Jun 102011
 

კომპანია Sony Ericsson-მა, Mix Walkman-ის გარდა, წარმოადგინა კიდევ ერთი სიახლე — ფიჭური აპარატი txt pro.

მწარმოებლების განცხადებით, txt pro სპეციალურად დამზადდა მათთვის, ვისაც უყვარს სოციალურ ქსელებში ურთიერთობა. კერძოდ, აქ არის აპლიკაცია Facebook-თვის და Twitter-თვის. შეტყობინების აკრეფას აადვილებს მოძრავი QWERTY-კლავიატურა.

ტელეფონს გააჩნია 3-დიუმიანი სენსორული დისპელი გარჩევადობით 240×40, რომელიც დაცულია ნაფხაჭნებისგან. txt pro-ს, ასევე აქვს, კამერა 3,2-მეგაპიქსელიანი მატრიცით, FM-ტუნერი RDS-ის მხარდაჭერით, Wi-Fi და Bluetooth კონტროლერები, MicroUSB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენსთვის და MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი 32 გბ-მდე.

სიახლე განკუთვნილია GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც ქსელებში სამუშაოდ. თუ ვენდობით ტექნიკურ მახასიათებლებს, აკუმულატორი უზრუნვეყოფს ხუთ საათმადე საუბრის და 400 საათამდე მოლოდინის რეჟიმში მუშაობას.

txt pro-ს გაყიდვები დაიწყება შემდეგი კვარტალიდან; ღირებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

May 282011
 

Anders Forsberg–ის ფოტო.

როგორც ყველამ ვიცით, Facebook–ს არა აქვს უფლება თავის მომხმარებელს აუდიოფაილების ატვირთვის ნება დართოს, რადგან სამართალდამცავები სოციალურ ქსელს მომხმარებლების მიერ მუსიკის პირატულად გავრცელების ბრალდებით საკმაო პრობლემებს შეუქმნიან.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, ვებ–სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook–ში მალე ახალი მუსიკალური სერვისი გამოჩნდება, რომელის დამუშავება, ცნობილ მუსიკალურ ვებ–სამსახურთან, Spotify–სთან ერთად მიმდინარეობს.

როგორც იუწყებუან, სიახლე Facebook Music–ის სახელწოდებას (ან Spotify on Facebook) მიიღებს. Spotify–ს ინტეგრირება Facebook–ში მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სასურველი კომპოზიცია გაუზიარონ მეგობრებს, ან შექმნას ახალი მუსიკების შემფასებელი კლუბი. რაც შეეხება კომპოზიციების რაოდენობას — დღეისათვის Spotify–ში მილიონობით მუსიკალური ფაილია, რომლებიც საავტორო უფლებით არის დაცული, ასე რომ სამართალდამცავებთან Facebook–ს არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

როგორც მოსალოდნელია, სერვისი ორ კვირაში გაეშვება. სიხალოს გამოსაყენებლად საკმარისია Facebook–ში, საკუთარი პროფილის მარცხენა მხარეს, დავაჭიროთ Spotify–ის ლოგოს.

Facebook–ისა და Spotify–ის შეთანხმება უფასოა, ანუ რომელიმე პარტნიორი მეორეს არ უხდის. მომხმარებლისთვუს მუსიკალურ სერვისთან წვდომა ორი ტიპის იქნება: ფასიანი და უფასო. «უფასო მომხმარებლები» შეძლებენ თვეში მხოლოდ 10 საათის მოსმენას, ხოლო იმათთვის ვინც 10 ევროს გადაიხდის შეზღუდვა არ არსებობს.

მომსახურება, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, სადაც უკვე მუშაობს Spotify, ესენია: დიდი პრიტანეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი და შვედეთი.

ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე Facebook–მა და Spotify–მ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

წყარო: Forbes

May 272011
 

სოციალურ ქსელ Facebook–ში «სიმპსონები» გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts.

ცნობილი გახდა, რომ EA ამ ქსელისთვის ერთდროულად ორ თამაშს შექმნის. პირველ პროექტს სამშენებლო სიმულატორი SimCity წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება მეორეს, ფლეშ–თამაში, რომელიც მულტ–სერიალის, The Simpsons–ის მოტივებზე არის შექმნილი; გავბედავ გაუწყოთ, რომ ორივე თამაში, სტუდია Playfish–ში იქმნება, რომელიც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ЕА–ს საკუთრება გახდა.

აი რა არის ცნობილი პირველ თამაშზე: SimCity–ში მომხმარებელს მოუწევს «ააშენოს ოცნების ქალაქი, მართოს მისი ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, გააუმჯობესოს ვირტუალური ხალხის ყოველდღიური ცხოვრება და ებრძოლოს ბუნებრივ კატაკლიზმებს». მოკლედ, ვისაც გითამაშიათ Zynga–ს CityVille ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ხოლო რაც შეეხება «სიმპსონებს», ჯერჯერობით, ინფორმაცია «მკაცრად გასაიდუმლოებულია».

The Simpsons–ის რელიზი მიმდინარე წლის სექტემბერში შედგება, ხოლო SimCity–ით გართობას, Facebook-გეიმერები ზამთარის დასაწყისში შეძლებენ.

(ჯანდაბა, ვებ რეალობის რა სისულელეებზე მიწევს წერა…).

წყარო: Eurogamer

Feb 182011
 

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იმათთვის, ვინც Facebook–ში უკვე აიღო მოსავალი და ისევ ელოდება «შემოდგომის» დადგომას. დღეიდან, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ თავი დაანებონ მიწის ჩიჩქნას და გახდნენ «მილიონერები!» — MONOPOLY Millionaires, თამაში რომელიც EA-ს შიდა სტუდიაში შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Wii–ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვიდა პროექტი MONOPOLY Streets, რის შემდეგაც Electronic Arts–მა გადაწყვიტა მიემართა სოციალური ქსელებისთვის და აი შედეგიც — კიდევ ერთი გასართობი Facebook–გეიმერებისთვის.

თამაშის ძირითადი წესები უცვლელი დარჩა: შეიძინეთ უძრავი ქონება, აიძულეთ სხვა მოთამაშეები ყოველ სტუმრობაში გადაგიხადონ ფული, გამოიმუშავეთ მილიონი, გადით დამკაში (თუ დამკები — ეს სხვა თამაშია?). მხოლოდ ეხლა, ონლაინში და აზროვნებით ახლობელ ადამიანებთან ერთად შეგიძლია მულტი მილიონერი გახდეთ!

მოკლედ, მეგობრებო, ემოციებს არ აყვეთ, თამაში ჯერ კიდევ ბეტა–ტესტირების რეჟიმშია. რა არის ეს? — რთული ასახსნელია.

წყარო: Electronic Arts

Feb 102011
 

ვებ–წყაროები იუწყებიან, რომ Twitter–ის ხელმძღვანელობა «საიდუმლოდ» აწარმოებს მოლაპარაკებას სერვისის გაყიდვასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ჭორის თანახმად, რამდენიმე უმსხვილესი კომპანია ესწრებოდა საქმის განხილვას, მათ შორის Google და Facebook. რადგან მოლაპარაკებები არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა, ჯერ–ჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა.

შთამბეჭდავია თანხის ის რაოდენობა, რასაც, ჭორის თანახმდ, მიკრობლოგის სერვისისთვის იხდიან: საუბარია $8–დან $10 მლრდ–მდე. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სერვისი $3 მლრდ–ად შეფასდა, ხოლო 2009 წელს მისი ღირებულება $1 მლრდ–ს არ აღემატებოდა.

Twitter–ის წარმომადგენლები ოფიცილალურ კომენტარს არ იძლევიან, თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანიაში განაცხადეს, რომ მისი გაყიდვა არ იგეგმება. ასევე უცნობია Google–სა და Facebook–ის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით.

დღეისათვის Twitter–ის ქსელში 175 მლნ–ზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული.

წყარო: Wall Street Journal

Dec 272010
 

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (WashingtonPost-ის ფოტო).

სოციალური ქსელი Facebook აგრძელებს მომხმარებლების მოსავლის აღებას: კომპანია comScore-ის შეფასებით, გასულ თვეს ცუკერბერგის კომპანია დედამიწაზე, მოცულობით, რიგით მესამე ვებ-რესურსი გახდა.

ნოემბრის თვეში, Facebook-ს 648 მლნ უნიკალური მომხმარებელი ეწვია. შედეგად კომპანია Yahoo!-მ დატოვა სამეული, რომლის ქსელურმა აქტივობა, გასულ თვეს, 630 მლნ ადამიანს გადააჭარბა. ოქტომბერში, ორივე რესურსის «სტუმრიანობა» თითქმის ერთნაირი იყო — 633 მომხმარებელი.

თუ მხოლოდ ა.შ.შ-ს გავითვალისწინებთ, მაშინ, უმსხვილესი ვებ-რესურსების სიაში, 152 მლნ უნიკალური მომხმარებლით, Facebook ჯერ კიდევ მეოთხე ადგილზეა. Yahoo!-მ 181 მლნ ადამიანი მოიზიდა.

Google რა თქმა უნდა ლიდერია: ნოემბერში საიტს 970 მლნ უნიკალური მომხმარებელი ეწვია. მეორე ადგილს არავის უთმობს კორპორაცია Microsoft — 869 მლნ სტუმარი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, ა.შ.შ-ში Facebook ვიდეოსაიტების სამეულში შევიდა: მან 46,6 მლნ მაყურებელი მიიზიდა. შედარებისთვის: Google-სა და Yahoo!-ს, საფხულის ბოლო თვეში, შესაბამისად 143,2 და 55,1 მლნ მაყურებელი ჰყავდა.

წყარო: PC Mag

Dec 162010
 

Charis Tsevis-ის ილუსტრაცია.

26 წლის მარკ ცუკერბერგი, ამ «ტიტულის» ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა, რომელიც მან… ოხ… «ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრების რითმის შეცვლის» გამო მიიღო.

Time-ის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ სტენგელი ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ არჩევანი ცუკერბერგზე «ნახევარი მილიარდი ადამიანის გაერთიანებისა» და «ინფორმაციის ახალი სისტემის შექმნის გამო შეჩერდა».

მართლაც, ყველასთვის ცნობილია თუ რამდენი ადამიანია მიჯაჭვული ამ სოციალურ ქსელს. დღეისათვის, რესურსმა 500 მლნ «აქტიურ მომხმარებელს» გადააჭარბა, ხოლო ცნობილმა რეჟისორმა, დევიდ ფინჩერმა, მის საპატივცემლოდ, ფილმიც კი გადაიღო.

მარკ ცუკერბერგის «წლის მამაკაცად» დასახელებამ Time-ის ძალიან ბევრი მკითხველის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მკითხველთა ხმების შეჯამებით გამარჯვებული WikiLeaks-ის დამფუძნებელი, ვირტუოზი ჰაკერი და ინფორმაციის თავისუფლებისათვის მებრძოლი ჯულიან ასანჟი უნდა გამხდარიყო.

თუმცა, ბატონი სტენგელი, როგორც გამომცემლობის ხელმძღვანელი, თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს. ასანჟმა მისი კანდიდატების ცხრილში, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. მეორეზე «ჩაის მოძრაობის» დამფუძნებელი გავიდა. არ არის გამორიცხული, რომ ასანჟმა ეს გადაწყვეტილება ამირიკის ხელისუფლებასთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

წყარო: ფრანც პრესი

Dec 152010
 

ჟურნალ Wired-ის (2010 წლის მაისი) გარეკანი: მამა და შვილი? (Gubatron-ის ფოტო)

Microsoft-ის კორპორატიული სტრატეგიის დეპარტამენტისა და შესყიდვების მმართველმა ფრიც ლანმანმა დაადასტურა, რომ იტ-გიგანტი, $15 მლრდ-ის სანაცვლოდ, ახალგაზრდა სოციალური ქსელის შთანთქმას აპირებდა.

ტეპ-მენეჯერმა ეს განცხადება LeWeb-2010-ის კონფერენციაზე (8-9 დეკემბერი, პარიზი, საფრანგეთი) ღონისძიების დამფუძნებელთან ლუკ ლემერთან გააკეთა, რომელმაც შეამჩნია, რომ Facebook იმეორებს Microsoft-ის განვითარების გზას.

თუმცა, თავიდან ეს ინფორმაცია დევიდ კირკპატრიკის წიგნში The Facebook Effect-ში მოხვდა. როგორც ავტორი წერს, 2007 წელს Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, Facebook-ის დამფიძნებელს, მარკ ცუკერბერგს, $15 მლრდ შესთავაზა, მაგრამ მან განუცხადა, რომ კომპანია არ იყიდება.

საბოლოო ჯამში იტ-ინდუსტრიის ტიტანი, $240 მლნ-ის სანაცვლოდ, აქციების 1,6%-ს დათანხმდა.

დღეისათვის კომპანიები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. საძიებო სისტემა Bing-ის საშუალებით Facebook-ის მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია თავის მეგობარზე, ხოლო სოციალური ქსელის წერილების გაგზავნის ახალი სისტემა Microsoft Docs-ის საოფისე პროგრამების ვებ-სერვერთან არის ინტეგრირებული.

ფრანც ლანმანის განცხადებით, Facebook თავისი «უფროსი ძმის» გასწრებას მალე შეძლებს. დღეისათვის ორივე კომპანიის ღირებულება შესაბამისად $50 მლრდ-სა და $220 მლრდ-ს შეადგენს.

წყარო: TechCrunch

Nov 142010
 

სოციალური ქსელი Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (SupportNet.de-ის ფოტო).

სოციალური ქსელი Facebook, 15 ნოემბერს, ჩაატარებს სპეციალურ ღონისძიებას პრესისთვის. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა თემაზე გაესაუბრება მარკ ცუკერბერგი ჟურნალისტებს, თუმცა რამდენიმე სანდო რესუსრსი იუწყება, რომ ლაპარაკია პროექტზე, კოდური სახელწოდებით Titan.

გავრცელდა ჭორი, რომ Facebook აპირებს საკუთარი ელ-ფოსტის გაშვებას, რომელიც შეძლებს გაუწიოს კონკურენცია ისეთ ისეთ პოპულარულ სერვისს, როგორიცაა Gmail.

თუ Facebook-ის e-mail მართლაც ამუშავდა, სოციალური ქსელის 500 მლნ-ზე მეტი მომხმარებლიდან ყველა შეძლებს მიიღოს name@facebook.com-ის მსგავსი საფოსტო მისამართი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სისტემას ექნება სოციალური ქსელის ფუნქციების მხარდაჭერა და მჭიდროდ იქნება ინტეგრირებული თავად Facebook-თან.

ჯერჯერობით Facebook, საფოსტო სისტემის გაშვებასთან დაკავშრებით, კომენტარს არ იძლევა.

წყარო TechCrunch.

Sep 302010
 

5.0 ბეტა ვერსიაში განხორციელებული 10-მომხმარებლიანი ვიდეო კონფერენციის გარდა Skype სხვა სიურპრიზსაც გვიმზადებს.  სანდო წყაროებზე დაყრდნობით Engadget-ი გვატყობინებს, რომ მასში Facebook-თან შეერთების შესაძლებლობაც იქნება გათვალისწინებული. იმისათვის რომ Skype-ით ვისარგებლოთ არ იქნება აუცილებელი Skype ID არამედ შესაძლებელი იქნება Facebook-ის ანგარიშით ვისარგებლოთ, როგორც ინტერნეტ ტელეფონიით ასევე SMS შეტყობინებები გავუგზავნოთ Facebook-ის მომხმარებლებს.


HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache