May 142012
 

პროექტის ხელმძრვანელი Goobuntu-ს Google-ში ტომას ბუშნელ (Thomas Bushnell) გამოვიდა კონფერენციაზე Ubuntu Developer Summit. კონფერენციაზე მან ისაუბრა თუ რამდენად პოპულარულია Google-ში Ubuntu-ს სხვადასხვა დისტრიბუტივები, Ubuntu-ს იყენებენ მენეჯერები, დიზაინერები, სისტემური პროგრამისტები, დეველპოპერები, თარჯიმნები, საუკეთესო პროგრამისტები მსოფლიოში, Unix-ს კოდერები და ა.შ.

საფირმო სკინი Goobuntu არ გამოირჩევა სტანდარტული Ubuntu-სგან ინტერფეისით, მაგრამ იქ დამატებულია საკუთარი სისტემა აუტენთიფიკაციის და შიდა რეპოზიტორიები, როგორც Launchpad. ამის გარდა Ubuntu-ს დისტრიბუტივიდან წაშლილია ბევრი სტანდარტული აპლიკაცია, როგორიცაა  Ubuntu One, უსაფრთხოების მიზნით.

ზოგჯერ Google-ს თანამშრომლები ძირითადი დისტრიბუტივიდან შლიან Unity და Gnome 3, ისინი იყენებენ xmonad. Goobuntu ძალიან უკმაყოფილონი არიან ბოლო ცვლილებებით UI.

ტომას ბუშნელმა განაცხადა, რომ სისტემა Goobuntu აპგრეიდდება ყოველ LTS რელიზზე, მიზეზი ესეთი განახლების ის არის, რომ განახლებისთვის საჭიროა 4 თვე და ეს შალიან ძვირი უჯდება Google-ს.  სისტემის ერთი გადატვირთვა დაახლოებით მილიონ დოლარამდე უჟდება კომპანიას, იმიტომ რომ Ubuntu ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს ათი ათასობით კომპიუტერი. ამ დროისთვის არსებული Ubuntu 10.04 LTS განახლება Precise კომპანიაში არ იგეგმება მომავალ წლამდე.

ბუშნელმა ასევე განაცხადა, რომ მალე გამოვა Google Drive ოპერაციული სისტემა Linux-თვისაც, რისი დიდი იმედი მაქვს.

YouTube Preview Image

მე მინდა რამოდენიმე სიტყვა დავამატო xmonad-ზე, როგორც კი სტატია წავიკითხე დავაყენე xmonad დამერწმუნეთ დეველოპერისთვის ყველაზე  მისაღები Desktop გახდება მისი ახალი ვერსიის გამოსვლისთანავე, იმედია ეს ვერსია მალე გვეღირსება და მეც როგორც კომპანია Google თანამშრომლები მოვისვრი ზედმეტად ლამაზად შეფუთულ Unity და Gnome 3.

სულ მქონდა პრეტენზია Unity და Gnome 3 რომ ძალიან არაორდინალურები გახდნენ სისტემშიკების და დეველოპერების უმრავლესობა სულ წუხდა ხოლმე ამაზე და მე როგორც კი ვნახე xmonad ისეთი წარმოდგენა მქონდა რომ მე ვიპოვე ის!

 


 

 

ასევე შესაძლებელია xmonad დაყენება  Unity და Gnome 3 ერთად, როგორც მე მაქვს ახლა დაყენებული, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე  Unity და Gnome 3 არ იქნება საჭირო როდესაც xmonad იქნება დაყენებული სისტემაში.

წყარო: http://habrahabr.ru

 

May 112012
 

მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო დღევანდელი ჩვენი განხილვის თემა იქნებ ამ კვირის მნიშვნელოვანი Vulnerability და ქსელური სისუსტეები, დღევანდელი განხილვა მინდა დავიწყო ამ კვირაში აღმოჩენილი PHP-ს Vulnerability-ით.

 

გამოქვეყნების თარითი: 10.05.2012
ცვლილებების თარიღი: 10.05.2012
Vulnerability არღერილობა : მაღალი
პატჩი : არსებობს
Vulnerability რაოდენობა : 1
CVE ID: CVE-2012-2329
ექსპლოიტის ტიპი - მოშორებულ

Vulnerable versions: PHP 5.4.x, PHP 5.4.x ვერსია 5.4.3 ვერსიამდე.

არწერა:

Vulnerability საშუალებას იძლევა მოშორებულმა მომხმარებელმა კომპრომენტაცია გაუკეთოს მთელს სისტემას, პრობლემა არსებობს  apache_request_headers()-ში შეცდომის გამო, ამ შეცდომის გამოყენებით შემტევს შეუძლია გაუშვას თვითმოქმედი კოდი მთელს სისტემაზე, ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას ისეთ ორგანიზაციებისთვის ვისაც გახსნილი აქვს თავის სერვერზე ფაილების ატვირთვის ფუნქცია.

მწარმოებლის web მისამართი: http://www.php.net/

პრობლემის აღმოფხვრა: პრობლემის მოსაგვარებლად გადმოვწეროთ მწარმოებლის საიტიდან განახლებული ვერსია 5.4.3,  გადმოსაწერი ლინკი მითითებულია ქვემოთ:

ლინკი:

http://www.php.net/archive/2012.php#id2012-05-08-1

განხილვის შემდეგი თემაა Adobe Illustrator, ნაპოვნია 5 მაღალი დონის Vulnerability.

გამოქვეყნების თარითი: 10.05.2012
ცვლილებების თარიღი: 10.05.2012
Vulnerability აღჭერილობა : მაღალი
პატჩი : არ არსებობს
Vulnerability რაოდენობა : 5
CVE ID:

  • CVE-2012-0780
  • CVE-2012-2023
  • CVE-2012-2024
  • CVE-2012-2025
  • CVE-2012-2026

ექსპლოიტის ტიპი - მოშორებულ

Vulnerable versions: Adobe Illustrator CS5 15.x
Vulnerable products:

Adobe Illustrator version CS5.5 და ყველა ამ ვერსიის წინანდელი ვერსია ოპერაციულ სისტემაზე Windows
Adobe Illustrator version CS5.5 და ყველა ამ ვერსიის წინანდელი ვერსია ოპერაციულ სისტემაზე Macintosh.

 

არწერა:
Уязвимости позволяют удаленному пользователю скомпрометировать целевую систему.

Vulnerability საშუალებას იძლევა მოშორებულმა მომხმარებელმა კომპრომენტაცია გაუკეთოს მთელს სისტემას, პირველი 4 ექსპლოიტი უცნობი შეცდომის გამო არსებობს როგორც მწარმოებელი იუწყება ჯერ არ არის ნაპოვნი შეცდომა რის შედეგადაც მუშაობს ეს ექსპლოიტი 5 არსებობს იმის გამო, რომ JPEGFormat.aip გამოყენებისას ხდება overflow შემტევს შეუძლია წინასწარ გამზადებული JPEG  ფაილის საშუალებით ატაკერს შეუძლია გამოიწვიოს დინამიური მეხსიერების გადავსება და განახორციელოს კოდის გაშვება სისტემაზე. ინტერნეტ სივრცეში ეს ექსპლოიტი ღიად არ მოიპოვება ასევე რამოდენიმე დახურულ ფორუმზეც ვერ მოიძებნა, ექსპლოიტი ოფიციალურად კიდევ კარგა ხანს არ დაიდება ღიად მაგრამ ჩემი რჩევა იქნება მაინც განაახლოთ პროდუქტი.

მწარმოებლის web მისამართი: http://www.adobe.com/

პრობლემის აღმოფხვრა: პრობლემის მოსაგვარებლად მწარმოებლის საიტიდან გადმოიწერეთ  CS6.

ლინკი:
http://www.adobe.com/support/security/bulletins/apsb12-10.html

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ განხილვის შემდეგი თემაა Red Hat Enterprise Linux, ეს ოპერაციული სისტემა გამოირჩევა თავისი უსაფრთხოებით, Red Hat Enterprise-ი უფრო მეტად გამოიყენება სერვერის ოპერაციულ სისტემად, მას აღიარებენ როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სისტემას ძალიან იშვიათია როდესაც ამ სისტემაზე რაიმე სახის Vulnerability-ს პოულობენ, მართალია ეს Vulnerability აღწერილობაში დაბალი დონის არის, მაშ ასე:

გამოქვეყნების თარითი: 04.05.2012
ცვლილებების თარიღი: 04.05.2012
Vulnerability აღჭერილობა : დაბალი
პატჩი : არსებობს
Vulnerability რაოდენობა : 3
CVE ID:

  • CVE-2011-3638
  • CVE-2011-4086
  • CVE-2011-4127
  • CVE-2012-0028
  • CVE-2012-0207

ექსპლოიტის ტიპი - მოშორებულ

Vulnerable products:
Red Hat Enterprise Linux Desktop 5
Red Hat Enterprise Linux 5 (Server)

აღწერა:
ეს Vulnerability შემტევს საშუალებას აძლევს განახორციელოს DoS შეტევა, როგორც ფორუმებზე წერენ (მე არ მომეცა საშუალება დამეტესტა პირადად ყოველ შემთხვევაში ჯერ) სერვერის გასაჩერებლად არ არის საკმარისი ერთ  ან ორი შემტევი ბოტ კომპიუტერი საშუალო მომაცემების სერვერს 4-5 ბოტი ყოფნის.

დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

http://www.securitylab.ru/vulnerability/409037.php
http://www.securitylab.ru/vulnerability/413053.php
http://www.securitylab.ru/vulnerability/413561.php

მწარმოებლის web მისამართი: http://www.redhat.com/

პრობლემის აღმოფხვრა: პრობლემის მოსაგვარებლად მწარმოებლის საიტიდან გადმოწერეთ და დააყენეთ განახლება

ლინკი:
https://rhn.redhat.com/errata/RHSA-2012-0107.html
https://bugzilla.redhat.com/show_bug.cgi?id=771764

 

ჩვენი განხილვის შემდეგი თემაა Apache, ამ პროდუქტზე შემიძლია ვთქვა რომ ჯერ-ჯერობით Apache სამომხმარებლო ბაზრის დიდ ნაწილს ფლობს არის მისი ანალოგები მაგრამ ჯერ-ჯერობით სრულყოფილი არცერთი არაა მოდით ვნახოთ რა გაჭირებია Apache-ს.

 

გამოქვეყნების თარითი: 03.05.2012
ცვლილებების თარიღი: 03.05.2012
Vulnerability აღჭერილობა : დაბალი
პატჩი : არ არსებობს (არსებობს მოგვარების ინსტრუქცია)
Vulnerability რაოდენობა :
CVE ID:   CVE-2011-3620

ექსპლოიტის ტიპი - ლოკალური

Vulnerable products: Apache Qpid 0.x შესაძლოა სხვა ვერსიებიც.

აღწერა:
Vulnerability-ს დახმარებით შესაძლებელია სისტემაში არსებული შეზღუდვების გვერდის ავლა, პრობლემა დაკავშირებულია პაროლის აუტენტიფიკაციის არ შემოწმებასთან. როგორც გავარკვიე ამ Vulnerability ძალიან რთულია სისტემაში შეღწევა თან ექსპლოიტი ლოკალურია, თავის დაზღვევის მიზნით მაინც გირჩევთ გადახედოთ კონფიგურაციას და ჩაასწოროთ

მწარმოებლის web მისამართი: http://apache.org/

პრობლემის აღმოფხვრა: პრობლემის აღმოსაფხვრელად დააყენეთ განახლება SVN რეპოზიტორიიდან

ლინკი:
https://issues.apache.org/jira/browse/QPID-3652
https://reviews.apache.org/r/2988/diff/
https://bugzilla.redhat.com/show_bug.cgi

Windows

  • OS Windows (თვითონ ოპერაციულ სისტემაში )
  • Microsoft .NET Framework 4
  • Microsoft Office
  • Pidgin
  • McAfee

Mac OS

  • Apple Safari 5.1.7 ვერსიამდე

WEB

  • WordPress Login With Ajax
  • Genium CMS (პრობლემა მოუგვარებელია)
  • Drupal 7.13 მდე
  • Drupal cctags 7.x-1.10 ვერსიამდე

რამოდენიმე მათგანი თვითონ დატესტილი მაქვს მაგრამ ტესტირების ვიდეო ვერ დავდებ საიტის წესწბიდან გამომდინარე, მომავალში შევეცდები რაიმე სახის გამოსავალი გამოვძებნო, თუ რაიმე სახის კითხვა გაგიჩნდათ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარში ან მომწეროთ მეილზე: r.karchava@gmail.com

Apr 182012
 

მოგესალმებით http://hi-tech.ge-ს ძვირფასო მკითხველებო დღევანდელი ჩვენი განხილვის თემა იქნება თუ როგორ შევამოწმოთ ჩვენს მიერ დაკონფიგურირებული სერვერი, მაგალითისთვის მოვიყვანე ყველაზე მარტივი Samba Server ოპერაციული სისტემა Linux Ubuntu. დღეს შევეცდები ზემოთ ხსენებული სერვერის გამართვას ისე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული იყოს და ამავე დროს შევამოწმებთ “ბოროტი თვალით” მის უსაფრთხოებას და დაცულობას.

1. ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;

ოპერაციული სისტემის ინსტალაცია არ არის ძალიან მარტივი პროცესი იქ გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ნიუანსი, ამ შემთხვევაში გამოვყოფდი ვინჩესტერის დაყოფას, ისე რომ გათვალისწინებული იყოს ყველაფერი.

2. სისტემის განახლება

აუცილებელია სისტემას გაუკეთდეს განახლება;

3. ყველა საჭირო პაკეტის დაყენება და კონფიგურაცია.

ამ შემთხვევაში აქ შედის Samba, SSH, ufw და ა.შ.

ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი ყველა ჩამოთვლილი პუნქტი გავლილია

შევდივართ სისტემაში

ვნახოთ ip მისამართი და ფაირვოლში რა არის დაშვებული

ვხედავთ, სერვერის ip მისამართია 192.168.1.119 და ფაირვოლში გახსნილია SSH და Samba, თქვენ ალბათ შეამჩნიეთ რომ Samba გახსნილია მხოლოდ 192.168.1.0 ქსელისთვის დანარჩენებისთვის ის დახურულია, ასევე მინდა ვთქვა SSH ის ღია უნდა იყოს მხოლოდ მაგის ადმინისტრატორისთვის დანარჩენისთვის დახურული, ასევე პორტის დაკეტვის გარდა შესაძლებელია SSH აუტენტიფიკაცია Key-ით, ასევე root მომხმარებლისთვის SSH არ უნდა იყოს ღია, ასეთი განლაგება მეტნაკლებად ყველაზე უსაფრთხოა, გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე.

netstat-na

მშვენიერია :) ახლა ვნახოთ რა ხდება სინამდვილეში

სისტემის და ქსელის აუდიტისთვის გამოიყენება ძალიან ბევრი პროგრამული უზრუნველყოფა მაგრამ დღეს ჩვენ გამოვიყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პროგრამებს და ოპერაციულ სისტემებს:

OS Backtrack 5.1 R2

Nessus

Nikto

nmap-ის შაშუალებით დავასკანიროთ სისტემა.

ვხედავთ იმას, რომ ip მისამართზე 192.168.1.119

22/tcp  open  ssh
139/tcp open  netbios-ssn
445/tcp open  microsoft-ds
MAC Address: 00:0C:29:E1:97:FA (VMware)

nmap-ის შაშუალებით ამ შემთხვევაში ჩვენ გავიგეთ თუ რა პორტებია გახსნილი მანქანის MAC Address, ახლა უფრო დეტალური სურათის მისაღებად გამოვიყენოთ Nessus

მშვენიერი ნამუშევარია ნამდვილად, ზემოთხსენებული პრობლემები მოგვარებადია, ახლა მოდით სანამ ამ პრობლემებს მოვაგვარებთ Nessus-ის რეპორტი პირდაპირ შევიტანოთ Armitage-ს შეძლებს თუ არა ის ამ პრობლემის გამოყენებას და სისტემის შეტეხვას ან რაიმე სახის პრივილეგიას თუ მოგვცემს.

 

ასე და ამრიგად Armitage-მ ვერაფერი გასახარი ვერ გააკეთა.

მოდით შევაჯამოთ შედეგები:

1. სისტემა რომელიც ჩვენ შევქმენით გარე ქსელიდან ანუ გლობალიდან წვდომადი არ არის საერთოდ ანუ შეტევა გლობალიდან შეუძლებელი.

2. Nessus-ის მიერ აღმოჩენილი პრობლემა მოგვარებადია იმედია თვითონ მოახერხებთ თუ არადა დაწერეთ.

3. Armitage-მ ვერაფერი ვერ გააკეთა 0 Day Update ჰქონდა.

http://www.exploit-db.com არაფერი არ დევს ამ ვერსიის სამბაზე ასე რომ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და ყველაზე მთავარი ყოველდღიურად ამოწმეთ სერვერის ლოგები!!!

პ.ს. თუ რამე გაუგებარი იყო მომწერეთ მეილზე ან კომენტარებში, ამ სისტემის აწყობის და კონფიგურაციის ჩემს მიერ დაწერილ სტატიაზე ლინკს დავდებ აუცილებლად, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ რაც შეიძლება ფრთხილები იყავით სისტემის კონფიგურაციისას, ყოველგვარი ზედმეტი პაკეტის ან ზედმეტი პორტის გახსნისას თქვენი სისტემის უსაფრთხება სუსტდება.

Apr 102012
 

Linux Foundation-მა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელიც გვიამობობს, როგორ მიმდინარეობს Linux დამზადება და რა ადგილი უჭირავს Linux-ს თანამედროვე მსოფლიოში. სპეციალისტები ალბათ ვერ ნახავენ მასში რამე ახალს, თუმცა ეს ვიდეორგოლი კარგია თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პროპაგანდისთვის.

YouTube Preview Image
Nov 012011
 

BeagleBoard არის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო DIY პროექტი. ახლა უკვე ხელმისაწვდომი (89$) გახდა BeagleBone, რომელიც აღჭურვილია Linux Angstrom ოპ. სისტემით, და იღებს კვებას USB პორტის საშუალებით. აპარატული შესაძლებლობებიდან აღსანიშნავია Open GL ES 2.0 და microSD კონექტორი. ასევე არის გიგაბიტიანი ქსელის ადაპტერი. მოკლედ მოყვარულებს ვთავაზობ ვიდეოს:

YouTube Preview Image
Oct 162011
 

დღეს გამოვიდა Ubuntu 11.10 ფინალური ვერსია კოდური დასახელებით Oneric Ocelot. ოფიციალურ საიტზე უკვე გამოაქვეყნეს ინფორმაცია რელიზის შესახებ. ასევე განახლდა დისტრიბუტივის ჩამოსატვირთიპორტალიც.

სამაგიდო:

სერვერი:

ალტერნატიული:

ბმული - Torrent - კლენტებისთვის.

მინდა გითხრათ, რომ თქვენთვის ვამზადებ Ubuntu-ს ინსტალაციის სრულ სახელმძღვანელოს, რომელსაც go.ge-ზე მალე იხილავთ. მანამდე კი დატკბით მოკლე მიმოხილვით:

Unity და Unity 2D

GNOME-ის სტანდარტული გარემო არ შედის სტანდარტუალდ დაყენებული პროგრამების სიაში. ახლა სეანსებს შორი მხოლოდ არის Unity და Unity 2D ნაკლები წარმადობის ვიდეო ადაპტერების მქონე კომპიუტერებისათვის.

სამუშაო მაგიდა:

Ubuntu-ს ღილაკმა გადაინაცვლა Launcher-ის პანელში. ბევრი პროგრამის ერთდორულად გახსნის შემთხვევაში პანელის ხატულები გარმონივით იკეცება ბოლოში.

ინდიკატორების პანელმაც განიცადა ცვლილება, დამატებულია დამატებითი პარამეტრები, გაუმჯობესებულია ენერგიის მართვა.


ფანჯრების გადამრთველი Alt+Tab გახდა უფრო მოხერხებული და ფუნქციონალური. ასევე გარმონივით ანიმაციით. ფანჯრებს შორის გადართვა ხდება მარჯვენა და მარცხენა მიმართულების ღილაკებით.

ახლა ერთი პროგრამის ფანჯრები ჯგუფებად ლაგდება და მისი გახსნისათვის უნდა დავაჭიროთ ღიალკს “ქვევით”

 

Dash

Dash-ის ინტერფეისი სრულიად განახლდა, დაემატა გადღაბნის ეფექტი (blur)

მართვის ცენტრი

დეველოპერების განცხადებით, ახალი ცენტრი უფრო ამარტივებს პარამეტრების მოწყობას.

 

Ubuntu-ს პროგრამების ცენტრი


ბრაგრამების ცენტრი ახალ ვერსიაში შექმნილია GTK 3-ზე. პროგრამი ახალი ვერსია უფრო მეტად არის სისტემაში ინტეგრირებულია, უფრო სწაფი და მოხერხებულია. შეიცვალა პროგრამების რეცენზირებისა და რეიტინგების სისტემაც.

 

პროგრამული ცვლილებები:

  • საფოსტო კლიენტი Evolution შეიცვალა Thunderbirt 7-ით.
  • მარქაფების შესაქმნელი უტილიტა Deja Dup ახლა უკვე ჩაშენებულია, როგორც სტანდარტული პროგრამა.
  • სტანდარტული ინსტალაციიდან ამოღებულია პაკეტების მენეჯერი Synaptic.
  • Gwibber გახდა უფრო სწაფი და მომხიბლველი
მოკლედ ახალი ვერსიისგან ბევრი სიახლე გველის და რა თქმა უნდა დაპირებული ინსტალაციის სახელმძღავენლოც.
Aug 272011
 

როგორც ჩანს, ტორვალდსის მოწოდება გაკეთებულიყო მეორე გნომის ფორკი შესმენილ იქნა.

Mate, ახორციელებს, თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს: “არ მოგწონთ პროექტის განვითარების ტენდენცია? გააკეთე ფორკი!”, და იმედს იძლევა, რომ გახდება მშვიდი ნავსაყუდელი, მათთვის ვიცაც არ მოეწონა Gnome3-ის სიახლეები.

დეველოპერების აღწერით მათი პროდუქცი “არა-ინტუიციურად გასაგები და არამომხიბლავი სამუშაო მაგიდაა, მომხმარებლებისთვის, რომლებიც მიეჩვიენ სისტემასთან ტრადიციულ ურთიერთქმედებას”. რაც შეეხება არამომხიბლველობას აქ დეველოპერები ხუმრობენ – Compiz-ი ჩვეულებრივად მუშაობს და პარამეტრების შეცვლაც არ არის აკრძალული.

Mate-ის ფილოსოფია:
— მინიმალიზმი
— KISS
— Cowboy coding
— სწორი პროგრამირება

არსებული მომენტისათვის ბინარული პაკეტები მზადაა მხოლოდ Arch Linux-თვის – ახლო მომავალში გამოვა Fedora და  Debian ვერსიებიც.

Aug 162011
 
1993 წლის 16 აგვისტოს, იან მერდოკმა გამოაქვეყნა comp.linux.os.development-ში, რომ შექმნა ახალი დისტრიბუტივი.
გასული 18 წლის განმავლობაში, მოხერხებულობითა და საიმეედოობით Debian-მა დაიმსახურა უამრავი მომხმარებლის სიყვარულია. გამოვიდა 11 რელიზი, ყველაზე ბოლოს – Debian 6.0 Squeeze, მასში შედის თითქმის 30 ათასი პაკეტი, ხოლო მიმდინარე unstable ტოტში მათი რაოდენობა 50 ათასს უახლოვდება. მხოლოდ დებიანი იყო ოფიციალურად პორტირებული 13 არქიტექტურაზე და მუშაობთა სხვა და სხვა ტიპის მოწყობილობებზე, კომუნიკატორებით დაწყებული და კოსმოსური შატლით დამთავრებული.
დღეს მთელს მსოფლიოში, დეველოპერები, მოდერატორები და მომხმარებლები ზეიმობენ საყვარელი დისტრიბუტივის დაბადების დღეს.
მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საიტით http://thank-you.debian.net/, რომ მიულოცონ დეველოპერების ჯგუფს და გამოაქვეყნინ თავიანთი ზეიმის ფოტოები.
Jul 292011
 


Ubuntu One – არის Dropbox-ის ანალოგიური საცავი ღრუბელში, პირველ რიგში სხვა და სხვა კომპიუტერებს შორის ინფორმაციის სინქრონიზაციისთვის. სახელისმიუხედავად მისი მხარდაჭერა ბევრ პლატფორმაზეა განხორციელებული, როგორც Ubuntu-ზე ასევე  Android, iOS და Windows პლატფორმაზეც. მობილურებისთვის გათვალისწინებულია აუდიო სტრიმინგიც 3,99$ თვეში.

ახლა უკვე თავისუფალი სივრცე 2 გიგაბაიტიდან 5-მდე გაიზარდა. ახლა უკვე ამ სატარიფო გეგმას “Ubuntu One Free” ქვია. 20 გიგაბაიტით საცავის გზრდა 2.99$ ღირს თვეში.

ასევე გაიხსნა პროგრამა Ubuntu One App Developer Program, რომლის მიზანიცაა მიაწოდოს დეველოპერებს ინფორმაცია ყველა პლატფორმაზე მაქსიმალური ეფექტურობით, რომ გაადვილდეს პროგრამების ინტეგრაცია ღრუბელთან და  დაჩქარდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.

Jul 132011
 

კორპორაცია Fujitsu-მ, International Digital Publishing Expo-ს გამოფენაზე წარმოადგინა, ბუქრიდერის პროტოტიპი ფერადი ელექტრონული ქაღალდის ბაზაზე.

მოწყობილობაში, გამოყენებულია, დისპლეი, ქოლესტერინულ თხევად კრისტალებზე. ესეთ ეკრანს არ აქვს პოლარიზაცია ან ფერების ფილტრები, ხოლო ენერგია იხარჯება, მხოლოდ გამოსახულების გადართვის დროს. შესაბამისად, ელექტრონულ ქალღალდს ჭირდება უფრო ნაკლები ენერგომოხმარება, ვიდრე ტრადიციულ თხევადკრისტალურ-პანელებს.

წარმოდგენილ პროტოტიპს, გააჩნია 8-დიუმიანი დიაგონალი, ხოლო მისი გარჩევადობა  — 1024×768 პიქსელი  (157 წერტილი დიუმზე); კონტრასტი — 8:1; სურათის შეცვლის დრო შეადგენს 0,7 წმ-ს; ეკრანზე გამოისახება  4 096 ფერი.

რიდერი ფუნქციონირებს, ოპერაციულის სისტემის მართვის ქვეშ Linux-ის ბირთვზე; არის, JPEG, PDF და EPUB ფაილებთან მუშაობის მხარდაჭერა. წონა  — 220 გ.

მოწყობილობის გამოსვლის თარიღი და ღირებულება უცნობია.

გამოყენებულია DigInfo TV-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache