევაში.
გასათვალისწინებელი მონაცემებია:

—  Google+ შექმნაში მონაწილეობას დაახლოებით 500 ადამიანი ღებულობდა;
— ამ სამუშაოში თითოეულმა მათგანმა 250 ათასამდე დოლარი აიღო (მთელი სამუშაოს პერიოდში) ანუ 125 მილიონი დოლარი.

ამის გარდა, Google+ შეიქმნა რამოდენიმე კომპანიის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რომელიც კორპორაციამ უფრო ადრე იყიდა:

— 123 მილიონი — On2;
— 158 მილიონი — 
Widevine;
— 179 მილიონი — Slide;

გამოვიდა 585 მილიონი. საბოლოო ჯამში ჯამი უფრო მეტი გამოვიდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ასევე საინტერესოა, რომ ექსპერტები Google+ არ თვლიან წარმატებულ ინვესტიციად, თვლიან რა MySpace-ის ანალოგიურ ვარიანტს, რომელიც შემდეგ 35 მილიონად გაიყიდა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას,რ ომ Google-ის შანსები უფრო მეტია ვიდრე MySpace-ს ქონდა, რამდენადაც თუ Google-ის მილიონობით მომხმარებლიდაც სულ მცირე მაინც გახდება ამ სოც. ქსელის მომხმარებელი, პროექტი წარმატებულად ჩაითვლება. საჭიროა მომხმარებლების შენარჩუნებაცს, თუ გავითვალისწინებთ Buzz-ისა და Wave-ის შეცდომებს, Google-ს ყველაფერი კარგად გამოუვა.

 

კომპანია Sony Ericsson-მა, Mix Walkman-ის გარდა, წარმოადგინა კიდევ ერთი სიახლე — ფიჭური აპარატი txt pro.

მწარმოებლების განცხადებით, txt pro სპეციალურად დამზადდა მათთვის, ვისაც უყვარს სოციალურ ქსელებში ურთიერთობა. კერძოდ, აქ არის აპლიკაცია Facebook-თვის და Twitter-თვის. შეტყობინების აკრეფას აადვილებს მოძრავი QWERTY-კლავიატურა.

ტელეფონს გააჩნია 3-დიუმიანი სენსორული დისპელი გარჩევადობით 240×40, რომელიც დაცულია ნაფხაჭნებისგან. txt pro-ს, ასევე აქვს, კამერა 3,2-მეგაპიქსელიანი მატრიცით, FM-ტუნერი RDS-ის მხარდაჭერით, Wi-Fi და Bluetooth კონტროლერები, MicroUSB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენსთვის და MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი 32 გბ-მდე.

სიახლე განკუთვნილია GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც ქსელებში სამუშაოდ. თუ ვენდობით ტექნიკურ მახასიათებლებს, აკუმულატორი უზრუნვეყოფს ხუთ საათმადე საუბრის და 400 საათამდე მოლოდინის რეჟიმში მუშაობას.

txt pro-ს გაყიდვები დაიწყება შემდეგი კვარტალიდან; ღირებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

 

Google–ის გენერალური დირექტორი, ლარი პეიჯი (რეიტერის ფოტო).

კომპანია Google–მა  Gmail–ის სერვისში დარეგისტრირებულ პირთა ექაუნთების გატეხვის მრავალჯერადი არასანქცირებული მცდელობა დააფიქსირა.

როგორც იუწყებიან, უცნობი თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ფიშინგის მეთოდის გამოყენებით, გებულობდნენ Gmail–ის პაროლებს. დაზარალდა ასობით ადამიანი, მათ შორის: ამერიკელი ჩინოვნიკები, ჩინეთის პოლიტიკური ლიდერები, სამხედრო პირები და ჟურნალისტები.

Google–ში მიაჩნიათ, რომ ჰაკერების მიზანი Gmail–ის მომხმარებელთ მიმოწერის მონიტორინგი იყო, ხოლო თავდასხმა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკიდან განხორციელდა. კომპანიამ უკვე მიიღო თავდაცვის შესაბამისი ზომები, აცნობა დაზარალებულებს გატეხვის შესახებ და მიმართა ამერიკის ხელისუფლებას.

რა თქმა უნდა, ჩინელები ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება «წინააღმდეგია ქველანაირი მოქმედების, რაც საფრთხეს უქმნის ინტერნეტ–უსაფრთხოებას, ჰაკერების საქმიანობის ჩათვლით».

დაპირისპირება Google–სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, გასული წლის დასაწყისში დაიწყო, როცა ინტერნეტ–გიგანტი კარგად დაგეგმილი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. კომპანიამ თავდასხმაში ჩინეთი დაადანაშაულა, თუმცა ოფიციალური პეკინი მომხდარში ბრალს დღემდე არ აღიარებს.

წყარო: Associated Press

 

Anders Forsberg–ის ფოტო.

როგორც ყველამ ვიცით, Facebook–ს არა აქვს უფლება თავის მომხმარებელს აუდიოფაილების ატვირთვის ნება დართოს, რადგან სამართალდამცავები სოციალურ ქსელს მომხმარებლების მიერ მუსიკის პირატულად გავრცელების ბრალდებით საკმაო პრობლემებს შეუქმნიან.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, ვებ–სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook–ში მალე ახალი მუსიკალური სერვისი გამოჩნდება, რომელის დამუშავება, ცნობილ მუსიკალურ ვებ–სამსახურთან, Spotify–სთან ერთად მიმდინარეობს.

როგორც იუწყებუან, სიახლე Facebook Music–ის სახელწოდებას (ან Spotify on Facebook) მიიღებს. Spotify–ს ინტეგრირება Facebook–ში მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სასურველი კომპოზიცია გაუზიარონ მეგობრებს, ან შექმნას ახალი მუსიკების შემფასებელი კლუბი. რაც შეეხება კომპოზიციების რაოდენობას — დღეისათვის Spotify–ში მილიონობით მუსიკალური ფაილია, რომლებიც საავტორო უფლებით არის დაცული, ასე რომ სამართალდამცავებთან Facebook–ს არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

როგორც მოსალოდნელია, სერვისი ორ კვირაში გაეშვება. სიხალოს გამოსაყენებლად საკმარისია Facebook–ში, საკუთარი პროფილის მარცხენა მხარეს, დავაჭიროთ Spotify–ის ლოგოს.

Facebook–ისა და Spotify–ის შეთანხმება უფასოა, ანუ რომელიმე პარტნიორი მეორეს არ უხდის. მომხმარებლისთვუს მუსიკალურ სერვისთან წვდომა ორი ტიპის იქნება: ფასიანი და უფასო. «უფასო მომხმარებლები» შეძლებენ თვეში მხოლოდ 10 საათის მოსმენას, ხოლო იმათთვის ვინც 10 ევროს გადაიხდის შეზღუდვა არ არსებობს.

მომსახურება, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, სადაც უკვე მუშაობს Spotify, ესენია: დიდი პრიტანეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი და შვედეთი.

ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე Facebook–მა და Spotify–მ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

წყარო: Forbes

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache