Aug 272011
 

როგორც ჩანს, ტორვალდსის მოწოდება გაკეთებულიყო მეორე გნომის ფორკი შესმენილ იქნა.

Mate, ახორციელებს, თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს: “არ მოგწონთ პროექტის განვითარების ტენდენცია? გააკეთე ფორკი!”, და იმედს იძლევა, რომ გახდება მშვიდი ნავსაყუდელი, მათთვის ვიცაც არ მოეწონა Gnome3-ის სიახლეები.

დეველოპერების აღწერით მათი პროდუქცი “არა-ინტუიციურად გასაგები და არამომხიბლავი სამუშაო მაგიდაა, მომხმარებლებისთვის, რომლებიც მიეჩვიენ სისტემასთან ტრადიციულ ურთიერთქმედებას”. რაც შეეხება არამომხიბლველობას აქ დეველოპერები ხუმრობენ – Compiz-ი ჩვეულებრივად მუშაობს და პარამეტრების შეცვლაც არ არის აკრძალული.

Mate-ის ფილოსოფია:
— მინიმალიზმი
— KISS
— Cowboy coding
— სწორი პროგრამირება

არსებული მომენტისათვის ბინარული პაკეტები მზადაა მხოლოდ Arch Linux-თვის – ახლო მომავალში გამოვა Fedora და  Debian ვერსიებიც.

Aug 162011
 
1993 წლის 16 აგვისტოს, იან მერდოკმა გამოაქვეყნა comp.linux.os.development-ში, რომ შექმნა ახალი დისტრიბუტივი.
გასული 18 წლის განმავლობაში, მოხერხებულობითა და საიმეედოობით Debian-მა დაიმსახურა უამრავი მომხმარებლის სიყვარულია. გამოვიდა 11 რელიზი, ყველაზე ბოლოს – Debian 6.0 Squeeze, მასში შედის თითქმის 30 ათასი პაკეტი, ხოლო მიმდინარე unstable ტოტში მათი რაოდენობა 50 ათასს უახლოვდება. მხოლოდ დებიანი იყო ოფიციალურად პორტირებული 13 არქიტექტურაზე და მუშაობთა სხვა და სხვა ტიპის მოწყობილობებზე, კომუნიკატორებით დაწყებული და კოსმოსური შატლით დამთავრებული.
დღეს მთელს მსოფლიოში, დეველოპერები, მოდერატორები და მომხმარებლები ზეიმობენ საყვარელი დისტრიბუტივის დაბადების დღეს.
მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საიტით http://thank-you.debian.net/, რომ მიულოცონ დეველოპერების ჯგუფს და გამოაქვეყნინ თავიანთი ზეიმის ფოტოები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache