Apr 182012
 

კორპორაცია Micrososft, პროექტ Skype for Browsers–ის შესაქმნელად, ახალ თანამშრომლებს ეძებს. შესაბამისად გამოქვეყნდა ოთხამდე ოფიციალური განცხადება, რომელიც ახალი კადრების შერჩევას ითვალისწინებს.

ვაკანსიის მოკლე აღწერა შემდეგნაირად ჟღერს: რედმონდულ კომპანიას ესაჭიროება პროგრამისტები, რომლებიც ფლობენ HTML5–ის პროგრამულ ენას. ახალ თანამშრომლები იმუშავებენ Microsoft-ის ოფისებში — ლონდონსა (ინგლისი) და პრაღაში (ჩეხეთი).

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Microsoft-ს დაგეგმილი აქვს, Skype-ის ვებ ვერსიის გამოშვება. პროგრამული კლიენტის, ან დამატებითი პროგრამული კომპონეტების დაინსტალირება ვებ ბრაუზერში აუცილებელი არ იქნება. გამოსვლის თარიღი ჯერ ჯერობით არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა, ინტერნეტ-სატელეფონო კომპანია, Skype 2011 წლის მაისში 8,5 მილიარდ დოლარად შეიძინა. ეს გარიგება ყველაზე მასშტაბური გახლავთ, ბილ გეითსის კომპანიის 36 წლიანი ისტორიის მანძილზე. ასევე, 2011 წლის სექტემბრის მონაცემებით, Skype-ში დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობამ, 660 მილიონს გადააჭარბა.

წყარო: Ars Technica

Jan 222011
 

მიმდინარე კვირის დასაწყისში, იმათ ვინც გამოიყენა Skype-ის ჯგუფური ვიდეოკონფერენციის ფუნქციონალი კომპანიამ უჩვენა გაფრთხილება:

«სცადეთ 7 დღე უფასოდ ან შეიძინეთ Premium ეხლავე!»

Premium-პაკეტის ღირებულება €5.99 თვეში ან €3.49 დღეში. დაწვრილებით.

შეგახსენებთ, რომ Skype-ის ვიდეოკონფერენციის ფუნქციონალის დამატებიდან 7 თვე გავიდა.

Nov 052010
 

გამოვიდა Skype 5.0 ბეტა ვერსია Mac OS X პლატფორმისათვის, ახალი ინტერფეისით, რომელიც აადვილებს პროგრამის მოხმარებას და უფრო მეტად შეესაბამება Mac სტანდარტებს. პროგრამა ერთ მთლიან ფანჯარაშია გაერთიანებული და იყენებს სისტემის მისამართების წიგნს იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ დაურეკოთ, გაუგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები და SMS მეგობრებს მათი  სტატუსის მიუხედავად.

მას უკვე აქვს საკონფერენციო ვიდეო ზარების ფუნქცია – რა თქმა უნდა Skype-ის ბოლო ვერსიასთან Windows-ზე და მიმდინარებეტაზე მაკისთვის.

ამის გარდა განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

  • ახალი მართვის პანელი ზარების მართვის ღილაკებით.
  • სწრაფი ძიება ისტორიაში ჩატში და ძველი შეტყობინებების მოხერხებული დათვალიერება.
  • შეტყობინებების ოფლაინ მიწოდება
  • კონტაქტების პერსონალიზაცია
  • გაწყვეტილ ზარებზე სწრაფი დაბრუნება
  • მცურავი პანელი «კონტაქტების მონიტორი», რომელიც ონლაინში მყოფი მეგობრებისა და ჯგუფებს გვაჩვენებს.

ახალი ვერსიის ჩამოტვირთვა შეიძლება მისამართზე http://www.skype.com/intl/en/get-skype/on-your-computer/macosx/beta/

Sep 302010
 

5.0 ბეტა ვერსიაში განხორციელებული 10-მომხმარებლიანი ვიდეო კონფერენციის გარდა Skype სხვა სიურპრიზსაც გვიმზადებს.  სანდო წყაროებზე დაყრდნობით Engadget-ი გვატყობინებს, რომ მასში Facebook-თან შეერთების შესაძლებლობაც იქნება გათვალისწინებული. იმისათვის რომ Skype-ით ვისარგებლოთ არ იქნება აუცილებელი Skype ID არამედ შესაძლებელი იქნება Facebook-ის ანგარიშით ვისარგებლოთ, როგორც ინტერნეტ ტელეფონიით ასევე SMS შეტყობინებები გავუგზავნოთ Facebook-ის მომხმარებლებს.


HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache